1. აუდიტის ობიექტს უფლება აქვს:
ა) აუდიტის პროცესში წარადგინოს შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) გაასაჩივროს აუდიტის ანგარიში ამ კანონით დადგენილი წესით.
2. აუდიტის ობიექტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურე სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით;
ბ) უზრუნველყოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურე აუდიტის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით; იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე, ობიექტურობასა და სისრულეზე;
გ) არ ჩაერიოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურის საქმიანობაში, არ შეაფერხოს აუდიტის ჩატარება, ხელი შეუწყოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურეს, დოკუმენტები სამუშაო საათების განმავლობაში ისე
შეამოწმოს, რომ არ შეაფერხოს აუდიტის ობიექტის მუშაობა
;
დ) გამოყოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან
ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი
.
3. აუდიტის ობიექტი ვალდებულია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით წარადგინოს სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს შეუძლია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
მიმართოს თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის თხოვნით, აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
4. (ამოღებულია –
24.11.2011, №5294).
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.06.2012 კანონი №6550
- 24.11.2011 კანონი №5294
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. აუდიტის ობიექტის უფლებები და მოვალეობები 1. აუდიტის ობიექტს უფლება აქვს: ა) აუდიტის პროცესში წარადგინოს შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) გაასაჩივროს აუდიტის ანგარიში ამ კანონით დადგენილი წესით. 2. აუდიტის ობიექტი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე სათანადო სამუშაო პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით; ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე აუდიტის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით; იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე, ობიექტურობასა და სისრულეზე; გ) არ ჩაერიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის საქმიანობაში, არ შეაფერხოს აუდიტის ჩატარება, ხელი შეუწყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს, დოკუმენტები სამუშაო საათების განმავლობაში ისე შეამოწმოს, რომ არ შეაფერხოს აუდიტის ობიექტის მუშაობა;მუშაობა ; დ) გამოყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი.პირი . 3. აუდიტის ობიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით წარადგინოს სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში აუდიტის ობიექტს შეუძლია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართოს თხოვნით, გააგრძელოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის თხოვნით, აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ ერთხელ, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით. 4. (ამოღებულია – 24.11.2011, №5294).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1313(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
ასევე მიუთითა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომელიც აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებას ანიჭებს…
- საქმე №330310018002748227 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.10.2019
…აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული იქნა,,ო------------------–----–------ის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N-----.“ 1.3.2. ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23- ე მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტი აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებას ანიჭებს აუდიტის ობიექტს, ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო 27-ე მუხლი ადგენს აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების წესს.
- საქმე №330310018002748227 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
…ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს დამტკიცებული იქნა,,ო------------ მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N------- 6.3. ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტი აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებას ანიჭებს აუდიტის ობიექტს, ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო 27-ე მუხლი ადგენს აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების წესს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 1, 15/01/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება