საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.07.2012 ძალადაკარგული 31.01.2020
ნომერი
№117
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016329
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (26)

შემდგომი ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (15)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №117

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე -12 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 -ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანება.

3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 16 ივლისიდან .

ზ. ადეიშვილი


საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულება

+

თავი I. ზოგადი დებულებანი

+

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

+

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდება  – „Public Service Development Agency“.

3. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სააგენტოს დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო, ბეჭდები, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი № 67ა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

თავი II. სააგენტოს მიზნები, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

+

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

+

სააგენტოს მიზნებია:

ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა;

ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა;

გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა;

დ) საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა  და ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 3. სააგენტოს ძირითადი ამოცანები

+

სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ს ახელმწიფო მომსახურებების განვითარებასა და ინოვაციურ სერვისებთან დაკავშირებით იდეების გენერირება;

ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდასაჭერად საჭირო ინსტრუმენტების შექმნა და განვითარება;

გ) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვა/დოკუმენტირების ეფექტური სისტემის შექმნა და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებზე ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების ეფექტური სისტემის შექმნა.

    მუხლი 4. სააგენტოს ფუნქციები

+

სააგენტოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტურობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;

გ) საჭირო რესურსებისა და დროის კონკრეტულ პერიოდში არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;

დ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

ე) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების და გარდაცვალების, დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;

ვ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა;

ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა;

თ) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია;

ი) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა;

კ) საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

კ​1) მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, სტატუსის გაუქმება, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე ცნობის გაცემა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა მონაცემების წარმოება (რეესტრის ფორმირება და მასში ცვლილებათა ასახვა);

ლ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

მ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა,

ნ) პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;

ო) გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა;

პ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება;

ჟ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა;

რ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა;

ს) ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება, პასპორტის დამზადება და მფლობელისათვის გადაცემა;

ტ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევა  და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების შექმნა;

უ) კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა;

ფ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ მომსახურება (ადგილზე მომსახურება);

ქ ) პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა;

ქ​1) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა;

ღ) საქართველოსთან პირის  სამართლებრივი კავშირის დადგენა/დადასტურება;

ყ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

შ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა;

ჩ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;

ც) (ამოღებულია - 02.11.15 №107);

ძ) (ამოღებულია - 02.11.15 №107);

წ) საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ჭ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემა;

ხ) უფლებამოსილების ფარგლებში ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ხ​1) მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

ჯ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;

ჰ) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა;

ჰ​1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება.

ჰ​2) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდება ან აღნიშნული დოკუმენტის (ინფორმაციის) უცხო ქვეყნიდან გამოთხოვა;

ჰ​3) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მის კომპეტენციაში მიკუთვნებული ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;

ჰ​4) სააგენტოს შექმნამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება და გაცემა;

ჰ​5)  სააგენტოს მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 09.10.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 16.06.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 21.07.2015წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 03.11.2015წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივნისის ბრძანება  №310 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.

მუხლი 4​1. მომსახურების დროული უზრუნველყოფა

+

1. სააგენტოს მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში, ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების დებულებათა შესაბამისად.

2. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და საამისოდ აუცილებელი პირობების შექმნა, რათა სააგენტოს ან/და სსიპ – „იუსტიციის სახლის“ მიერ მომსახურება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებით შესაბამისი სახის მომსახურების მიღებისათვის განსაზღვრული დღის 9.00 საათამდე, ხოლო თუ დადგენილება ითვალისწინებს მომსახურების გაწევას დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში - მომსახურების ბოლო დღის 9.00 საათამდე. ეს წესი არ ვრცელდება განაცხადის შეტანის დღეს მომსახურების მიღების შემთხვევაზე.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებით მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან მე-2 სამუშაო დღეს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შეტანილი აქვს არაუგვიანეს 12.00 საათისა.

4. წარდგენილ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადამდე კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით დაინტერესებულ პირს განუმარტოს, რა ქმედების განხორციელება/დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენაა საჭირო ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დაცვით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 17 თებერვლის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 18.02.2016წ.

 

თავი III. სააგენტოს მართვა და სტრუქტურა

+

    მუხლი 5. სააგენტოს მართვა

+

1. სააგენტოს მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს სააგენტოს თავმჯდომარე სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა/ერთეულების და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის დირექტორი იმავდროულად შეიძლება იყოს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.

3. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დირექტორი.

    მუხლი 6. სააგენტოს მართვის კოლეგიური ორგანოები

+

1. დასახული მიზნების მიღწევისა და ამოცანების ეფექტურად განხორციელებისათვის სააგენტოში შეიძლება შეიქმნას მართვის კოლეგიური ორგანოები.

2. მართვის კოლეგიური ორგანოები იქმნება, მათი შემადგენლობა, მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის წესი მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

    მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და ერთეულები

+

1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი;

ბ) კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი;

გ) (ამოღებულია - 09.03.16, №130);

დ) მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი;

ე) სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეფორმების დეპარტამენტი;

ვ) მხარდაჭერის დეპარტამენტი;

ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტი.

2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური;

ბ) მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური;

გ) აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახური;

დ) (ამოღებულია - 09.03.16, №130);

ე) ლოჯისტიკის სამსახური;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახური;

ზ) დისტანციური მომსახურების სამსახური;

თ) ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრი (სამსახური);

ი) ინოვაციების მართვისა და კვლევების სამსახური;

კ) (ამოღებულია  - 26.12.12 №191);

ლ) ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის სამსახური.

მ) მარკეტინგული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ნ) (ამოღებულია - 09.03.16, №130);

ო) (ამოღებულია - 09.03.16, №130);

პ) მონაცემთა მთლიანობის ანალიზისა და ბაზების არქიტექტურის სამსახური;

ჟ) მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახური;

რ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის სამსახური;

ს) გარე მომხმარებლებთან ურთიერთობების მართვის სამსახური;

ტ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამსახური;

უ) სტრატეგიული პროექტების მართვის სამსახური;

ფ) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო;

ქ) იურიდიული სამსახური;

ღ) საქმისწარმოების სამსახური;

ყ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

შ) ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების სამსახური;

ჩ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური;

ც) შესყიდვების სამსახური;

ძ) ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამსახური;

წ) (ამოღებულია - 09.03.16, №130);

ჭ) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამსახური;

ხ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

ჯ) საიდენტიფიკაციო სერვისების განვითარების სამსახური;

ჰ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის სამსახური;

ჰ​1) შიდა აუდიტის სამსახური.

3. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით სტრუქტურული ერთეული  ექვემდებარება დეპარტამენტის დირექტორს ან სააგენტოს თავმჯდომარეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

    მუხლი 8. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები

+

სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია:

  ა) თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

 ბ) (ამოღებულია - 11.09.12, №156);

 გ) (ამოღებულია - 11.09.12, №156);

 დ) (ამოღებულია - 11.09.12, №156);

 ე) (ამოღებულია - 11.09.12, №156);

ვ) აბაშის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ზ) ადიგენის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

თ) ამბროლაურის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ი) ასპინძის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

კ) ახალგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ლ) ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

მ) ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

ნ) ახმეტის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ო) ბაღდათის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

პ) ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჟ) ბორჯომის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჟ​1) გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

რ) გურჯაანის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ს) დედოფლისწყაროს სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ტ) დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

უ) დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ფ) ვანის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ქ) ზესტაფონის სამოქალაქო რეესტრის  სამსახური;

ღ) ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ყ) თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

შ) თერჯოლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჩ) თეთრიწყაროს სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ც) თიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ძ) კასპის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

წ) ლაგოდეხის  სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჭ) (ამოღებულია - 18.04.18 №288);

ხ) ლენტეხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჯ) მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ) მარტვილის  სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​1) მესტიის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​2) მცხეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​3) ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​4) ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​5) ონის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​6) (ამოღებულია - 21.09.12, №166);

ჰ​7) საგარეჯოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​8) სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​9) საჩხერის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​10) სენაკის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​11) სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​12) ტყიბულის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​13) ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​14) ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​15) ყაზბეგის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​16) ყვარლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​17)  ჩოხატაურის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​18) ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​19) ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​20) ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​21) წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​22) (ამოღებულია - 22.11.16 №200);

ჰ​23) წყალტუბოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​24) ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​25) ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​26) ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​27) ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​28) ხობის  სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​29) გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​30) ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​31)  ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​32) ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​33)  ხელვაჩაურის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​34) ქედის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​35) ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​36) შუახევის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​37) აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური;

ჰ​38)  ქ. თბილისის N1 ქორწინების სახლი;

ჰ​39)  ქ. თბილისის N3 ქორწინების სახლი;

ჰ​40) ქ. რუსთავის ქორწინების სახლი;

ჰ​41) ქ. ქუთაისის ქორწინების სახლი;

ჰ​42) ქ. ბათუმის ქორწინების სახლი;  

ჰ​43) სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივი;

ჰ​44) სამოქალაქო აქტების ქ. თბილისის არქივი;

ჰ​45) საინფორმაციო-სამისამართო ბიურო;

ჰ​46) ქ. თბილისის №2 ქორწინების სახლი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 16.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №166 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №200 - ვებგვერდი, 24.11.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.

 

თავი IV. სააგენტოს ხელმძღვანელობა

+

    მუხლი 9. სააგენტოს თავმჯდომარე

+

1. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ზ) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს, მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებს;

თ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებას;

ი) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობას;

კ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ლ) მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგს, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს;

ლ​1) „უფლებამოსილია, მინისტრთან შეთანხმებით, ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის, ან განსაკუთრებული მოცულობის სამუშაოსათვის, რომელიც აღემატება ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, თანამშრომლისთვის განსაზღვროს დამატებითი საზღაური (დანამატი);

მ) სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

ნ) სააგენტოს თანამშრომლებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ო) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

პ) სააგენტოს უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, განსაზღვრავს მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს;

ჟ) აუქმებს ტერიტორიული სამსახურის მიერ გამოცემულ არამართლზომიერ ან/და კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

რ) შუამდგომლობს სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ;

ს) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ;

ტ) ახორციელებს სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულებისაკენ;

უ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 03.11.2015წ.

    მუხლი 10. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

+

  1. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ.

თავი V. სტრუქტურული ქვედანაყოფები/ერთეულები

+

    მუხლი 11.  სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ხელმძღვანელობა

+

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. დეპარტამენტის დირექტორს ან სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ან დეპარტამენტის დირექტორს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის უფროსი, ხოლო ასეთის არარსებობისას – სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

5. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო ასეთის არარსებობისას  – სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

6. დეპარტამენტის დირექტორი, სტრუქტურული ერთეულის უფროსი და  მათი მოადგილეები სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

    მუხლი 12. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ზოგადი ფუნქციები, უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები

+

1. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ზოგადი ფუნქციებია:

ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის მიზნების, ამოცანების, საქმიანობის პრიორიტეტების პერიოდული გადახედვა, ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება და დადგენილი წესით ინიციირება;

ბ) სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ერთეულებთან ერთად ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის საქმიანობის მიდგომების და მეთოდების გაუმჯობესების მიზნით საჭირო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელება;

დ) ხელმძღვანელობის პერიოდული ინფორმირება სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის საქმიანობაში არსებული პრობლემების, საფრთხეების ან/და გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ;

ე) სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის საქმიანობის გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ვ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ზოგადი უფლებებია:

ა) საქმიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ იდეებისა და მოსაზრებების ხელმძღვანელობისთვის მიწოდება;

ბ) მისი ფუნქციების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო მხარდაჭერის მოთხოვნა ნებისმიერი სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან/ერთეულისაგან, თუ აღნიშნული წინააღმდეგობაში არ მოდის ხელმძღვანელობისგან მიღებულ დავალებასთან/მოთხოვნასთან;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან/ერთეულებისგან და ტერიტორიული სამსახურებისგან;

ე) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ზოგადი მოვალეობებია:

ა) უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურებისათვის კონსულტაციის გაწევა;

ბ) ხელმძღვანელობისთვის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

გ) ყოველდღიურ საქმიანობაში სააგენტოს რეპუტაციის და აქტივების დაცვაზე მაქსიმალური ზრუნვა;

დ) საქმიანობაში არსებული იურიდიული, ფინანსური და სხვა სახის რისკების არსებობის შესახებ ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ინფორმირება;

ე) სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის/ერთეულისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება, რომელიც საჭიროა მათი ფუნქციების შესასრულებლად და არ ეწინააღმდეგება უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებულ დავალებას/მოთხოვნას;

ვ) სააგენტოში მოქმედი სხვა წესების დაცვა.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული პასუხისმგებელია:

ა) ამოცანების დაგვიანებით, არასათანადო ხარისხით შესრულებაზე;

ბ) საკუთარი ფუნქციების არასრულად, არასათანადო ხარისხით, არადროულად შესრულებაზე;

გ) მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირებისათვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

თავი VI. სტრუქტურული ქვედანაყოფები

+

    მუხლი 13. სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი

+

1. დეპარტამენტის მიზანია სააგენტოს მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის ხარისხიანი და შეუფერხებელი წარმოება მომხმარებლების და სააგენტოს თანამშრომლების მაღალი დონის კმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) მომხმარებლების მაღალი ხარისხით მომსახურება;

ბ) სააგენტოს საოპერაციო საქმიანობის დროული და ეფექტური მხარდაჭერა;

გ) სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების ხელშეწყობა.

    მუხლი 14. კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი

+

1. დეპარტამენტის მიზანია კვლევების, ინოვაციებისა და ბიზნეს ანალიტიკური პროცესების ეფექტური მართვით სააგენტოს საქმიანობის სწრაფი და მუდმივი განვითარება.

2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) მაქსიმალურად საინტერესო, განსხვავებული და ინოვაციური იდეების ფორმირება;

ბ) საუკეთესო პრაქტიკის კვლევა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

გ) სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკური პროცესების ანალიზი და  გამართული მიმდინარეობა.

    მუხლი 15. ამოღებულია

+

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

    მუხლი 16. მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი

+

1. დეპარტამენტის მიზანია სააგენტოს მონაცემთა ბაზების ეფექტურად მართვა.

2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია სააგენტოს მონაცემთა ბაზების შინაარსობრივი სისწორე, სწორი არქიტექტურა და მონაცემთა უსაფრთხოება.

მუხლი  17. სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეფორმების დეპარტამენტი

+

1. დეპარტამენტის მიზანია მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა.

2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საერთაშორისო პარტნიორებისა და  დონორი ორგანიზაციების  ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება;

ბ) სტრატეგიული პროექტების მაღალი ხარისხით მართვა და განხორციელება.

    მუხლი 18. მხარდაჭერის დეპარტამენტი

+

1. დეპარტამენტის მიზანია სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების  და ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციული, ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსებით მხარდაჭერა.

2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა)  სააგენტოს საქმიანობისთვის  რესურსების საჭიროების პროგნოზირება და დაგეგმვა;

ბ) სააგენტოს მიმდინარე საქმიანობაში წამოჭრილი მოთხოვნების სწრაფი და ეფექტური დაკმაყოფილება;

გ) სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართული საექსპლუატაციო მდგომარეობის უზრუნველყოფა.

    მუხლი 19. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტი

+

1. დეპარტამენტის მიზანია სააგენტოს სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად  და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო  ტექნოლოგიური ბაზის შექმნა და მისი  განვითარება.

2.  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების  განვითარების შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ამოცანების დროული და ხარისხიანი გადაწყვეტა;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პროცესში ჩართული რესურსების გაფართოება.

თავი VII. სტრუქტურული ერთეულები

+

    მუხლი 20. სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია მომხმარებლისთვის სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის სფეროში სააგენტოს პროდუქტების/მომსახურებების  მაღალი ხარისხით მიწოდება.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის სფეროში:

ა) სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვების ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოს პროდუქტების განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა;

გ) მაღალი ხარისხის მონაცემთა ბაზების არსებობის ხელშეწყობა;

დ) ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მხარდაჭერა.

3. სამსახურის ფუნქციებია სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის, პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის სფეროში:
      ა) ტერიტორიული სამსახურებისთვის საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და
კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში მხარდაჭერა;
     ბ) განხორციელებულ ან/და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ტერიტორიული სამსახურების
ინფორმირება;
    გ) ტერიტორიული სამსახურების საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და  შესაძლებლობების შესახებ
ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმირება;
    დ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების
შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმირება;
    ე)  კორესპონდენციის განხილვა და შესრულების უზრუნველყოფა;
    ვ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 16.06.2015 წ.

    მუხლი 21. მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია მომხმარებლისთვის მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს პროდუქტების/მომსახურებების მაღალი ხარისხით მიწოდება.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით:

ა) სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვების ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოს პროდუქტების განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა;

გ) მაღალი ხარისხის მონაცემთა ბაზების არსებობის ხელშეწყობა;

დ) ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მხარდაჭერა.

3. სამსახურის ფუნქციებია მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით:

ა) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების პროექტების მომზადება;

ბ)  (ამოღებულია - 26.12.12 №191);

გ) ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ე) (ამოღებულია - 02.11.15 №107);

ვ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ემიგრაციის საკითხის განხილვა და  შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ზ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

თ) ტერიტორიული სამსახურებისთვის საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში მხარდაჭერა;

ი) განხორციელებულ ან/და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ტერიტორიული სამსახურების ინფორმირება;

კ) ტერიტორიული სამსახურების საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და  შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ინფორმირება;

ლ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ინფორმირება;

მ)  კორესპონდენციის განხილვა და შესრულების უზრუნველყოფა;

ნ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური  მონაცემების დამუშავება.

4. (ამოღებულია - 10.01.18, №273).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 03.11.2015წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 10 იანვრის ბრძანება №273 - ვებგვერდი, 10.01.2018 წ.

    მუხლი 22. აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია მომხმარებლისთვის დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული სააგენტოს პროდუქტების/მომსახურებების  მაღალი ხარისხით მიწოდება.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებით:

ა) სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვების ხელშეწყობა;

ბ) სააგენტოს პროდუქტების განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა;

გ) მაღალი ხარისხის მონაცემთა ბაზების არსებობის ხელშეწყობა;

დ) ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მხარდაჭერა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;

 ბ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ წარმოდგენილი, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების დასაშვებობის შემოწმება, აგრეთვე დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობისა და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტურობის შემოწმება;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდების ან აღნიშნული დოკუმენტის (ინფორმაციის) უცხო ქვეყნიდან გამოთხოვის თაობაზე გადაწყვეტილებათა მომზადება და გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;

დ) ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტების უცხო ენაზე თარგმნა;

ე) ტერიტორიული სამსახურებისთვის საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში მხარდაჭერა;

ვ) განხორციელებულ ან/და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ტერიტორიული სამსახურების ინფორმირება;

ზ) ტერიტორიული სამსახურების საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და  შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ინფორმირება;

თ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ინფორმირება;

ი)  კორესპონდენციის განხილვა და შესრულების უზრუნველყოფა;

კ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური  მონაცემების დამუშავება.

    მუხლი 23. დისტანციური მომსახურების სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია მომხმარებლისთვის სააგენტოს დისტანციური მომსახურებების მაღალი ხარისხით მიწოდება.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია სააგენტოს დისტანციური მომსახურებების გაყიდვების ხელშეწყობა და ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი განაცხადების მიღება;

ბ) მიღებული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების დამუშავება და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის/ერთეულებისთვის/ტერიტორიული სამსახურებისთვის მიწოდება;

გ) წარმოდგენილი განაცხადებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხარვეზის დადგენა;

დ) სააგენტოს საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლებისათვის სატელეფონო კონსულტაციების გაწევა;

ე) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ინფორმირება;

ვ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური  მონაცემების დამუშავება.

    მუხლი 24. ამოღებულია

+

       საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №107 - ვებგვერდი, 03.11.2015წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

    მუხლი 25. ლოჯისტიკის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური მარაგების რაციონალური მართვა;

ბ) სააგენტოს საფელდეგერო მომსახურება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას (შენახვა/მოვლა);

ბ) საწყობის მართვის პროცესების შემუშავება და დანერგვა;

გ) საწყობში არსებული მარაგების უსაფრთხოების და შენახვის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

დ) სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოების ორგანიზება და მართვა;

ე) სააგენტოს ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;

ვ) სააგენტოს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის ორგანიზება;

ზ) სატელეფონო კომპანიებთან, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებლებთან დადებული ხელშეკურულებების შესრულების კონტროლი;

თ) სააგენტოში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი;

ი) სააგენტოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების  ორგანიზება;

კ) სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებს შორის, ასევე სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სააგენტოს დოკუმენტების ტრანსპორტირება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

    მუხლი 26. ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირება.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანაა სააგენტოს კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის ფუნქციონირების ტექნიკური მხარდაჭერა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) შიდა ქსელისა და კომპიუტერული ტექნიკის ფუნქციონირების მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) შიდა ქსელის გამართვა და კომპიუტერული ტექნიკის  ოპტიმიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

გ) თანამშრომლებისათვის კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაციის წესების გაცნობა;

დ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ინფორმირება;

ე) ინციდენტების დაფიქსირებისა და რეაგირების ეფექტური სისტემის შექმნა და მართვა, დაფიქსირებული ინციდენტების მოგვარების ორგანიზება და მონიტორინგი.

    მუხლი 27. ბიომეტრიული დოკუმენტის პერსონალიზაციის ცენტრი (სამსახური)

+

1. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის მიზანია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების პერსონალიზაციის პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა.
   2. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის ძირითადი ამოცანაა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა.
    3. ცენტრის ფუნქციებია:
   ა) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;
  ბ) გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე  მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;
 დ) ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის პერსონალიზაცია და დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;
   ე) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია;
   ვ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის პერსონალიზაცია;
  ზ)  სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ მომსახურება (ადგილზე მომსახურება).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №219 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

    მუხლი 28. ინოვაციების მართვისა და კვლევების  სამსახური

+

 1. სამსახურის მიზანია სააგენტოს საქმიანობის სფეროში ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის ფლობა, მაქსიმალურად საინტერესო, განსხვავებული და ინოვაციური იდეების ფორმირება.

 2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების განსახორციელებლად საჭირო ინსტრუმენტების შექმნა და განვითარება;

 ბ) სააგენტოს საქმიანობის სფეროში ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების კვლევა;

 გ) სააგენტოს საქმიანობაში შესაძლებლობების გამოსავლენად საჭირო ინსტრუმენტების შექმნა და განვითარება;

დ) სააგენტოს საქმიანობაში გამოვლენილ შესაძლებლობებთან დაკავშირებით იდეების გენერირება;

  ე)  იდეების დამუშავება და მათი შემდგომი განვითარება.

  3. სამსახურის ფუნქციებია:

  ა) საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;

  ბ) საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების შედეგების თავმოყრა და ანალიზი;

  გ) სააგენტოს საქმიანობის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;

დ) კვლევის შედეგების ხელმძღვანელობისა და უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის/ერთეულებისთვის წარდგენა;

 ე) სააგენტოს საქმიანობაში შესაძლებლობების გამოსავლენად მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, ინსტრუმენტების შექმნა და მუდმივი განვითარება;

 ვ) გამოვლენილი შესაძლებლობების გარშემო იდეების გენერირების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და განვითარება;

 ზ) თანამშრომლების ინფორმირება იდეების გენერირებისა და ინოვაციურ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობაზე;

 თ) იდეების დამუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, დამუშავებული იდეების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

  ი) იდეების წინასწარი ტესტირების ორგანიზება;

  კ) პროექტების მიმდინარეობაზე დაკვირვება, ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში ახალი იდეების გენერირება და ცვლილებების ორგანიზება;

  ლ) საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა;

 მ) პრობლემებისა და შესაძლებლობების თაობაზე მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურისა და შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშების პერიოდული გაცნობა;

  ნ) დადგენილი პერიოდულობით სამსახურის საქმიანობის ანგარიშების მომზადება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

    მუხლი 29. ამოღებულია

+

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

    მუხლი 30. ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობით სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოში არსებული მოთხოვნების სწორ ამოცანად ჩამოყალიბებისა და შეთანხმებული ამოცანის  დავალებად გარდაქმნის ეფექტური სისტემის განვითარება;

ბ) ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის განვითარება და მონიტორინგი;

გ) არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა საქმიანობის შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნით.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) დამკვეთის ამოცანის სრულყოფილად ჩამოყალიბება და ამოცანის დამკვეთთან შეთანხმება;

ბ) დამკვეთის მიერ დასმული ამოცანების აღრიცხვა, სტატუსების მინიჭება და მათი შესრულების მუდმივი კონტროლი;

გ) დამკვეთის მიერ დასმული ამოცანის დამუშავება, ანალიზი შემსრულებლისთვის მისაღები სამუშაო ფორმით და ამოცანის საპროექტო დავალებად ჩამოყალიბება;

დ) შესრულებული სამუშაობის ამოცანასთან შესაბამისობის მონიტორინგი;

ე) პროექტის მიმდინარეობისას პროექტში შეტანილი ცვლილებებისა და წამოჭრილი პრობლემების აღრიცხვა, ანალიზი და ჩართული მხარეების ინფორმირება;

ვ) ხელმძღვანელობისთვის საპროექტო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენა;

ზ) პროექტების მართვის ზოგადი მეთოდოლოგიის შექმნა.

 

მუხლი  31. მარკეტინგული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია ბრენდის განვითარებისა და სააგენტოს ცნობადობის ამაღლებით საზოგადოებაში სააგენტოს სათანადო პოზიციონირება, სააგენტოს პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვების მაქსიმიზაცია.
  2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
  ა) სააგენტოს ბრენდის მახასიათებლების განვითარება;
  ბ) სააგენტოს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ბრენდის  სწორი არხებითა და საჭირო ინტენსივობით კომუნიკაცია;
  გ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მაღალი ცნობადობის მიღწევა;
  დ) კორპორატიულ მომხმარებელთა ქსელისა და საცალო გაყიდვების არხების განვითარება და გაფართოება;
  ე) არსებულ  კორპორატიულ მომხმარებლებთან გაყიდვების მაქსიმიზაცია;
  ვ) კორპორატიულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
  ზ) ჯვარედინი გაყიდვების განვითარება;
  თ) საცალო გაყიდვების წახალისება.
  3. სამსახურის ფუნქციებია:
  ა) ბრენდის განვითარების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება;
  ბ) ბრენდის მახასიათებლების განვითარების მიზნით კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
  გ) ბრენდის მახასიათებლების განვითარების მიზნით იდეების გენერირება/მოგროვება, მათი ანალიზი და განხორციელების ორგანიზება;
  დ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმირებისა და ბრენდის განვითარების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია;
 ე) მარკეტინგული კომუნიკაციის კვარტალური ან წლიური გეგმის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
 ვ) ბრენდის მახასიათებლების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;
  ზ) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;
  თ) სააგენტოს ბრენდისთვის საზიანო ფაქტებსა და მოვლენებზე სათანადო რეაგირება;
 ი) საზოგადოებას ურთიერთობისთვის საჭიროებების სისტემატური განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
   კ) სააგენტოს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი;
  ლ) სააგენტოს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
 მ) სააგენტოში საზღვარგარეთის ქვეყნებისა  და საზღვარგარეთ  სააგენტოს დელეგაციების/წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  ნ)  გაყიდვების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და განვითარება;
 ო) გაყიდვების არხების შექმნის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  პ) გაყიდვების გეგმის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  ჟ) კორპორატიული მომხმარებლების კმაყოფილებისა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
 რ) პოტენციური კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მათთვის შეთავაზებების  ორგანიზება;
  ს) გაყიდვების შედეგების ანალიზი და ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის მიწოდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

    მუხლი 32. ამოღებულია

+

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

    მუხლი 33. ამოღებულია

+

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

მუხლი  34. მონაცემთა მთლიანობის ანალიზისა და ბაზების არქიტექტურის სამსახური

+

1.  სამსახურის მიზანია მონაცემთა ბაზების სწორი არქიტექტურით მონაცემთა მთლიანობისა  და ეფექტური მართვის უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) მონაცემთა ბაზების გამართული სტრუქტურის ფორმირება;

ბ) მონაცემთა ბაზების შესაბამისობა სააგენტოს განვითარებასთან;

გ) მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან დაკავშირება  და  ინტეგრირება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მონაცემთა ბაზების არქიტექტურაში პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ბ) მონაცემთა ბაზების სტრუქტურის რედიზაინის გეგმის შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

გ) მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან დაკავშირების და ინტეგრირების  გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება.

    მუხლი 35. მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის სიზუსტე.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია საგენტოს მონაცემთა ბაზებში არაზუსტი ინფორმაციის ასახვის შემთხვევების თავიდან აცილება, არაზუსტი ინფორმაციის აღმოჩენა და შესწორების ორგანიზება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არაზუსტი ინფორმაციის ასახვის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ზოგადი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, განვითარება და თანამშრომელთა ინფორმირება;

ბ) სააგენტოს მონაცემთა ბაზებში მონაცემების სიზუსტის შემოწმებისთვის არხების შექმნა და განვითარება;

გ) სააგენტოს მონაცემთა ბაზებში მონაცემების მუდმივი კონტროლი;

დ) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილი უზუსტობების აღრიცხვა, ანალიზი, შესწორება  ან/და რეაგირებისთვის საჭირო სხვა სამუშაოების ორგანიზება;

ე) მოთხოვნის შესაბამისად სააგენტოს საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;

ვ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების ინფორმირება.

    მუხლი 36. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია საინფორმაციო რესურსების მიწოდების უწყვეტობის და მონაცემთა  უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სერვერული და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, მონაცემთა შენახვისა და საინფორმაციო სერვისების გამართული მუშაობა;

ბ) ელექტრონული ინფორმაციის უსაფრთხოება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაცვის წესების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ბ) სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებით საკონტროლო სამუშაოების ჩატარება და, საჭიროებიდან გამომდინარე, გაუმჯობესების სამუშაოების დაგეგმვა/განხორციელება;

გ) სერვერული, მონაცემთა შენახვისა და  ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებთან სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ე) არასანქცირებული წვდომისაგან მონაცემთა ბაზების დაცვის მეთოდების და ტექნოლოგიების დანერგვა, განვითარება და განახლება;

ვ) სააგენტოს საინფორმაციო რესურსებზე წვდომის მართვა;

ზ) სააგენტოს საინფორმაციო რესურსებზე არასანქცირებული წვდომის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და ხელმძღვანელობის ინფორმირება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივნისის ბრძანება  №310 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.

 

    მუხლი 37. გარე მომხმარებლებთან ურთიერთობების მართვის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს საინფორმაციო რესურსების, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურებების მომხმარებელი იურიდიული პირების მხარდაჭერა და მათთან ურთიერთობის განვითარება.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს საინფორმაციო რესურსების გამოყენების მიზნით გარე მომხმარებლების მომზადება და მათი მხარდაჭერა;

ბ) გარე მომხმარებლების მიერ სააგენტოს საინფომაციო რესურსების გამოყენების მონიტორინგი;

გ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო და სანდო მომსახურების მიწოდების ხელშეწყობა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) გარე მომხმარებლებთან მუშაობის მეთოდოლოგიების დამუშავება და განვითარება;

ბ) საინფორმაციო რესურსების გამოყენების  განვითარების შესაძლებლობების ძიება და დამუშავება;

გ) საინფორმაციო რესურსების გამოყენების მიზნით გარე მომხმარებლების მომზადების ორგანიზება;

დ) გარე მომხმარებლების მიერ სააგენტოს საინფრომაციო რესურსების გამოყენებისთვის საჭირო სამუშაოების განსაზღვრა;

ე) გარე მომხმარებელების მიერ სააგენტოს საინფორმაციო რესურსის გამოყენების მონიტორინგი, მხარდაჭერა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ვ) იურიდიული პირებისათვის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევის მიზნით, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივნისის ბრძანება  №310 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.

    მუხლი 38. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს სტრატეგიული მიზნებისა და პროექტების განხორციელების ხელშესაწყობად საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) პოტენციური დონორების მოძიება, არსებულ დონორებთან  ურთიერთობების შენარჩუნება და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ბ) დონორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

გ) დონორების კეთილგანწყობისა და მაღალი დონის კმაყოფილების მიღწევა;

დ) საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ე) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ფინანსური რესურსების მოძიება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) პოტენციური დონორების იდენტიფიცირება, პოტენციური პარტნიორების ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება;

ბ) დონორებთან ურთიერთობის განვითარების ღონისძიებების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) პოტენციურ და არსებულ დონორებთან შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკების წარმოება;

დ) დონორების თანმიმდევრული ინფორმირება სააგენტოს სიახლეებისა და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ;

ე) დონორებთან გაფორმებული ან გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების შეთანხმება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ერთეულებთან და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებში ცვლილებების შეტანის ორგანიზება;

ვ) დონორების დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი დონორებისათვის წარდგენა;

ზ) დასრულებული პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის და საჭირო დოკუმენტაციის დონორისთვის, სააგენტოს ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის/ერთეულისთვის წარდგენა;

თ) ანგარიშის მომზადება დონორებთან ურთიერთობების განვითარების შესახებ, ასევე იმ დონორების შესახებ, რომლებთანაც შეწყდა ან ვერ დამყარდა საქმიანი ურთიერთობა;

ი) დონორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება;

კ) დონორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მუდმივი დაკვირვება და ვალდებულებების შესრულების პროცესში ხარვეზების არსებობისას მათზე დროული რეაგირება;

ლ) საზღვარგარეთ საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და მათთან თანამშრომლობის განვითარება;

მ) საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

    მუხლი 39. სტრატეგიული პროექტების მართვის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სტრატეგიული პროექტების მაღალი ხარისხით განხორციელება.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) პროექტების მიზნების მიღწევა დადგენილ ვადებსა და ბიუჯეტში;

ბ) პროექტების ფინანსური და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) პროექტის კონცეფციისა და სხვა საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება;

ბ) პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური, ადამიანური და სხვა რესურსების განსაზღვრა;

გ) დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი, მათი როლის განსაზღვრა და ჩართულობის უზრუნველყოფა;

დ) პროექტის განხორციელებასა და მის შედეგებთან დაკავშირებული რისკების შეფასება;

ე) პროექტის ღონისძიებებისა და მათი შესრულების ვადების განსაზღვრა;

ვ) პროექტის განხორციელების მეთოდოლოგიის დადგენა და წარმატების შეფასების ინდიკატორების ჩამოყალიბება;

ზ) საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირების სტრატეგიის შემუშავება;

თ) პროექტის განხორციელების პროცესის მონიტორინგი;

ი) პროექტის შეფასების დოკუმენტის მომზადება;

კ) პროექტის სამიზნე ჯგუფისა და ბენეფიციარების აზრის კვლევა;

ლ) პროექტის სამომავლო განვითარების ალტერნატივების შემუშავება.

    მუხლი 40. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო

+

1. სამდივნოს მიზანია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობისა და მიგრაციის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების  შესრულების მხარდაჭერა.

2. სამდივნოს ძირითადი ამოცანებია:

ა) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინტელექტუალური მხარდაჭერა;

ბ) მიგრაციის სტრატეგიაში დასახული ამოცანების შესრულების კოორდინაცია.

3. სამდივნოს ფუნქციებია:

ა) კომისიის სხდომების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

ბ) კომისიის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების საორგანიზაციო მხარდაჭერა;

გ) მიგრაციის პროცესების მართვასა და მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროექტებში ჩართულ უწყებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ) მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

ე) მიგრაციის სტრატეგიაში შესატანი ცვლილებების მომზადება და კომისიისთვის მათი დასაბუთებული წარდგენა;

ვ) მიგრაციის თემატური მიმართულებების მიხედვით გასატარებელი ღონისძიებების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის კომისიისთვის წარდგენა;

ზ) მიგრაციის თემატიკაზე მიმდინარე პროექტების შესახებ კომისიის ინფორმირება;

თ) მიგრაციის თემატიკაზე საპროექტო კონკურსებისთვის იდეების გენერირება და კომისიისთვის მათი წარდგენა;

ი) კომისიის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება, მედიასთან ურთიერთობა და კომისიის ვებ-გვერდის მართვა;

კ) კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;

ლ) კომისიის სახელით კონფერენციებსა და სხვა შეხვედრებში მონაწილეობა;

მ) კომისიის დავალებების შესრულება.

    მუხლი 41. იურიდიული სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს  საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და იურიდიული რისკებით გამოწვეული დანაკარგების მინიმიზაცია.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს სახელით მომზადებული დოკუმენტების და სააგენტოს  გადაწყვეტილებების კანომდებლობასთან შესაბამისობის უზურნველყოფა;

ბ) სააგენტოს საქმოანობის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის განვითარება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება, გარდა ამ დებულების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) სასამართლო დავებზე სააგენტოს წარმომადგენლობა;

დ) სამსახურის ამოცანების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობა;

ე) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა და შრომითი ხელშეკრულებებისა) მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;

ვ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი მიღების პროცესში ჩართულობა;

ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

თ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების და ტერიტორიული სამსახურების დროული ინფორმირება;

ი) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის/ ერთეულებისთვის  სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;

კ) მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოში მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზი.

    მუხლი 42. საქმისწარმოების სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოში საქმისწარმოების გამართული, სწრაფი და ეფექტური სისტემის არსებობა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანაა სააგენტოში დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოში შემოსული და სააგენტოში შექმნილი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის დროულად მიწოდება;

ბ) სააგენტოს შექმნამდე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში სამინისტროს ან სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება/გაცემა;

გ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივირება;

დ) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება;

ე) სააგენტოს საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების და რეკომენაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

    მუხლი 43. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციისა და მოტივაციის მაღალი დონის  უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) დაკავებულ პოზიციებთან თანამშრომლების შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად თანამშრომლების მუდმივი განვითარება;

გ) თანამშრომლების კმაყოფილების მაქსიმალურად ზრდა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიის შექმნა და განვითარება;

ბ) ადამიანური რესურსების მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა;

გ) თანამშრომლებთან დასადები შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება, თანამშრომლების პირადი საქმეების ფორმირება და მართვა;

დ) თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტური გაფორმება;

ე) სააგენტოში შრომის შინაგანაწესის შემუშავება;

ვ) ადამიანური რესურსების ბაზის გაუმჯობესების, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება;

ზ) თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმების შედგენა, ხელმძღვანელობისთვის შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;

თ) თანამშრომლების საქმიანობასთან მათი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისობის ანალიზი;

ი) თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის მიზნით განსახორციელებელი  ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) თანამშრომელთა მიერ შრომით პირობებთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ლ) თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის  ღონისძიებების ორგანიზება.

    მუხლი 44. ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს ფინანსური რესურსების ეფექტური მართვა და მდგრადობის ანალიზი.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა)  სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება;

ბ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსური ანალიზი.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროგნოზირება;

ბ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ერთეულებთან და უწყებებთან განხილვა/შეთანხმება;

გ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

დ) სააგენტოს ბიუჯეტიდან არსებული და მოსალოდნელი გადახრების კონტროლისა და ანალიზისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;

ე) ანგარიშგების მოწესრიგების მიზნით ანგარიშების, ინსტრუქციების, ფორმების მომზადება და დანერგვა;

ვ) ანგარიშების საშუალებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება, შეფასება და ანალიზი;

ზ) სააგენტოს პროექტების წინასწარი ფინანსური ანალიზი.

    მუხლი 45. ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური  

+

 1. ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის მიზანია სააგენტოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა.
 2. ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
 ა) სააგენტოს მიერ წარმოებული სამეურნეო ოპერაციების ფორმის შინაარსთან შესაბამისობაში აღრიცხვა, დადგენილი წესებით დოკუმენტირება და შენახვა;
 ბ) კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების ფორმების წარმოება და დადგენილ ვადებში შესაბამის უწყებებში  წარდგენა.
 3. ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის ფუნქციებია:
 ა) პირველადი დოკუმენტების კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
 ბ) ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით აღრიცხვა;
 გ) სააგენტოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება, ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი უწყებებისთვის წარდგენა;
 დ) სააგენტოს ახალი ტიპის ტრანზაქციებისათვის აღრიცხვის წესებისა და მიდგომების ჩამოყალიბება;
 ე) ფინანსური ინფორმაციის/დოკუმენტების შენახვისა და დაცვისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;
 ვ) უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობების კოორდინაცია და მართვა;
 ზ) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე;
 თ) სააგენტოს თანამშრომელთა ხელფასების, პრემიებისა და სხვა განაცემების გაცემის ორგანიზება;
 ი) სააგენტოს სალაროს მეურნეობის გაძღოლა კანონმდებლობის შესაბამისად;
 კ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ხარჯვის მონიტორინგი;
 ლ) სააგენტოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

    მუხლი 46. შესყიდვების სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს საჭიროების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოსთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების სწორი დაგეგმვა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების რაციონალურ ფასებში განხორციელება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შექმნა და მისი დანერგვის ორგანიზება

ბ) შესყიდვების პროცესების ორგანიზება კანონმდებლობის, სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;

გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) სატენდერო წინადადებების პირობების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ერთეულებთან შეთანხმებით;

ე) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მომზადება, ხელმოწერის პროცესის ორგანიზება და დადებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ზ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა;

თ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედებისას საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება.

    მუხლი 47. ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს ინფრასტრუქტურის გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში არსებობა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი და წამოჭრილი პრობლემების მოგვარების პროცესის ორგანიზება;

ბ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოების  მონიტორინგი და წამოჭრილი პრობლემების მოგვარების პროცესის ორგანიზება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შემოწმება;

ბ) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მართვა;

გ) ელექტრო და სხვა ტიპის საკომუნიკაციო გაყვანილობების მდგომარეობის შემოწმება;

დ) შენობა-ნაგებობებისა და ინვენტარის კვალიფიციური ექსპლუატაციისთვის თანამშრომლების სწავლების, ინფორმირების სამუშაოების ორგანიზება-წარმართვა;

ე) ხელმძღვანელობისთვის და სხვა უფლებამოსილი პირებისათვის ანგარიშების მომზადება სამშენებლო, სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ;

ვ) მესამე პირებთან ურთიერთობა სამშენებლო, სარემონტო, რეკონსტრუქციის სამუშაოების წარმოების პროცესში.

    მუხლი 48. ამოღებულია

+

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ.

    მუხლი 49. პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს საქმიანობის სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ამოცანების დროული და ხარისხიანი გადაწყვეტა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლა, წინადადების მომზადება და  ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

გ) პროდუქტების/მომსახურების ფორმირებისას პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით წინადადებების დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

დ) პროდუქტებისა და მომსახურებებისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და განვითარება;

ე) პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით განვითარების  საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა;

ვ) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში კონტრაქტორების, გარე  შემსრულებლების მოძიება და მათთან ურთიერთობების განვითარება.

    მუხლი 50. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართული, ეფექტური და თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობების ძიება და განხორციელება;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების ამოცანების დროული და ხარისხიანი გადაწყვეტა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა, წინადადების მომზადება და  ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

გ) პროდუქტების/მომსახურების ფორმირებისას ინფორმაციული ტექნოლოგიების  ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით წინადადებების დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

დ) პროდუქტებისა და მომსახურებებისთვის შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების  ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა და განვითარება;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების  ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვითარების  საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიება და მათთან ურთიერთობების განვითარება.

    მუხლი 51. საიდენტიფიკაციო სერვისების განვითარების სამსახური

+

  1. სამსახურის მიზანია ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატებთან დაკავშირებული, ასევე სანდო (მათ შორის, კვალიფიციური სანდო) მომსახურებების განვითარება.
   2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
 ა) ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატებთან დაკავშირებული, ასევე სანდო (მათ შორის, კვალიფიციური სანდო) მომსახურებების:
  ა.ა) განვითარების შესაძლებლობების ძიება და განხორციელება;
  ა.ბ) განვითარების ამოცანების დროული და ხარისხიანი გადაწყვეტა;
  ა.გ) საერთაშორისო აღიარების უზრუნველყოფა;
  ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების თაობაზე ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება.
  3. სამსახურის ფუნქციებია:
 ა) ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატებთან დაკავშირებული, ასევე სანდო (მათ შორის, კვალიფიციური სანდო) მომსახურებების:
  ა.ა) განვითარების სტრატეგიის შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
 ა.ბ) პროგრამული და ინფრასტრუქტურული განვითარების შესაძლებლობების შესწავლა, წინადადების მომზადება და  ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  ა.გ) პროგრამული და ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა და განვითარება;
  ა.დ) ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიება და მათთან ურთიერთობების განვითარება;
  ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების სფეროში კომპრომეტაციის შემთხვევების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
  გ) გარე მომხმარებლებისთვის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივნისის ბრძანება  №310 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.

    მუხლი 52. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს ამოცანების განსახორციელებლად საჭირო  ტექნოლოგიური ბაზის შექმნისა და განვითარების პროცესის ეფექტურად, კოორდინირებულად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ტექნოლოგიური ბაზის შექმნისა და განვითარების პროცესის მიმდინარეობის მხარდაჭერა.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით შექმნილი პროდუქტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ტესტირება და დანერგვა, აგრეთვე პროდუქტების შექმნის პროცესის მართვა;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით შექმნილი პროდუქტების, ამ პროდუქტების შექმნის პროცესისა და მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირება;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში შექმნილი პროდუქტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირების, ტესტირების, დანერგვის მეთოდოლოგიის კვლევა და კვლევის შედეგების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე  შემსრულებლების მოძიება, მათთან ურთიერთობების განვითარება;

ე) პროდუქტებთან დაკავშირებით საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარება.

მუხლი  53. შიდა აუდიტის სამსახური

+

1. სამსახურის მიზანია სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საშემსრულებლო დისციპლინისა და საქმიანობის კანონიერების დაცვის უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინისა და საქმიანობის კანონიერების შემოწმება;

ბ) სააგენტოში დისციპლინური გადაცდომების მიზეზებისა და წინაპირობების შესწავლა/ანალიზი;

გ) დისციპლინურ გადაცდომებზე  ადეკვატური რეაგირება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება;

ბ) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერების შემოწმება;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სააგენტოში არსებული ინფრასტრუქტურის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და მოქმედი ელექტრონული პროგრამების აუდიტი;

დ) სააგენტოს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი;

ე) სააგენტოს სტრატეგიული პროექტების განხორციელების  მონიტორინგი;

ვ) სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ზ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება;

თ) აუდიტის, შემოწმებისა და მონიტორინგის შედეგებზე დასკვნების მომზადება, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ი) გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და  ანალიზის საფუძველზე  სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის განვითარება;

ლ) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

თავი VIII. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები

+

    მუხლი 54. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები

+

სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის წესი, ფუნქციები და სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი IX. სააგენტოს ქონება და სახელმწიფო კონტროლი

+

    მუხლი 55. სააგენტოს ქონება

+

1. მიზნების მისაღწევად და ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება  სააგენტოს ბალანსზე.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი;

დ) კრედიტები და გრანტები;

ე) შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტოს უფლება აქვს თავისი მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს გრანტი. სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 56. სახელმწიფო კონტროლი

+

სააგენტოს საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

თავი X. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

+

    მუხლი 57. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

+

სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №117, 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016329 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1699551-15/