გენერალური აუდიტორი:
ა) წარმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) თავმჯდომარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს, დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებსა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით;
ვ) განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრულ რიცხოვნობას;
ზ) ამტკიცებს საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში;
თ) ორგანიზებას უწევს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარების მიზნით აუდიტის შედეგებზე ჩამოყალიბებული შეფასებების განზოგადებას;
ი) უფლებამოსილია თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოსცეს ბრძანება, განკარგულება, მითითება, მიიღოს გადაწყვეტილება;
კ) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მოხსენებებსა და ანგარიშებს;
ლ) წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
მ) გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ნ) ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს;
ო) ქმნის კომისიებსა და სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს;
პ) განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების დელეგირებას;
ჟ) უფლებამოსილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს;
რ) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას. ამასთანავე, მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტის კომიტეტმა, საპარლამენტო ფრაქციამ ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა კომისიამ;
ს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, აჯილდოებს მათ უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურისათვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების შესახებ;
ტ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარების ოდენობას;
უ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1045 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4373 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №148 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 23.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1314
- 22.12.2017 კანონი №1831
- 21.12.2016 კანონი №148
- 27.10.2015 კანონი №4373
- 06.09.2013 კანონი №1045
- 22.06.2012 კანონი №6550
- 24.11.2011 კანონი №5294
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება გენერალური აუდიტორი: ა) წარმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; გ) თავმჯდომარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეებს;თანამშრომლებს, შრომითიდებს ხელშეკრულებითდა სამსახურშიწყვეტს იღებსშრომით სახელმწიფოხელშეკრულებებსა აუდიტისდა სამსახურისადმინისტრაციულ სხვახელშეკრულებებს; საჯარო მოსამსახურეებს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით; ვ) განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრულ რიცხოვნობას; ზ) ამტკიცებს საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში; თ) ორგანიზებას უწევს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარების მიზნით აუდიტის შედეგებზე ჩამოყალიბებული შეფასებების განზოგადებას; ი) უფლებამოსილია მისთვისთავისი დაკისრებულიუფლებამოსილების მოვალეობებისგანსახორციელებლად შესრულებისგამოსცეს დაბრძანება, მინიჭებულიგანკარგულება, უფლებმითითება, ებისმიიღოს განხორციელებისგადაწყვეტილება; მიზნით გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებები; კ) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მოხსენებებსა და ანგარიშებს; ლ) წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; მ) გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ნ) ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს; ო) ქმნის კომისიებსა და სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს; პ) განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების დელეგირებას; ჟ) უფლებამოსილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს; რ) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას. ამასთანავე, მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, პარლამენტის კომიტეტმა, საპარლამენტო ფრაქციამ ან/და პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა კომისიამ; ს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ, აჯილდოებს მათ უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურისათვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების შესახებ; ტ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარების ოდენობას; უ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4373 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-185(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2020
ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის და 110-ე მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ი.
- საქმე №330310018002423685 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
…წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები სხვაგვარად რეგულირდება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, გენერალური აუდიტორი: დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეებს;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.