თავი VII — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. საერთაშორისო ურთიერთობები
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის ვადაში საქართველოს მთავრობას აცნობებს ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ.
2. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა წარუდგენს თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. ეს ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა. ყოველწლიური ანგარიში საჯაროდ
ქვეყნდება.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1600 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3382 – ვებგვერდი, 24.09.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3881 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6866
- 06.12.2018 კანონი №3881
- 05.09.2018 კანონი №3382
- 20.11.2013 კანონი №1600
- 22.06.2012 კანონი №6550
- 24.11.2011 კანონი №5294
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. მოხსენებები, ანგარიშები და ინფორმაციები 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის ვადაში საქართველოს მთავრობას აცნობებს ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ. 2. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა წარუდგენს თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. ეს ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა. ყოველწლიური ანგარიში საჯაროდ ქვეყნდება. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1 600 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310018002423685 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტსა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 1, 15/01/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება