თავი VIII — სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები. სოციალური დაცვის გარანტიები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, როგორებიცაა სამსახურში მიღება და სამსახურიდან განთავისუფლება, უფლება-მოვალეობანი, სამსახურისა და სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები სხვაგვარად რეგულირდება ამ კანონითა და
გენერალური აუდიტორის
ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.06.2012 კანონი №6550
- 24.11.2011 კანონი №5294
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები კონტროლისსახელმწიფო პალატისაუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, როგორებიცაა სამსახურში მიღება და სამსახურიდან განთავისუფლება, უფლება-მოვალეობანი, სამსახურისა და სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები სხვაგვარად რეგულირდება ამ კანონითა და კონტროლისგენერალური პალატისაუდიტორის თავმჯდომარის ნორმატიული აქტით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-466(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“…
- საქმე №330310018002426298 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 1, 15/01/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება