1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.
2. საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ამოწმებს:
ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების პროექტების შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას;
გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას;
ვ) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის კორპორაციის) საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე;
თ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საკუთრების მართვასა და განკარგვას;
ი) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც ავტონომიური რესპუბლიკა ან/და მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები ფლობს/ფლობენ წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდები – აქცია, წილი − განთავსებულია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ამ საწარმომ ინფორმაცია თავისი ფინანსური ანგარიშგების შესახებ მოთხოვნისამებრ უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
კ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს, რომელთა გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების, ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან;
ლ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ თავისი წლიური ბიუჯეტის ხარჯვას.
3.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმას.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1597 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3309 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3382 – ვებგვერდი, 24.09.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №4327 – ვებგვერდი, 12.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 27.06.2024 ორგანული კანონი №4327
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6866
- 05.09.2018 კანონი №3382
- 21.07.2018 კანონი №3309
- 20.11.2013 კანონი №1597
- 22.06.2012 კანონი №6550
- 28.12.2011 კანონი №5662
- 24.11.2011 კანონი №5294
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე. 2. საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების პროექტების შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას; გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში; ე) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას; ვ) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის კორპორაციის) საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე; თ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საკუთრების მართვასა და განკარგვას; ი) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც ავტონომიური რესპუბლიკა ან/და მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები ფლობს/ფლობენ წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდები – აქცია, წილი − განთავსებულია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ამ საწარმომ ინფორმაცია თავისი ფინანსური ანგარიშგების შესახებ მოთხოვნისამებრ უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს; კ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს, რომელთა გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების, ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან; ლ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას; მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ თავისი წლიური ბიუჯეტის ხარჯვას. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმას. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 97 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1313(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
…რომლებთანაც უშუალო შემხებლობაშია სადავო ანგარიში. აღსანიშნავია ისიც, რომ გ. ბ-ის სადავო ანგარიშის შედგენის ეტაპზე არ მიეცა შესაძლებლობა სზაკ-ის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარედგინა საკუთარი მოსაზრებები. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება ვრცელდება ასევე ფიზიკურ პირებზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად ეხება ისეთ პირთა საქმიანობას, რომელიც უკავშირდება საჯარო რესურსების მართვას.
- საქმე №330310018002748227 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.10.2019
…სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) ორგანიზაციასა და საქმიანობის წესს, მათ შორის: მის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, პრეზიდიუმის უფლებამოსილების განხორციელების წესსა და შიდა საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს. ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური…
- საქმე №330310018002748227 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
…სამსახურის (შემდგომში – სამსახურის) ორგანიზაციასა და საქმიანობის წესს, მათ შორის: მის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, პრეზიდიუმის უფლებამოსილების განხორციელების წესსა და შიდა საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს. ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.