1. ამ კანონის აღსრულებას, კერძოდ, საქართველოს კიბერსივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ინციდენტების მართვას, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინაციისკენ მიმართულ, მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.OTA.GOV.GE), ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.DEA.GOV.GE) და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი.
2. კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტულ საფრთხეებს მიეკუთვნება:
ა) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებს ან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას;
ბ) კიბერშეტევა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ;
გ) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან კერძო პირის ფინანსურ რესურსებს ან/და საკუთრების უფლებას;
დ) სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც, მისი ხასიათიდან, მიზნიდან, წყაროდან, მოცულობიდან ან რაოდენობიდან ან მისი აღკვეთისათვის საჭირო რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საკმარისი საფრთხის შემცველია.
3. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფების მოვალეობებია:
ა) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის შესახებ რეკომენდაციების გაცემა ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმძღვანელო მითითებების გაცემა;
ბ) კომპიუტერული ინციდენტების დროული გამოვლენა;
გ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება და მათზე რეაგირების კოორდინაცია;
დ) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვა და მათზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია;
ე) კომპიუტერული ინციდენტების ანალიზი;
ვ) კომპიუტერული ინციდენტების შედეგების გამოსწორებისა და ზიანის მინიმუმამდე შემცირების პროცესში დახმარება;
ზ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია და ამ ზომების დანერგვაში დახმარება;
თ) სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებთან და განისაზღვრება კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით.
4. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს/ციფრული მმართველობის სააგენტოს/კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის კომპეტენცია, მუშაობის პროცედურები, კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები და მისი საქმიანობის სხვა წესები დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის/ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის/საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მისი კომპეტენციის ფარგლებში.
5.(ამოღებულია - 10.06.2021, №632).
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.06.2021 კანონი №632
- 12.06.2020 კანონი №6299
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.06.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფიჯგუფები 1. ამ კანონის დებულებათა აღსრულებას, კერძოდ, საქართველოს კიბერსივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ინციდენტების მართვას, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინაციისკენ მიმართულ, მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებსახორციელებენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.OTA.GOV.GE), ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.GOV.GE)(CERT.DEA.GOV.GE) (შემდგომდა –კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი).ჯგუფი. 2. კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტულ საფრთხეებს მიეკუთვნება: ა) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებს ან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას; ბ) კიბერშეტევა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ; გ) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან კერძო პირის ფინანსურ რესურსებს ან/და საკუთრების უფლებას; დ) სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც, მისი ხასიათიდან, მიზნიდან, წყაროდან, მოცულობიდან ან რაოდენობიდან ან მისი აღკვეთისათვის საჭირო რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საკმარისი საფრთხის შემცველია. 3. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისჯგუფების მოვალეობებია: ა) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის შესახებ რეკომენდაციების გაცემა ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმძღვანელო მითითებების გაცემა; ბ) კომპიუტერული ინციდენტების დროული გამოვლენა; გ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება და მათზე რეაგირების კოორდინაცია; დ) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვა და მათზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია; ე) კომპიუტერული ინციდენტების ანალიზი; ვ) კომპიუტერული ინციდენტების შედეგების გამოსწორებისა და ზიანის მინიმიზაციისმინიმუმამდე შემცირების პროცესში დახმარებისდახმარება; გაწევა; ზ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია და ამგვარიამ ზომების დანერგვაში დახმარებისდახმარება; გაწევა; თ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში არსებული საფრთხეებისა და სუსტი წერტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თუ ინფორმაციის ამგვარი ხელმისაწვდომობა ზიანს არ აყენებს ინფორმაციულ უსაფრთხოებას; ი) შესაძლო საფრთხეების შესახებ მომხმარებელთა ფართო წრის გაფრთხილება და მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება; კ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე საგანმანათლებლო და ინფორმაციული უზრუნველყოფა; ლ) საერთაშორისო დონეზე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლობა და კოორდინაცია; მ) სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებთან და განისაზღვრება კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით. 4. დახმარებისოპერატიულ-ტექნიკური ჯგუფსსააგენტოს/ციფრული უფლებამმართველობის აქვს,სააგენტოს/კიბერუსაფრთხოების მოითხოვოსბიუროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული აქტივის, ინფორმაციული სისტემის ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალი საგნის წვდომა, თუ ამგვარი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზეინციდენტებზე სათანადო რეაგირებისათვის. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი მოთხოვნის გონივრულ ვადაში განხილვის შედეგად დახმარების ჯგუფს დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი წვდომის შესაძლებლობის ან შეუძლებლობის შესახებ. 5. დახმარების ჯგუფის კომპეტენცია, მუშაობის პროცედურები, კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები და მისი საქმიანობის სხვა წესები დგინდება ციფრულიოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის/ციფრული მმართველობის სააგენტოს ნორმატიულითავმჯდომარის/საქართველოს აქტით.თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მისი კომპეტენციის ფარგლებში. 5.(ამოღებულია - 10.06.2021, №632).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/06/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება