ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №43
2012 წლის 27 ივლისი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
1. ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისათვის დადგენილ იქნეს საფასურის შემდეგი განაკვეთები:
ა) ერთი ან ორი საფლავის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში თითოეულ საფლავზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
ბ) ორზე მეტი საფლავის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში ორ საფლავზე ზევით თითოეულ დამატებულ საფლავზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ბათუმის სასაფლაოების“ მიერ ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე გამოყოფილ საფლავზე დაკრძალვის მომსახურების საფასური დადგინდეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა რეგულირდება ქ. ბათუმის საკრებულოს ცალკე სამართლებრივი აქტით.
4. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,ბათუმის სასაფლაოების“ ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
+

მუხლი 1.🔗

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე გამოყოფილ საფლავზე დაკრძალვის, ამოსვენებისა და გადასვენების მომსახურების საფასური დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
ა) მცირეწლოვანის ან მიცვალებულის ფერფლის დაკრძალვაზე – 50 (ორმოცდაათი) ლარი;
ბ) ამოსვენებაზე – 100 (ასი) ლარი;
გ) გადასვენებაზე (ერთი ადგილიდან ამოსვენება და სხვა ადგილზე დაკრძალვა) – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
დ) დაკრძალვის სხვა შემთხვევებზე – 100 (ასი) ლარი.
21. გამოყოფილ საფლავზე უკვე დაკრძალულისათვის ნომრის მინიჭებისა და რეგისტრაციაში გატარებისათვის დადგინდეს საფასური 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით.
22. გამოყოფილ საფლავზე დაინტერესებული პირებისათვის ნებაყოფლობითი სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევისათვის დადგინდეს საფასური თვეში ერთადგილიან საფლავზე 3 (სამი) ლარი, 2 ან 3-ადგილიან საფლავზე 5 (ხუთი) ლარი, ხოლო 3-ზე მეტ-ადგილიან საფლავზე 10 (ათი) ლარის ოდენობით.
23. მიწის (საფლავის გამოყოფის) საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდეს ზემოდან დაკრძალვა (არსებულ საფლავზე განმეორებით დაკრძალვა), თუ გარდაცვლილი არის პირველად დაკრძალულის კანონისმიერი მემკვიდრე (მიუხედავად მემკვიდრეობის რიგითობისა). ამ შემთხვევაში კანონისმიერი მემკვიდრეობა დგინდება დაბადების მოწმობის, პირადობის მოწმობის ასლით ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტებით.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ბათუმის სასაფლაოების“ მიერ ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე გამოყოფილ საფლავზე დაკრძალვის მომსახურების საფასური დადგინდეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა რეგულირდება ქ. ბათუმის საკრებულოს ცალკე სამართლებრივი აქტით.
4. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,ბათუმის სასაფლაოების“ ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
მუხლი 2.
თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2013წ.
თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 02.07.2013წ.
მუხლი 2.🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2013წ.
2. თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 02.07.2013წ.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“?
- „ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ მიღებულია 27.07.2012. მიმღები ორგანო — თვიმმართველი ქალაქი ბათუმი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.132.016133.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.03.2014.
- სად არის „ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“, №43, 27.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016133 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1717975/