ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.07.2012 ბოლო ცვლილება 27.03.2014
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016133
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №43

2012 წლის 27 ივლისი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1.

1. ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისათვის დადგენილ იქნეს საფასურის შემდეგი განაკვეთები:

ა) ერთი ან ორი საფლავის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში თითოეულ საფლავზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

ბ) ორზე მეტი საფლავის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში ორ საფლავზე ზევით თითოეულ დამატებულ საფლავზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე გამოყოფილ საფლავზე დაკრძალვის, ამოსვენებისა და გადასვენების მომსახურების საფასური დადგინდეს შემდეგი ოდენობით:

ა) მცირეწლოვანის ან მიცვალებულის ფერფლის დაკრძალვაზე – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ) ამოსვენებაზე – 100 (ასი) ლარი;

გ) გადასვენებაზე (ერთი ადგილიდან ამოსვენება და სხვა ადგილზე დაკრძალვა) – 150  (ას ორმოცდაათი) ლარი;

დ) დაკრძალვის სხვა შემთხვევებზე – 100 (ასი) ლარი.

2​1. გამოყოფილ საფლავზე უკვე დაკრძალულისათვის ნომრის მინიჭებისა და რეგისტრაციაში გატარებისათვის დადგინდეს საფასური 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით.

2​2. გამოყოფილ საფლავზე დაინტერესებული პირებისათვის ნებაყოფლობითი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევისათვის დადგინდეს საფასური თვეში ერთადგილიან საფლავზე 3 (სამი) ლარი, 2 ან 3-ადგილიან საფლავზე 5 (ხუთი) ლარი, ხოლო 3-ზე მეტ-ადგილიან საფლავზე 10 (ათი) ლარის ოდენობით.

2​3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდეს ზემოდან დაკრძალვა (არსებულ საფლავზე განმეორებით დაკრძალვა), თუ გარდაცვლილი არის პირველად დაკრძალულის კანონისმიერი მემკვიდრე (მიუხედავად მემკვიდრეობის რიგითობის). ამ შემთხვევაში კანონისმიერი მემკვიდრეობა დგინდება დაბადების მოწმობის, პირადობის მოწმობის ასლით ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტებით.

3. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა რეგულირდება ქ. ბათუმის საკრებულოს ცალკე სამართლებრივი აქტით.

4. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,ბათუმის სასაფლაოების“ ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.

თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2013წ.

      მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         გ. კირთაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2013წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“, №43, 27.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016133 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1717975-1/