სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
|
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
|
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
| მუხლი 1 |
თანდართული სახით დამტკიცდეს „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
რეგულირების სფერო
|
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – სპეციალური პროგრამა) გასავლელად კანდიდატთა შერჩევისა და ჩარიცხვის წესს.
|
მუხლი 2.
სპეციალური პროგრამები
|
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) მისაღები პირებისთვის და სამინისტროს მოსამსახურეებისთვის წესდება შემდეგი სპეციალური პროგრამები:
ა) პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; გ) დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; დ) გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; ე) მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ - სასაზღვრო პოლიცია) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; ზ) სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური მოკლევადიანი საბაზისო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. 2. სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 3. შესაბამისი სპეციალური პროგრამის გასავლელად კანდიდატის ჩარიცხვა, მისი პიროვნული მახასიათებლების (სპეციალური ცოდნა, გამოცდილება ან/და დამსახურება) გათვალისწინებით, შესაძლებელია შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით ამ წესის მე–5, მე–6 ან/და მე–7 მუხლებით გათვალისწინებული ეტაპების გაუვლელად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამებზე პირი ირიცხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 76-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე. სპეციალური პროგრამის გავლის მიზნით ამ პირთა სიას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უგზავნის აკადემიას. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 21 პუნქტისა. 5. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პროგრამის დასრულების შემდეგ გაიაროს მესაზღვრე-კონტროლიორის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო კურსი. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამაზე პირი ირიცხება „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №58 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 28 აპრილის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 29. 04 .2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №626 - ვებგვერდი, 20.08.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 12.07.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 03.08.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 25 ივლისის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 29.07.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 01.02.2021წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 11.10.2021წ. |
თავი II
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასანიშნი კანდიდატების სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი |
მუხლი 3.
განცხადების წარდგენა
|
1. ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა (შემდგომში – კანდიდატი) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეიძლება შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვის სამმართველოებში. განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ფოტოსურათი (ზომით 3X4). 2. განცხადებების (აპლიკაციების) მიღება წარმოებს სამუშაო დღეებში 10-დან 18 საათამდე. განცხადების მიმღები დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №626 - ვებგვერდი, 20.08.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 26.01.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ. |
მუხლი 4.
განცხადების (აპლიკაციის) განხილვა
|
1. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატთა განცხადებების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში მათთან გასაუბრებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას. 3. კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების (აპლიკაციის) განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდება მათი სიყალბე ან მნიშვნელოვანი უზუსტობა ან თუ კანდიდატი ვერ გაივლის ამ მუხლით გათვალისწინებულ გასაუბრებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
მუხლი 5.
კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზება
|
1. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მიღებული კანდიდატების სიების შესაბამისად აკადემია უზრუნველყოფს კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზებას.
2. აკადემია ვალდებულია ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების თარიღის შესახებ ინფორმაცია განათავსოს აკადემიის ვებგვერდზე (www.policeacademy.ge) ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე. 3. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების დღეს, აგრეთვე ტესტირების პროგრამას და თემატიკას განსაზღვრავს აკადემია. 4. ტესტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს აკადემიის რექტორი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან შეთანხმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 11.10.2021წ. |
მუხლი 6.
კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების წესი
|
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. როგორც წესი, ტესტირება ტარდება ზოგად უნარებში ან/და იმ თემატიკით, რომელიც დაკავშირებული იქნება კანდიდატის მომავალი პროფესიული საქმიანობის სპეციფიკასთან.
2. ტესტირებაში დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა გადალახოს აკადემიის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური აუცილებელი ზღვარი. 3. ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღების შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებაზე. 4. გასაუბრების დროს ხდება კანდიდატის ცოდნის, პროფესიული უნარების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. 5. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების კონკრეტულ წესს ამტკიცებს აკადემიის რექტორი. 6. ტესტირების და გასაუბრების შედეგებზე კომისია აფორმებს შესაბამის ოქმს. 7. ტესტირების და გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე. 8. აკადემია უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ტესტირების და გასაუბრების შესახებ ინფორმაციის ასახვას.
|
მუხლი 7.
კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
|
1. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და მიიღებენ დადებით შეფასებას, ვალდებულნი არიან შესაბამის დანაყოფში (სადაც წარადგინეს განცხადება/აპლიკაცია) სრულად წარადგინონ სამინისტროში კანდიდატების მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატებს აკადემიაში ჩარიცხვამდე უნდა ჩაუტარდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება. 3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური). 4. ჯანმრთელობის დაცვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას დასაკავებელ თანამდებობასთან. 5. (ამოღებულია - 12.07.2018, №80).
6. კანდიდატის ფიზიკური დონის შემოწმება ხორციელდება სპეციალური ფიზიკური ნორმატივებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) 7. კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ. |
მუხლი 8.
აკადემიაში სპეციალური პროგრამის გასავლელად მსმენელთა ჩარიცხვა
|
1. იმ კანდიდატების სიას, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. აღნიშნული კანდიდატები, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს წარდგინებით და აკადემიის რექტორის ბრძანებით, ჩაირიცხებიან აკადემიაში მსმენელებად.
2. აკადემიაში მსმენელად ჩარიცხული პირები გაივლიან შესაბამის სპეციალურ პროგრამას. 21. შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვა ხდება წელიწადში ექვსჯერ: იანვრის, მარტის, მაისის, ივლისის, სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში. 3. აკადემიაში მსმენელთა სწავლების პროცესი, ვადა, მსმენელთა შეფასების წესი და კრიტერიუმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის ბრძანებით. 4. აკადემიაში სწავლების შედეგებზე გამოიცემა აკადემიის რექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად ელექტრონული ფორმით აისახება სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში. 5. კანდიდატის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი წარმატებით ვერ გაივლის კანდიდატთა შესარჩევ ტესტირებას, აკადემიაში გასაუბრებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას ან აკადემიაში სწავლებას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული პირის სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ. კანდიდატის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის დაყენება მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში შესაძლებელია 1 წლის შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 11.10.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ.
|
მუხლი 9.
სამინისტროს მოსამსახურის სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვის წესი
|
1. სამინისტროს მოსამსახურეებზე, რომლებიც ექვემდებარებიან სპეციალური პროგრამის გავლას, არ ვრცელდება ამ წესის 3–7 მუხლების მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების პროექტს ამზადებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიმართვის საფუძველზე. 3. სამინისტროს მოსამსახურის, რომელიც წარმატებით ვერ გაივლის აკადემიაში სწავლებას, სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
მუხლი 91.
(ამოღებულია)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ. |
თავი III
(ამოღებულია - 24.04.2015, N309)
|
მუხლი 10.
(ამოღებულია)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
|
თავი IV
(ამოღებულია - 24.04.2015, N309)
|
მუხლი 11.
(ამოღებულია)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
|
თავი V
გარდამავალი დებულებანი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
მუხლი 12.
აკადემიის სტუდენტთა სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვა
|
1. აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 2015-2016 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტი (შემდგომში - სტუდენტი), რომელიც ამავე პროგრამაზე სწავლობდა ავტორიზაციის გაუქმებამდე, სპეციალურ პროგრამაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ჩარიცხვის მიზნით, უფლებამოსილია 2018 წლის 9 ივლისიდან 2018 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში განცხადებით (აპლიკაცია) მიმართოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს, აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში სწავლის დამადასტურებელი ცნობა. 3. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული სტუდენტის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს მსმენელთა შესარჩევად გასაუბრების ორგანიზებას. აღნიშნული სტუდენტი არ ექვემდებარება ამ წესით გათვალისწინებული ტესტირების გავლას. 4. ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, აკადემიაში მსმენელებად ჩაირიცხებიან ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე. აღნიშნულ სპეციალურ პროგრამას აკადემია შეიმუშავებს აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების სპეციალურ პროგრამასთან შესაბამისობის დადგენისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების გათვალისწინებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, სტუდენტის მიმართ ვრცელდება სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
მუხლი 13. სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური მოკლევადიანი საბაზისო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლა
|
2023 წლის პირველ მარტამდე, სასაზღვრო პოლიციამ, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ, ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყონ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის იმ მესაზღვრეთა მიერ სპეციალური მოკლევადიანი საბაზისო პროგრამის ეტაპობრივად გავლა, რომლებიც 2022 წლის პირველ სექტემბრამდე თანამდებობაზე დაინიშნენ შესაბამისი სპეციალური პროგრამის გავლის გარეშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 01.02.2021წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 13.12.2021წ. |
+
ბრძანება №987
2012 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.+
თანდართული სახით დამტკიცდეს „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი“. |
+
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
+
თავი I
ზოგადი დებულებანი |
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – სპეციალური პროგრამა) გასავლელად კანდიდატთა შერჩევისა და ჩარიცხვის წესს.+
მუხლი 2. სპეციალური პროგრამები🔗
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) მისაღები პირებისთვის და სამინისტროს მოსამსახურეებისთვის წესდება შემდეგი სპეციალური პროგრამები:
ა) პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ - სასაზღვრო პოლიცია) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური მოკლევადიანი საბაზისო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
2. სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
3. შესაბამისი სპეციალური პროგრამის გასავლელად კანდიდატის ჩარიცხვა, მისი პიროვნული მახასიათებლების (სპეციალური ცოდნა, გამოცდილება ან/და დამსახურება) გათვალისწინებით, შესაძლებელია შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით ამ წესის მე–5, მე–6 ან/და მე–7 მუხლებით გათვალისწინებული ეტაპების გაუვლელად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამებზე პირი ირიცხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 76-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე. სპეციალური პროგრამის გავლის მიზნით ამ პირთა სიას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უგზავნის აკადემიას. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 21 პუნქტისა.

5. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პროგრამის დასრულების შემდეგ გაიაროს მესაზღვრე-კონტროლიორის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო კურსი.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამაზე პირი ირიცხება „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №58 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 28 აპრილის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 29. 04 .2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №626 - ვებგვერდი, 20.08.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 03.08.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 25 ივლისის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 29.07.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 01.02.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 11.10.2021წ.
+
თავი II
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასანიშნი კანდიდატების სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი |
+
მუხლი 3. განცხადების წარდგენა🔗
1. ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა (შემდგომში – კანდიდატი) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეიძლება შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვის სამმართველოებში. განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ფოტოსურათი (ზომით 3X4). 2. განცხადებების (აპლიკაციების) მიღება წარმოებს სამუშაო დღეებში 10-დან 18 საათამდე. განცხადების მიმღები დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №626 - ვებგვერდი, 20.08.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 26.01.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ.
+
მუხლი 4. განცხადების (აპლიკაციის) განხილვა🔗
1. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატთა განცხადებების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში მათთან გასაუბრებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას. 3. კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების (აპლიკაციის) განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდება მათი სიყალბე ან მნიშვნელოვანი უზუსტობა ან თუ კანდიდატი ვერ გაივლის ამ მუხლით გათვალისწინებულ გასაუბრებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.+
მუხლი 5. კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზება🔗
1. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მიღებული კანდიდატების სიების შესაბამისად აკადემია უზრუნველყოფს კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზებას.
2. აკადემია ვალდებულია ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების თარიღის შესახებ ინფორმაცია განათავსოს აკადემიის ვებგვერდზე (www.policeacademy.ge) ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე.
3. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების დღეს, აგრეთვე ტესტირების პროგრამას და თემატიკას განსაზღვრავს აკადემია.
4. ტესტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს აკადემიის რექტორი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან შეთანხმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 11.10.2021წ.
+
მუხლი 6. კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების წესი🔗
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. როგორც წესი, ტესტირება ტარდება ზოგად უნარებში ან/და იმ თემატიკით, რომელიც დაკავშირებული იქნება კანდიდატის მომავალი პროფესიული საქმიანობის სპეციფიკასთან. 2. ტესტირებაში დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა გადალახოს აკადემიის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური აუცილებელი ზღვარი. 3. ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღების შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებაზე. 4. გასაუბრების დროს ხდება კანდიდატის ცოდნის, პროფესიული უნარების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. 5. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების კონკრეტულ წესს ამტკიცებს აკადემიის რექტორი. 6. ტესტირების და გასაუბრების შედეგებზე კომისია აფორმებს შესაბამის ოქმს. 7. ტესტირების და გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე. 8. აკადემია უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ტესტირების და გასაუბრების შესახებ ინფორმაციის ასახვას.+
მუხლი 7. კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება🔗
1. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და მიიღებენ დადებით შეფასებას, ვალდებულნი არიან შესაბამის დანაყოფში (სადაც წარადგინეს განცხადება/აპლიკაცია) სრულად წარადგინონ სამინისტროში კანდიდატების მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატებს აკადემიაში ჩარიცხვამდე უნდა ჩაუტარდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება. 3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური). 4. ჯანმრთელობის დაცვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას დასაკავებელ თანამდებობასთან. 5. (ამოღებულია - 12.07.2018, №80). 6. კანდიდატის ფიზიკური დონის შემოწმება ხორციელდება სპეციალური ფიზიკური ნორმატივებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) 7. კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ.+
მუხლი 8. აკადემიაში სპეციალური პროგრამის გასავლელად მსმენელთა ჩარიცხვა🔗
1. იმ კანდიდატების სიას, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. აღნიშნული კანდიდატები, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს წარდგინებით და აკადემიის რექტორის ბრძანებით, ჩაირიცხებიან აკადემიაში მსმენელებად.
2. აკადემიაში მსმენელად ჩარიცხული პირები გაივლიან შესაბამის სპეციალურ პროგრამას.
21. შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვა ხდება წელიწადში სამჯერ: იანვრის, მაისისა და სექტემბრის თვეებში.
21. შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვა ხდება წელიწადში ექვსჯერ: იანვრის, მარტის, მაისის, ივლისის, სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში.
3. აკადემიაში მსმენელთა სწავლების პროცესი, ვადა, მსმენელთა შეფასების წესი და კრიტერიუმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის ბრძანებით.
4. აკადემიაში სწავლების შედეგებზე გამოიცემა აკადემიის რექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად ელექტრონული ფორმით აისახება სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში.
5. კანდიდატის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი წარმატებით ვერ გაივლის კანდიდატთა შესარჩევ ტესტირებას, აკადემიაში გასაუბრებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას ან აკადემიაში სწავლებას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული პირის სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ. კანდიდატის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის დაყენება მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში შესაძლებელია 1 წლის შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 11.10.2021წ.
+
მუხლი 9. სამინისტროს მოსამსახურის სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვის წესი🔗
1. სამინისტროს მოსამსახურეებზე, რომლებიც ექვემდებარებიან სპეციალური პროგრამის გავლას, არ ვრცელდება ამ წესის 3–7 მუხლების მოთხოვნები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების პროექტს ამზადებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიმართვის საფუძველზე. 3. სამინისტროს მოსამსახურის, რომელიც წარმატებით ვერ გაივლის აკადემიაში სწავლებას, სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.+
მუხლი 91. (ამოღებულია)
მუხლი 91. (ამოღებულია)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ.
+
თავი III
(ამოღებულია - 24.04.2015, N309) |
+
მუხლი 10. (ამოღებულია)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
+
თავი IV
(ამოღებულია - 24.04.2015, N309) |
+
მუხლი 11. (ამოღებულია)🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
+
თავი V
გარდამავალი დებულებანი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
+
მუხლი 12. აკადემიის სტუდენტთა სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვა🔗
1. აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 2015-2016 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტი (შემდგომში - სტუდენტი), რომელიც ამავე პროგრამაზე სწავლობდა ავტორიზაციის გაუქმებამდე, სპეციალურ პროგრამაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ჩარიცხვის მიზნით, უფლებამოსილია 2018 წლის 9 ივლისიდან 2018 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში განცხადებით (აპლიკაცია) მიმართოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. 2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს, აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში სწავლის დამადასტურებელი ცნობა. 3. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული სტუდენტის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს მსმენელთა შესარჩევად გასაუბრების ორგანიზებას. აღნიშნული სტუდენტი არ ექვემდებარება ამ წესით გათვალისწინებული ტესტირების გავლას. 4. ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, აკადემიაში მსმენელებად ჩაირიცხებიან ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე. აღნიშნულ სპეციალურ პროგრამას აკადემია შეიმუშავებს აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების სპეციალურ პროგრამასთან შესაბამისობის დადგენისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების გათვალისწინებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, სტუდენტის მიმართ ვრცელდება სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.+
2023 წლის პირველ მარტამდე, სასაზღვრო პოლიციამ, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ, ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყონ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის იმ მესაზღვრეთა მიერ სპეციალური მოკლევადიანი საბაზისო პროგრამის ეტაპობრივად გავლა, რომლებიც 2022 წლის პირველ სექტემბრამდე თანამდებობაზე დაინიშნენ შესაბამისი სპეციალური პროგრამის გავლის გარეშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 01.02.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 13.12.2021წ.
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №987
2012 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
+
მუხლი 1 თანდართული სახით დამტკიცდეს „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი“.🔗
+
მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
დანართი
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი
+
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – სპეციალური პროგრამა) გასავლელად კანდიდატთა შერჩევისა და ჩარიცხვის წესს.
+
მუხლი 2. სპეციალური პროგრამები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) მისაღები პირებისთვის და სამინისტროს მოსამსახურეებისთვის წესდება შემდეგი სპეციალური პროგრამები:
ა) პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ - სასაზღვრო პოლიცია) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური მოკლევადიანი საბაზისო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
2. სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
3. შესაბამისი სპეციალური პროგრამის გასავლელად კანდიდატის ჩარიცხვა, მისი პიროვნული მახასიათებლების (სპეციალური ცოდნა, გამოცდილება ან/და დამსახურება) გათვალისწინებით, შესაძლებელია შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით ამ წესის მე–5, მე–6 ან/და მე–7 მუხლებით გათვალისწინებული ეტაპების გაუვლელად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამებზე პირი ირიცხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 76-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე. სპეციალური პროგრამის გავლის მიზნით ამ პირთა სიას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უგზავნის აკადემიას. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 21 პუნქტისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამებზე პირი ირიცხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 76-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე. სპეციალური პროგრამის გავლის მიზნით ამ პირთა სიას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უგზავნის აკადემიას. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 21 პუნქტისა.
5. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პროგრამის დასრულების შემდეგ გაიაროს მესაზღვრე-კონტროლიორის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო კურსი.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამაზე პირი ირიცხება „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №58 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 28 აპრილის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 29. 04 .2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №626 - ვებგვერდი, 20.08.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 12.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 03.08.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 25 ივლისის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 29.07.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 01.02.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 11.10.2021წ.
+
+
მუხლი 3. განცხადების წარდგენა
1. ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა (შემდგომში – კანდიდატი) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეიძლება შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვის სამმართველოებში. განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ფოტოსურათი (ზომით 3X4).
2. განცხადებების (აპლიკაციების) მიღება წარმოებს სამუშაო დღეებში 10-დან 18 საათამდე. განცხადების მიმღები დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №626 - ვებგვერდი, 20.08.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 26.01.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ.
+
მუხლი 4. განცხადების (აპლიკაციის) განხილვა
1. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატთა განცხადებების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში მათთან გასაუბრებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას.
3. კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების (აპლიკაციის) განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდება მათი სიყალბე ან მნიშვნელოვანი უზუსტობა ან თუ კანდიდატი ვერ გაივლის ამ მუხლით გათვალისწინებულ გასაუბრებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
+
მუხლი 5. კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზება
1. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მიღებული კანდიდატების სიების შესაბამისად აკადემია უზრუნველყოფს კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზებას.
2. აკადემია ვალდებულია ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების თარიღის შესახებ ინფორმაცია განათავსოს აკადემიის ვებგვერდზე (www.policeacademy.ge) ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე.
3. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების დღეს, აგრეთვე ტესტირების პროგრამას და თემატიკას განსაზღვრავს აკადემია.
4. ტესტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს აკადემიის რექტორი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან შეთანხმებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 11.10.2021წ.
+
მუხლი 6. კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების წესი
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. როგორც წესი, ტესტირება ტარდება ზოგად უნარებში ან/და იმ თემატიკით, რომელიც დაკავშირებული იქნება კანდიდატის მომავალი პროფესიული საქმიანობის სპეციფიკასთან.
2. ტესტირებაში დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა გადალახოს აკადემიის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური აუცილებელი ზღვარი.
3. ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღების შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებაზე.
4. გასაუბრების დროს ხდება კანდიდატის ცოდნის, პროფესიული უნარების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
5. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების კონკრეტულ წესს ამტკიცებს აკადემიის რექტორი.
6. ტესტირების და გასაუბრების შედეგებზე კომისია აფორმებს შესაბამის ოქმს.
7. ტესტირების და გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე.
8. აკადემია უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ტესტირების და გასაუბრების შესახებ ინფორმაციის ასახვას.
+
მუხლი 7. კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
1. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და მიიღებენ დადებით შეფასებას, ვალდებულნი არიან შესაბამის დანაყოფში (სადაც წარადგინეს განცხადება/აპლიკაცია) სრულად წარადგინონ სამინისტროში კანდიდატების მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატებს აკადემიაში ჩარიცხვამდე უნდა ჩაუტარდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური).
4. ჯანმრთელობის დაცვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას დასაკავებელ თანამდებობასთან.
5. (ამოღებულია - 12.07.2018, №80).
6. კანდიდატის ფიზიკური დონის შემოწმება ხორციელდება სპეციალური ფიზიკური ნორმატივებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის)
7. კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ.
+
მუხლი 8. აკადემიაში სპეციალური პროგრამის გასავლელად მსმენელთა ჩარიცხვა
1. იმ კანდიდატების სიას, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. აღნიშნული კანდიდატები, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს წარდგინებით და აკადემიის რექტორის ბრძანებით, ჩაირიცხებიან აკადემიაში მსმენელებად.
2. აკადემიაში მსმენელად ჩარიცხული პირები გაივლიან შესაბამის სპეციალურ პროგრამას.
21. შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვა ხდება წელიწადში ექვსჯერ: იანვრის, მარტის, მაისის, ივლისის, სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში.
21. შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვა ხდება წელიწადში ექვსჯერ: იანვრის, მარტის, მაისის, ივლისის, სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში.
3. აკადემიაში მსმენელთა სწავლების პროცესი, ვადა, მსმენელთა შეფასების წესი და კრიტერიუმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის ბრძანებით.
4. აკადემიაში სწავლების შედეგებზე გამოიცემა აკადემიის რექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად ელექტრონული ფორმით აისახება სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში.
5. კანდიდატის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი წარმატებით ვერ გაივლის კანდიდატთა შესარჩევ ტესტირებას, აკადემიაში გასაუბრებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას ან აკადემიაში სწავლებას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული პირის სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ. კანდიდატის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის დაყენება მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში შესაძლებელია 1 წლის შემდეგ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 11.10.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ.
+
მუხლი 9. სამინისტროს მოსამსახურის სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვის წესი
1. სამინისტროს მოსამსახურეებზე, რომლებიც ექვემდებარებიან სპეციალური პროგრამის გავლას, არ ვრცელდება ამ წესის 3–7 მუხლების მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების პროექტს ამზადებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიმართვის საფუძველზე.
3. სამინისტროს მოსამსახურის, რომელიც წარმატებით ვერ გაივლის აკადემიაში სწავლებას, სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
მუხლი 91. (ამოღებულია)🔗
+
მუხლი 91. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ.
+
+
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
+
+
მუხლი 11. (ამოღებულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
+
მუხლი 12. აკადემიის სტუდენტთა სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვა
1. აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 2015-2016 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტი (შემდგომში - სტუდენტი), რომელიც ამავე პროგრამაზე სწავლობდა ავტორიზაციის გაუქმებამდე, სპეციალურ პროგრამაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ჩარიცხვის მიზნით, უფლებამოსილია 2018 წლის 9 ივლისიდან 2018 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში განცხადებით (აპლიკაცია) მიმართოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს, აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში სწავლის დამადასტურებელი ცნობა.
3. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული სტუდენტის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს მსმენელთა შესარჩევად გასაუბრების ორგანიზებას. აღნიშნული სტუდენტი არ ექვემდებარება ამ წესით გათვალისწინებული ტესტირების გავლას.
4. ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, აკადემიაში მსმენელებად ჩაირიცხებიან ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე. აღნიშნულ სპეციალურ პროგრამას აკადემია შეიმუშავებს აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების სპეციალურ პროგრამასთან შესაბამისობის დადგენისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების გათვალისწინებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, სტუდენტის მიმართ ვრცელდება სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
+
მუხლი 13. სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური მოკლევადიანი საბაზისო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლა🔗
2023 წლის პირველ მარტამდე, სასაზღვრო პოლიციამ, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ, ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყონ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის იმ მესაზღვრეთა მიერ სპეციალური მოკლევადიანი საბაზისო პროგრამის ეტაპობრივად გავლა, რომლებიც 2022 წლის პირველ სექტემბრამდე თანამდებობაზე დაინიშნენ შესაბამისი სპეციალური პროგრამის გავლის გარეშე.
2024 წლის პირველ მარტამდე სასაზღვრო პოლიციამ, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ, ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყონ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის იმ მესაზღვრეთა მიერ სპეციალური მოკლევადიანი საბაზისო პროგრამის ეტაპობრივად გავლა, რომლებიც 2024 წლის პირველ იანვრამდე თანამდებობაზე დაინიშნენ შესაბამისი სპეციალური პროგრამის გავლის გარეშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 29 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 01.02.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 13.12.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 28 თებერვლის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 28.02.2023წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“, №987, 17.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016149 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1791817-12/