1.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ხელმ
ძ
ღვანელობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით.
3.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
საქმიანობის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა;
ბ) დამოუკიდებლობა;
გ) საჯაროობა;
დ) პროფესიონალიზმი.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
თავი II. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიმართულებები
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 22.06.2012 კანონი №6550
- 22.06.2012 კანონი №6550
- 24.11.2011 კანონი №5294
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელმძღვანელობსხელმ ძ ღვანელობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) ობიექტურობა; ბ) დამოუკიდებლობა; გ) საჯაროობა; დ) პროფესიონალიზმი. თავი II. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიმართულებები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330310018002748227 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.10.2019
…აუდიტის სამსახურის სტატუსსა და დამოუკიდებლობის გარანტიებს, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით. მითითებული ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
- საქმე №330310018002748227 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
…აუდიტის სამსახურის სტატუსსა და დამოუკიდებლობის გარანტიებს, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით. მითითებული ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 1, 15/01/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება