1.
გენერალურ აუდიტორს
ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
გენერალური აუდიტორი.
2.
გენერალური აუდიტორის
მოადგილეების სამსახურებრივ შეუთავსებლობაზე ვრცელდება
გენერალური აუდიტორისათვის
ამ კანონით დადგენილი წესები.
3.
გენერალური აუდიტორის
არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს
გენერალური აუდიტორის
პირველი მოადგილე, ხოლო
გენერალური აუდიტორისა
და მისი პირველი მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში,გენერალური აუდიტორის
დავალებით – ერთ-ერთი მოადგილე.
4.
გენერალური აუდიტორის
მოადგილეები უფლებამოსილი არიან, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან, დაესწრონ საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტისა და
პარლამენტის
საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს.
5.
გენერალური აუდიტორის
პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ანგარიშვალდებული არიან
გენერალური აუდიტორის
წინაშე.
6.
გენერალური აუდიტორის
უფლებამოსილების შეწყვეტისას მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ
ახალი გენერალური აუდიტორის
არჩევისთანავე.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.06.2012 კანონი №6550
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორის თავმჯდომარის მოადგილეები 1. კონტროლისგენერალურ პალატისაუდიტორს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორი. თავმჯდომარე. 2. კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორის თავმჯდომარის მოადგილეების სამსახურებრივ შეუთავსებლობაზე ვრცელდება კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორისათვის თავმჯდომარისათვის ამ კანონით დადგენილი წესები. 3. კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორისა თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორის თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი მოადგილე. 4. კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორის თავმჯდომარის მოადგილეები უფლებამოსილი არიან, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან, დაესწრონ საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტისა და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს. 5. კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ კონტროლისსახელმწიფო პალატისაუდიტის სამსახურის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ანგარიშვალდებული არიან კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორის თავმჯდომარის წინაშე. 6. კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტისას მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ კონტროლის პალატის ახალი თავმჯდომარისგენერალური აუდიტორის არჩევისთანავე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 1, 15/01/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება