თავი VIII — სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები. სოციალური დაცვის გარანტიები
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაზღვევა სავალდებულოა. ზიანი, რომელიც მიადგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. აუდიტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში.
„3. გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.“.
4.
გენერალურ აუდიტორს
ან მის მოადგილეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაში შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს
7 000 ლარისა.
5.
გენერალური აუდიტორის
ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1314
- 22.06.2012 კანონი №6550
- 24.11.2011 კანონი №5294
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. სოციალური დაცვა 1. აუდიტორისახელმწიფო ექვემდებარებააუდიტის სავალდებულოსამსახურის დაზღვევასთანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.ხარჯზე დაზღვევა სავალდებულოა. ზიანი, რომელიც მიადგა აუდიტორსსახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობითმოცულობით, ,საქართველოს კანონითკანონმდებლობის დადგენილიშესაბამისად წესით ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. აუდიტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში. 3.„3. გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.ოდენობით.“. იგი იკრძალება სახელმწიფოს ხარჯზე. 4. გენერალურ აუდიტორს ან მის მოადგილეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაში შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. 5. გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. თავი IX. ფინანსები და ქონება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 1, 15/01/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება