ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) (ამოღებულია –
24.11.2011, №5294);
ბ) (ამოღებულია –
24.11.2011, №5294);
გ) (ამოღებულია –
24.11.2011, №5294);
დ) (ამოღებულია –
24.11.2011, №5294);
ე) (ამოღებულია –
24.11.2011, №5294);
ვ) ფინანსური აუდიტი მოიცავს:
ვ.ა) აუდიტის ობიექტის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;
ვ.ბ) საქართველოს მთავრობის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;
ვ.გ) საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას;
ვ.დ) შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის შემოწმებას;
ვ.ე) აუდიტის ობიექტის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მართვის შემოწმებას;
ვ.ვ) აუდიტიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის შესწავლას, შეფასებას და ანგარიშის წარდგენას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად;
ზ) შესაბამისობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;
თ) ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის ან/და განხორციელებული პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას;
ი) აუდიტორი –
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოსამსახურე, რომელიც აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;
კ) აუდიტორ-სტაჟიორი – პირი, რომელიც სტაჟიორად ინიშნება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში
შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით;
ლ) აუდიტის ობიექტი – პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
უფლებამოსილება.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.06.2012 კანონი №6550
- 24.11.2011 კანონი №5294
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294); ბ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294); გ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294); დ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294); ე) (ამოღებულია – 24.11.2011, №5294); ვ) ფინანსური აუდიტი მოიცავს: ვ.ა) აუდიტის ობიექტის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; ვ.ბ) საქართველოს მთავრობის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; ვ.გ) საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას; ვ.დ) შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის შემოწმებას; ვ.ე) აუდიტის ობიექტის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მართვის შემოწმებას; ვ.ვ) აუდიტიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის შესწავლას, შეფასებას და ანგარიშის წარდგენას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად; ზ) შესაბამისობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; თ) ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის ან/და განხორციელებული პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; ი) აუდიტორი – კონტროლისსახელმწიფო პალატისაუდიტის სამსახურის მოსამსახურე, რომელიც აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით; კ) აუდიტორ-სტაჟიორი – პირი, რომელიც სტაჟიორად ინიშნება კონტროლისსახელმწიფო პალატაშიაუდიტის სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით; ლ) აუდიტის ობიექტი – პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი კონტროლისსახელმწიფო პალატისაუდიტის სამსახურის უფლებამოსილება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1313(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
სასამართლომ ასევე მიუთითა ამავე კანონის მე-2 მუხლის,,ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, აუდიტის ობიექტი არის პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება.
- საქმე №330310018002748227 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.10.2019
აუდიტის ობიექტის ცნებას ადგენს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის,,ლ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, აუდიტის ობიექტი არის პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და…
- საქმე №330310018002748227 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
აუდიტის ობიექტის ცნებას ადგენს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის,,ლ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, აუდიტის ობიექტი არის პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 1, 15/01/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება