1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შინასამსახურებრივი გამოყენების წესების შესაბამისად, ატარებს ინფორმაციული სისტემების ინვენტარიზაციას ყველა ინფორმაციული აქტივის აღრიცხვის მიზნით, რის შედეგადაც ყოველ ინფორმაციულ აქტივს მიენიჭება კრიტიკულობის შესაბამისი კლასი – კონფიდენციალური ან შინასამსახურებრივი გამოყენების. ყველა სხვა ინფორმაციული აქტივი, რომელთა კლასიფიცირება საჭირო არ არის, ღია ინფორმაციად ითვლება.
2. ინფორმაციული აქტივების აღრიცხვის შედეგად აღიწერება ყოველი ინფორმაციული აქტივის მნიშვნელობა, ფასეულობა, უსაფრთხოებისა და დაცვის არსებული დონე.
3. ინფორმაციული აქტივის შექმნის დროს კრიტიკულობის შესაბამის კლასს ადგენს აქტივის ავტორი ან/და აქტივზე პასუხისმგებელი პირი.
4. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული აქტივების მართვის წესები, კერძოდ, მათი აღწერის, კლასიფიცირების, ხელმისაწვდომობის, გაცემის (გამოქვეყნების), შეცვლისა და განადგურების წესები (გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს), პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების მიმართ დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
5. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკების მიმართ ინფორმაციული აქტივების მართვის დამატებით სტანდარტებსა და მოთხოვნებს ადგენს ეროვნული ბანკი.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.06.2021 კანონი №632
- 12.06.2020 კანონი №6299
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.06.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. ინფორმაციული აქტივების მართვა 1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შინასამსახურებრივი გამოყენების წესების შესაბამისად, ატარებს ინფორმაციული სისტემების ინვენტარიზაციას ყველა ინფორმაციული აქტივის აღრიცხვის მიზნით, რის შედეგადაც ყოველ ინფორმაციულ აქტივს მიენიჭება კრიტიკულობის შესაბამისი კლასი – კონფიდენციალური ან შინასამსახურებრივი გამოყენების. ყველა სხვა ინფორმაციული აქტივი, რომელთა კლასიფიცირება საჭირო არ არის, ღია ინფორმაციად ითვლება. 2. ინფორმაციული აქტივების აღრიცხვის შედეგად აღიწერება ყოველი ინფორმაციული აქტივის მნიშვნელობა, ფასეულობა, უსაფრთხოებისა და დაცვის არსებული დონე. 3. ინფორმაციული აქტივის შექმნის დროს კრიტიკულობის შესაბამის კლასს ადგენს აქტივის ავტორი ან/და აქტივზე პასუხისმგებელი პირი. 4. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული აქტივების მართვის წესები, კერძოდ, მათი აღწერის, კლასიფიცირების, ხელმისაწვდომობის, გაცემის (გამოქვეყნების), შეცვლისა და განადგურების წესები (გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს)განსაზღვრავს), პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების მიმართ დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს ნორმატიულითავმჯდომარის აქტით.ბრძანებით, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. 5. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკების მიმართ ინფორმაციული აქტივების მართვის დამატებით სტანდარტებსა და მოთხოვნებს ადგენს ეროვნული ბანკი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-799-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2022
…„დ" ქვეპუნქტისა და თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების წესის დამტკიცების შესახებ მოპასუხის 01.05.2017 წლის NMOD 2 17 00000037 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის და მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება