სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (12)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
|
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
| მუხლი 1 |
თანდართული სახით დამტკიცდეს „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
რეგულირების სფერო
|
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – სპეციალური პროგრამა) გასავლელად კანდიდატთა შერჩევისა და ჩარიცხვის წესს.
|
მუხლი 2.
სპეციალური პროგრამები
|
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) მისაღები პირებისთვის და სამინისტროს მოსამსახურეებისთვის წესდება შემდეგი სპეციალური პროგრამები:
ა) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; გ) დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; დ) მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; ე) მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; ვ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. 2. მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიარონ სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის ფუნქციის განმახორციელებელ თანამდებობაზე მისაღებმა კანდიდატებმა ან ამავე თანამდებობაზე დანიშნულმა სააგენტოს მოსამსახურეებმა, თუ მათ არ გაუვლიათ აღნიშნული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. 3. სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 4. ამ ბრძანების მიზნებისთვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ მხოლოდ ამ წესის 91 მუხლით განსაზღვრული პირები. 5. შესაბამისი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად კანდიდატის ჩარიცხვა, მისი პიროვნული მახასიათებლების (სპეციალური ცოდნის, გამოცდილების ან/და დამსახურების) გათვალისწინებით, შესაძლებელია შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით ამ წესის მე–5, მე–6 ან/და მე–7 მუხლებით გათვალისწინებული ეტაპების გაუვლელად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 28 აპრილის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 29. 04 .2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №626 - ვებგვერდი, 20.08.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ. |
თავი II
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასანიშნი კანდიდატების სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი |
მუხლი 3.
განცხადების წარდგენა
|
1. სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა (შემდგომში –კანდიდატი) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეიძლება შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სამინისტროს იმ დანაყოფში (ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვის სამმართველოებში), რომელშიც სურს მუშაობის დაწყება, თუ აღნიშნულ დანაყოფს გააჩნია შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი (შემდგომში – შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი), ხოლო თუ ასეთი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი არ არსებობს, მაშინ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ფოტოსურათი (ზომით 3X4). დ) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები პირების შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი. 2. სამინისტროს შესაბამის დანაყოფში კანდიდატების განცხადებების (აპლიკაციების) მიღება წარმოებს სამუშაო დღეებში 10–დან 18 საათამდე. განცხადების მიმღები დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №626 - ვებგვერდი, 20.08.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 26.01.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
მუხლი 4.
განცხადების (აპლიკაციის) განხილვა
|
1. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატთა განცხადებების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში მათთან გასაუბრებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას. 3. კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების (აპლიკაციის) განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდება მათი სიყალბე ან მნიშვნელოვანი უზუსტობა ან თუ კანდიდატი ვერ გაივლის ამ მუხლით გათვალისწინებულ გასაუბრებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
მუხლი 5.
კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზება
|
1. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მიღებული კანდიდატების სიების შესაბამისად აკადემია უზრუნველყოფს კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზებას.
2. აკადემია ვალდებულია ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარებამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა აკადემიის ვებგვერდზე (www.policeacademy.ge) განათავსოს ინფორმაცია – ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების თარიღის შესახებ. 3. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების დღეს, აგრეთვე ტესტირების პროგრამას და თემატიკას განსაზღვრავს აკადემია. 4. ტესტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს აკადემიის რექტორი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან შეთანხმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
მუხლი 6.
კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების წესი
|
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. როგორც წესი, ტესტირება ტარდება ზოგად უნარებში ან/და იმ თემატიკით, რომელიც დაკავშირებული იქნება კანდიდატის მომავალი პროფესიული საქმიანობის სპეციფიკასთან.
2. ტესტირებაში დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა გადალახოს აკადემიის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური აუცილებელი ზღვარი. 3. ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღების შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებაზე. 4. გასაუბრების დროს ხდება კანდიდატის ცოდნის, პროფესიული უნარების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. 5. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების კონკრეტულ წესს ამტკიცებს აკადემიის რექტორი. 6. ტესტირების და გასაუბრების შედეგებზე კომისია აფორმებს შესაბამის ოქმს. 7. ტესტირების და გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე. 8. აკადემია უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ტესტირების და გასაუბრების შესახებ ინფორმაციის ასახვას.
|
მუხლი 7.
კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
|
1. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და მიიღებენ დადებით შეფასებას, ვალდებულნი არიან შესაბამის დანაყოფში (სადაც წარადგინეს განცხადება/აპლიკაცია) სრულად წარადგინონ სამინისტროში კანდიდატების მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატებს აკადემიაში ჩარიცხვამდე უნდა ჩაუტარდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება. 3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური). 4. ჯანმრთელობის დაცვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას დასაკავებელ თანამდებობასთან. 5. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ, კანდიდატის ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას უზრუნველყოფს: ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი – თუ განიხილება კანდიდატის სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დანიშვნის საკითხი; ბ) სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი – თუ განიხილება კანდიდატის აღნიშნულ დანაყოფში დანიშვნის საკითხი. 6. კანდიდატის ფიზიკური დონის შემოწმება ხორციელდება სპეციალური ფიზიკური ნორმატივებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებით. 7. კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში მისაღები კანდიდატების ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების ასახვას – შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო სამინისტროს საპატრულო პოლიციაში მისაღები კანდიდატების ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების ასახვას – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
მუხლი 8.
აკადემიაში სპეციალური პროგრამის გასავლელად მსმენელთა ჩარიცხვა
|
1. იმ კანდიდატების სიას, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. აღნიშნული კანდიდატები, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს წარდგინებით და აკადემიის რექტორის ბრძანებით, ჩაირიცხებიან აკადემიაში მსმენელებად.
2. აკადემიაში მსმენელად ჩარიცხული პირები გაივლიან შესაბამის სპეციალურ პროგრამას. 3. აკადემიაში მსმენელთა სწავლების პროცესი, ვადა, მსმენელთა შეფასების წესი და კრიტერიუმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის ბრძანებით. 4. აკადემიაში სწავლების შედეგებზე გამოიცემა აკადემიის რექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად ელექტრონული ფორმით აისახება სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში. 5. კანდიდატის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი წარმატებით ვერ გაივლის კანდიდატთა შესარჩევ ტესტირებას, აკადემიაში გასაუბრებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას ან აკადემიაში სწავლებას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული პირის სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ. კანდიდატის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის დაყენება მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში შესაძლებელია 1 წლის შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
მუხლი 9.
სამინისტროს მოსამსახურის სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვის წესი
|
1. სამინისტროს მოსამსახურეებზე, რომლებიც ექვემდებარებიან სპეციალური პროგრამის გავლას, არ ვრცელდება ამ წესის 3–7 მუხლების მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების პროექტს ამზადებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიმართვის საფუძველზე. 3. სამინისტროს მოსამსახურის, რომელიც წარმატებით ვერ გაივლის აკადემიაში სწავლებას, სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
მუხლი 91.
დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა
|
1. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება:
ა) სამინისტროს მოსამსახურე; ბ) პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას პირის დანიშვნის, გადაადგილებისა და დაწინაურებისას დეტექტივ-გამომძიებლის ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელიც ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაიაროს დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. 2. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნი სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, აგრეთვე სხვა უწყების მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი შეიძლება ჩაირიცხოს დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სათანადო შესწავლის დასრულების შემდეგ, თუ იგი: ა) არის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აქვს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება და არ არის დათხოვნილი უარყოფითი მოტივით; ბ) არის სხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომელი, რომელსაც აქვს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება; გ) არის სხვა სახელმწიფო უწყების ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აქვს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება და არ არის დათხოვნილი უარყოფითი მოტივით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი დანაყოფის ხელძღვანელის მიერ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარდგენისა და მინისტრის თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული კანდიდატების აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
თავი III
(ამოღებულია - 24.04.2015, N309) |
მუხლი 10.
ამოღებულია
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
|
თავი IV
(ამოღებულია - 24.04.2015, N309) |
მუხლი 11.
ამოღებულია
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
|
თავი V
გარდამავალი დებულებანი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
მუხლი 12.
აკადემიის სტუდენტთა სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვა
|
1. აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 2015-2016 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტი (შემდგომში - სტუდენტი), რომელიც ამავე პროგრამაზე სწავლობდა ავტორიზაციის გაუქმებამდე, სპეციალურ პროგრამაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ჩარიცხვის მიზნით, უფლებამოსილია 2018 წლის 9 ივლისიდან 2018 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში განცხადებით (აპლიკაცია) მიმართოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს, აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში სწავლის დამადასტურებელი ცნობა. 3. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული სტუდენტის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს მსმენელთა შესარჩევად გასაუბრების ორგანიზებას. აღნიშნული სტუდენტი არ ექვემდებარება ამ წესით გათვალისწინებული ტესტირების გავლას. 4. ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, აკადემიაში მსმენელებად ჩაირიცხებიან ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე. აღნიშნულ სპეციალურ პროგრამას აკადემია შეიმუშავებს აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების სპეციალურ პროგრამასთან შესაბამისობის დადგენისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების გათვალისწინებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, სტუდენტის მიმართ ვრცელდება სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ. |
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისბრძანება №987
2012 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
თანდართული სახით დამტკიცდეს „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი“. |
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
დანართი სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი+
თავი I
ზოგადი დებულებანი |
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – სპეციალური პროგრამა) გასავლელად კანდიდატთა შერჩევისა და ჩარიცხვის წესს.+
მუხლი 2. სპეციალური პროგრამები🔗
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) მისაღები პირებისთვის და სამინისტროს მოსამსახურეებისთვის წესდება შემდეგი სპეციალური პროგრამები: ა) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; გ) დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;დ) მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
2. მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალურ პროგრამას გაივლიან აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე მისაღები კანდიდატები და მოქმედი თანამშრომლები, რომლებსაც გავლილი არა აქვთ სპეციალური პროფესიული მომზადება.
4. ამ ბრძანების მიზნებისთვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ მხოლოდ ამ წესის მე–11 მუხლით განსაზღვრული პირები.
4. ამ ბრძანების მიზნებისთვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ მხოლოდ ამ წესის 91 მუხლით განსაზღვრული პირები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 28 აპრილის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 29. 04 .2014წ.
+
თავი II
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასანიშნი კანდიდატების სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი |
+
მუხლი 3. განცხადების წარდგენა🔗
1. სამინისტროში დასანიშნმა კანდიდატმა (სამინისტროში მისაღებმა პირმა) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეიძლება შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სამინისტროს იმ დანაყოფში, რომელშიც მას სურს მუშაობის დაწყება, თუ აღნიშნულ დანაყოფს გააჩნია შესაბამისი საკადრო დანაყოფი (შემდგომში – შესაბამის საკადრო დანაყოფი), ხოლო თუ ასეთი საკადრო დანაყოფი არ არსებობს, მაშინ – სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში. განცხადებას (აპლიკაციას) თან უნდა დაერთოს:
1. სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა (შემდგომში –კანდიდატი) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეიძლება შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სამინისტროს იმ დანაყოფში (ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვის სამმართველოებში), რომელშიც სურს მუშაობის დაწყება, თუ აღნიშნულ დანაყოფს გააჩნია შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი (შემდგომში – შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი), ხოლო თუ ასეთი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი არ არსებობს, მაშინ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ფოტოსურათი (ზომით 3X4).
დ) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები პირების შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი.
+
მუხლი 4. განცხადების (აპლიკაციის) განხილვა🔗
1. სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ან შესაბამისი საკადრო დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატთა განცხადებების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში მათთან გასაუბრებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას.
+
მუხლი 5. კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზება🔗
1. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მიღებული კანდიდატების სიების შესაბამისად აკადემია უზრუნველყოფს კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზებას.2. აკადემია ვალდებულია ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარებამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა აკადემიის ვებგვერდზე (www.policeacademy.ge) განათავსოს ინფორმაცია – ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების თარიღის შესახებ.
3. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების დღეს, აგრეთვე ტესტირების პროგრამას და თემატიკას განსაზღვრავს აკადემია.4. ტესტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს აკადემიის რექტორი სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოსთან ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან შეთანხმებით.
+
მუხლი 6. კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების წესი🔗
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. როგორც წესი, ტესტირება ტარდება ზოგად უნარებში ან/და იმ თემატიკით, რომელიც დაკავშირებული იქნება კანდიდატის მომავალი პროფესიული საქმიანობის სპეციფიკასთან. 2. ტესტირებაში დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა გადალახოს აკადემიის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური აუცილებელი ზღვარი. 3. ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღების შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებაზე. 4. გასაუბრების დროს ხდება კანდიდატის ცოდნის, პროფესიული უნარების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. 5. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების კონკრეტულ წესს ამტკიცებს აკადემიის რექტორი. 6. ტესტირების და გასაუბრების შედეგებზე კომისია აფორმებს შესაბამის ოქმს. 7. ტესტირების და გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე. 8. აკადემია უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ტესტირების და გასაუბრების შესახებ ინფორმაციის ასახვას.+
მუხლი 7. კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება🔗
1. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და მიიღებენ დადებით შეფასებას, ვალდებულნი არიან შესაბამის დანაყოფში (სადაც წარადგინეს განცხადება/აპლიკაცია) სრულად წარადგინონ სამინისტროში კანდიდატების მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატებს აკადემიაში ჩარიცხვამდე უნდა ჩაუტარდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება. 3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური). 4. ჯანმრთელობის დაცვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას დასაკავებელ თანამდებობასთან. 5. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ, კანდიდატის ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას უზრუნველყოფს:ა) სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო – თუ განიხილება კანდიდატის სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ან საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტებში დანიშვნის საკითხი;
ბ) სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საკადრო დანაყოფი – თუ განიხილება კანდიდატის აღნიშნულ დანაყოფში დანიშვნის საკითხი.
7. კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას უზრუნველყოფს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში მისაღები კანდიდატების ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების ასახვას – შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო სამინისტროს საპატრულო პოლიციაში მისაღები კანდიდატების ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების ასახვას – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
+
მუხლი 8. აკადემიაში სპეციალური პროგრამის გასავლელად მსმენელთა ჩარიცხვა🔗
1. იმ კანდიდატების სიას, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უგზავნის სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს. აღნიშნული კანდიდატები, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს წარდგინებით და აკადემიის რექტორის ბრძანებით, ჩაირიცხებიან აკადემიაში მსმენელებად.
+
მუხლი 9. სამინისტროს მოსამსახურის სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვის წესი🔗
1. სამინისტროს მოსამსახურეებზე, რომლებიც ექვემდებარებიან სპეციალური პროგრამის გავლას, არ ვრცელდება ამ წესის 3–7 მუხლების მოთხოვნები.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების პროექტს ამზადებს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიმართვის საფუძველზე.
+
მუხლი 91. დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა🔗
1. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება:+
მუხლი 10. ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და თვითმმართველობის ორგანოების მიერ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე მისაღები კანდიდატების სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვა
1. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევას უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და თვითმმართველობის ორგანოები.
2. შესარჩევი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მეხანძრე-მაშველისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.
3. კანდიდატთა შერჩევა შეიძლება განხორციელდეს აკადემიასა და შესაბამის დაინტერესებულ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ამ წესით განსაზღვრული ტესტირება ან/და გასაუბრება, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ისინი ჩაირიცხებიან მსმენელებად აკადემიაში. აკადემიაში სწავლების წესი და პირობები, მათ შორის, კანდიდატთა ხელახლა წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ ტესტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობას, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ამტკიცებს აკადემიის რექტორი.
+
თავი III
(ამოღებულია - 24.04.2015, N309) |
+
მუხლი 10. ამოღებულია🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.+
თავი IV |
+
მუხლი 11. ამოღებულია🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.+
თავი V |
+
მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი
სპეციალური პროგრამა გავლილად ეთვლება სამინისტროში მისაღებ პირს და სამინისტროს მოსამსახურეს, რომელმაც ამ წესის ამოქმედებამდე გაიარა:
მუხლი 12. აკადემიის სტუდენტთა სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვა🔗
1. აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 2015-2016 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტი (შემდგომში - სტუდენტი), რომელიც ამავე პროგრამაზე სწავლობდა ავტორიზაციის გაუქმებამდე, სპეციალურ პროგრამაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ჩარიცხვის მიზნით, უფლებამოსილია 2018 წლის 9 ივლისიდან 2018 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში განცხადებით (აპლიკაცია) მიმართოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.ა) პატრულ-ინსპექტორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი ან პატრულ–ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) უბნის ინსპექტორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი ან უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) დეტექტივ-გამომძიებლისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მომზადების კურსი ან დეტექტივი–გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ;
დ) მეხანძრე-მაშველთა მომზადების კურსი, მეხანძრე–მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან გააჩნია მაშველის შესაბამისი სერტიფიკატი.
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №987
2012 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
+
მუხლი 1
თანდართული სახით დამტკიცდეს „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი“.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
დანართი
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – სპეციალური პროგრამა) გასავლელად კანდიდატთა შერჩევისა და ჩარიცხვის წესს.
+
მუხლი 2. სპეციალური პროგრამები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) მისაღები პირებისთვის და სამინისტროს მოსამსახურეებისთვის წესდება შემდეგი სპეციალური პროგრამები:
ა) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
[ დ) (ამოღებულია - 12.07.2018, №80); (ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან)]
ე) მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
2. მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიარონ სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის ფუნქციის განმახორციელებელ თანამდებობაზე მისაღებმა კანდიდატებმა ან ამავე თანამდებობაზე დანიშნულმა სააგენტოს მოსამსახურეებმა, თუ მათ არ გაუვლიათ აღნიშნული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
[2. (ა მოღებულია - 12.07.2018, №80); (ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან)]
3. სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
4. ამ ბრძანების მიზნებისთვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ მხოლოდ ამ წესის 91 მუხლით განსაზღვრული პირები.
[4. (ამოღებულია - 12.07.2018, №80); (ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან)]
5. შესაბამისი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად კანდიდატის ჩარიცხვა, მისი პიროვნული მახასიათებლების (სპეციალური ცოდნის, გამოცდილების ან/და დამსახურების) გათვალისწინებით, შესაძლებელია შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით ამ წესის მე–5, მე–6 ან/და მე–7 მუხლებით გათვალისწინებული ეტაპების გაუვლელად.
[6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამაზე პირი ირიცხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 76-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე. სპეციალური პროგრამის გავლის მიზნით ამ პირთა სიას სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი უგზავნის აკადემიას. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 28 აპრილის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 29. 04 .2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №626 - ვებგვერდი, 20.08.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ.
+
თავი II
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასანიშნი კანდიდატების სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი
+
მუხლი 3. განცხადების წარდგენა
1. სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა (შემდგომში –კანდიდატი) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეიძლება შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სამინისტროს იმ დანაყოფში (ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვის სამმართველოებში), რომელშიც სურს მუშაობის დაწყება, თუ აღნიშნულ დანაყოფს გააჩნია შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი (შემდგომში – შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი), ხოლო თუ ასეთი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი არ არსებობს, მაშინ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ფოტოსურათი (ზომით 3X4).
დ) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები პირების შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი.
2. სამინისტროს შესაბამის დანაყოფში კანდიდატების განცხადებების (აპლიკაციების) მიღება წარმოებს სამუშაო დღეებში 10–დან 18 საათამდე. განცხადების მიმღები დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას.
[ 1. ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა (შემდგომში – კანდიდატი) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეიძლება შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვის სამმართველოებში. განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ფოტოსურათი (ზომით 3X4).
2. განცხადებების (აპლიკაციების) მიღება წარმოებს სამუშაო დღეებში 10-დან 18 საათამდე. განცხადების მიმღები დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №626 - ვებგვერდი, 20.08.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 26.01.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ.
+
მუხლი 4. განცხადების (აპლიკაციის) განხილვა
1. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატთა განცხადებების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში მათთან გასაუბრებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას.
3. კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების (აპლიკაციის) განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდება მათი სიყალბე ან მნიშვნელოვანი უზუსტობა ან თუ კანდიდატი ვერ გაივლის ამ მუხლით გათვალისწინებულ გასაუბრებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
+
მუხლი 5. კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზება
1. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მიღებული კანდიდატების სიების შესაბამისად აკადემია უზრუნველყოფს კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზებას.
2. აკადემია ვალდებულია ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარებამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა აკადემიის ვებგვერდზე (www.policeacademy.ge) განათავსოს ინფორმაცია – ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების თარიღის შესახებ.
3. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების დღეს, აგრეთვე ტესტირების პროგრამას და თემატიკას განსაზღვრავს აკადემია.
4. ტესტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას ამტკიცებს აკადემიის რექტორი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან შეთანხმებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
+
მუხლი 6. კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების წესი
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. როგორც წესი, ტესტირება ტარდება ზოგად უნარებში ან/და იმ თემატიკით, რომელიც დაკავშირებული იქნება კანდიდატის მომავალი პროფესიული საქმიანობის სპეციფიკასთან.
2. ტესტირებაში დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა გადალახოს აკადემიის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური აუცილებელი ზღვარი.
3. ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღების შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებაზე.
4. გასაუბრების დროს ხდება კანდიდატის ცოდნის, პროფესიული უნარების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
5. ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების კონკრეტულ წესს ამტკიცებს აკადემიის რექტორი.
6. ტესტირების და გასაუბრების შედეგებზე კომისია აფორმებს შესაბამის ოქმს.
7. ტესტირების და გასაუბრების შედეგების შესახებ ინფორმაცია განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე.
8. აკადემია უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ტესტირების და გასაუბრების შესახებ ინფორმაციის ასახვას.
+
მუხლი 7. კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
1. კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და მიიღებენ დადებით შეფასებას, ვალდებულნი არიან შესაბამის დანაყოფში (სადაც წარადგინეს განცხადება/აპლიკაცია) სრულად წარადგინონ სამინისტროში კანდიდატების მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატებს აკადემიაში ჩარიცხვამდე უნდა ჩაუტარდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური).
4. ჯანმრთელობის დაცვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას დასაკავებელ თანამდებობასთან.
5. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ, კანდიდატის ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი – თუ განიხილება კანდიდატის სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დანიშვნის საკითხი;
ბ) სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი – თუ განიხილება კანდიდატის აღნიშნულ დანაყოფში დანიშვნის საკითხი.
[ 5. (ამოღებულია - 12.07.2018, №80). (ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან)]
6. კანდიდატის ფიზიკური დონის შემოწმება ხორციელდება სპეციალური ფიზიკური ნორმატივებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებით.
7. კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში მისაღები კანდიდატების ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების ასახვას – შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო სამინისტროს საპატრულო პოლიციაში მისაღები კანდიდატების ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების ასახვას – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
[7. კანდიდატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგების სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ფორმით ასახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ.
+
მუხლი 8. აკადემიაში სპეციალური პროგრამის გასავლელად მსმენელთა ჩარიცხვა
1. იმ კანდიდატების სიას, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ან/და გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. აღნიშნული კანდიდატები, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს წარდგინებით და აკადემიის რექტორის ბრძანებით, ჩაირიცხებიან აკადემიაში მსმენელებად.
2. აკადემიაში მსმენელად ჩარიცხული პირები გაივლიან შესაბამის სპეციალურ პროგრამას.
3. აკადემიაში მსმენელთა სწავლების პროცესი, ვადა, მსმენელთა შეფასების წესი და კრიტერიუმები განისაზღვრება აკადემიის რექტორის ბრძანებით.
4. აკადემიაში სწავლების შედეგებზე გამოიცემა აკადემიის რექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად ელექტრონული ფორმით აისახება სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში.
5. კანდიდატის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი წარმატებით ვერ გაივლის კანდიდატთა შესარჩევ ტესტირებას, აკადემიაში გასაუბრებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას ან აკადემიაში სწავლებას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული პირის სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ. კანდიდატის სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის საკითხის დაყენება მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში შესაძლებელია 1 წლის შემდეგ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
+
მუხლი 9. სამინისტროს მოსამსახურის სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვის წესი
1. სამინისტროს მოსამსახურეებზე, რომლებიც ექვემდებარებიან სპეციალური პროგრამის გავლას, არ ვრცელდება ამ წესის 3–7 მუხლების მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების პროექტს ამზადებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიმართვის საფუძველზე.
3. სამინისტროს მოსამსახურის, რომელიც წარმატებით ვერ გაივლის აკადემიაში სწავლებას, სპეციალურ პროგრამაზე განმეორებით ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
+
მუხლი 91. დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა
[მუხლი 91 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან)]
1. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება:
ა) სამინისტროს მოსამსახურე;
ბ) პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას პირის დანიშვნის, გადაადგილებისა და დაწინაურებისას დეტექტივ-გამომძიებლის ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელიც ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაიაროს დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
2. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნი სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, აგრეთვე სხვა უწყების მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი შეიძლება ჩაირიცხოს დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სათანადო შესწავლის დასრულების შემდეგ, თუ იგი:
ა) არის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აქვს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება და არ არის დათხოვნილი უარყოფითი მოტივით;
ბ) არის სხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომელი, რომელსაც აქვს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება;
გ) არის სხვა სახელმწიფო უწყების ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აქვს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება და არ არის დათხოვნილი უარყოფითი მოტივით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი დანაყოფის ხელძღვანელის მიერ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარდგენისა და მინისტრის თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული კანდიდატების აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერდი,12.07.2018წ.
+
თავი III
(ამოღებულია - 24.04.2015, N309)
+
მუხლი 10. ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
+
თავი IV
(ამოღებულია - 24.04.2015, N309)
+
მუხლი 11. ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 24.04.2015წ.
+
თავი V
გარდამავალი დებულებანი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
+
მუხლი 12. აკადემიის სტუდენტთა სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვა
1. აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 2015-2016 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტი (შემდგომში - სტუდენტი), რომელიც ამავე პროგრამაზე სწავლობდა ავტორიზაციის გაუქმებამდე, სპეციალურ პროგრამაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ჩარიცხვის მიზნით, უფლებამოსილია 2018 წლის 9 ივლისიდან 2018 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში განცხადებით (აპლიკაცია) მიმართოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს, აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პერიოდში სწავლის დამადასტურებელი ცნობა.
3. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული სტუდენტის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს მსმენელთა შესარჩევად გასაუბრების ორგანიზებას. აღნიშნული სტუდენტი არ ექვემდებარება ამ წესით გათვალისწინებული ტესტირების გავლას.
4. ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას და იმავდროულად დააკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს, აკადემიაში მსმენელებად ჩაირიცხებიან ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე. აღნიშნულ სპეციალურ პროგრამას აკადემია შეიმუშავებს აკადემიის სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების სპეციალურ პროგრამასთან შესაბამისობის დადგენისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების გათვალისწინებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, სტუდენტის მიმართ ვრცელდება სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“, №987, 17.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016149 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1791817-5/