ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (14)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების პრივატიზება ან მათი სხვა ფორმით განკარგვა, აგრეთვე მწვანე ნარგავების კატეგორიის შეცვლა აკრძალულია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობა დაიშვება მიჩენის მიზნით, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისას, ხოლო ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვა − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. (ამოღებულია).
4. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და მისი სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გაცემა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისათვის (გარდა წიაღის მოპოვებისა), რის შესახებაც გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრ ის კანონი №2554 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.31
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრ ის კანონი №5642 - სსმ I, №46, 24.12.2007 წ., მუხ.401
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი № 2791 - სსმ I, № 17 , 06 . 04 .20 10 წ., მუხ. 98
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეში და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე აკრძალულია:
ა) მშენებლობა, გარდა მიჩენისა და სპეციალური მიზნით გამოყოფილ ტერიტორიებზე მშენებლობისა;
ბ) ხის ჭრა სამასალე მერქნის მიღების მიზნით, გარდა ხმელი, ხმობადი და ფუტურო საშეშე მერქნისა;
გ) პლანტაციური მეურნეობის წარმოება;
დ) (ამოღებულია);
ე) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის ნებართვის გაცემა.
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი № 2791 - სსმ I, № 17 , 06 . 04 .20 10 წ., მუხ. 98
1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დადგენილებას საქართველოს მთავრობა იღებს ქ. თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან.
3. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) გარკვეული ტერიტორიისათვის განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება დაიშვება მხოლოდ იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ძირითადი მიზანია გამწვანებული ტერიტორიების დაცვა ან/და ტერიტორიების გამწვანება.
4. განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიის გამოყენების ნორმები, ამ ტერიტორიის გაუმჯობესებისა და გაშენებისათვის აუცილებელი მოთხოვნები, ტერიტორიაზე გასაშენებელ მცენარეთა სახეობები, აგრეთვე ტერიტორიის საზღვრები და ფართობი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი № 2567 - სსმ I, №6, 2 2 . 02 .20 10 წ., მუხ. 24
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
ამ კანონით დგინდება ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის, აგრეთვე მათი განზრახ დაზიანებისა და განადგურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი და ოდენობა.
1. მწვანე ნარგავის სახეობისა და ხის (ბუჩქის, ხვიარა მცენარის) დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მისი აღდგენითი ღირებულება ლარებში.
2. ხის (ბუჩქის, ხვიარა მცენარის) დიამეტრი იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე.
3. აღდგენითი ღირებულებები დგინდება:
ა) ხე-მცენარეთა ფოთლოვანი, წიწვოვანი და ხილ-კენკროვანი სახეობებისათვის;
ბ) ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის.
1. მაღალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მუხა (ყველა სახეობის), კავკასიური აკაცია, კაკალი, ქართული ნეკერჩხალი, კეთილშობილი დაფნა, წაბლი, წიფელი, საკმლის ხე, ჩვეულებრივი და კოლხური ჯონჯოლი, ქართული თხილი, შიშველი აკაკი, თუთა ნამყენი, თელა დუმა, თელა ნუშა, ქაცვი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება 1-ლი ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 1
|
ხის დიამეტრი სანტიმეტრებში |
აღდგენითი ღირებულება ლარებში |
|
4 სმ-მდე, ჩათვლით |
17 |
|
4,1 – 8სმ |
32 |
|
8,1 – 12 სმ |
47 |
|
12,1 – 16 სმ |
62 |
|
16,1 – 20 სმ |
77 |
|
20,1 – 24 სმ |
92 |
|
24,1 – 28 სმ |
107 |
|
28,1 – 32სმ |
122 |
|
32,1 – 36 სმ |
137 |
|
36,1 – 40 სმ |
152 |
|
40,1 – 44 სმ |
167 |
|
44,1 – 48სმ |
182 |
|
48,1 – 52სმ |
197 |
|
52,1 – 56 სმ |
212 |
|
56 სმ-ის ზევით |
235 |
2. დაბალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – ჭადარი, ცხენისწაბლი, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი (გარდა ქართულისა), რცხილა, ჯაგრცხილა, აკაცია, აბრეშუმა აკაცია, სოფორი, გლედიჩია, არდავანი, არყის ხე, საპნის ხე, კატალპა, კუნელი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-2 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 2
|
ხის დიამეტრი სანტიმეტრებში |
აღდგენითი ღირებულება ლარებში |
|
4 სმ-მდე, ჩათვლით |
12 |
|
4,1 – 8 სმ |
22 |
|
8,1 – 12 სმ |
35 |
|
12,1 – 16 სმ |
45 |
|
16,1 – 20 სმ |
55 |
|
20,1 – 24 სმ |
65 |
|
24,1 – 28 სმ |
75 |
|
28,1 – 32 სმ |
90 |
|
32,1 – 36 სმ |
110 |
|
36,1 – 40სმ |
130 |
|
40,1 –44 სმ |
145 |
|
44,1 – 48 სმ |
160 |
|
48,1 – 52 სმ |
170 |
|
52,1 – 56 სმ |
180 |
|
56 სმ-ის ზევით |
200 |
3. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – უთხოვარი, კედარი (ყველა სახეობის), ფიჭვი (ყველა სახეობის), კვიპაროსი (ყველა სახეობის), ცრუცუგა, სოჭი, ნაძვი (ყველა სახეობის) – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-3 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 3
|
ხის დიამეტრი სანტიმეტრებში |
აღდგენითი ღირებულება ლარებში |
|
4 სმ-მდე, ჩათვლით |
15 |
|
4,1 – 8 სმ |
30 |
|
8,1 – 12 სმ |
45 |
|
12,1 – 16 სმ |
60 |
|
16,1 – 20 სმ |
75 |
|
20,1 – 24 სმ |
90 |
|
24,1 – 28 სმ |
105 |
|
28,1 – 32 სმ |
120 |
|
32,1 – 36 სმ |
135 |
|
36,1 – 40 სმ |
150 |
|
40,1 – 44 სმ |
165 |
|
44,1 – 48 სმ |
180 |
|
48,1 – 52 სმ |
195 |
|
52,1 – 56 სმ |
210 |
|
56 სმ-ის ზევით |
225 |
4. ხილ-კენკროვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-4 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 4
|
ხის დიამეტრი სანტიმეტრებში |
აღდგენითი ღირებულება ლარებში |
|
4 სმ-მდე, ჩათვლით |
6 |
|
4,1 – 8 სმ |
13 |
|
8,1 – 12 სმ |
20 |
|
12,1 – 16 სმ |
27 |
|
16,1 – 20 სმ |
34 |
|
20,1 – 24 სმ |
41 |
|
24,1 – 28 სმ |
48 |
|
28,1 – 32 სმ |
55 |
5. ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის – ღვია, ტუია, წყავი, ჭყორი, შტამპიანი და მარადმწვანე ლუგუსტრუმი, მაპონია, მარადმწვანე კოწახური, იუკა დიდებული – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-5 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 5
|
ბუჩქის ან ხვიარა მცენარის დიამეტრი სანტიმეტრებში |
აღდგენითი ღირებულება ლარებში |
|
4 სმ-მდე, ჩათვლით |
8 |
|
4,1 – 8 სმ |
17 |
|
8,1 – 12 სმ |
32 |
|
12,1 – 16 სმ |
42 |
|
16,1 – 20 სმ |
50 |
|
20 სმ-ის ზევით |
55 |
6. ამ მუხლით განსაზღვრული ჯგუფებისათვის სხვა ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების მიკუთვნებას ახორციელებს და ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4658 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა სამ კატეგორიად.
2. პირველ კატეგორიას განეკუთვნება:
ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები;
ბ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები;
გ) პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები;
დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს.
3. მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები.
4. მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედის პირველ და მეორე კატეგორიებში.
1. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 2, 1,5 და 1, რომლებზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
2. ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის შესაბამის შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ორმაგი ოდენობით.
3. ნარგავების უნებართვო განადგურებად ითვლება მათი განზრახ განადგურება ან ისეთი დაზიანება, რომელიც იწვევს ნარგავების ხმობას.
4. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეების ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც აქვეითებს მათ დეკორატიულ ღირსებას და იწვევს ხე-მცენარეების შემდგომი ზრდის შეჩერებას, ზიანის ოდენობა შეესაბამება აღდგენითი ღირებულების თანხის 50%-ს.
5. საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში ხე-მცენარეების (გარდა ხილ-კენკროვანი სახეობებისა) უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის მესამე კატეგორიისათვის დაწესებულ შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ოდენობით.
1. ამ კანონის მიზნებისათვის ქ. თბილისის საზღვრებად ითვლება ქ. თბილისის პერსპექტიული განვითარების მოქმედი გენერალური გეგმის შესაბამისად დადგენილი საზღვრები.
2. ქ. თბილისის მიმდებარე ტერიტორიად ითვლება ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრიდან შვიდკილომეტრიანი ზოლი.
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 10 ნოემბერი.
№594-Iს
+
საქართველოს კანონი+
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ თავი I. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების დაცვის წესი+
მუხლი 1+
1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების პრივატიზება ან მათი სხვა ფორმით განკარგვა, აგრეთვე მწვანე ნარგავების კატეგორიის შეცვლა აკრძალულია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.2. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობა დაიშვება მიჩენის მიზნით, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისას, ხოლო ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვა − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. (ამოღებულია).4. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და მისი სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გაცემა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისათვის (გარდა წიაღის მოპოვებისა), რის შესახებაც გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრ ის კანონი №2554 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.31
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრ ის კანონი №5642 - სსმ I, №46, 24.12.2007 წ., მუხ.401
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი № 2791 - სსმ I, № 17 , 06 . 04 .20 10 წ., მუხ. 98
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ.საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 2+
ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეში და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე აკრძალულია: ა) მშენებლობა, გარდა მიჩენისა და სპეციალური მიზნით გამოყოფილ ტერიტორიებზე მშენებლობისა; ბ) ხის ჭრა სამასალე მერქნის მიღების მიზნით, გარდა ხმელი, ხმობადი და ფუტურო საშეშე მერქნისა; გ) პლანტაციური მეურნეობის წარმოება; დ) (ამოღებულია); ე) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის ნებართვის გაცემა.საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი № 2791 - სსმ I, № 17 , 06 . 04 .20 10 წ., მუხ. 98
მუხლი 21🔗
+
1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ქ. თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან.
3. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) გარკვეული ტერიტორიისათვის განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება დაიშვება მხოლოდ იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ძირითადი მიზანია გამწვანებული ტერიტორიების დაცვა ან/და ტერიტორიების გამწვანება.
4. განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიის გამოყენების ნორმები, ამ ტერიტორიის გაუმჯობესებისა და გაშენებისათვის აუცილებელი მოთხოვნები, ტერიტორიაზე გასაშენებელ მცენარეთა სახეობები, აგრეთვე ტერიტორიის საზღვრები და ფართობი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი № 2567 - სსმ I, №6, 2 2 . 02 .20 10 წ., მუხ. 24
საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი № 2567 - სსმ I, №6, 2 2 . 02 .20 10 წ., მუხ. 24
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1030 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
+
მუხლი 3+
ამ კანონით დგინდება ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის, აგრეთვე მათი განზრახ დაზიანებისა და განადგურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი და ოდენობა. მუხლი 4+
1. მწვანე ნარგავის სახეობისა და ხის (ბუჩქის, ხვიარა მცენარის) დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მისი აღდგენითი ღირებულება ლარებში. 2. ხის (ბუჩქის, ხვიარა მცენარის) დიამეტრი იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე. 3. აღდგენითი ღირებულებები დგინდება: ა) ხე-მცენარეთა ფოთლოვანი, წიწვოვანი და ხილ-კენკროვანი სახეობებისათვის; ბ) ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის. მუხლი 5+
1. მაღალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მუხა (ყველა სახეობის), კავკასიური აკაცია, კაკალი, ქართული ნეკერჩხალი, კეთილშობილი დაფნა, წაბლი, წიფელი, საკმლის ხე, ჩვეულებრივი და კოლხური ჯონჯოლი, ქართული თხილი, შიშველი აკაკი, თუთა ნამყენი, თელა დუმა, თელა ნუშა, ქაცვი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება 1-ლი ცხრილის შესაბამისად: ცხრილი 1 ხის დიამეტრი სანტიმეტრებში აღდგენითი ღირებულება ლარებში 4 სმ-მდე, ჩათვლით17
4,1 – 8სმ32
8,1 – 12 სმ47
12,1 – 16 სმ62
16,1 – 20 სმ77
20,1 – 24 სმ92
24,1 – 28 სმ107
28,1 – 32სმ122
32,1 – 36 სმ137
36,1 – 40 სმ152
40,1 – 44 სმ167
44,1 – 48სმ182
48,1 – 52სმ197
52,1 – 56 სმ212
56 სმ-ის ზევით235
2. დაბალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – ჭადარი, ცხენისწაბლი, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი (გარდა ქართულისა), რცხილა, ჯაგრცხილა, აკაცია, აბრეშუმა აკაცია, სოფორი, გლედიჩია, არდავანი, არყის ხე, საპნის ხე, კატალპა, კუნელი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-2 ცხრილის შესაბამისად: ცხრილი 2 ხის დიამეტრი სანტიმეტრებში აღდგენითი ღირებულება ლარებში 4 სმ-მდე, ჩათვლით12
4,1 – 8 სმ22
8,1 – 12 სმ35
12,1 – 16 სმ45
16,1 – 20 სმ55
20,1 – 24 სმ65
24,1 – 28 სმ75
28,1 – 32 სმ90
32,1 – 36 სმ110
36,1 – 40სმ130
40,1 –44 სმ145
44,1 – 48 სმ160
48,1 – 52 სმ170
52,1 – 56 სმ180
56 სმ-ის ზევით200
3. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – უთხოვარი, კედარი (ყველა სახეობის), ფიჭვი (ყველა სახეობის), კვიპაროსი (ყველა სახეობის), ცრუცუგა, სოჭი, ნაძვი (ყველა სახეობის) – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-3 ცხრილის შესაბამისად: ცხრილი 3 ხის დიამეტრი სანტიმეტრებში აღდგენითი ღირებულება ლარებში 4 სმ-მდე, ჩათვლით15
4,1 – 8 სმ30
8,1 – 12 სმ45
12,1 – 16 სმ60
16,1 – 20 სმ75
20,1 – 24 სმ90
24,1 – 28 სმ105
28,1 – 32 სმ120
32,1 – 36 სმ135
36,1 – 40 სმ150
40,1 – 44 სმ165
44,1 – 48 სმ180
48,1 – 52 სმ195
52,1 – 56 სმ210
56 სმ-ის ზევით225
4. ხილ-კენკროვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-4 ცხრილის შესაბამისად: ცხრილი 4 ხის დიამეტრი სანტიმეტრებში აღდგენითი ღირებულება ლარებში 4 სმ-მდე, ჩათვლით6
4,1 – 8 სმ13
8,1 – 12 სმ20
12,1 – 16 სმ27
16,1 – 20 სმ34
20,1 – 24 სმ41
24,1 – 28 სმ48
28,1 – 32 სმ55
5. ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის – ღვია, ტუია, წყავი, ჭყორი, შტამპიანი და მარადმწვანე ლუგუსტრუმი, მაპონია, მარადმწვანე კოწახური, იუკა დიდებული – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-5 ცხრილის შესაბამისად: ცხრილი 5 ბუჩქის ან ხვიარა მცენარის დიამეტრი სანტიმეტრებში აღდგენითი ღირებულება ლარებში 4 სმ-მდე, ჩათვლით8
4,1 – 8 სმ17
8,1 – 12 სმ32
12,1 – 16 სმ42
16,1 – 20 სმ50
20 სმ-ის ზევით55
6. ამ მუხლით განსაზღვრული ჯგუფებისათვის სხვა ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების მიკუთვნებას ახორციელებს და ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4658 - ვებგვერდი,13.05.2011წ. მუხლი 6+
1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა სამ კატეგორიად. 2. პირველ კატეგორიას განეკუთვნება: ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები; ბ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები; გ) პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები; დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს. 3. მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები. 4. მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედის პირველ და მეორე კატეგორიებში. მუხლი 7+
1. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 2, 1,5 და 1, რომლებზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. 2. ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის შესაბამის შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ორმაგი ოდენობით. 3. ნარგავების უნებართვო განადგურებად ითვლება მათი განზრახ განადგურება ან ისეთი დაზიანება, რომელიც იწვევს ნარგავების ხმობას. 4. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეების ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც აქვეითებს მათ დეკორატიულ ღირსებას და იწვევს ხე-მცენარეების შემდგომი ზრდის შეჩერებას, ზიანის ოდენობა შეესაბამება აღდგენითი ღირებულების თანხის 50%-ს. 5. საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში ხე-მცენარეების (გარდა ხილ-კენკროვანი სახეობებისა) უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის მესამე კატეგორიისათვის დაწესებულ შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ოდენობით. მუხლი 8+
1. ამ კანონის მიზნებისათვის ქ. თბილისის საზღვრებად ითვლება ქ. თბილისის პერსპექტიული განვითარების მოქმედი გენერალური გეგმის შესაბამისად დადგენილი საზღვრები. 2. ქ. თბილისის მიმდებარე ტერიტორიად ითვლება ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრიდან შვიდკილომეტრიანი ზოლი. თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი+
მუხლი 9. (ამოღებულია)+
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 10+
ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 2000 წლის 10 ნოემბერი. №594-Iს+
საქართველოს კანონი
+
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ
მუხლი 1 +🔗
1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მწვანე ნარგავების კატეგორიის შეცვლა აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობა დაიშვება მიჩენის მიზნით, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისას, ხოლო ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვა − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. (ამოღებულია).
4. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და მისი სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გაცემა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისათვის (გარდა წიაღის მოპოვებისა), რის შესახებაც გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრ ის კანონი №2554 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.31
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრ ის კანონი №5642 - სსმ I, №46, 24.12.2007 წ., მუხ.401
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი № 2791 - სსმ I, № 17 , 06 . 04 .20 10 წ., მუხ. 98
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
მუხლი 2 +🔗
ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეში და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე აკრძალულია:
ა) მშენებლობა, გარდა მიჩენისა და სპეციალური მიზნით გამოყოფილ ტერიტორიებზე მშენებლობისა;
ბ) ხის ჭრა სამასალე მერქნის მიღების მიზნით, გარდა ხმელი, ხმობადი და ფუტურო საშეშე მერქნისა;
გ) პლანტაციური მეურნეობის წარმოება;
დ) (ამოღებულია);
ე) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის ნებართვის გაცემა.
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი № 2791 - სსმ I, № 17 , 06 . 04 .20 10 წ., მუხ. 98
მუხლი 21 +🔗
1. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დადგენილებას საქართველოს მთავრობა იღებს ქ. თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია ქ. თბილისის საკრებულოსთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან.
3. ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა დაცული ტერიტორიებისა) გარკვეული ტერიტორიისათვის განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება დაიშვება მხოლოდ იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ძირითადი მიზანია გამწვანებული ტერიტორიების დაცვა ან/და ტერიტორიების გამწვანება.
4. განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორიის გამოყენების ნორმები, ამ ტერიტორიის გაუმჯობესებისა და გაშენებისათვის აუცილებელი მოთხოვნები, ტერიტორიაზე გასაშენებელ მცენარეთა სახეობები, აგრეთვე ტერიტორიის საზღვრები და ფართობი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2010 წლის 12 თებერვლის კანონი № 2567 - სსმ I, №6, 2 2 . 02 .20 10 წ., მუხ. 24
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1030 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
მუხლი 3 +🔗
ამ კანონით დგინდება ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის, აგრეთვე მათი განზრახ დაზიანებისა და განადგურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი და ოდენობა.
მუხლი 4 +🔗
1. მწვანე ნარგავის სახეობისა და ხის (ბუჩქის, ხვიარა მცენარის) დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მისი აღდგენითი ღირებულება ლარებში.
2. ხის (ბუჩქის, ხვიარა მცენარის) დიამეტრი იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე.
3. აღდგენითი ღირებულებები დგინდება:
ა) ხე-მცენარეთა ფოთლოვანი, წიწვოვანი და ხილ-კენკროვანი სახეობებისათვის;
ბ) ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის.
მუხლი 5 +🔗
1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებისათვის, აგრეთვე მაღალი ღირებულების ჯგუფის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეებისათვის − მყრალი ღვია, აღმოსავლეთის ბიოტა, ელდარის ფიჭვი, შავი არყი, კავკასიური აკაკი, არმაზის შინდანწლა, ქართული თხილი, ჩვეულებრივი ხურმა, ქაცვი, ჭოროხის მუხა, ჰართვისის მუხა, აღმოსავლეთის მუხა, წიფელი, ჩვეულებრივი ჯონჯოლი, ქართული თელა, ნამყენი თუთა, თელამუში − აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება წლიური რგოლების რაოდენობის მიხედვით: წიწვოვანებისათვის მერქნის ერთი წლიური რგოლის ღირებულებაა 100 ლარი, ხოლო ფოთლოვანებისათვის − 50 ლარი.
2. დაბალი ღირებულების ჯგუფის ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – ჭადარი, ვერხვი (ყველა სახეობის), ცხენისწაბლა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი (გარდა ქართული ნეკერჩხლისა), რცხილა, ჯაგრცხილა, აკაცია, აბრეშუმა აკაცია, სოფორა, გლედიჩია, არღავანი, არყის ხე, საპნის ხე, კატალპა, კუნელი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება 1-ლი ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 1
მერქნის ერთი წლიური რგოლის ღირებულებაა 8 ლარი.
ხის დიამეტრი სანტიმეტრებში
წლიური რგოლების რაოდენობა
აღდგენითი ღირებულება ლარებში
4 სმ-მდე, ჩათვლით
17
8
64
32
4,1–8 სმ
16
128
47
8,1–12 სმ
24
62
192
12,1–16 სმ
77
32
256
92
16,1–20 სმ
40
320
107
20,1–24 სმ
48
122
384
24,1–28 სმ
137
56
448
152
28,1–32 სმ
64
512
167
32,1–36 სმ
72
182
576
36,1–40 სმ
197
80
640
212
40,1–44 სმ
88
235
704
44,1–48 სმ
96
768
48,1–52 სმ
104
12
832
52,1–56 სმ
22
112
35
896
56 სმ-ის ზევით
45
1000
3. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – კედარი (ყველა სახეობის), ფიჭვი (ყველა სახეობის), კვიპაროსი (ყველა სახეობის), ცრუცუგა, სოჭი, ნაძვი (ყველა სახეობის) – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-2 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 2
55
მერქნის ერთი წლიური რგოლის ღირებულებაა 12 ლარი.
ხის დიამეტრი
სანტიმეტრებში
65
წლიური რგოლების
რაოდენობა
აღდგენითი ღირებულება
ლარებში
75
4 სმ-მდე, ჩათვლით
8
90
96
4,1–8 სმ
110
16
192
130
8,1–12 სმ
24
288
145
12,1–16 სმ
32
160
384
16,1–20 სმ
170
40
180
480
20,1–24 სმ
200
48
576
24,1–28 სმ
56
672
28,1–32 სმ
15
64
30
768
32,1–36 სმ
45
72
60
864
36,1–40 სმ
75
80
90
960
40,1–44 სმ
105
88
120
1056
44,1–48 სმ
135
96
150
1152
48,1–52 სმ
165
104
180
1248
52,1–56 სმ
195
112
210
1344
56 სმ-ის ზევით
225
1500
4. ხილკენკროვან სახეობათა ხე-მცენარეებისათვის – მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-3 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 3
ხის დიამეტრი
სანტიმეტრებში
აღდგენითი ღირებულება
ლარებში
4 სმ-მდე, ჩათვლით
6
25
4,1–8 სმ
13
35
8,1–12 სმ
20
45
12,1–16 სმ
27
55
16,1–20 სმ
34
65
20,1–24 სმ
41
75
24,1–28 სმ
48
85
28,1–32 სმ
55
95
5. ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეებისათვის – ღვია, ტუია, წყავი, ჭყორი, შტამპიანი ჩვეულებრივი კვიდო, მარადმწვანე კვიდო, მაჰონია, წითელფოთოლა კოწახური, მარადმწვანე კოწახური, იუკა დიდებული – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება მე-4 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი 4
ბუჩქის, ხვიარა მცენარის დიამეტრი
სანტიმეტრებში
აღდგენითი ღირებულება
ლარებში
4 სმ-მდე, ჩათვლით
8
45
4,1–8 სმ
17
75
8,1–12 სმ
32
80
12,1–16 სმ
42
85
16,1–20 სმ
50
90
20 სმ-ის ზევით
55
150
6. ამ მუხლით განსაზღვრული ჯგუფებისათვის სხვა ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების მიკუთვნებას ახორციელებს და ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური.
7. დარღვევის იურიდიული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირი იხდის ამ მუხლის ცხრილებში მითითებული შესაბამისი აღდგენითი ღირებულების ორმაგ ოდენობას.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4406 - ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4658 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
მუხლი 6 +🔗
1. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა სამ კატეგორიად.
2. პირველ კატეგორიას განეკუთვნება:
ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები;
ბ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები;
გ) პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები;
დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს;
ე) „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული მიწები, გარდა კერძო საკუთრებაში მყოფი მიწებისა.
3. მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები.
4. მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედის პირველ და მეორე კატეგორიებში.
5. პირველი კატეგორიისთვის მიკუთვნებული, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მასზე მშენებლობის განხორციელება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების, აგრეთვე მათზე მშენებლობის განხორციელების დროს შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებულია, ხოლო ასეთი დაავადების არსებობა და მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ;
ბ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს ხდის მშენებლობის განხორციელებას ან უშუალოდ აზიანებს აშენებულ კონსტრუქციას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
მუხლი 7 +🔗
1. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 2, 1,5 და 1, რომლებზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხა და გამოითვლება მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
2. ნარგავების უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის შესაბამის შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ორმაგი ოდენობით.
3. ნარგავების უნებართვო განადგურებად ითვლება მათი განზრახ განადგურება ან ისეთი დაზიანება, რომელიც იწვევს ნარგავების ხმობას.
4. წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეების ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც აქვეითებს მათ დეკორატიულ ღირსებას და იწვევს ხე-მცენარეების შემდგომი ზრდის შეჩერებას, ზიანის ოდენობა შეესაბამება აღდგენითი ღირებულების თანხის 50%-ს.
5. საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში ხე-მცენარეების (გარდა ხილ-კენკროვანი სახეობებისა) უნებართვო განადგურების შემთხვევაში ზიანის ოდენობა განისაზღვრება აღდგენითი ღირებულების თანხის მესამე კატეგორიისათვის დაწესებულ შემასწორებელ კოეფიციენტზე ნამრავლის ოდენობით.
მუხლი 8 +🔗
1. ამ კანონის მიზნებისათვის ქ. თბილისის საზღვრებად ითვლება ქ. თბილისის პერსპექტიული განვითარების მოქმედი გენერალური გეგმის შესაბამისად დადგენილი საზღვრები.
2. ქ. თბილისის მიმდებარე ტერიტორიად ითვლება ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრიდან შვიდკილომეტრიანი ზოლი.
მუხლი 9. (ამოღებულია)
+
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 75 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 10 +🔗
ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,2000 წლის 10 ნოემბერი.
№594-Iს
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“, №594, 10.11.2000, სარეგისტრაციო კოდი 390.040.000.05.001.000.838 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17380-8/