საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.02.2013 ბოლო ცვლილება 03.02.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (113)

შემდგომი ცვლილებები (28)

წინა ცვლილებები (85)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №36

2013 წლის 21 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
მუხლი 2
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2013 წლის 28 თებერვალი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
მუხლი 21
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-7, მე-8 და 81 პუნქტებით, მე-12 ან მე-13 მუხლებით ან/და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-დან – 5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით, მე-12 ან მე-13 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას, როდესაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) მიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და დაფინანსების გაგრძელებას, იმავე დადგენილებებით განსაზღვრული მოსარგებლეების მოცვა განხორციელდეს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათთვის ზემოთ მოყვანილი დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
მუხლი 3
1. პროგრამით მოსარგებლე პირების იდენტიფიცირების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მიიღოს საჭირო ზომები საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებში არსებულ ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაციაზე სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სააგენტო/განმახორციელებელი) შეუფერხებელი წვდომისათვის. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს დაზღვევით მოსარგებლე პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, დაზღვევის დასაწყისს, დაზღვევის დასასრულს, დაზღვევის ვადამდე შეწყვეტის თარიღს, დამზღვევს (საბიუჯეტო − დამზღვევი, რომელიც ახორციელებს დაზღვევას საბიუჯეტო სახსრებით; არასაბიუჯეტო), სადაზღვევო კომპანიას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის საჭირო სხვა აუცილებელ მონაცემს.

2. პროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირთათვის პროგრამით დადგენილი პირობების დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაწევისა და ორმაგი დაზღვევის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი ოდენობის გაანგარიშების მიზნით, საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს მიეცეთ წვდომა პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიისა და სადაზღვევო კომპანიის (სადაც დაზღვეულია მოსარგებლე) შესახებ ინფორმაციაზე. სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში − ITA) მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, უზრუნველყოფილ იქნეს სადაზღვევო კომპანიების წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე.

3. სამედიცინო დაწესებულებების მიერ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიზნით, ITA-ის მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულებების წვდომა მოსარგებლე პირების კატეგორიის, აგრეთვე კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში − სადაზღვევო კომპანიის შესახებ ინფორმაციაზე.

4. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის 2019 წელს დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში გამოცხადდეს მორატორიუმი პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციებზე.

5. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მორატორიუმი გავრცელდეს 2020 წელს დადებულ ხელშეკრულებებზე, 2020 წლის 1 დეკემბრამდე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №146 – ვებგვერდი, 09.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის დადგენილება №399 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
მუხლი 31
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის ამავე კომპონენტის ფარგლებში კონტროლისა და რევიზიის შედეგად საჯარიმო (მათ შორის, სადავო) სანქციების  ამავე დადგენილების №1 დანართის 191 მუხლით განსაზღვრულ გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებებზე გამოცხადდეს მორატორიუმი ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2019 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადებები ამ დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებების მიმართ პროგრამის ზედამხედველობის შედეგად საჯარიმო სანქციების დაკისრებისა და მათი ადმინისტრირების განმსაზღვრელი პირობების ცვლილების მიზანშეწონილობის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №536 - ვებგვერდი, 13.11.2018წ.
მუხლი 32
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში, შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.12 („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“) და №1.13 („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“) დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიწოდების მსურველი დაწესებულებების ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე გამოცხადდეს მორატორიუმი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადებები ამ დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებების მონაწილეობის ვადების, კრიტერიუმებისა და ვაუჩერის პირობების ადმინისტრირების გაუმჯობესების ღონისძიებების მიმართულებით საჭირო ცვლილებების თაობაზე.

3. მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან:

ა) შეინარჩუნონ ყველა ის სერვისი, რომელსაც ახორციელებენ პროგრამის ფარგლებში მორატორიუმის დაწყებისას;

ბ) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შეფერხების შემთხვევაში და/ან სხვა, ობიექტური აუცილებლობისას, სამინისტროს მითითებით უზრუნველყონ პროგრამის ფარგლებში იმ კომპონენტის/ქვეკომპონენტის მომსახურების მიწოდება, რომლის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულზე უარი/ მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულების სტატუსის შეჩერებას ყველა კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე სერვისის მიწოდებაზე სელექტიურად უარის შემთხვევაში, დაწესებულება ექვემდებარება პროგრამის ყველა კომპონენტის/ ქვეკომპონენტის მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას, ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის ახალ მიმწოდებლად არ განიხილება პროგრამაში მიმწოდებლის სტატუსშეჩერებული დაწესებულებები.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმის პირობები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც უკვე რეგისტრირებულია პროგრამის ფარგლებში ან სურვილი აქვს, მოიპოვოს პროგრამის კომპონენტის/ ქვეკომპონენტის მიმწოდებლის სტატუსი.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის დადგენილება №72 – ვებგვერდი, 21.02.2023წ.

მუხლი 4
ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული პროგრამის მოსარგებლე ფიზიკური პირების შესახებ მონაცემებზე სააგენტოს წვდომა, აგრეთვე 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სააგენტოს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული ფიზიკური პირების შესახებ, შეთანხმებული ფორმატით;

ა1) ამ დადგენილების მე-3 მუხლისა და მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და დადგენილების შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, შეთანხმებული ფორმატით, იღებს წვდომას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე ფიზიკური პირების შესახებ;

ბ) საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს,   მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, მის მიერ რეგისტრირებულ/აღრიცხულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (შემდგომში – ვეტერანთა) შესახებ, შეთანხმებული ფორმატით;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან –სააგენტოს,  ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს)  განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით), რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და განსახლებულნი არიან სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში. ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ  ამ პროგრამის მიზნებისთვის; 

გ​​1) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს,  ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს)  განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან დევნილი მოსახლეობის შესახებ, რომელიც აღრიცხულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ფორმატით. ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის;

დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − სააგენტოს, ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ  ამ პროგრამის მიზნებისთვის;

ე) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – ზრუნვის სააგენტო) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით:

ე.ა)  ამ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში) დასაქმებული უფროსი აღმზრდელებისა და აღმზრდელების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის;

ე.ბ)  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა  და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარების, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარების, რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი იმ ბავშვების შესახებ, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას, აგრეთვე უზრუნველყოს ამ მონაცემებზე სააგენტოს წვდომა, შეთანხმებული ფორმატით.

„ვ) საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები (პირადი ნომრის მითითებით) წინა თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით შემდეგი კატეგორიის პირთა შესახებ (ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ   ამ პროგრამის მიზნებისთვის):

ვ.ა) საჯარო სკოლის მასწავლებლები;

ვ.ბ) საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი;

ვ.გ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები;

ვ.დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტით;

ვ.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

ვ.ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები;

ვ.ზ) სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვები;

ვ.თ) პროფესიული სტუდენტები, მათ შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ კომპეტენციის ფარგლებში წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;

ვ.ი) საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელმაც თანხმობა განაცხადა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით განსაზღვრულ – საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს მიღებაზე;

ვ1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს, ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს)  განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სტუდენტების შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეთანხმებული ფორმატით. ამასთან,  2014  წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის;

ზ) შესაბამისმა მუნიციპალურმა ორგანომ სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით), ურთიერთშეთანხმებული ფორმატით;

თ) სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი, 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2016 წლის 15 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − სააგენტოს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც ამავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულებები მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ       №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ითა და დანართ №1.12-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება, გარდა ამავე მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;

თ1)  საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულებისათვის, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის  პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება შეწყდება 2017 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2017 წლის 1 იანვრამდე დაუშვებელია ორმაგი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებულ ისეთ პირობებზე, რომელიც უპირატესად ფინანსდება ამ ორგანიზაციასა და კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, დადგენილების   №1 დანართის მე-2 მუხლის პირობების გათვალისწინებით;

ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს/ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში აქვთ/აქვს 50%-ზე მეტი წილი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს – ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ითა და დანართ №1.12-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება;

ი1) ამ დადგენილების მე-3 მუხლის აღსრულების მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოითოვოს საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიებიდან მათთან არსებული ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ ყოველდღიურად განახლებადი შესაბამისი ინფორმაცია და უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოსათვის, ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული მონაცემები პროგრამის განმახორციელებელს მიაწოდოს არაუგვიანეს 2017 წლის 22 თებერვლისა. განმახორციელებლის მხრიდან ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ მოპოვებული მონაცემები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მის მიერ ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიზნებისათვის;

ი2) ამ დადგენილებით გათვალისწინებული პროგრამის ადმინისტრირებისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ − შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოსათვის, ფიზიკური პირების შემოსავლების შესახებ მონაცემების მიწოდება (მონაცემებზე წვდომა), გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის შესაბამისად, პროგრამით დადგენილი პირობებითა და მხარეებს შორის წერილობით გაფორმებული მემორანდუმით ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმატით;

ი3) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 34 პუნქტისა და დანართ №1.6-ით გათვალისწინებული პირობების ადმინისტრირების მიზნით:

ი3.ა) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 სექტემბერს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, „პირველადი და  გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის დანართ 17.1-ის ფარგლებში სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებული ექიმების/პარამედიკოსებისა და ექთნების, ასევე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმების/ექთნების შესახებ შეთანხმებული ფორმატით;

ი​3.ბ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა“, შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრმა“ და სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკურმა გაერთიანებამ“ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 სექტემბერს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ)  განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათი ორგანიზაციების მიერ „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო  დახმარების  უზრუნველყოფის“ დანართ 17.1-ის ფარგლებში დაკონტრაქტებული სოფლის ექიმების/ექთნების შესახებ შეთანხმებული ფორმატით;

ი4) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ, შეთანხმებული ფორმატით, 2021 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს სააგენტოს წვდომა:

ი4.ა) მის მონაცემთა ბაზებში აღრიცხული შშმ ბავშვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსით სახელმწიფო გასაცემლების მიმღები, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პენსიის მიმღები და პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე პენსიის მიმღები პირების, ასევე მათთვის პენსიის შეჩერების თარიღისა და შეჩერების საფუძვლების შესახებ;

ი4.ბ) იმ ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და  მათთვის  მინიჭებული  სარეიტინგო  ქულა  არ აღემატება 70 000-ს;

ი4.გ) იმ ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და  მათთვის  მინიჭებული  სარეიტინგო  ქულა  მეტია 70 000-ზე და არ აღემატება 100 000-ს;

კ) სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიების დამუშავებასა და შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრას ყოველთვიურად, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, გარდა ამავე მუხლის „ი2“ და „ი3“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო შესაბამისი პროგრამული მომსახურების მიღება ამ სიებში დაფიქსირებულ პირებს შეეძლებათ/გაუგრძელდებათ სიების დამუშავების/კატეგორიის განსაზღვრის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობისა;

კ1) ამავე მუხლის „ი 2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი პროგრამული მომსახურების მიღება პირებს შეეძლებათ/გაუგრძელდებათ პროგრამით განსაზღვრული პირობებით;

კ2) ამავე მუხლის „ი3“ ქვეპუნქტითა და დანართ №1-ის მე-2 მუხლის „34“ პუნქტით გათვალისწინებულ პირს შესაბამისი პროგრამული მომსახურების უფლება ენიჭება დანართ №1.6-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად:

კ2.ა) დადგენილი საფასურის კონკრეტული თვის 25 რიცხვამდე გადახდის შემთხვევაში – გადახდის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

კ2.ბ) დადგენილი საფასურის კონკრეტული თვის 25 რიცხვიდან ამავე თვის ბოლომდე გადახდის შემთხვევაში – გადახდის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან;

კ3) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები, რომლებიც არ არიან აღრიცხულნი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო გასაცემლების მიმღებად შშმ ბავშვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსით, შესაბამის პროგრამულ მომსახურებას მიიღებენ განცხადებითა და შშმ პირის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან;

კ4) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომლებსაც შეუჩერდათ სახელმწიფო გასაცემელი, შესაბამისი პროგრამული მომსახურება უგრძელდებათ უწყვეტად, თუ გასაცემლის შეჩერება არ უკავშირდება ასეთი სტატუსის შეჩერებას, ცვლილებას/დაკარგვას, აგრეთვე, ასეთი პირის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნას;

ლ)  ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ.ა“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარები შესაბამის პროგრამულ მომსახურებას მიიღებენ შესაბამის დაწესებულებაში ჩარიცხვის/რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების  დღიდან, თუ პირი არ არის საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ან ამ დადგენილების დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №512 – ვებგვერდი, 27.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №309 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №473 – ვებგვერდი, 21.10.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №394 - ვებგვერდი, 15.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №149 – ვებგვერდი, 28.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №551 – ვებგვერდი, 19.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №502 – ვებგვერდი, 11.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №521 – ვებგვერდი, 27.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №294 – ვებგვერდი, 09.08.2023წ.

მუხლი 41. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 16.07.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.

მუხლი 42
1. ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ – „ი1“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სხვადასხვა უწყებებიდან სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი უწყება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური პასუხისმგებელია, მემორანდუმით ან ხელშეკრულებით დადგენილი ფორმატით, სააგენტოს სრულად და სწორად მიაწოდოს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25  აპრილის  დადგენილება №208  - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
მუხლი 43
„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირისთვის მიყენებული ზიანის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურების შეთხვევაში, სააგენტოსა და ა(ა)იპ − სავალდებულო დაზღვევის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ა(ა)იპ − სავალდებულო დაზღვევის ცენტრს  ეკისრება განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის ვალდებულება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
მუხლი 5
1. განმახორციელებლის მიერ ამ დადგენილებით გათვალისწინებული, მათ შორის, ზედამხედველობის ღონისძიებები, დაფინანსდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი სახსრებიდან და ამავე დადგენილების დანართ №1.6-ის პირველი პუნქტის შესაბამისად სააგენტოს ანგარიშზე შეტანილი თანხებიდან.

2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელთა დაფინანსება, დადგენილი წესით, ვერ განხორციელდა კონკრეტულ კალენდარულ წელს, დაფინანსდეს მომდევნო საბიუჯეტო წელს, ამავე წლის  სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი სახსრებიდან.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11  აგვისტოს  დადგენილება №394  - ვებგვერდი, 15.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის  დადგენილება №577  – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
მუხლი 51
სააგენტოს უფლება აქვს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად და შეუფერხებლად ისარგებლოს:

ა) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვ.;

ბ)  ამ დადგენილების მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ა“ – „ი4“ ქვეპუნქტების, 42 და 43 მუხლების შესაბამისად, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სხვადასხვა უწყებებთან გაფორმებული მემორანდუმებით/ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით, ახალი მემორან-დუმების, ხელშეკრულებების, შეთანხმებების გაფორმებამდე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
მუხლი 52
COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან  2021 წლის 1 მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №688 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.

მუხლი 53
COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2021 წლის 27 ივლისიდან  2021 წლის 1 ოქტომბრამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართი 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2021 წლის 27 ივლისამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №399 – ვებგვერდი, 12.08.2021წ.

მუხლი 54
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელზე საპილოტე რეჟიმის განმავლობაში, 2022 წლის 1 მარტიდან  2022 წლის 1 აპრილამდე, არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები, რაც დაკავშირებულია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერის სავალდებულოობასთან.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №92 – ვებგვერდი, 01.03.2022წ.

მუხლი 55

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №36, 21.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017200 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1852448-85/