1. თევზსაჭერ გემზე რადიოსპეციალისტს ენიჭება შემდეგი წოდებები:
ა) GOC GMDSS-ის ოპერატორი;
ბ) ROC GMDSS-ის ოპერატორი;
გ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი თანრიგის ოპერატორი;
დ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის მეორე თანრიგის ოპერატორი.
2. თევზსაჭერ გემზე რადიოსპეციალისტის ფუნქციები შესაძლებელია შეითავსოს შკიპერმა ან თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწემ, თუ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია თანხმობას განაცხადებს.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 29.06.2012).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/07/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება