საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.02.2013 ბოლო ცვლილება 03.02.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017200
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (113)

შემდგომი ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (101)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №36

2013 წლის 21 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
მუხლი 2
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2013 წლის 28 თებერვალი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
მუხლი 21
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-7, მე-8 და 81 პუნქტებით, მე-12 ან მე-13 მუხლებით ან/და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-დან – 5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით, მე-12 ან მე-13 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების დადგომისას, როდესაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) მიერ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისა და დაფინანსების გაგრძელებას, იმავე დადგენილებებით განსაზღვრული მოსარგებლეების მოცვა განხორციელდეს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათთვის ზემოთ მოყვანილი დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
მუხლი 3
1. პროგრამით მოსარგებლე პირების იდენტიფიცირების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მიიღოს საჭირო ზომები საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებში არსებულ ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაციაზე სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – სააგენტო/განმახორციელებელი) შეუფერხებელი წვდომისათვის. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს დაზღვევით მოსარგებლე პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, დაზღვევის დასაწყისს, დაზღვევის დასასრულს, დაზღვევის ვადამდე შეწყვეტის თარიღს, დამზღვევს (საბიუჯეტო − დამზღვევი, რომელიც ახორციელებს დაზღვევას საბიუჯეტო სახსრებით; არასაბიუჯეტო), სადაზღვევო კომპანიას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის საჭირო სხვა აუცილებელ მონაცემს.

2. პროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირთათვის პროგრამით დადგენილი პირობების დამატებით ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გაწევისა და ორმაგი დაზღვევის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი ოდენობის გაანგარიშების მიზნით, საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს მიეცეთ წვდომა პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიისა და სადაზღვევო კომპანიის (სადაც დაზღვეულია მოსარგებლე) შესახებ ინფორმაციაზე. სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში − ITA) მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, უზრუნველყოფილ იქნეს სადაზღვევო კომპანიების წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე.

3. სამედიცინო დაწესებულებების მიერ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიზნით, ITA-ის მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულებების წვდომა მოსარგებლე პირების კატეგორიის, აგრეთვე კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში − სადაზღვევო კომპანიის შესახებ ინფორმაციაზე.

4. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის 2019 წელს დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში გამოცხადდეს მორატორიუმი პროგრამის მე-19 მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციებზე.

5. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მორატორიუმი გავრცელდეს 2020 წელს დადებულ ხელშეკრულებებზე, 2020 წლის 1 დეკემბრამდე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №146 – ვებგვერდი, 09.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის დადგენილება №399 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
მუხლი 31
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის ამავე კომპონენტის ფარგლებში კონტროლისა და რევიზიის შედეგად საჯარიმო (მათ შორის, სადავო) სანქციების  ამავე დადგენილების №1 დანართის 191 მუხლით განსაზღვრულ გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებებზე გამოცხადდეს მორატორიუმი ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2019 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადებები ამ დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებების მიმართ პროგრამის ზედამხედველობის შედეგად საჯარიმო სანქციების დაკისრებისა და მათი ადმინისტრირების განმსაზღვრელი პირობების ცვლილების მიზანშეწონილობის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №536 - ვებგვერდი, 13.11.2018წ.
მუხლი 32
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში, შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.12 („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“), №1.13 („თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია“), №1.15 („ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“) და №1.16 („ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტით უზრუნველყოფა“) დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიწოდების მსურველი დაწესებულებების ახალ მიმწოდებლად რეგისტრაციაზე გამოცხადდეს მორატორიუმი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადებები ამ დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებების მონაწილეობის ვადების, კრიტერიუმებისა და ვაუჩერის პირობების ადმინისტრირების გაუმჯობესების ღონისძიებების მიმართულებით საჭირო ცვლილებების თაობაზე.

3. მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან:

ა) შეინარჩუნონ ყველა ის სერვისი, რომელსაც ახორციელებენ პროგრამის ფარგლებში მორატორიუმის დაწყებისას;

ბ) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შეფერხების შემთხვევაში და/ან სხვა, ობიექტური აუცილებლობისას, სამინისტროს მითითებით უზრუნველყონ პროგრამის ფარგლებში იმ კომპონენტის/ქვეკომპონენტის მომსახურების მიწოდება, რომლის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნიათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულზე უარი/ მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულების სტატუსის შეჩერებას ყველა კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე სერვისის მიწოდებაზე სელექტიურად უარის შემთხვევაში, დაწესებულება ექვემდებარება პროგრამის ყველა კომპონენტის/ ქვეკომპონენტის მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას, ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის ახალ მიმწოდებლად არ განიხილება პროგრამაში მიმწოდებლის სტატუსშეჩერებული დაწესებულებები.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმის პირობები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც უკვე რეგისტრირებულია პროგრამის ფარგლებში ან სურვილი აქვს, მოიპოვოს პროგრამის კომპონენტის/ ქვეკომპონენტის მიმწოდებლის სტატუსი.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის დადგენილება №72 – ვებგვერდი, 21.02.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №525 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 4
ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული პროგრამის მოსარგებლე ფიზიკური პირების შესახებ მონაცემებზე სააგენტოს წვდომა, აგრეთვე 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სააგენტოს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული ფიზიკური პირების შესახებ, შეთანხმებული ფორმატით;

ა1) ამ დადგენილების მე-3 მუხლისა და მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და დადგენილების შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, შეთანხმებული ფორმატით, იღებს წვდომას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე ფიზიკური პირების შესახებ;

ბ) საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს,   მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, მის მიერ რეგისტრირებულ/აღრიცხულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (შემდგომში – ვეტერანთა) შესახებ, შეთანხმებული ფორმატით;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან –სააგენტოს,  ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს)  განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით), რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და განსახლებულნი არიან სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში. ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ  ამ პროგრამის მიზნებისთვის; 

გ​​1) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს,  ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს)  განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან დევნილი მოსახლეობის შესახებ, რომელიც აღრიცხულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ფორმატით. ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის;

დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − სააგენტოს, ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ  ამ პროგრამის მიზნებისთვის;

ე) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – ზრუნვის სააგენტო) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით:

ე.ა)  ამ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში) დასაქმებული უფროსი აღმზრდელებისა და აღმზრდელების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის;

ე.ბ)  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა  და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარების, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარების, რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი იმ ბავშვების შესახებ, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას, აგრეთვე უზრუნველყოს ამ მონაცემებზე სააგენტოს წვდომა, შეთანხმებული ფორმატით.

ვ) საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები (პირადი ნომრის მითითებით) წინა თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით შემდეგი კატეგორიის პირთა შესახებ (ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ   ამ პროგრამის მიზნებისთვის):

ვ.ა) საჯარო სკოლის მასწავლებლები;

ვ.ბ) საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი;

ვ.გ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები;

ვ.დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტით;

ვ.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

ვ.ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები;

ვ.ზ) სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვები;

ვ.თ) პროფესიული სტუდენტები, მათ შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ კომპეტენციის ფარგლებში წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;

ვ.ი) საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელმაც თანხმობა განაცხადა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით განსაზღვრულ – საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს მიღებაზე;

ვ1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს, ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს)  განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სტუდენტების შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეთანხმებული ფორმატით. ამასთან,  2014  წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის;

ზ) შესაბამისმა მუნიციპალურმა ორგანომ სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით), ურთიერთშეთანხმებული ფორმატით;

თ) სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი, 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2016 წლის 15 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − სააგენტოს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც ამავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულებები მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ით, დანართ №1.12-ით, დანართ №1.13-ითა და დანართ №1.15-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება, გარდა ამავე მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;

თ1)  საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულებისათვის, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის  პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება შეწყდება 2017 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2017 წლის 1 იანვრამდე დაუშვებელია ორმაგი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებულ ისეთ პირობებზე, რომელიც უპირატესად ფინანსდება ამ ორგანიზაციასა და კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, დადგენილების   №1 დანართის მე-2 მუხლის პირობების გათვალისწინებით;

ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს/ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში აქვთ/აქვს 50%-ზე მეტი წილი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს – ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ით, დანართ №1.12-ით, დანართ №1.13-ითა და დანართ №1.15-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება;

ი1) ამ დადგენილების მე-3 მუხლის აღსრულების მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოითოვოს საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიებიდან მათთან არსებული ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ ყოველდღიურად განახლებადი შესაბამისი ინფორმაცია და უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოსათვის, ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული მონაცემები პროგრამის განმახორციელებელს მიაწოდოს არაუგვიანეს 2017 წლის 22 თებერვლისა. განმახორციელებლის მხრიდან ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ მოპოვებული მონაცემები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მის მიერ ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიზნებისათვის;

ი2) ამ დადგენილებით გათვალისწინებული პროგრამის ადმინისტრირებისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ − შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოსათვის, ფიზიკური პირების შემოსავლების შესახებ მონაცემების მიწოდება (მონაცემებზე წვდომა), გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის შესაბამისად, პროგრამით დადგენილი პირობებითა და მხარეებს შორის წერილობით გაფორმებული მემორანდუმით ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმატით;

ი3) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 34 პუნქტისა და დანართ №1.6-ით გათვალისწინებული პირობების ადმინისტრირების მიზნით:

ი3.ა) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 სექტემბერს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, „პირველადი და  გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის დანართ 17.1-ის ფარგლებში სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებული ექიმების/პარამედიკოსებისა და ექთნების, ასევე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმების/ექთნების შესახებ შეთანხმებული ფორმატით;

ი​3.ბ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა“, შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრმა“ და სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკურმა გაერთიანებამ“ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 სექტემბერს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ)  განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათი ორგანიზაციების მიერ „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო  დახმარების  უზრუნველყოფის“ დანართ 17.1-ის ფარგლებში დაკონტრაქტებული სოფლის ექიმების/ექთნების შესახებ შეთანხმებული ფორმატით;

ი4) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ, შეთანხმებული ფორმატით, 2021 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს სააგენტოს წვდომა:

ი4.ა) მის მონაცემთა ბაზებში აღრიცხული შშმ ბავშვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსით სახელმწიფო გასაცემლების მიმღები, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პენსიის მიმღები და პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე პენსიის მიმღები პირების, ასევე მათთვის პენსიის შეჩერების თარიღისა და შეჩერების საფუძვლების შესახებ;

ი4.ბ) იმ ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და  მათთვის  მინიჭებული  სარეიტინგო  ქულა  არ აღემატება 70 000-ს;

ი4.გ) იმ ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და  მათთვის  მინიჭებული  სარეიტინგო  ქულა  მეტია 70 000-ზე და არ აღემატება 100 000-ს;

კ) სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიების დამუშავებასა და შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრას ყოველთვიურად, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, გარდა ამავე მუხლის „ი2“ და „ი3“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო შესაბამისი პროგრამული მომსახურების მიღება ამ სიებში დაფიქსირებულ პირებს შეეძლებათ/გაუგრძელდებათ სიების დამუშავების/კატეგორიის განსაზღვრის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობისა;

კ1) ამავე მუხლის „ი 2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი პროგრამული მომსახურების მიღება პირებს შეეძლებათ/გაუგრძელდებათ პროგრამით განსაზღვრული პირობებით;

კ2) ამავე მუხლის „ი3“ ქვეპუნქტითა და დანართ №1-ის მე-2 მუხლის „34“ პუნქტით გათვალისწინებულ პირს შესაბამისი პროგრამული მომსახურების უფლება ენიჭება დანართ №1.6-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად:

კ2.ა) დადგენილი საფასურის კონკრეტული თვის 25 რიცხვამდე გადახდის შემთხვევაში – გადახდის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

კ2.ბ) დადგენილი საფასურის კონკრეტული თვის 25 რიცხვიდან ამავე თვის ბოლომდე გადახდის შემთხვევაში – გადახდის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან;

კ3) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები, რომლებიც არ არიან აღრიცხულნი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო გასაცემლების მიმღებად შშმ ბავშვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსით, შესაბამის პროგრამულ მომსახურებას მიიღებენ განცხადებითა და შშმ პირის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან;

კ4) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომლებსაც შეუჩერდათ სახელმწიფო გასაცემელი, შესაბამისი პროგრამული მომსახურება უგრძელდებათ უწყვეტად, თუ გასაცემლის შეჩერება არ უკავშირდება ასეთი სტატუსის შეჩერებას, ცვლილებას/დაკარგვას, აგრეთვე, ასეთი პირის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნას;

ლ)  ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ.ა“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარები შესაბამის პროგრამულ მომსახურებას მიიღებენ შესაბამის დაწესებულებაში ჩარიცხვის/რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების  დღიდან, თუ პირი არ არის საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ან ამ დადგენილების დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №512 – ვებგვერდი, 27.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №309 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №473 – ვებგვერდი, 21.10.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №394 - ვებგვერდი, 15.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №149 – ვებგვერდი, 28.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №551 – ვებგვერდი, 19.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №502 – ვებგვერდი, 11.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №521 – ვებგვერდი, 27.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №294 – ვებგვერდი, 09.08.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 01.03.2024წ.

მუხლი 41. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 16.07.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.

მუხლი 42
1. ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ – „ი1“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სხვადასხვა უწყებებიდან სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი უწყება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური პასუხისმგებელია, მემორანდუმით ან ხელშეკრულებით დადგენილი ფორმატით, სააგენტოს სრულად და სწორად მიაწოდოს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25  აპრილის  დადგენილება №208  - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
მუხლი 43
„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირისთვის მიყენებული ზიანის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურების შეთხვევაში, სააგენტოსა და ა(ა)იპ − სავალდებულო დაზღვევის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ა(ა)იპ − სავალდებულო დაზღვევის ცენტრს  ეკისრება განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის ვალდებულება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
მუხლი 5
1. განმახორციელებლის მიერ ამ დადგენილებით გათვალისწინებული, მათ შორის, ზედამხედველობის ღონისძიებები, დაფინანსდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი სახსრებიდან და ამავე დადგენილების დანართ №1.6-ის პირველი პუნქტის შესაბამისად სააგენტოს ანგარიშზე შეტანილი თანხებიდან.

2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელთა დაფინანსება, დადგენილი წესით, ვერ განხორციელდა კონკრეტულ კალენდარულ წელს, დაფინანსდეს მომდევნო საბიუჯეტო წელს, ამავე წლის  სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი სახსრებიდან.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11  აგვისტოს  დადგენილება №394  - ვებგვერდი, 15.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის  დადგენილება №577  – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
მუხლი 51
სააგენტოს უფლება აქვს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად და შეუფერხებლად ისარგებლოს:

ა) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვ.;

ბ)  ამ დადგენილების მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ა“ – „ი4“ ქვეპუნქტების, 42 და 43 მუხლების შესაბამისად, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სხვადასხვა უწყებებთან გაფორმებული მემორანდუმებით/ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით, ახალი მემორან-დუმების, ხელშეკრულებების, შეთანხმებების გაფორმებამდე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
მუხლი 52
COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან  2021 წლის 1 მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №688 – ვებგვერდი, 20.11.2020წ.

მუხლი 53
COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2021 წლის 27 ივლისიდან  2021 წლის 1 ოქტომბრამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართი 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2021 წლის 27 ივლისამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №399 – ვებგვერდი, 12.08.2021წ.

მუხლი 54
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელზე საპილოტე რეჟიმის განმავლობაში, 2022 წლის 1 მარტიდან  2022 წლის 1 აპრილამდე, არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები, რაც დაკავშირებულია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერის სავალდებულოობასთან.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №92 – ვებგვერდი, 01.03.2022წ.

მუხლი 55
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელზე საპილოტე რეჟიმის განმავლობაში, 2022 წლის 11 აპრილიდან 2022 წლის 1 მაისამდე, არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი, ასევე სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები, რაც დაკავშირებულია პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული საშუალებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ფორმა №2 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემის საშუალებით გამოწერის ვალდებულებასთან.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.

მუხლი 56
DRG მეთოდით დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებით:

ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ, 2023 წლის 1 მარტამდე დამდგარ DRG მეთოდით ასანაზღაურებელ შემთხვევებზე არ გავრცელდეს №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი ფინანსური ჯარიმები;

ბ) პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი 2023 წლის 1 იანვრამდე წერილობითი ფორმით განმახორციელებლის წინაშე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
მუხლი 57
2025 წლის 1 იანვრიდან, პროგრამის ფარგლებში, დანართ   №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკრედიტებულია „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების პირობების გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.

მუხლი 58
ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს სააგენტო, სამედიცინო დაწესებულების მიმართ განმახორციელებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული და/ან რეგულირების სააგენტოს კონტროლის/რევიზიის აქტებით დაკისრებული საჯარიმო სანქციების, აგრეთვე ამავე პროგრამების ფარგლებში ამ დაწესებულების სხვა ფულადი ვალდებულებების გადახდის ადმინისტრირება განხორციელდეს ამ დადგენილების №1 დანართის 191 მუხლის პირობებით, თუ სამედიცინო დაწესებულების მიმართ სააგენტოს აქვს ფულადი ვალდებულებები ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.

მუხლი 59
2024 წლის 1 იანვრიდან ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) ფარგლებში დამდგარი შემთხვევა (გარდა გეგმური ამბულატორიისა) იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კერძო სადაზღვევო სქემებში, უპირატესად უფინანსდებათ ორგანიზაციას/ფიზიკურ პირსა და კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთანავე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხის შემდგომ დარჩენილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამავე დადგენილების №1 დანართით გაწერილი პირობებისა და ლიმიტების შესაბამისად განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისთვის ასანაზღაურებელი თანხისა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №431 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.

მუხლი 510
სამეანო-ნეონატალური სერვისის DRG მეთოდით დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებით:

ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ, 2024 წლის 1 იანვრამდე დამდგარ DRG მეთოდით ასანაზღაურებელ შემთხვევებზე არ გავრცელდეს №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი ფინანსური ჯარიმები;

ბ) პროგრამით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი 2024 წლის 1 იანვრამდე წერილობითი ფორმით განმახორციელებლის წინაშე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 14.11.2023წ.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დანართი №1
საყოველთაო ჯანმრთელობის  დაცვის სახელმწიფო პროგრამა

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. პროგრამის მიზანი
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია:

ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ:

ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით;

ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით;

ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე;

გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 5 ივლისის დადგენილება №17 8 – ვებგვერდი, 1 6.07.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25  აპრილის  დადგენილება №208  - ვებგვერდი, 26.04.2017წ.


მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა:

ა) ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

ბ) იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;

გ) კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით (აღნიშნული პირობა არ ეხება №1 დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს), თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის:

ა) პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან:

ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“,  მათთვის  მინიჭებული  სარეიტინგო  ქულა  არ აღემატება 70 000-ს;

ა.ბ) 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში;

ა.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა  და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები;

ა.დ) ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში):

ა.დ.ა) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.დ.ბ) დასაქმებული უფროსი აღმზრდელები და აღმზრდელები;

ა.ე) რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას;

ა.ვ) სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები;

ა.ზ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ – „ვ.ზ“ და „ვ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები;

ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები შესაბამისი მუნიციპალური ორგანოს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად;

ბ) მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან:

ბ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე  პირები, გარდა ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

ბ.ბ) საპენსიო ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ასევე საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

ბ.გ) სტუდენტი:

ბ.გ.ა) საქართველოს მოქალაქე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

ბ.გ.ბ) პროფესიული სტუდენტი − საქართველოს მოქალაქე, რომელიც სწავლობს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

ბ.დ) შშმ ბავშვი საქართველოს მოქალაქე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

ბ.ე) მკვეთრად გამოხატული შშმპ საქართველოს მოქალაქე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

3. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.4-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანები. ამასთანავე, დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების, ასევე „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონკოლოგიური ქირურგიული მომსახურების მოსარგებლეები არიან ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვეტერანები, კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართვის მიუხედავად.

31. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქე მაღალი რისკის ორსულები, მშობიარეები და მელოგინეები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას და, ამავდროულად, აკმაყოფილებს „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების დანართ №1.1-ის („პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები“) პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ამასთან, პროგრამის მიზნებისათვის, საქართველოს მოქალაქეში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

32. ამ დადგენილების დანართ №1.5-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული. პროგრამის მიზნებისათვის, საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

33. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართებით: №1.1-ით (გარდა პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და ასევე, „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონკოლოგიური ქირურგიული მომსახურებისა), №1.3-ითა (გარდა პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებისა და ასევე პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონკოლოგიური ქირურგიული მომსახურებისა) და №1.4-ით (გარდა პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და ასევე „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონკოლოგიური ქირურგიული მომსახურებისა) განსაზღვრული პირობებით ვერ ისარგებლებენ პირები, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა (საპენსიო ასაკი) და დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3​4 . ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ი3“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები,  კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართვის მიუხედავად (მ.შ., 2017 წლის იანვრის მდგომარეობით დაზღვეულები), გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა, რომელთა თვიური შემოსავალი ამავე დადგენილების დანართ №1-ის 21-ე მუხლის 12 პუნქტის შესაბამისად 1,000 ლარზე ნაკლებია, შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, დადგენილების მე-4 მუხლის „კ​2“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოიპოვებენ უფლებას, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში ისარგებლონ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის განკუთვნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართ №1.1-ით განსაზღვრული მოცულობის სამედიცინო მომსახურებით, დანართ №1.6-ში მითითებული წესებისა და პირობების შესაბამისად.

3​5. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.7-ის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ამასთან, პროგრამის მიზნებისათვის, საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან ამავე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები.

36. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.9-ის პირველი პუნქტის:

ა)  „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეა:

ა.ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მასზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;  საპენსიო ასაკის მოსახლეობა (ქალი  –   60 წლიდან, მამაკაცი  –  65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, ვეტერანი, აგრეთვე გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა;

ა.ბ) პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები;

ა.გ) ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული 0 – 5 წლის ასაკის მქონე პირები;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ერთდროულად მიეკუთვნება ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ კატეგორიებისთვის მიკუთვნება მოხდება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით.

3​7. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1.10 დანართის მოსარგებლეები არიან:

ა) შესაბამისი საჭიროების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

ბ) 6 წლისა და მეტი ასაკის პირები, თუ სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია;

38. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით, „ბ.ა“ ქვეპუნქტით, დანართ №1.5-ითა და დანართ №1.7-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები დამატებით არიან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი პირები.

39. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1.11 დანართის მოსარგებლეები არიან გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ასევე საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა.

310. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1.12 დანართის მოსარგებლეები არიან სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებული ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე, როგორც შშმპ სტატუსის მქონე, ასევე ამ სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ასევე საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ესაჭიროებათ სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით.

311. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1.15 დანართის მოსარგებლეები არიან ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

4. დაუშვებელია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობა ერთდროულად ამ მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ორი ან მეტი საფუძვლით.

5. იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად მიეკუთვნება ამ დადგენილებით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ კატეგორიებისთვის მიკუთვნება მოხდება შემდეგი რიგითობის მიხედვით:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორია;

ბ) საპენსიო ასაკი;

გ) მკვეთრად გამოხატული შშმ  პირის სტატუსი;

დ) ვეტერანი;

ე) შშმ ბავშვი;

ვ) სხვა დანარჩენი.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 16.07.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის დადგენილება №93 – ვებგვერდი, 21.01.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №512 – ვებგვერდი, 27.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №394 - ვებგვერდი, 15.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის დადგენილება №175 – ვებგვერდი, 18.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის დადგენილება №289 – ვებგვერდი, 05.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №429 – ვებგვერდი, 31.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №521 – ვებგვერდი, 27.10.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №294 – ვებგვერდი, 09.08.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №431 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №442 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

მუხლი 3. პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება
1. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს:

ა) 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომ ტექსტსა და დანართებში  – განმახორციელებელი);

ბ) 2020 წლის 1 სექტემბრიდან:

ბ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი), გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა;

ბ.ბ) №1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან განმახორციელებელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განმახორციელებლებისათვის პროგრამის მართვის დამატებითი და ამ დადგენილებით გაუთვალისწინებელი პირობები შესაძლებელია, დადგინდეს სამინისტროს მიერ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.

მუხლი 4. პროგრამის მიმწოდებელი
1. პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტით, №1.10 და №1.16 დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთანავე:

ა) სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის დონე, ხოლო თვითმმართველ ქალაქებში (ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი) − პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე ან ამავე ბრძანების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული II-III დონე, რომელიც აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან:

ა.ა) 2023 წლის 1 დეკემბერს ხელშეკრულება ფორმდება 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით სამეანო-ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებთან, მიუხედავად წინა პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადისა. ამასთანავე, დაწესებულებამ უნდა მიაწოდოს უწყვეტად მაღალი ხარისხის ანტენატალური  და პერინატალური სერვისი;

ა.ბ) 2025 წლის 1 იანვრიდან მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელშიც 2023 წლის 1 დეკემბერს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე:

ა.ბ.ა) საკეისრო კვეთების რაოდენობა გაურთულებელ მშობიარობაში (პირველმშობიარე, არატყუპი ნაყოფი, თავით წინ მდებარეობა და ორსულობის ვადა >37კვ) ≤24% (რობსონის კლასიფიკაციის მიხედვით, პირველი ჯგუფი);

ა.ბ.ბ) საკეისრო კვეთების რაოდენობა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში II, II-III დონის დაწესებულებებში არის ≤40% და III დონის დაწესებულებებში − ≤45%;

ა.ბ.გ) 39 კვირამდე საკეისრო კვეთების წილი საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობაში − ≤40%;

ა.ბ.დ) საკეისრო კვეთების რაოდენობაში ფიქსირდება შემცირების ტენდენცია (≥0,1%);

ა.ბ.ე) თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება:

ა.ბ.ე.ა) რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა.ბ.ა“ – „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რომელთანაც გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა > 750-ზე (დასაშვები ცდომილება ≤ 5%);

ა.ბ.ე.ბ) რომელთანაც ჯერ არ ყოფილა გაფორმებული ხელშეკრულება და რომლის მიერ მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის მიმართვის წინა 12 თვის განმავლობაში გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა >750-ზე (დასაშვები ცდომილება − ≤5%); აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირება დაიწყეს საანგარიშგებო წელს ან საანგარიშგებო წლის წინა წელს ისე, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან არ შესრულებულა საანგარიშგებო წლის წინა სრული კალენდარული წელი;

ბ) დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელსაც, „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე და აკმაყოფილებს ამავე პუნქტის „ა.ბ.ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან ამავე ბრძანების დანართ №1-ის  მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს;

გ) 2017 წლის 1 აპრილიდან დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების – II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა – მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ) მე-3 მუხლის 21 პუნქტს (სტაციონარულ დაწესებულებაში „რეანიმაციული“ სერვისის წარმოების შემთხვევაში, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არ უნდა იყოს სტაციონარული დაწესებულების საწოლების საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტი). ამასთან, პროგრამის მიზნებისთვის, ამ სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციული საწოლების გარდა არსებულ საწოლფონდში ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროფილური საწოლების რაოდენობას, ხოლო ამ პროფილური საწოლების დატვირთვა უნდა იყოს არანაკლებ 30%-ისა;

დ) 2018 წლის 1 იანვრიდან თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში დანართ №1.1-ის „ბ.ა“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით, ასევე დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების (გარდა სამეანო-ნეონატალური და გინეკოლოგიური სერვისისა) მიმწოდებელია პირი, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და სანებართვო დანართებს საქმიანობებში: „რეანიმაციული მომსახურება“ და „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (EMERGENCY);

ე) სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც უზრუნველყოფს სტაციონარულ დაწესებულებასა და იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული აღნიშნული დაწესებულების ამბულატორიულ-სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული, რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ყველა სუბიექტის მიერ ფორმა №3 რეცეპტისა და პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ფორმა №2 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემით წარმოებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

ვ) 2020 წლის 1 მაისიდან თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები ამავე დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება (ასეთი მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მისამართის მიხედვით):

ვ.ა) რომელსაც, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 13,000 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი). გამონაკლისი დაიშვება:

ვ.ა.ა) ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე;

ვ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო ცენტრებზე;

ვ.ა.გ) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით;

ვ.ა1) შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი“;

ვ.ბ) უზრუნველყოფს პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს ადგილზე და/ან ახორციელებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას და სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას, ასევე პასუხების უკან დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ზ) (ამოღებულია - 04.05.2020, №289).

თ) 2024 წლის 1 მარტიდან, გარდა ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა (ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და ქ. ქუთაისის თვითმმართველი ქალაქები), ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები ამავე დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება:

თ.ა) რომელსაც, 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 2,500 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი). გამონაკლისი დაიშვება:

თ.ა.ა) მუნიციპალიტეტში სერვისის ერთადერთ მიმწოდებელზე;

თ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო ცენტრებზე;

თ.ა.გ) სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის (მათ შორის, გეოგრაფიული) გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით;

თ.ბ) რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს ადგილზე და/ან ახორციელებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას და სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას, ასევე პასუხების უკან დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად; 

ი) „სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 27 03 03 07 03) განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის (ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობა) სერვისის უწყვეტობის  მიზნით ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის („სოფლის ექიმი – პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეკომპონენტის განმახორციელებელი) მართვის ქვეშ არსებული დაწესებულებები:

ი.ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში – შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“;

ი.ბ) ქ. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტში – შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო.

1 1. თუ ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეს (სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები) დანართ 1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება მიეწოდება სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს, გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები პროგრამით ანაზღაურდება, თუ სამედიცინო დაწესებულება თითოეულ შემთხვევაზე, ერთჯერადად, წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

12. №1.8 დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №1.8 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

13. №1.10 დანართით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №1.10 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

14. №1.16 დანართით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №1.16 დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და  შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №335 - ვებგვერდი, 11.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №446 – ვებგვერდი, 06.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის დადგენილება №15- ვებგვერდი, 10.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის დადგენილება №175 – ვებგვერდი, 18.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის დადგენილება №289 – ვებგვერდი, 05.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილება №343 – ვებგვერდი, 02.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის დადგენილება №380 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №92 – ვებგვერდი, 01.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №435 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №530 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 01.03.2024წ.

მუხლი 5. პროგრამის დაფინანსება 
1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტითა და №1.10 დანართით განსაზღვრული მომსახურებისა) დაფინანსება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის დადგენილება №380 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 ივლისის დადგენილება №249 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 14.11.2023წ.

მუხლი 6. სამედიცინო ვაუჩერი 
1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის გათვალისწინებით, სამედიცინო ვაუჩერი წარმოადგენს ამ პროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების ანაზღაურების ფინანსურ ინსტრუმენტს.

2. ვაუჩერი შეიძლება იყოს მატერიალიზებული ან არამატერიალიზებული.

3. სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეა ფიზიკური პირი (შემდგომში – ვაუჩერის მოსარგებლე).

4. ვაუჩერის მოსარგებლეს უფლება აქვს, შესაბამისი სამედიცინო ვაუჩერით გათვალისწინებული მომსახურება მიიღოს პროგრამის ნებისმიერი მიმწოდებლისაგან, თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 


თავი II
 

პროგრამის ადმინისტრირება


მუხლი 7. პროგრამის ადმინისტრირებაში/განხორციელებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებები
1. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ:

ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება;

ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო  (შემდგომში – რეგულირების სააგენტო).

2. დანართ №1-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, პროგრამის დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომში – შრომის ინსპექცია).

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.

მუხლი 8. ანგარიშგება
1. სამედიცინო ვაუჩერის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება ხდება ვაუჩერული პროგრამის განხორციელების დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მიმწოდებლები განმახორციელებელს წარუდგენენ საანგარიშგებო დოკუმენტაციას. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა, მისი წარდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია ამავე დადგენილების მე-13 მუხლში.

3. მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი, გარდა ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-11 მუხლის 31 და მე-15 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. პროგრამის იმ კომპონენტების შემთხვევაში, რომლებიც ითვალისწინებენ ინდივიდუალური მომსახურების გაწევას მოსარგებლეებისათვის, პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯები მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს თითოეულ მოსარგებლეზე გაწეული მომსახურების შესაბამისად (თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).  პროგრამის ასეთი კომპონენტის ფარგლებში გაწეული ხარჯები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული კონკრეტული მოსარგებლის მომსახურებასთან, არ ანაზღაურდება ან ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

6. განმახორციელებელთან წარდგენილი დოკუმენტების ასლი (მათ შორის, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული ელექტრონული ფორმითაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში) აუცილებლად უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან კანონმდებლობით დადგენილი ვადითა და წესით.

7. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშო თვეში პაციენტისათვის გაწეული დასრულებული მკურნალობის შემთხვევების მოცულობა და ღირებულება, რომელიც ამ პროგრამის მიზნებისთვის შემდგომში ასევე განიხილება, როგორც ამ შემთხვევების ფაქტობრივი ხარჯი, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. ხანგრძლივი (მკურნალობის დაწყებიდან ორი თვე და მეტი) სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, შესრულებულ მომსახურებად ჩაითვალოს პერიოდულად, მკურნალობის დაწყებიდან არანაკლებ ორი თვის გასვლის და მომდევნო ყოველი 3 თვის დასრულების შემდეგ, წარდგენილი სამედიცინო მომსახურების ღირებულება, შუალედური ანაზღაურების მისაღებად.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.

 


მუხლი 9. პროგრამის ზედამხედველობა
1. პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით.

2. პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი, რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო შრომის ინსპექცია − ამ დადგენილებით განსაზღვრულ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის ნაწილში, ამ დადგენილებისა და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. ამ დადგენილებაში მითითებული პროგრამის ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესები, ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებების მიერ, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში.

4. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად:

ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული);

ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება;

გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება.

5. შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:

ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია;

ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;

გ) შეტყობინების საფუძველზე, შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი);

დ) ანგარიშის წარდგენა;

ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;

ზ) პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი (შემდგომში - კონტროლი);

თ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (შემდგომში − რევიზია);

ი) მიმწოდებლის მიერ დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა (შემდგომში − დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს – რეგულირების სააგენტო, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზედამხედველობას − შრომის ინსპექცია.

7. პროგრამის ფარგლებში, პროგრამულ შემთხვევად განიხილება სამედიცინო მომსახურების ის ნაწილი, რომელიც მოიცავს პროგრამით განსაზღვრული მკურნალობის ეპიზოდს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №596 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.

მუხლი 10. პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია
1. პროგრამის ფარგლებში არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, პირის მოსარგებლედ ცნობა ხდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეტყობინების დროს ან ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, როგორც ეს არის განსაზღვრული პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, პირის მოსარგებლედ ცნობისთვის საჭიროა, ინდივიდმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარადგინოს სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში, დასაშვებია დაბადების მოწმობა) ასლი, ანგარიშფაქტურა, კალკულაცია (საჭიროების შემთხვევაში) ან ინდივიდმა მიმართოს პროგრამის/ქვეპროგრამის მიმწოდებელს. პირის მიერ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებლის ან მიმწოდებლის მიერ, სამედიცინო საჭიროების მიხედვით, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ივსება შესაბამისი ფორმის განაცხადი (რეკვიზიტები, სამედიცინო საჭიროების დამადასტურებელი ცნობა (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100/ა), კალკულაცია). განაცხადის ფორმას განსაზღვრავს განმახორციელებელი.

21. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში  (ფორმა NIV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით,  დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD -10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება ,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანების მიხედვით.

3. განმახორციელებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის გაცემა განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა ან შემაფერხებელი გარემოებების შესახებ წერილობით აცნობოს განმცხადებელს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის  23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის  დადგენილება №486  - ვებგვერდი, 03.11.2017წ.

მუხლი 11. შეტყობინება შემთხვევის შესახებ
1. მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ (გარდა ამავე მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამასთანავე, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია, დამატებით გააკეთოს შეტყობინება დაგეგმილი ჩარევის შესახებ ჰოსპიტალიზაციამდე/შემთხვევის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათით ადრე, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. ამ დანართის მე-4 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული  მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს ამ  დანართის 23-ე მუხლის 44-ე პუნქტის შესაბამისად, განმახორციელებლის  მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.

12. მიმწოდებელი ვალდებულია, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ და მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევების შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.

2. შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;

ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;

გ) შემთხვევის (მათ შორის, ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში პროგრამული შემთხვევების) დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო;

დ) პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისას მოსარგებლის დაწესებულებაში მიმართვის ფორმა და დასრულების სტატუსი, მათ შორის, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში - გადაყვანის მიზეზი;

ე) პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, გადამყვანი დაწესებულება ვალდებულია:

ე.ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული DRG მეთოდით დაფინანსებული მომსახურების შემთხვევაში დააფიქსიროს ინფორმაცია რეფერალის შესახებ პაციენტის გადაყვანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემთხვევის ეს ეპიზოდი არ ანაზღაურდება;

ე.ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების შემთხვევაში, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით, განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დააფიქსიროს პაციენტზე გაწეული მომსახურეობის ფაქტობრივი დანახარჯი პაციენტის გადაყვანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემთხვევის ეს ეპიზოდი არ ანაზღაურდება.

3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება პაციენტის იდენტიფიცირება (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც პაციენტი შესაბამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია როგორც პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, თუმცა პირის დაზღვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია საჭიროებს გადამოწმებას ან პირი არის დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ.ა“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარი), მიმწოდებელი მაინც აკეთებს შეტყობინებას და პაციენტი დროებით ფიქსირდება როგორც „უცნობი“. პაციენტის საბოლოო იდენტიფიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს შემთხვევის დასრულების ან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენისა, გარდა ამავე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება მომსახურების ანაზღაურება.

31. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ.ა“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება მათი საბოლოო იდენტიფიცირების შემდეგ.

4. შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა, გარდა DRG მეთოდით დაფინანსებული ისეთი შემთხვევებისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს.

41. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, პაციენტს ესაჭიროება მატერიალიზებულ ვაუჩერში დაფიქსირებული მომსახურებისგან განსხვავებული სამედიცინო მომსახურება, მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი შეტყობინება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებამდე. შემთხვევის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს.

5. სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით შეტყობინების საფუძველზე დაფიქსირებული სამედიცინო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირება უნდა მოხდეს:

ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული DRG მეთოდით დაფინანსებული მომსახურების შემთხვევაში − პაციენტის გაწერის დღეს, მაგრამ არაუგვიანეს გაწერიდან 24 საათისა, მათ შორის, ისეთ შემთხვევებში, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს და ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების შემთხვევაში, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით (გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) − პაციენტის გაწერიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს და ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ და მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში – პაციენტის გაწერისას, განმახორციელებლის მიერ პაციენტისთვის/თანმხლები პირისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების საფუძველზე. შემთხვევების დასრულებულად დაფიქსირების წესი განისაზღვრება განმახორციელებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

51. სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით შეტყობინების საფუძველზე გადმოცემული იმ სამედიცინო შემთხვევის, რომლის ძირითად დიაგნოზად მითითებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ICD10-ის კოდები, დასრულებულად დაფიქსირება განხორციელდება, თუ პაციენტი რეგისტრირებულია კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში („სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანების შესაბამისად):

ა) C00-C97 − ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები;

ბ) D00-D09 − in situ სიმსივნეები;

გ) D32 − თავის ტვინის გარსების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;

დ) D33 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;

ე) D42 − თავისა და ზურგის ტვინის გარსების გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე;

ვ) D43 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნეები.

6. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება დაწყებული სამედიცინო მომსახურების დასრულება,  მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული შემთხვევა დააფიქსიროს პროგრამული კოდით: ,,არასრული მომსახურება“. შემთხვევის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს.

7. ამ მუხლის პირველი, 11 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევა ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისას განიხილება და შეფასდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №57 - ვებგვერდი, 21.03.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №559 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №446 – ვებგვერდი, 06.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №194 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №8 – ვებგვერდი, 16.01.2024წ.


მუხლი 12. მონიტორინგი
1. მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.

2. მონიტორინგის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეტყობინებისას მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან გასაუბრება.

3. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, მიმწოდებელთან განხორციელდეს განმეორებითი ვიზიტი.

4. თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები ან შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინების სისტემაში მიწოდებულ შესაბამის ინფორმაციას (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული მონიტორინგის წესის გათვალისწინებით) ან შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია ამ დანართის მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრული პირობები ან სახეზეა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება ან სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება 24 საათზე ნაკლებია (გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა), ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მონიტორინგის განმახორციელებელი ადგენს ოქმს 2 ეგზემპლარად, რომლის ფორმაც განისაზღვრება პროგრამის განმახორციელებლის მიერ. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. ოქმის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის  დადგენილება №486  - ვებგვერდი, 03.11.2017წ.

მუხლი 13. ანგარიშის წარდგენა
1. დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან სრულყოფილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ელექტრონული სახით და/ან განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად − ნაბეჭდი სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით.

2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:

ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს:

ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს;

ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს, დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;

ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას;

ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);

გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/ მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით).

3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარება ხდება ორმხრივად ხელმოწერილი ელექტრონული და/ან მატერიალური სახის რეესტრის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 23.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №342 – ვებგვერდი, 31.08.2023წ.

მუხლი 14. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება 
1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:

ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან;

ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან არაუმეტეს 60 სამუშაო დღისა.

3. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებას პროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს სრულად, ყველა შემთხვევაზე ან, საჭიროებისამებრ, შერჩევითი პრინციპით. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პროგრამის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №525 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 15. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი
1. შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:

ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;

ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

11. შემთხვევები, რომლებიც ამ დანართის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შერჩევითი პრინციპით არ დაექვემდებარა ინსპექტირებას, ექვემდებარება ანაზღაურებას.

2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:

ა) წარდგენილ შემთხვევაზე არ არის გაკეთებული შეტყობინება;

ბ) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის:

ბ.ა) სტაციონარული შემთხვევების დროს, მოსარგებლის სამედიცინო დოკუმენტაციით არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;

ბ.ბ) თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს;

ბ.გ) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეტყობინებასა და წარდგენილ დოკუმენტაციაში ერთმანეთს არ ემთხვევა;

გ) პირის დამადასტურებელი მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემებს;

დ) შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია ამ დანართის მე-11 მუხლის პირველი ან 11 პუნქტით განსაზღვრული პირობები;

ე) წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს;

ვ) სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება;

ზ) თუ სახეზეა №1 დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი, გარდა DRG მეთოდით დაფინანსებული ისეთი შემთხვევებისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს;

თ) საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის შევსებული დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) დადგენილებით გათვალისწინებული, ფაქტობრივი ხარჯით დასაფინანსებელი მომსახურების შემთხვევებში, ადგილი აქვს  კალკულაციაში წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობას მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან ან ჩატარებული მომსახურების მოცულობასთან;

კ) ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში:

კ.ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული DRG მეთოდით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების დროს არ ანაზღაურდება ამ შემთხვევისთვის კლინიკის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილი DRG-ის ფასის 10%;

კ.ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.

ლ) პაციენტი, თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით, იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის საჭიროებით განხორციელებული რეფერალის/ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებისა (რომლებიც, მათი შემდგომი მიმდინარეობის მიუხედავად, სრულად განიხილება პროგრამულ შემთხვევად) და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა;

მ) დარღვეულია მე-20 მუხლის 55 პუნქტით განსაზღვრული პირობები (გავრცელდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან დამდგარ შემთხვევებზე).

21. განმახორციელებელი უფლებამოსილია, საჭირო ვადით შეაჩეროს შემთხვევის კლასიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თუ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია შემთხვევის შესახებ მონაცემების დამატებით შესწავლა, მათ შორის, რეგულირების სააგენტოს მხრიდან.

3. (ამოღებულია - 23.02.2015, №79).

4. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას)  ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან:

ა) ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას შემთხვევა არ ანაზღაურდება;

ბ)  ინსპექტირების დასრულების შემდგომ, შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან; მიღება-ჩაბარების აქტზე განმახორციელებელსა და მიმწოდებლის უფლებამოსილ წარმომადგენელთა ხელმოწერების ორმხრივად დაფიქსირებიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადისა მონაცემები აქტის შესახებ შეიტანება/რეგისტრირდება შესაბამის რეესტრში;

გ) შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ფორმდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ოქმი, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. შემთხვევ(ებ)ის ანაზღაურებაზე უარის თქმის წერილობითი გადაწყვეტილება გამოიცემა ამ პუნქტით გათვალისწინებული ოქმის მიმწოდებლისათვის გაცნობიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

5. მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტების რეესტრში რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

6. სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნების შემთხვევაში მომსახურება ანაზღაურდება ქვემოთ მოყვანილი წესით:

ა) თუ ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებული პაციენტის გარდაცვალებას 24 საათზე ადრე – ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს განსაზღვრული ტარიფისა, გარდა DRG მეთოდით დაფინანსებული შემთხვევებისა, რომლის დროსაც ანაზღაურება ხდება  DRG-ის შესაბამისად;

ბ) თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის/დატოვებს მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, ხოლო მეორე დაწესებულებაში გაწეული მომსახურების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად;

გ) კრიტიკული მდგომარეობის დროს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას – მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ამავე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად;

დ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით (მათ შორის, ხანგრძლივი (მკურნალობის დაწყებიდან ორი თვე და მეტი) სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში) ინტენსიური მკურნალობის/მოვლის დონეების ცვლილების ან/და პაციენტის სხვა განყოფილებაში გადაყვანისას − დღის მომსახურების ღირებულების გადაანგარიშება მოხდება პროგრამული შემთხვევის ფარგლებში გატარებული სრული საათის რაოდენობის მიხედვით;

ე) თვალისა და თვალის დანამატების ტრავმის დროს – DRG-ის  შესაბამისად;

ვ) მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს წინასწარ განსაზღვრული ტარიფისა, გარდა DRG მეთოდით დაფინანსებული შემთხვევებისა, რომლის დროსაც ანაზღაურება ხდება DRG-ის შესაბამისად;

61. გადაუდებელი/კრიტიკული მდგომარეობის დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) დაწესებულებიდან (რომელიც ექვემდებარება რეგულირებას ტექნიკური რეგლამენტით) პაციენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში − გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) დაწესებულებისთვის მომსახურების ღირებულება გადაანგარიშდება:

ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული DRG მეთოდით დაფინანსებულ შემთხვევაში − DRG-ის ღირებულების 10%-ის ოდენობით;

ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით − ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განსაზღვრული ტარიფისა.

6​2. კრიტიკული მდგომარეობის დროს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან იმავე დიაგნოზით (ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით) ან იმავე DRG ჯგუფის (ისეთი მომსახურების დროს, რომელიც ფინანსდება DRG მეთოდით) სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას (მათ შორის, პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებისას):

ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული DRG მეთოდით დაფინანსებულ შემთხვევაში − გადამყვან დაწესებულებას აუნაზღაურდება DRG-ის ღირებულების 10%, ხოლო მეორე დაწესებულებას − DRG-ის ღირებულების 90%;

ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით, გადაყვანის დღისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებას მიიღებს ორივე დაწესებულება. დღის მომსახურების ღირებულების გადაანგარიშება მოხდება დაწესებულებაში გატარებული სრული საათის რაოდენობის მიხედვით.

7. სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.

8. თუ პროგრამის მოსარგებლის კატეგორიის განსაზღვრისას გამოყენებულ მონაცემთა წყაროებში არსებულმა შეუსაბამობამ/ უზუსტობამ, რაც დადასტურდება კომპეტენტური ორგანოების მიერ, მიმწოდებლისა და პაციენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განაპირობა ამ დადგენილების №1 დანართის მე-8 და მე-11 მუხლებით დადგენილი პირობების დარღვევა, შესაბამისი შემთხვევები განიხილება და კლასიფიცირდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 16.07.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №586 - ვებგვერდი, 20.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №309 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №446 – ვებგვერდი, 06.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 23.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №525 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

 


მუხლი 151. პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი
1. რეგულირების სააგენტოს მიერ კონტროლი ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.

2. შესამოწმებელი სამედიცინო დაწესებულებების (პროგრამის მიმწოდებლები) შერჩევა ხდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ.

3. პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებში კონტროლი მოიცავს:

ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართი №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას);

ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ სამედიცინო და ფინანსურ დოკუმენტაციასთან;

გ) გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების პროგრამის მოსარგებლის მიერ ანაზღაურების საფუძვლიანობის შემოწმებას.

4. პროგრამის მიმწოდებლებთან კონტროლი ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით ან/და საჭიროებისამებრ. კონტროლის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

5. რეგულირების სააგენტო პროგრამის განმახორციელებლისა და მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, შემმოწმებელ ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მათი დამოწმებული ქსეროასლები (შემოწმების განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად).

6. შემმოწმებელი (რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი) უფლებამოსილია:

ა) დალუქოს მიმწოდებელთან არსებული მხოლოდ ის სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია შემოწმების ჩასატარებლად. დალუქვის აქტს ამტკიცებს რეგულირების სააგენტო;

ბ) მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები; საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.

7. კონტროლი ხორციელდება ობიექტური გარემოების არსებობისას სამინისტროს, პროგრამის განმახორციელებლის და სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად.

8. კონტროლის განხორციელებისას რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება კონტროლის აქტი რეგულირების სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. კონტროლის აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება, დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.

9. კონტროლის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს, გარდა ამ დანართის 191 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურებისა, უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო. ამ დანართის 191 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 27.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  იანვრის  დადგენილება №51  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №596 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.

მუხლი 16. რევიზია
1. რეგულირების სააგენტოს მიერ რევიზია ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.

2. შესამოწმებელი ობიექტების (მიმწოდებლების) შერჩევა ხდება განმახორციელებლის მიერ.

3. პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებში რევიზია ითვალისწინებს:

ა) ანაზღაურებული შემთხვევების სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას;

ბ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმებას.

4. პროგრამის მიმწოდებლებთან რევიზია ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

5. რეგულირების სააგენტო პროგრამის განმახორციელებლისა და მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, შემმოწმებელ ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მათი დამოწმებული ქსეროასლები (შემოწმების განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად).

6. შემმოწმებელი (რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი) უფლებამოსილია:

ა) დალუქოს მიმწოდებელთან არსებული მხოლოდ ის სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია შემოწმების ჩასატარებლად. დალუქვის აქტს ამტკიცებს რეგულირების სააგენტო;

ბ) მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები; საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.

7. რევიზია ხორციელდება ობიექტური გარემოების არსებობისას სამინისტროს, პროგრამის განმახორციელებლის და სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად.

8. რევიზიის განხორციელების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები.

9. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.

10. რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. რევიზიის შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს, გარდა ამ დანართის 191 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურებისა, უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო. ამ დანართის 191 მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 27.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  იანვრის  დადგენილება №51  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №596 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

მუხლი 161. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა
1. მიმწოდებლების მიერ დასაქმებულთათვის კუთვნილი შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობა ხორციელდება შრომის ინსპექციის მიერ, დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში, საჭიროებისამებრ, ან/და შერჩევითი შემოწმების გზით (სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით ან მის გარეშე), მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ თითოეული მიმწოდებლისთვის.

2. ამ დადგენილების მიზნებისთვის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობა ითვალისწინებს დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლს.

3. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის მექანიზმები, შერჩევითი შემოწმების მეთოდები და პროცედურები (მათ შორის, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შემოწმების პროცედურები) განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის (შრომის ინსპექტორის) მიერ შრომითი ნორმების დარღვევის თაობაზე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და მიიღება გადაწყვეტილება/დასკვნა ამ დადგენილებით განსაზღვრულ დასაქმებულთა მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პირობის დარღვევის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დარღვევების გამოვლენისა და ოქმის შედგენისთანავე, შრომის ინსპექცია პროგრამის განმახორციელებელს უგზავნის ინფორმაციას მიმწოდებლის მიერ დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გამოვლენილი დარღვევის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.

მუხლი 17. გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობა
1. გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე  პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია.

2. გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ა) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;

ბ) მონიტორინგი;

გ) შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება;

დ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

ე) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;

ვ) კონტროლი;

ზ) რევიზია;

თ) დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს – რეგულირების სააგენტო, ხოლო „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს – შრომის ინსპექცია.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.

მუხლი 18. გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობა
1. გეგმურ სტაციონარულ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია;

ა​1) მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემა (გარდა მშობიარობისა და საკეისრო კვეთისა, ასევე დანართი №1.15-ით განსაზღვრული მომსახურებისა);

ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ;

გ) მონიტორინგი;

დ) ანგარიშის წარდგენა;

ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;

ვ1) კონტროლი;

ზ) რევიზია;

თ) დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა.

2. გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

ა) ანგარიშის წარდგენა;

ბ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;

გ) ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;

გ1) კონტროლი;

დ) რევიზია.

3. გეგმური ამბულატორიის შემთხვევაში, ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ დამატებითი პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, პირველი პუნქტის „ვ1“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს – რეგულირების სააგენტო, ხოლო პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს – შრომის ინსპექცია.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის  23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.

მუხლი 19. საჯარიმო სანქციები
1. ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები:

ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი;

ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება;

გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.

2. შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი განისაზღვრება ამ დადგენილების მე-15 მუხლის შესაბამისად.

3. განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია:

ა) თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან დამძიმებულია, ან წარდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით;

ბ) თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება;

გ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას:

გ.ა) პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე;

გ.ბ) მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით/მდგომარეობით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით;

დ) თუ მიმწოდებელი არ ფლობს ლიცენზიას/ნებართვას ან სანებართვო დანართს შესაბამის სამედიცინო საქმიანობაზე, ან აწარმოებს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობას სავალდებულო შეტყობინების გარეშე;

ე) თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის;

ვ) თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამის მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ ან პროგრამის მონაწილე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არაჯეროვანი სამედიცინო დახმარებით (გამოვლინდა საექიმო შეცდომები), თანხის დაბრუნება ხდება იმ დაწესებულების მიერ, რომლის მიზეზითაც უშუალოდ დაზარალდა მოსარგებლე;

ზ) თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს;

თ) თუ კონტროლის ან რევიზიის დროს ვერ იქნა წარმოდგენილი შემთხვევის ამსახველი პირველადი სამედიცინო დოკუმენტაცია (ამბულატორიული ან სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი; მშობიარობის ისტორია; ახალშობილის განვითარების ისტორია);

31. შეუსრულებელი მომსახურებისათვის განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია, თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამის მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ ან პროგრამის მონაწილე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული სამედიცინო დახმარებით (პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არ გაეწია სრულად), თანხის დაბრუნება ხდება იმ დაწესებულების მიერ, რომლის მიზეზითაც უშუალოდ დაზარალდა მოსარგებლე.

4. თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4​1. სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით  შეტყობინების საფუძველზე გადაცემული სამედიცინო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შესახებ ამავე დადგენილების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის ან/და რეგულირების სააგენტოს მიერ მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

5. მონიტორინგის, კონტროლის ან რევიზიის დროს გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება დამატებითი ფინანსური ჯარიმები. დამატებითი ფინანსური ჯარიმა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი დარღვევით მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნებისაგან.

6. ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია, 2 თვით ადრე აცნობოს განმახორციელებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას ადგილი აქვს მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, ან არსებობს ახალ ან არსებულ მიმწოდებელსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ მიმწოდებელი დაწესებულების ვალდებულებას, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვის გარეშე,  ვაუჩერის პირობებზე ცალმხრივად უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი იხდის ჯარიმის სახით განმახორციელებლის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის 10%-ს, გარდა  №1 დანართის 23-ე მუხლის 35-ე და 36-ე პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

8. პროგრამაში მონაწილეობაზე უარი მიმწოდებელს არ ათავისუფლებს საჯარიმო სანქციების შესრულებისაგან.

9. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა) ან არაჯეროვნად (გამოვლინდა საექიმო შეცდომები), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

91. პროგრამის მოსარგებლისათვის მიმწოდებლის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარის თქმის ან მომსახურების დაგვიანებით გაწევის (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა) ორზე მეტი შემთხვევა, დაფიქსირებული პირველი შემთხვევისათვის სანქციის გამოყენებიდან 12 თვის განმავლობაში, გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმწოდებლის სტატუსის 6 თვით შეჩერებას. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შეფერხების შემთხვევაში და/ან სხვა ობიექტური აუცილებლობისას ამ პირობისაგან გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით.

შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისთვის, №1 დანართის 23-ე მუხლის 62-ე პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის შემდეგ მიმწოდებლის მიმართ ამოქმედდება ამ მუხლის მე-9 და ამ პუნქტით გათვალისწინებული საერთო წესი.

92. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს მომსახურება გაუწია არასრულად (პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არ გაეწია სრულად), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

93. თუ მიმწოდებლის მიერ წარმოებულ/წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტაციაში (კალკულაციაში) დაფიქსირებული სამედიცინო მომსახურებების/დანახარჯების შესრულება არ დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერებით, მიმწოდებელს დაეკისრება წარმოებული კალკულაციით განფასებული შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების სრულად უკან დაბრუნება და დასაბრუნებელი თანხის სამმაგი ოდენობით ფინანსური ჯარიმა.

10. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა (თუ ის არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევას) მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება კონტროლის/რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

11. სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის/რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით  ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

11​1. სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  მოთხოვნების დარღვევა, რომელიც გამოვლინდება:

ა) კონტროლის/რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ საკონტროლო/სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით;

ბ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით  ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

11​2. ამ პროგრამის მე-20 მუხლის 5​2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, რომელიც გამოვლინდება კონტროლის/რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ საკონტროლო/სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით.

12. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე აღმოჩნდება, რომ ვაუჩერის მფლობელი და პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივად მიმღები სხვადასხვა პიროვნებაა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის სახით.

13. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლისას/რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა პროგრამული მომსახურებისათვის მოსარგებლეს გადაახდევინა პროგრამით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხაზე მეტი, მიმწოდებელს დაეკისრება მოსარგებლის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და დასაბრუნებელი თანხის სამმაგი ოდენობით ფინანსური ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

131. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლისას/რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა DRG მეთოდით დაფინანსებული პროგრამული მომსახურებისათვის მოსარგებლეს გადაახდევინა მოსარგებლის მიერ პროგრამით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხაზე მეტი (მათ შორის, VIP მომსახურებაზე − აყვანილი ექიმი/ექთანი, არჩეული პალატა/სახარჯი მასალა), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის სახით. ამასთან, დარღვევის გამოვლენიდან მისი განმეორებით ჩადენა დამატებით გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერებას 6 თვით.

შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისთვის დანართ №1-ის 23-ე მუხლის 56-ე პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის შემდეგ, ამ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისას გამოიყენება საერთო წესი (ჯარიმა, განმეორებით შემთხვევაში − დამატებით მიმწოდებლის სტატუსის შეჩერება).

14. თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე:

ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით, ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით;

ბ) სხვა სახის დარღვევების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში ანაზღაურებული თანხის 2%-ით, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით;

გ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს დარღვევის არსებობის თვეში (თვეებში) მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხის 2%-ს, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით.

15. მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისთვის ამავე პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევა (როგორც ეს განსაზღვრულია ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით), რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს.

16. ერთი შემთხვევის ფარგლებში ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეული დამატებითი ფინანსური საჯარიმო სანქციის დაკისრებისას, ერთზე მეტი სანქციის არსებობის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელმა და რეგულირების სააგენტომ იხელმძღვანელონ უმეტესი ფინანსური ჯარიმის ოდენობით.

17. ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე, თუ მიმწოდებელი არ აკმაყოფილებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებლებისადმი „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებით განსაზღვრულ პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალურ მოთხოვნებს, საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება საკონტროლო/სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით.

18. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ  ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.

181. კონტროლის/რევიზიის დროს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის (ფორმა №IV-300/ა) არარსებობა განიხილება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევად.

182. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

183. ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, რომელიც გამოვლინდება კონტროლის/რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ საკონტროლო/სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის 1%-ით.

19. დანართი #1-ის მე-10 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას ან ანაზღაურებული თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

20. დადგენილების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა.

21. საჯარიმო სანქციების გამოყენების საკითხი ტექნიკური მიზეზით გამოწვეულ ამ დადგენილების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევებზე განიხილება და გადაწყდება განმახორციელებლის/ რეგულირების სააგენტოს მიერ.

22. (ამოღებულია - 26.03.2021, №141). 

23. თუ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე აღმოჩნდება, რომ ვაუჩერის მფლობელი და პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივად მიმღები სხვადასხვა პიროვნებაა ან მომსახურების მიმღები პიროვნება დაწესებულებაში არ იმყოფებოდა ან სტაციონარული შემთხვევების დროს არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, 1 კალენდარული წლის განმავლობაში ამ ტიპის დარღვევის მეორეჯერ დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ბოლო 12 თვის განმავლობაში შესაბამის კომპონენტში მიღებული თანხის 20%-ის ოდენობით. ამასთან, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე აღმოჩენილი ორი ან მეტი ასეთი შემთხვევა ჩაითვლება აღნიშნული ჯარიმის საფუძვლად.

24. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლისას/რევიზიისას გამოვლინდება ლუქის დაზიანების ფაქტი (გარდა ამავე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის 1%-ით.

25. დანართ №1-ის 161 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გამოვლენილი დარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს:

ა) დანართი №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიღების თვის მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხის დაკავებას, დასაქმებულთათვის გადასახდელი თანხის (იმ ოდენობით, რაც გამოვლინდება დასაქმებულთა შერჩევითი შემოწმების განხორციელების შედეგად, რაც დადასტურდება უფლებამოსილი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილებით/დასკვნით) სამმაგი ოდენობით;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობა აღემატება მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელ თანხას, დარჩენილი სხვაობით შემცირდება მომდევნო საანგარიშგებო თვეში ასანაზღაურებელი თანხა.

26. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები უქმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციის სამსახური, განმეორებითი შემოწმების საფუძველზე, გამოავლენს მიმწოდებლის მხრიდან სამართალდარღვევის შედეგად დასაქმებულთათვის გაუცემელი შრომის ანაზღაურების გადახდის ფაქტს ან მიაწვდის ინფორმაციას განმახორციელებელს ისეთი გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც გამორიცხავს ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გაგრძელებას.

27. ამ მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას შრომის ინსპექცია განმახორციელებელს აწვდის წერილობითი ფორმით ინფორმაციის მიღებიდან/დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

28. შრომის ინსპექციის მხრიდან ამ მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განმახორციელებელთან წარდგენის შემთხვევაში, განმახორციელებელი უზრუნველყოფს მიმწოდებლისათვის ამ მუხლის 25-ე პუნქტის შედეგად დაკავებული თანხის ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვისა.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის  23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 11.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 18.07.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  იანვრის  დადგენილება №51  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის  დადგენილება №486  - ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის  დადგენილება №577  – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის  18 იანვრის  დადგენილება №19  – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018  წლის 7 მარტის დადგენილება №120 – ვებგვერდი, 09.03.2018წ
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №517 - ვებგვერდი, 07.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №596 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №342 – ვებგვერდი, 31.08.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №442 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №450 – ვებგვერდი, 21.11.2023წ.


მუხლი 191. საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირება
1. მიმწოდებლის მიმართ პროგრამის ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოყენებული საჯარიმო სანქციები განიხილება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის/სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება (გადასახდელი).

2. ამ მუხლის საფუძველზე, განისაზღვრება პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოებისა და მიმწოდებლის შეთანხმება, საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება, ოქმი, აქტი) გასაჩივრების, განხილვისა და აღსრულების პირობებზე, მათ შორის:

ა) თუ პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქცი(ებ)ის ჯამური ოდენობა აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, ამავე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მისი გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის თავიდან ასაცილებლად, ამ აქტის აღსრულება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დაიწყება მიმწოდებლისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, მიუხედავად ამ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ან/და სასამართლო წარმოების დაწყებისა, თუ  რევიზიის/კონტროლის აქტის შემდგენელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილებით ან/და სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა;

ბ) თუ პროგრამის ადმინისტრირების ორგანო(ები)ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქცი(ებ)ის ჯამური ოდენობა არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, ამ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივარი შეაჩერებს მის აღსრულებას;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების აღსრულება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დაიწყება ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების მიმწოდებლისათვის გაცნობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, თუ სასამართლოს განჩინებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

დ) საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და/ან მასთან დაკავშირებული, მიმწოდებლის ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს დადგენილი წესით, საერთო სასამართლოებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

ე) მიმწოდებელი უფლებამოსილია, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან, საჯარიმო სანქციების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, ნებაყოფლობით გადაიხადოს დაკისრებული თანხა ან მისი დარჩენილი ნაწილი.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის, რეგულირების სააგენტო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, აღსრულებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებას 10 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის განმახორციელებელს.

4. რეგულირების სააგენტო/შრომის ინსპექცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს განმახორციელებელს მიმწოდებლის მხრიდან სადავოდ ქცეული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომელიც შესაძლებელია, უკავშირდებოდეს პროგრამებით განსაზღვრულ საკითხებს) ცვლილების, მისი მოქმედების კანონმდებლობის საფუძველზე შეჩერების ან/და ასეთი შეჩერების გაუქმების, ამ აქტთან დაკავშირებული დავის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თაობაზე, მასზე მიმდინარე აღსრულების ცვლილების, შეჩერების, განახლების ან შეწყვეტის მიზნით, აგრეთვე მიმწოდებლის მხრიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ.

5. განმახორციელებელი მისი ადმინისტრირებადი პროგრამების ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულებას უზრუნველყოფს მიმწოდებლისათვის თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხის 50%-იდან საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობის 20%-ის დაკავების გზით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. თუ საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობის 20% აღემატება ასანაზღაურებელი თანხის 50%-ს, სანქციების აღსრულება მოხდება ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის დაკავების გზით, ვალდებულების საბოლოო შესრულებამდე. აღნიშნული პირობა მიმწოდებლის მიმართ მოქმედებს ამ პროგრამის ადმინისტრირების სხვადასხვა ორგანოების მხრიდან საჯარიმო სანქციების ერთდროულად დაკისრების მიუხედავად. ამ პუნქტის შესაბამისად, დაკავება განხორციელდება, მიუხედავად იმისა, ამავე განმახორციელებლის ადმინისტრირებადი რომელი პროგრამის/კომპონენტის ფარგლებშია განსაზღვრული საჯარიმო სანქციები/ფულადი ვალდებულება და რა პერიოდის მომსახურების ღირებულებას მოიცავს თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ასანაზღაურებელი თანხა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მიმწოდებლისათვის დაკისრებულ საჯარიმო სანქციებს შორის უპირატესად დაკავდება უკან დასაბრუნებელი თანხების სახით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები.

7. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანო უფლებამოსილია, ზედამხედველობის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსასრულებლად აგრეთვე მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ზომებს.

8. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-10 პუნქტის გათვალისწინებით, მოითხოვოს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადება არა უმეტეს 12 თვეზე, ასანაზღაურებელი თანხიდან დაკავების გზით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული, მისთვის მისაღები პირობებით.

9. საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების გადახდის განაწილვადება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სადავოდ არ ხდის საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების დაკისრების საკითხს (მ. შ., ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოების შედეგად), თანხმობას აცხადებს დაკისრებული თანხის გადახდაზე და საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების დაკისრების თაობაზე ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ამ აქტთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს:

ა) საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების აღიარების დასტურს და გადახდის განაწილვადების წერილობით მოთხოვნას, დაკისრებული საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების არა უმეტეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დაკავების/გადახდის შეთავაზებულ პირობებთან ერთად;

ბ) საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების შესრულების სათანადო უზრუნველყოფას (ვალდებულების ჯამური ოდენობის შესაბამისი გარანტია), რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს განაწილვადების პერიოდს.

10. დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების განაწილვადებისათვის მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან დაკავების დაწყებისთანავე ერთჯერადად, დამატებით, დაუკავდება დაკისრებული ჯამური საჯარიმო სანქციის 1%, სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ, რის შემდეგაც დაკავება განხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის დაცვით.

11. საჯარიმო სანქციების გადახდის განაწილვადების თაობაზე მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება (ვალდებულების შესრულების განაწილვადების შეთანხმება).

12. იმ შემთხვევაში, თუ სრულად ან ნაწილობრივ ვერ ხერხდება რეგულირების სააგენტოსაგან მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განმახორციელებლის კომპეტენციის ფარგლებში აღსრულება, მიმწოდებლის სტატუსის ცვლილების ან სხვა, განმახორციელებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, აღნიშნულის თაობაზე განმახორციელებელი წერილობით აცნობებს რეგულირების სააგენტოს.

13. განმახორციელებელი უფლებამოსილია, სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით, იმსჯელოს საჯარიმო სანქციების/ფულადი ვალდებულების გადახდის განაწილვადების შესაძლებლობაზე იმ შემთხვევაშიც, თუ გასულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ვადა.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  იანვრის  დადგენილება №51  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №342 – ვებგვერდი, 31.08.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №450 – ვებგვერდი, 21.11.2023წ.

მუხლი 20. პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები
1. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო - კომპეტენციის ფარგლებში) ვალდებულია:

ა) განახორციელოს პროგრამების ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) უფლებამოსილების შესაბამისად უზრუნველყოს პროგრამებში მონაწილე მიმწოდებლების გამოვლენა;

გ) უზრუნველყოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევების დროული ანაზღაურება დადგენილი წესით;

დ) პროგრამის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) ზედამხედველობის შესაბამის ეტაპზე მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდოს პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე მეორე სახელმწიფო დაწესებულებას, თუ იგი მიეკუთვნება ამ დაწესებულების კომპეტენციას. პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო) შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

11. შრომის ინსპექცია ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში ვალდებულია, ამ დადგენილებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სხვა სახელმწიფო დაწესებულებას, თუ იგი მიეკუთვნება ამ დაწესებულების კომპეტენციას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

2. პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მიმწოდებლისგან მოითხოვოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პირადი, სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია;

ბ) გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა;

გ) აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე, დააკისროს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები და განახორციელოს მათი გადახდის ადმინისტრირება, დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით;

ე) მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულებას, სააგენტოს ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში  დაკისრებული აქვს საჯარიმო სანქციები ან აქვს სხვა სახის ფულადი ვალდებულება, ამ ვალდებულებების ჯამური ოდენობის ფარგლებში, არ აუნაზღაუროს  სამედიცინო მომსახურების ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომელი პროგრამის ფარგლებშია წარმოშობილი ეს საჯარიმო სანქციები/ფულადი ვალდებულება და რა პერიოდს მოიცავს სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა.

3. (ამოღებულია - 25.04.2017, №208).

4. გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობასთან დაკავშირებით უკვე აღებული ვალდებულებები  დარეგულირდეს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

5. მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მონაწილეობისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ასევე მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით;

ბ) პროგრამის შესაბამისი კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა იმ სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომელსაც ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) შეუფერხებლად მოახდინოს პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთანავე, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე უარის თქმა, მათ შორის, პროგრამით სარგებლობის პირობებზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო;

დ) დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს ანგარიშგება მართვაზე უფლებამოსილ მხარესთან და მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

ე) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა პროგრამით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად;

ვ) პროგრამის განმახორციელებელსა და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა (მათ შორის, DRG მეთოდით დაფინანსებულ შემთხვევებში, დამატებით ასევე VIP მომსახურებაზე − აყვანილი ექიმი/ექთანი, არჩეული პალატა/სახარჯი მასალა), გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა;

ზ) უზრუნველყოს პროგრამის 19 1 მუხლის შესაბამისად შეთანხმებული საჯარიმო სანქციების გადახდის ადმინისტრირების პირობების დაცვის ხელშეწყობა;

ზ1) უზრუნველყოს პაციენტისათვის ზედმეტად არასწორად გადახდილი თანხის დაბრუნება კონტროლის ან რევიზიის აქტის გაცნობიდან/ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და თანხის დაბრუნებიდან 5 სამუშაო დღეში დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტის რეგულირების სააგენტოში წარდგენა;

ზ​​2) უზრუნველყოს პაციენტისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ინსპექტირების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, თუ საბოლოოდ გენერირებული DRG-ის შედეგად გამოვლინდა, რომ პაციენტის თანაგადახდის წილი ნაკლებია პაციენტის მიერ გადახდილ თანხაზე;

ზ3) თანაგადახდის წილთან დაკავშირებული ანგარიშსწორება პაციენტთან განახორციელოს  გაწერის დღეს, შემთხვევის დასრულებისას სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული მონაცემებისა და მომსახურების ღირებულების მიხედვით;

თ) საჯარიმო სანქცი(ებ)ის დაკისრებისა და გადახდის ადმინისტრირების მიუხედავად, უზრუნველყოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება სრულფასოვნად და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების თანახმად;

ი) პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს არ  მოსთხოვოს იმ მომსახურების ანაზღაურება, რომელიც პროგრამის განმახორციელებლის მხრიდან არ იქნა ანაზღაურებული საჯარიმო სანქციის დაკისრების გამო;

კ) პროგრამის ყოველი კომპონენტის მიხედვით მომსახურების შესრულებისთვის დანახარჯთა დადასტურების მიზნით, ცალ-ცალკე აწარმოოს პროგრამით/კომპონენტით გახარჯული მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების პროცედურების, მანიპულაციების, მათ შორის, საოპერაციო მასალის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების აღრიცხვა, ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდში;

ლ) უზრუნველყოს პროგრამის მოსარგებლისათვის დანართი №1-ის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა; კალკულაცია – განმახორციელებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში) სრულყოფილად და დროულად მიწოდება, განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

მ) პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება;

ნ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში:

ნ.ა) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდება აწარმოოს პჯდ გუნდის (ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი) მეშვეობით;

ნ.ბ) 1 პჯდ გუნდთან მიმაგრებული მოსახლეობის საერთო (პროგრამული და არაპროგრამული ბენეფიციარების ჯამი) რაოდენობა შეადგენდეს არაუმეტეს 2,500 მოსახლეს;

ნ.გ) მონაწილეობა მიიღოს (დადგენილი წესით) პრევენციულ და სკრინინგის პროგრამებში (მ/შ, C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის, იმუნიზაციის, კიბოს ორგანიზებული სკრინინგის ღონისძიებებში) და უზრუნველყოს მასთან რეგისტრირებული სამიზნე კონტინგენტი პრევენციული და სკრინინგული სერვისებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ნ.დ) უზრუნველყოს ოჯახის/უბნის ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. ამასთან, უწყვეტი სამედიცინო განათლების თემატიკა და ოჯახის/უბნის ექიმის მიერ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით ყოველწლიურად დაგროვებული კრედიტქულების რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ნ.ე)  ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ინსტრუმენტული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები უზრუნველყოს არა უმეტეს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეფერენტული ტარიფებით.

ო) სამედიცინო მომსახურების მიწოდება უზრუნველყოს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცვით;

პ) უზრუნველყოს ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ისეთ დაწესებულებებში, რომლებსაც დანერგილი აქვთ ხარისხის გარე კონტროლის ღონისძიებები.

51. სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი (მათ შორის, იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული მისი ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული), ასევე ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ 2022 წლის 1 მარტიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა №3 რეცეპტის, ხოლო 2022 წლის 11 აპრილიდან პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების რეცეპტის (ფორმა №2) გამოწერა ელექტრონული რეცეპტების ერთიან სახელმწიფო სისტემაში, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდულ/გასაცემ ფარმაცევტულ პროდუქტზე.

5 2. სტაციონარული მომსახურების (გარდა დღის სტაციონარისა) მიმწოდებელი ვალდებულია, ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტისათვის, C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოს კონფირმაციული კვლევისათვის საჭირო სისხლის ნიმუშის აღება, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი)  გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ალგორითმის – „სისხლის   აღების,   ალიქვოტების   მომზადებისა   და   ტრანსპორტირების   წესის“   შესაბამისად და განახორციელოს შეტყობინება ცენტრში საკვლევი მასალის ტრანსპორტირების საჭიროების თაობაზე C ჰეპატიტის სკრინინგის აღრიცხვის ფორმის (ელექტრონული მოდულის) მეშვეობით. ცენტრი უზრუნველყოფს დაწესებულებებიდან სისხლის ნიმუშების მოგროვებასა და ტრანსპორტირებას ცენტრის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში.

53. (ამოღებულია - 08.07.2021, №334).

54. დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული (გარდა გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლისა) მიმწოდებელი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს შემდეგი სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება არანაკლებ მინიმალური საათობრივი ანაზღაურებისა:

ა.ა) ექიმისთვის − არანაკლებ 7 ლარისა საათში;

ა.ბ) ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;

ა.გ) უმცროსი ექიმისთვის – არანაკლებ 5 ლარისა საათში;

ა.დ) ექთნის თანაშემწისთვის – არანაკლებ 3.5 ლარისა საათში;

ა.ე) ბებიაქალისთვის – არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;

ა.ვ) სანიტრისთვის – არანაკლებ 3 ლარისა საათში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების პირობები ასახოს დასაქმებულის შესაბამის შრომით ხელშეკრულებაში;

გ) დანართი №1-ის 161 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, განათავსოს დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

55. დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტით, №1.9 და №1.10 დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიმწოდებელი პირი ვალდებულია, „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად განახორციელოს საჭირო მონაცემების შეტანა ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში (EHR), ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

56. სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია  უსასყიდლოდ უზრუნველყოს სტაციონარულ (მათ შორის, დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულ  პაციენტებში  COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით.

6. პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გაწეული მომსახურებისათვის დროულად მიიღოს ანაზღაურება შესაბამისი პროგრამით დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის  23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  იანვრის  დადგენილება №51  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25  აპრილის  დადგენილება №208  - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის  18 იანვრის  დადგენილება №19  – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018  წლის 7 მარტის დადგენილება №120 – ვებგვერდი, 09.03.2018წ
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის დადგენილება №15- ვებგვერდი, 10.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილება №249 – ვებგვერდი, 16.04.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №555 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №596 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ივლისის დადგენილება №334 – ვებგვერდი, 09.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №92 – ვებგვერდი, 01.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 23.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №199 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №342 – ვებგვერდი, 31.08.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №530 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.

თავი III
მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სპეციფიური პირობები

მუხლი 21. მომსახურების მოცულობა
1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს შორის:

ა.ა) იმ პირებისთვის, რომელთა ოჯახებიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა – სამედიცინო მომსახურებას დანართი №1.1-ის შესაბამისად;

ა.ბ) 6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირებისთვის – სამედიცინო მომსახურებას დანართი №1.1-ის შესაბამისად;

ა.გ) ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თვიური 1,000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვა:

ა.გ.ა) დაზღვევის არმქონე პირებისთვის − სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის შესაბამისად;

ა.გ.ბ) იმ პირებისთვის, რომლებიც ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“, „ბ.ა.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო;

ა.გ.გ) იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ამ პუნქტის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება და აღარ არის დაზღვეული, ასეთი (დაზღვევის არმქონე) პირი, სადაზღვევო კონტრაქტის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში უფლებამოსილი იქნება, მიიღოს ამ დადგენილების დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.ვ“, „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება. ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქირურგიული მომსახურება ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ისარგებლოს კატეგორიის შესაბამისი დანართ №1.1-ით განსაზღვრული პაკეტით;

ა.დ) ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური 40 000 ლარზე ნაკლები და თვიური 1,000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე:

ა.დ.ა) დაზღვევის არმქონე პირებისთვის − სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

ა.დ.ბ) იმ პირებისთვის, რომლებიც, ამავე დადგენილების მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო;

ა.დ.გ) იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ამ პუნქტის „ა.დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება და აღარ არის დაზღვეული, ასეთი (დაზღვევის არმქონე) პირი სადაზღვევო კონტრაქტის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში უფლებამოსილი იქნება, მიიღოს ამ დადგენილების დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქირურგიული მომსახურება ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ისარგებლოს კატეგორიის შესაბამისი დანართ №1.1-ით განსაზღვრული პაკეტით;

ა.ე) იმ პირებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართვის მიუხედავად – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო;

ბ) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.3-ის შესაბამისად; ამასთანავე, იმ პირებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი (გარდა საპენსიო ასაკისა) – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ასევე დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო;

გ) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (ვეტერანები) სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.4-ის შესაბამისად; ამასთანავე, იმ ვეტერანებისთვის, რომლებიც დაზღვეულნი არიან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, ასევე რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 11 და 15 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად – სამედიცინო მომსახურებას დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასევე დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქირურგიულ მომსახურებას ამ დანართის მე-11 მუხლის 51 პუნქტში მითითებული ონკოლოგიური დიაგნოზების გამო.

დ) ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას   დანართი №1.5-ის შესაბამისად;

ე) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3 5 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას, დანართ №1.7-ის შესაბამისად;

ვ) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 36 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას, დანართ  №1.9-ის შესაბამისად;

ზ) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 37 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას, №1.10 დანართის შესაბამისად;

თ) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 39 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის სამედიცინო მომსახურებას, №1.11 დანართის შესაბამისად;

ი) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 310 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის სამედიცინო მომსახურებას, №1.12 დანართის შესაბამისად;

კ) ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 3​11 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის სამედიცინო მომსახურებას, №1.15 დანართის შესაბამისად.

1 1. ამ პროგრამის მიზნებისათვის, წლიური შემოსავალი განისაზღვრება:

ა) იმ პირებისათვის, რომელთა შემოსავალი ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ყოველთვიურად, საანგარიშო თვის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან განმახორციელებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თვე) წინა თვიდან ბოლო 12 თვის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავალით, კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათების გარეშე;

ბ) იმ პირებისათვის, რომელთა შემოსავალი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და საგადასახადო ორგანოში წარადგენენ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან განმახორციელებლისათვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავლით, ხოლო მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ერთობლივი შემოსავლით (რომელიც არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით), კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათების და წინა წლების ზარალის გამოქვითვის გარეშე;

გ) იმ პირებისათვის, რომლებიც საგადასახადო ორგანოში წარადგენენ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას და ასევე გააჩნიათ შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სიდიდეების ჯამით;

დ) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან განმახორციელებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25%-ისა და სხვა წყაროებიდან მიღებული იმ დასაბეგრი შემოსავლის (მ. შ., ხელფასის სახით) ჯამით, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.

12. ამ პროგრამის მიზნებისათვის, ყოველთვიური შემოსავალი განისაზღვრება:

ა) საანგარიშო თვის (ინფორმაციის განმახორციელებლისათვის მიწოდების თვე) წინა თვიდან ბოლო 3 თვის საშუალო მაჩვენებლით;

ბ) ინდივიდუალური მეწარმეებისა და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისათვის, წინა საანგარიშო წლის შემოსავლის 1/12-ით;

გ) იმ პირებისათვის, რომლებიც საგადასახადო ორგანოში წარადგენენ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას და ასევე გააჩნიათ შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სიდიდეების ჯამით.

13. ამ პროგრამის მიზნებისათვის, წლიური და ყოველთვიური შემოსავალი შესაძლებელია შეიცვალოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახურისაგან მიღებული სათანადო ინფორმაციის საფუძველზე.

14. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს პროგრამული მომსახურების მიღება შეეძლებათ/გაუგრძელდებათ შესაბამისი ინფორმაციის მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

15. ამ პროგრამის მიზნებისათვის, იმ პირების შემოსავალი, რომლებიც დოკუმენტურად დაადასტურებენ განმახორციელებლის წინაშე, რომ წლიურ შემოსავალში გათვალისწინებულია ერთჯერადად, მათ შორის, საქველმოქმედო მიზნით, გაცემული დახმარება/კომპენსაცია, წლიური და ერთი თვის შემოსავალი განესაზღვრებათ შესაბამისი თანხის გამოკლებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახურისაგან მოთხოვნილი ინფორმაციის საფუძველზე.

2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების აღნიშნული პირობები ექვემდებარება გადახედვას.

21. დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული პირობები, DRG დაფინანსების ფარგლებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ექვემდებარება გადახედვას (არაუმეტეს წელიწადში ერთხელ).

3. (ამოღებულია - 06.02.2020, №79).

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 5 ივლისის დადგენილება №17 8 – ვებგვერდი, 1 6.07.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25  აპრილის  დადგენილება №208  - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11  აგვისტოს  დადგენილება №394  - ვებგვერდი, 15.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №294 – ვებგვერდი, 09.08.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №431 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №525 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.


მუხლი 22. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების  წესი
1. პროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

2. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით (გარდა „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 17.2.1  და 17.3 დანართებით განსაზღვრული მიმწოდებლებისთვის ამ უკანასკნელი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების მოცულობის მიწოდებისთვის), რომლის დროსაც ერთი მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება შეადგენს თვეში:

ა) დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით, დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის 0,86 ლარს;

ბ) დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ე1“ ქვეპუნქტებითა და დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“ და „ბ.ე1“ ქვეპუნქტებით, დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ (გარდა კომპიუტერული ტომოგრაფიისა, რომელიც ანაზღაურდება ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად), „ბ.დ“, „ბ.ე“ და „ბ.ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 1,07 ლარს (მათ შორის, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 0,25 ლარს);

გ) დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის 0,86 ლარს;

დ) დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 1,29 ლარს (მათ შორის, დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებული სისხლის საერთო ანალიზისა და შარდის საერთო ანალიზისათვის – 0,25 ლარს).

3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამბულატორიული მომსახურებისათვის მიმწოდებელი დაწესებულებისთვის ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა განისაზღვრება საანგარიშგებო თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით დარეგისტრირებული მოსარგებლეების შესაბამისად, ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ბენეფიციარს მიაწოდოს პროგრამით განსაზღვრული მომსახურება მოსარგებლედ რეგისტრაციის თარიღიდან.

4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების და/ან შესაბამის ხელშეკრულებებში ბოლო 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაქსიმუმ 10 - პროცენტიანი გადახრით.

41. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა. ტარიფის გამოთვლა ხდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარდგენილ ფასთა განაწილების შუა 2 მეოთხედის ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდის მიხედვით (ტარიფის არეალი ითვლება ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად).

42. თუ 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელს მომსახურებას სთავაზობს ფილიალების ან შვილობილი კომპანიების მეშვეობით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობებით განაცხადი (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ) და დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები უნდა წარადგინოს ცალ-ცალკე. ამასთან, ეს ღირებულებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს ფილიალის მიხედვით.

43. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება დანართი №1.5-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

44. დანართ №1.7-ით გათვალისწინებულ მდგომარეობებთან, ასევე დანართ №1.3-ის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ინფექციურ მდგომარეობებთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის ხარჯების ანაზღაურება ხდება დანართ №1.7-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

45. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება დანართ №1.9-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

46. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება №1.11 დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

47. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება №1.12 დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

48. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხდება №1.15 დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

5. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.

6. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი და გეგმური სტაციონარული  მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, მოახდინოს განმახორციელებელთან წარდგენილი დანართები №1.1-ით, №1.2-ით, №1.3-ით და №1.4-ით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების კორექტირება ამავე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული კრიტერიუმების დაცვით, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული წესით. ამასთან, თუ ადგილი აქვს ღირებულების მატებას, აღნიშნული განხორციელდება მხოლოდ მიმწოდებლის მიერ წარდგენილ არგუმენტებზე განმახორციელებლის მიერ წერილობითი დასტურის შემთხვევაში.

7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტაციონარული მომსახურება (გარდა კომბუსტიოლოგიის (დანართ №1.2-ის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (დანართ  №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“, დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტები), გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის (დანართი №1.11), თრომბოლიზისის/თრომბექტომიის (ინსულტის შემთხვევაში), დანართ №1.12-ითა („სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით“) და №1.15-ით („ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“) განსაზღვრული მომსახურებისა) ფინანსდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების (DRG) მეთოდით, ამასთანავე:

ა) DRG ჯგუფის გენერირება ხდება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისას;

ბ) თანაგადახდის წილის ათვლა ხდება DRG ჯგუფისთვის განსაზღვრული ღირებულებიდან;

გ) ხანგრძლივი (მკურნალობის დაწყებიდან 60 დღე და მეტი) სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, პირველ 60 დღეში გაწეული მომსახურება ფინანსდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების (DRG) მეთოდით, ხოლო შემდეგ დანართ №1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) ინსულტის მკურნალობა ფინანსდება DRG მეთოდით, ხოლო თრომბოლიზისის და თრომბექტომიის ჩარევის ტარიფები მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ე) DRG-ის კოდები, საბაზისო ღირებულება, წონა, ფასები, გადახედვის ვადები, ასევე გადაუდებელი თერაპიული სტაციონარული მდგომარეობების ჩამონათვალი და გამონაკლისები მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7​​1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნებისა (60 დღე და მეტი) და ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ხანგრძლივი დაყოვნების/ქრონიკული მოვლის (60 დღე და მეტი)  (მათ შორის, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა) ანაზღაურება ხდება №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით.

7​2. №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომბუსტიოლოგიის მომსახურების ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფისა, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ წარდგენილი ტარიფების მედიანის მიხედვით.

73. (ამოღებულია - 26.10.2022, №507).

74. (ამოღებულია - 14.11.2023, №440).

8. №1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით, №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებითა და №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ღირებულებას განმახორციელებელი ანაზღაურებს შემდეგი წესის შესაბამისად:

ა) დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების ყოველი ერთეულისათვის მიმწოდებლების მიერ წარდგენილი ფასთა განაწილების ქვედა მეოთხედი განისაზღვრება როგორც ტარიფის არეალი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება, შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან;

ბ) ქიმიო და ჰორმონული პრეპარატებით (გარდა №1.16 დანართით გათვალისწინებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებისა) პაციენტთა უზრუნველყოფის შემთხვევაში, ტარიფის არეალს წარმოადგენს ფასთა განაწილების ქვედა ნახევარი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება, შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება მოცემული ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან.

81. ფასთა განაწილების:

ა) ქვედა მეოთხედი განისაზღვრება შემდეგი წესით: ამ დადგენილების ფარგლებში, 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ტარიფებიდან, თითოეული პროგრამული შემთხვევისათვის შეირჩევა უდიდესი და უმცირესი ტარიფი. მათ შორის არეალი იყოფა ოთხ ტოლ ნაწილად. ქვედა ეწოდება იმ მეოთხედს, რომლის უმცირესი ტარიფი ემთხვევა მოცემული პროგრამული შემთხვევის უმცირეს ტარიფს;

ბ) ქვედა ნახევარი განისაზღვრება შემდეგი წესით: ამ დადგენილების ფარგლებში, 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ტარიფებიდან, თითოეული პროგრამული შემთხვევისათვის შეირჩევა უდიდესი და უმცირესი ტარიფი. მათ შორის არეალი იყოფა ორ ტოლ ნაწილად. ქვედა ეწოდება იმ ნახევარს, რომლის უმცირესი ტარიფი ემთხვევა მოცემული პროგრამული შემთხვევის უმცირეს ტარიფს.

82. (ამოღებულია - 26.10.2022, №507).

83 . ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 81 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატარიფო არეალის გადათვლას განმახორციელებელი ახდენს 6 თვეში ერთხელ 2016 წლის  1 იანვრიდან.

9. დანართი №1.1-ით, №1.2-ით, №1.3-ით და №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებებისათვის წარმოდგენილი ღირებულებების ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მიმწოდებელს. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასები არ შეესაბამება ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას, მიღებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

10. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით, ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურდება ძირითადი ნოზოლოგიური კოდის ლიმიტის მთლიანი ღირებულებისა და თითოეული დამატებითი კოდის ლიმიტის 50%-ის ჯამი, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა.

11. არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ამასთან:

ა) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის მეორე დაწესებულებაში გადაყვანისას დამდგარი მკურნალობის ეპიზოდის ან მეორე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად, ხოლო მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება;

ბ) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.

12. პროგრამის ფარგლებში, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის გამო:

ა) პაციენტის გადაყვანის ან გაწერიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით პაციენტის რეჰოსპიტალიზაციისას, პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციაზე პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) იქნა ჩატარებული მკურნალობა;

ბ) გართულებული შემთხვევის დაფინანსებასა და პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციაზე პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) იქნა ჩატარებული მკურნალობა.

13. (ამოღებულია - 31.12.2013, №396).

14. ამ პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურებებზე გავრცელდეს იგივე ზოგადი პირობები, რაც ამ პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებებისათვის, თუ თავად ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 21.03.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 5 ივლისის დადგენილება №17 8 – ვებგვერდი, 1 6.07.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის  23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №559 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №139 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №586 - ვებგვერდი, 20.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25  აპრილის  დადგენილება №208  - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის  დადგენილება №486  - ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის დადგენილება №380 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №295 – ვებგვერდი, 09.08.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 14.11.2023წ.


მუხლი 23. დამატებითი პირობები
1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის მიმწოდებელთან.

2. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისათვის აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის იმ პირობით, რომ მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შეცვლა შეუძლია ყოველ ორ თვეში ერთხელ.

3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა განახორციელონ პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია და პროგრამის განმახორციელებელთან ინფორმაციის წარდგენა პროგრამით განსაზღვრული პერიოდის დაწყების მომდევნო თვის ბოლო რიცხვამდე და შემდეგ ყოველთვიურად ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

4. პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.

4 1. 2014 წლის 1 აპრილიდან პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა ამ დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა), რომლის ფორმასა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაცია უნდა დასრულდეს 2018 წლის 1 ივნისამდე. ამასთან, მოსარგებლის თანხმობის ფორმის ბეჭდვას, ტირაჟირებას, აღრიცხვასა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის უსასყიდლოდ გადაცემას უზრუნველყოფს განმახორციელებელი.

42. ახალშობილის პირველადი რეგისტრაცია გეგმური ამბულატორიული მომსახურების მოსარგებლედ ხორციელდება ავტომატურად, „სამეანო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებებიდან მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 29 მარტის №01-16/ნ ბრძანების მე-6 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ახალშობილის ელექტრონულად რეგისტრაციის საფუძველზე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, 7 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს ახალშობილის მშობელთან/მეურვესთან კომუნიკაცია (სატელეფონო ან/და საკარდაკარო შემოვლის გზით), ამ მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, ახალშობილის რეგისტრაცია და აყვანა მეთვალყურეობაზე (მ/შ, იმუნიზაციის მოსარგებლედ).

5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზის ფორმირება/განახლება ხორციელდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამინისტროს ვებგვერდზე, ჯანმრთელობის დაცვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში განთავსებულ „ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულში“ სამოქალაქო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით.

6. სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს პაციენტის წერილობითი თანხმობა სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

7. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს სამედიცინო ვაუჩერით მოსარგებლეს სრულყოფილი ინფორმაცია პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მოცულობაზე.

8. ამ პროგრამის მიზნებისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა მედიკამენტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, სამკურნალო-დიაგნოსტიკური, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს პაციენტის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას, მე-15 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

9. დაუშვებელია პროგრამის მოსარგებლის მკურნალობის ერთსა და იმავე ეპიზოდზე ერთისა და იმავე ნოზოლოგიური კოდის (ისეთი მომსახურების დროს, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით) ან ერთისა და იმავე DRG ჯგუფის (ისეთი მომსახურების დროს, რომელიც ფინანსდება DRG მეთოდით) სხვადასხვა კლინიკაში გამოყენება, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა, პროგრამის მე-15 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებული და „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი შემთხვევებისა.

91. (ამოღებულია - 26.10.2022, №507).

10. პროგრამის მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ გაწეული ფაქტობრივი ხარჯის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით დადგენილი ღირებულებისა, გარდა DRG მეთოდით დაფინანსებული შემთხვევებისა, რომლის დროსაც ანაზღაურება ხდება DRG-ის შესაბამისად.

11. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს მიმაგრებული კონტინგენტის აღრიცხვა (მათ შორის, ასაცრელი კონტინგენტი) და რუტინული ვაქცინაციის მიმდინარეობისა და განმახორციელებლის მიერ დადგენილი სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად მიაწოდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალური/ რაიონულ ცენტრებს. ამასთან, წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაციის მიზნით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს მიმაგრებული კონტინგენტის იმუნიზაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და წითელაზე აცრის სტატუსის აღრიცხვა.

12. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

13. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

14. 21-ე მუხლით განსაზღვრული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღების საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლისათვის არ უნდა არსებობდეს რაიმე ბარიერი და შეზღუდვა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის არჩევისას.

15. 21-ე მუხლით განსაზღვრული გეგმური მომსახურების მიღებისას, მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი, მე-2  და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის 4 თვეს, თუმცა, მოლოდინის პერიოდის ხანგრძლივობა სამედიცინო ჩვენებით უნდა განისაზღვროს.

16. (ამოღებულია - 26.10.2022, №507).

17. 21-ე მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება მოსარგებლეებს მიეწოდებათ სრული მოცულობით სამედიცინო აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით, დადგენილებაში მითითებული თანაგადახდის ფარგლებში.

18. პროგრამით გათვალისწინებული საკეისრო კვეთის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში.

181. თუ №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებისას ნოზოლოგიის და ჩარევის დასახელების სავალდებულო პირობები (კოდების მითითებით) შესრულებულია და დამატებითი ჩარევის მიუხედავად არ გაზრდილა ტარიფის ოდენობა, შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას.

182. პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის  ხარჯები.

19. თუ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების თანხის განმახორციელებლის მიერ ანაზღაურების შემდეგ გაირკვა, რომ პირი არ იყო პროგრამის მოსარგებლე და ამ დადგენილების პირველი თავის მე-2 მუხლის პირობა იქნა დარღვეული სადაზღვევო კომპანიის მიერ მოწოდებულ ბაზებში არსებული ხარვეზის გამო, მომსახურებაზე გაწეული დანახარჯი მიმწოდებლის მიერ დაბრუნდება ბიუჯეტში და გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება აღნიშნულ სადაზღვევო კომპანიას.

20. გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაში იგულისხმება გადაუდებელი (კრიტიკული) და სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენციების ტიპები („სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანების  დანართი №2–ის პირველი და მე-2 პუნქტები).

21. გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაში იგულისხმება სასწრაფო-დაყოვნებული და გეგმიური ინტერვენციების ტიპები (,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანების  დანართი №2–ის  მე-3 და მე-4 პუნქტები).

211. ამ პროგრამის მიზნებისთვის, DRG მეთოდით დაფინანსებულ შემთხვევებში, კრიტიკულ შემთხვევად განიხილება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ის შემთხვევა, როდესაც:

ა) სტაციონარში დაყოვნების განმავლობაში პაციენტი საჭიროებს II-III დონის კრიტიკული მდგომარეობების მართვას რეანიმაციულ განყოფილებაში არანაკლებ 24 საათისა;

ბ) ადგილი აქვს პაციენტის გარდაცვალებას.

22. ამ პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დამატებითი პირობები იგივეა, რაც 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებისათვის, თუ თავად ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

23. მიმწოდებელს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს, 2013 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და შემთხვევის შესახებ შეტყობინებას სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით დააფიქსირებს არაუგვიანეს 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით, პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია აუნაზღაუროს 2013 წლის 1 ივლისიდან გაწეული სამედიცინო მომსახურება, ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

24. მომსახურებაზე, რომელიც ჩატარებულია პროგრამის განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს შეტყობინება შემთხვევის შესახებ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში არა უგვიანეს 2013 წლის 1 ნოემბრისა. 2013 წლის 1 ნოემბრის შემდეგ, აღნიშნული მომსახურების შესახებ შეტყობინება უნდა გაკეთდეს პროგრამის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი წესის შესაბამისად.

25. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრულ კატეგორიას შეეცვალა სტატუსი და აღარ განეკუთვნება ამ უკანასკნელი დადგენილებით განსაზღვრულ კატეგორიას, მაშინ მას ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები უნარჩუნდება სადაზღვევო პერიოდის ბოლომდე, მაგრამ არა უგვიანეს  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული ვაუჩერის პირობების მე-13 მუხლით განსაზღვრული გარემოებების დადგომის თარიღისა და შემდეგ ხდება ამ დადგენილების დანართი №1.1-ით, დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით ან დანართი №1.4-ით განსაზღვრული პირობების ან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების მოსარგებლე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ან დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრულ პირს მიენიჭება ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული კატეგორია, მაშინ იგი კატეგორიის განსაზღვრის შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან ხდება ამ  დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე.

251. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ის ბენეფიციარები/ოჯახები, რომელთაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული ერთწლიანი სადაზღვევო პერიოდი დაეწყოთ 2014 წლის 1 იანვრამდე, 2014 წლის 1 ივლისიდან მათთვის განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე, მიუხედავად კატეგორიის/სტატუსის ცვლილებისა, ისარგებლებენ ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებით. ამ ვადის (ერთწლიანი სადაზღვევო პერიოდის) გასვლის შემდეგ, ჩართვის შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, გახდებიან ამ დადგენილების დანართი №1.1-ის, №1.3-ის ან №1.4-ის მოსარგებლეები.

252. ამ მუხლის 251 პუნქტი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიეკუთვნებოდნენ ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეებს.

26. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ხდება დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორია ან ენიჭება დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  პირის სტატუსი, მაშინ იგი ავტომატურად, ჩართვის შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, ხდება ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების ან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების  მოსარგებლე.

27. (ამოღებულია - 27.12.2022, №598).

28. (ამოღებულია - 27.12.2022, №598).

281. პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის (სტუდენტი) შემთხვევაში, სტატუსის მოხსნად ჩაითვლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა, ორსულობას, მშობიარობასა და ბავშვის მოვლასა („დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების შესაბამისად) და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეწყვეტის ან შეჩერებისა, მაგრამ არა უმეტეს 1 კალენდარული წლისა.

29. დაუშვებელია მოსარგებლის სურვილის ან უარის განცხადების შემთხვევაში ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით, დანართი №1.3-ის პირველი და მე-2 პუნქტებით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებების პირობების შეცვლა.

291. ბენეფიციარს შეუძლია კონკრეტული შემთხვევის დროს უარი თქვას აღნიშნული დადგენილების პირობებით სარგებლობაზე, რისთვისაც მან ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს განმახორციელებელს. აღნიშნული შემთხვევის ფარგლებში პირი ერთჯერადად კარგავს უფლებას, ისარგებლოს პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

30. 2014 წლის 1 აპრილამდე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დამდგარი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომლებიც დასრულდა ან გრძელდება 2014 წლის 1 აპრილის შემდგომ პერიოდში,  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უნდა ანაზღაურდეს 2014 წლის 1 აპრილიდან გაწეული ხარჯების შესაბამისად. ამასთან, ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  სამედიცინო დაწესებულებების  მხრიდან შეტყობინება გაკეთდება 2014 წლის 1 სექტემბრამდე.  

31. 2014 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დამდგარი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, რომლებიც დასრულდა ან გრძელდება 2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ პერიოდში,  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უნდა ანაზღაურდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან გაწეული ხარჯების შესაბამისად. ამასთან,  ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  სამედიცინო დაწესებულებების  მხრიდან შეტყობინება გაკეთდება 24 საათის განმავლობაში, 2014 წლის 2 სექტემბრის 00:00 საათამდე.

32. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის დასრულებამდე შეეცვალა მოსარგებლის სტატუსი (კერძოდ, შეუსრულდა 6 წელი),  მიუხედავად სტატუსის ცვლილებისა, შემთხვევა დასრულდეს  იმ პაკეტით, რომლითაც დაიწყო მომსახურება.

321. დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისთვის 2017 წლის 1 მარტამდე დამდგარი პროგრამული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და გეგმური მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2017 წლის 1 მარტის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს იმ პაკეტით, რომლითაც დაიწყო მომსახურება, ხოლო 2017 წლის 1 მარტამდე გეგმურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.

322. დანართი №1-ის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის 2017 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებით დამტკიცებული „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2017 წლის 1 მარტის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს იმავე პროგრამის ფარგლებში, რომლითაც დაიწყო მომსახურება.

323. თუ დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს  დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, 2017 წლის 1 აპრილამდე  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2017 წლის 1 აპრილის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში.

324. ამავე მუხლის 38-ე, 381, 382, 41-ე, 45-ე და 47-ე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.

32 5. დანართი №1-ის მე-2 მუხლის 3 3 პუნქტითა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისთვის დამდგარი პროგრამული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და გეგმური მომსახურება, სტატუსის ცვლილების მიუხედავად, დასრულდეს იმ პაკეტით, რომლითაც დაიწყო მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი ხდება დანართი №1.3-ის ან დანართი №1.4-ის მოსარგებლე, ხოლო გეგმურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.

326. თუ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, 2018 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევები, რომელიც დასრულდა ან გრძელდება 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში.

327. გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობასთან დაკავშირებით  „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებები დასრულდეს იმავე („რეფერალური მომსახურების“) პროგრამის ფარგლებში.

33. (ამოღებულია - 18.01.2018, №19).

34. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის 2015 წლის 1 იანვრიდან განულებულ იქნეს დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით, დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“, „გ.გ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტის „გ.ბ“, „გ.გ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და დანართი №1.4-ის  პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ლიმიტები. ამასთან, 2015 წლის 1 იანვრიდან თითოეულ მოსარგებლეს აღნიშნული ლიმიტები განესაზღვროს  1 კალენდარული წლის ფარგლებში.

35. პროგრამაში რეგისტრირებული მიმწოდებლის ისეთი რეორგანიზაციისას, როდესაც ადგილი აქვს მისი სამართალმემკვიდრის  არსებობას, ან მაღალმთიან/შესაბამის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მიერ სამედიცინო დაწესებულებების გამოსყიდვისას, სამართალმემკვიდრესა და სახელმწიფოს მიერ მაღალმთიან/შესაბამის მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებების გამოსყიდვის შედეგად სამედიცინო მომსახურების ჩამნაცვლებელ მიმწოდებელზე გადადის რეორგანიზებული მიმწოდებლის/გამყიდველის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული ყველა უფლება და ვალდებულება, მათ შორის:

ა) სამართალმემკვიდრე ან ჩამნაცვლებელი მიმწოდებელი ვალდებულია, გაიაროს მიმწოდებლად რეგისტრაცია ამ პროგრამის მე-4 მუხლის შესაბამისად და მის მიმართ ძალას ინარჩუნებს რეორგანიზებული/ჩანაცვლებული მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული  სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები, მათი ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე ხელახლა განთავსებისა და შემდგომ - დოკუმენტური ფორმით წარდგენის პირობით;

ბ) პროგრამით გათვალისწინებული სერვისების უწყვეტობის მიზნით, მოსარგებლის შეუფერხებელი მომსახურების ვალდებულება, მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მის მიმართ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებამდე;

გ) პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის რეორგანიზებულ/ჩანაცვლებულ მიმწოდებელთან რეგისტრირებული მოსარგებლეების უწყვეტი მომსახურება მათი ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.

36. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ მუხლის 35-ე პუნქტი ასევე ვრცელდება სახელმწიფოს მიერ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან მისი ინფრასტრუქტურის ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტისათვის გადაცემისას (ან/და პირიქით გათვალისწინებული შემთხვევები), ან/და შესაბამისი ფორმით პრივატიზების განხორციელებისას, თუკი გადაცემის/ პრივატიზების პირობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

361. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ, დადგენილი წესით, ადგილი აქვს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ან მისი ფილიალის/შვილობილის მობილიზაციას ვაქცინაციის მიზნებისათვის, ასეთი დაწესებულება უფლებამოსილია, სერვისის უწყვეტობის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მობილიზებული ერთეულის მიხედვით უკვე აღრიცხული მოსარგებლეების გეგმური ამბულატორიული მომსახურება გააგრძელოს სხვა ფილიალის/შვილობილი კომპანიის მეშვეობით, ამ მოსარგებლეების ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმახორციელებელს.

36​2. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის 2024 წლის 1 მარტიდან პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩანაცვლებულ მიმწოდებელთან რეგისტრირებული მოსარგებლეების უწყვეტი მომსახურება განხორციელდება მათი ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.

37. თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში ამ დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ფინანსდება ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით, ასეთი მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, უფლება აქვს, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მომსახურება გაწიოს დანართ №1.2-ის პირველი პუნქტის („გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება“) 1.5, 1.6, 1.9, 1.10 და 1.11 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა და №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მოსარგებლეებისათვის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული მცირე ქირურგიული ოპერაციებისა და მანიპულაციების შესაბამისად.

38. თუ სათანადო კომპეტენტური ორგანოს მიერ პერინატალური რეგიონალიზაციის მოვლის დონის გადამოწმებისას და/ან მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ  სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება  ვერ აკმაყოფილებს პერინატალური მოვლის ვერცერთ დონეს, ან შეეცვალა დონე და ვეღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლის კრიტერიუმებს, რაც დადასტურდება უფლებამოსილი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილებით და ამის თაობაზე  კომპეტენტური ორგანოს მიერ წერილობით ეცნობება განმახორციელებელს, განმახორციელებელი დაუყოვნებლივ უჩერებს მას მიმწოდებლის სტატუსს.

381. თუ სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი პირი ვეღარ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, განმახორციელებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-14 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი.

382. თუ სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელს, 2023 წლის 1 დეკემბერს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-4 თვეს ჩატარებული წინა 3 თვის ანალიზის საფუძველზე დაუფიქსირდა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების 70%-ზე მეტი, განმახორციელებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-5 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი.

39. სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 38-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა  მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, სათანადო უფლებამოსილი ორგანოსადმი მიმართვისა და პერინატალური მოვლის დონის მინიჭების შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.

391. სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, რომელსაც თავისი სურვილით ან ამ მუხლის 381 ან 382 პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, სტატუსის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შესაბამისი განცხადებით მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე სტატუსის შეჩერებიდან 3 თვის შემდეგ.

40. სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელს, პროგრამის ფარგლებში, უფლება აქვს, მიაწოდოს მხოლოდ პერინატალური რეგიონალიზაციის მოვლის დონის შესაბამისი სერვისი.

401. პროგრამაში მონაწილე ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საქართველოში ახალი კორონავირუსის − COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და მზადყოფნისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მითითების შესრულება. აღნიშნულის შეუსრულებლობა გამოიწვევს პროგრამაში მონაწილისათვის მიმწოდებლის სტატუსის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებას 6 თვის ვადით.

41. განმახორციელებელი ვალდებულია, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კომპეტენტური ორგანოს მიერ შემოწმებისას გამოვლენილი №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევის შესახებ დასკვნის გათვალისწინებით, ამავე ორგანოსაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

411. ამ მუხლის 401 და 41-ე პუნქტების შესაბამისად, მიმწოდებლისათვის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია, გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა.

42. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 41-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა  მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და აღნიშნულის თაობაზე კომპეტენტური ორგანოს სათანადო დასკვნის (კომპეტენტური ორგანოს მიერ  სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმების საფუძველზე გაცემული დასკვნა) არსებობის შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.

43. ამ მუხლის 39-ე, 39 1 და 42-ე პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, განმახორციელებელი ვალდებულია, დაწესებულებას განცხადებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მიმწოდებლის სტატუსი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 44. ამ დანართის მე-4 მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ  სამედიცინო დაწესებულება შემთხვევის დადგომიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა, ხოლო 2017 წლის 1 ოქტომბრამდე დამდგარი პროგრამული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში (რომელიც გრძელდება 2017 წლის 1 ოქტომბრის   შემდგომ პერიოდში) - 2017 წლის 10 ოქტომბრამდე წერილობით ერთჯერადად დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და პროგრამული გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევის შესახებ დააფიქსირებს შეტყობინებას სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით, პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს შემთხვევის დაწყებიდან  გაწეული სამედიცინო მომსახურება ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამასთან, ამ დანართის მე-4 მუხლის 1 1 პუნქტით  განსაზღვრულ  შემთხვევებში,  მოსარგებლეებზე  არ  ვრცელდება ამ   დანართის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტი და მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

45. თუ მიმწოდებელი დაწესებულება 2017 წლის 1 აპრილიდან ყოველი მომდევნო საანგარიშო 6 თვის განმავლობაში მინიმუმ 3 თვის მონაცემებით არ აკმაყოფილებს ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, განმახორციელებელი ვალდებულია, დაწესებულებას შესაბამისი კომპონენტის ფარგლებში აღნიშნული საანგარიშო 6 თვის დასრულებიდან მომდევნო 1 წლით შეუწყვიტოს მიმწოდებლის სტატუსი.

46. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 45-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით. განმახორციელებელი ვალდებულია, დაწესებულებას განცხადებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მიმწოდებლის სტატუსი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

47. 2018 წლის 1 მარტიდან, თუ მიმწოდებელი დაწესებულება, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვის მდგომარეობით (თუ ემთხვევა არასამუშაო დღე, მომდევნო პირველი სამუშაო დღის მდგომარეობით), არ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მას ელექტრონული ფორმით 1 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გაფრთხილება დანართ №1-ის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობ(ებ)ის დარღვევის თაობაზე. მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე (თუ ემთხვევა არასამუშაო დღე, მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე) უზრუნველყოს დარღვევ(ებ)ის გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას 1 სამუშაო დღის ვადაში უჩერდება მიმწოდებლის სტატუსი.

48. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 47-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით. განმახორციელებელი ვალდებულია, სტატუსის აღდგენის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მას მიმწოდებლის სტატუსი, დაწესებულების მიერ ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობ(ებ)ის შესრულების დადასტურების შემთხვევაში.

49. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი პირი ვალდებულია, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მომსახურება გააგრძელოს იმ ტარიფებით, რომლითაც პროგრამის ფარგლებში ემსახურება დანართ №1.3-ითა და დანართ №1.4-ით განსაზღვრული მომსახურების ბენეფიციარებს, აღნიშნული პირობა ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

50. (ამოღებულია - 26.10.2022, №507).

51. ნეონატალურ ასაკში დაწყებული უწყვეტი სტაციონარული შემთხვევა, ასევე თანდაყოლილი პათოლოგიით გამოწვეული გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, მიუხედავად იმისა, მოსარგებლე არის/გახდება თუ არა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული, დაფინანსდება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში; ამასთან, დაფინანსება განხორციელდება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული პრინციპების (მოსარგებლის კატეგორია (საბიუჯეტო დაზღვევის მიუხედავად), შესაბამისი მომსახურების პაკეტი, თანაგადახდის წილი, ღირებულება) შესაბამისად.

52. ამ დანართის  მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით:

ა) 2020 წლის 1 მაისამდე იზღუდება:

ა.ა) ბენეფიციარების გადინება/შედინება იმ დაწესებულებებში, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ  პირობებს (რეგისტრირებული ჰყავთ 13,000 და მეტი ბენეფიციარი). გამონაკლისი დაიშვება ინდივიდუალურად, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიზნით (საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის შეცვლა) დაწესებულებების შეცვლის შემთხვევებში;

ა.ბ) ბენეფიციარების გადინება იმ დაწესებულებებიდან, რომლებსაც რეგისტრირებული ჰყავთ 7,000 და მეტი ბენეფიციარი. გამონაკლისი დაიშვება ინდივიდუალურად, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიზნით (საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის შეცვლა) დაწესებულებების შეცვლის შემთხვევებში;

ბ) ყველა დაწესებულება, რომელსაც აქვს სურვილი, 2020 წლის 1 მაისიდან მიიღოს მონაწილეობა პროგრამის გეგმური ამბულატორიის კომპონენტში, ვალდებულია, 2020 წლის 1 თებერვლამდე განმახორციელებელთან წარადგინოს ინფორმაცია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციალური კითხვარის შესაბამისად;

გ) თუ ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი კითხვარის ანალიზის შედეგად დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კითხვარით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაწესებულებას ეძლევა ვადა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ვალდებულია, განმეორებით, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 აპრილისა, წარუდგინოს განმახორციელებელს განახლებული კითხვარი;

დ) დაწესებულებებმა გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია, მ. შ. ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა);

ე) ბენეფიციარებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან იმ დაწესებულებებში, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებენ ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, ეძლევათ გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ვ) (ამოღებულია - 13.05.2020, №301).

53. სტაციონარული მომსახურების კომპონენტების (რომელთა დაფინანსება 2022 წლის 1 ნოემბრიდან ხორციელდება DRG მეთოდოლოგიით) ფარგლებში დამდგარი შემთხევევები, რომლებიც დასრულდა ან გრძელდება 2022 წლის 1 ნოემბრის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს იმავე პირობებით, რომლითაც დაიწყო მომსახურება. 

54. სააგენტო მიმწოდებელთან კოორდინაციით უზრუნველყოფს 2022 წლის 1 ნოემბრამდე გეგმურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცლის (რომლის დაფინანსება 2022 წლის 1 ნოემბრიდან ხორციელდება DRG მეთოდოლოგიით) ჩანაცვლებას, მათი ვადის ამოწურვამდე.

55. მე-19 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.

56. სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 55-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, სტატუსის შეჩერებიდან 6 თვის შემდეგ მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.

57. ამ დადგენილების 57 მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.   

58. სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 57-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია,  აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.

59. დადგენილების 32 მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.

60. სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 59-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით.

61. ამ დანართის მე-19 მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.

62. სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 61-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, სტატუსის შეჩერებიდან 6 თვის შემდეგ მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე, შესაბამისი განცხადებით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 21.03.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 16.07.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის დადგენილება №228 – ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის დადგენილება №420 – ვებგვერდი, 01.07.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №480 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №586 - ვებგვერდი, 20.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 მაისის დადგენილება №204 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №394 - ვებგვერდი, 15.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №446 – ვებგვერდი, 06.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №149 – ვებგვერდი, 28.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივნისის დადგენილება №273 – ვებგვერდი, 12.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის დადგენილება №15- ვებგვერდი, 10.01.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის დადგენილება №175 – ვებგვერდი, 18.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის დადგენილება №289 – ვებგვერდი, 05.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მაისის დადგენილება №301 – ვებგვერდი, 14.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №555 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №389 – ვებგვერდი, 02.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 29.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის დადგენილება №72 – ვებგვერდი, 21.02.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 31.10.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №435 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №530 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 01.03.2024წ.

მუხლი 24. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება დადგენილების მე-5 მუხლის მიხედვით საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მოსახლეობის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისათვის“ გათვალისწინებული ასიგნების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.

დანართი №1.1

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.

 

სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვისlol

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 5 ივლისის დადგენილება №17 8 – ვებგვერდი, 1 6.07.2013წ. 

1. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:

ა) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე):

ა.ა) ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის:

ა.ა.ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი) და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა;

ა.ა.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები;

ა.ა.გ) დაავადებათა დიაგნოსტიკა, მართვა და რეფერალი საჭიროების შესაბამისად;

ა.ა.დ) ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;

ა.ა.ე) ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში;

ა.ა.ვ) ინკურაბელურ და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;

ა.ა.ზ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები) წარმოება, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა);

ა.ა.თ) სამედიცინო პრაქტიკის წარმოება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების და პროტოკოლების და/ან აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;

ა.ა.ი) სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში);

ა.ა.კ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;

ა.ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი − ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

ა.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე შემდეგი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია − ელექტროკარდიოგრაფია არ ითვალისწინებს თანაგადახდას, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები – ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

ა.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:

ა.დ.ა) სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი − არ ითვალისწინებს თანაგადახდას;

ა.დ.ბ) გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR) − არ ითვალისწინებს თანაგადახდას;

ა.დ.გ) ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH − ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  იანვრის  დადგენილება №51  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.

ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;

ა.ე1) COVID-19-ის შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცულ პირებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით.

ა.ვ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა), დანართ №1.2-ის შესაბამისად; ამასთან, დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის თანაგადახდა შეადგენს 50%-ს, გარდა გადაუდებელი იმუნიზაციისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად;

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25  აპრილის  დადგენილება №208  - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11  აგვისტოს  დადგენილება №394  - ვებგვერდი, 15.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.

ბ) სტაციონარული მომსახურება:

ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება − ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე − 15 000 ლარი:

ბ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია;

ბ.ა.ბ) გადაუდებელი მდგომარეობები;

ბ.ა​1) ამ პუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

ბ.ა​2) ამ პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის (ლიმიტის ფარგლებში) თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №139 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №586 - ვებგვერდი, 20.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25  აპრილის  დადგენილება №208  - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის  დადგენილება №486  - ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.

ბ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები − წლიური ლიმიტი 15 000 ლარი, ითვალისწინებს პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის (ლიმიტის ფარგლებში) თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან. თანაგადახდას არ ითვალისწინებს კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისათვის;

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.

ბ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები – მათ შორის, №1.16 დანართით გათვალისწინებული) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა დანართ №1.15-ით გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა) – წლიური ლიმიტი 25 000 ლარი − ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე;

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №559 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25  აპრილის  დადგენილება №208  - ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №520 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.

ბ.დ) (ამოღებულია - 25.04.2017, №208).

2. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამით არ ანაზღაურდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები:

ა) შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებები;

ბ) თერაპიული პროფილის ჰოსპიტალური მომსახურება, გარდა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობებისა;

გ) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

დ) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

ვ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;

ზ) სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;

თ) ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები;

ი) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, გარდა გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურების შემთხვევებისა;

კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირებისა და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარნენ კონსერვატულ მკურნალობას);

ლ) პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT);

მ) თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია (გარდა დიაბეტური თვალისა), რქოვანის გადანერგვა;

ნ) ექსტრაკორპორალური (დისტანციური) ლითოტრიფსია;

ო) (ამოღებულია - 13.06.2022, №313);

პ) ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე (ოპერაციები ჭარბი წონის დროს). აღნიშნულ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.

დანართი №1.2

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის  23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №139 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №586 - ვებგვერდი, 20.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1  ივლისის დადგენილება №309 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის  დადგენილება №577  – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 14.11.2023წ.
 

გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები

 

1. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება

 

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება

 

დასახელება

დაზუსტება

ჩარევის დასახელება

(ჩვენების შესაბამისად)

1.

ტრავმა/ჭრილობა/უცხო სხეული/დამწვრობა, მოყინვა/ცხვირიდან სისხლდენა *

1.1

 I დონის

ტრავმატოლოგი-ური დახმარება

მოტეხილობა ცდომის გარეშე/ამოვარდნილობა/

კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები

მოტეხილობის რენტგენოლოგი-ური კვლევა, იმობილიზაცია/ ჩაყენება

1.2

II დონის ტრავმატოლოგი-ური დახმარება

მოტეხილობა ცდომით/ ამოვარდნილობა/კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები

მოტეხილობის რენტგენოლოგი-ური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია/ იმობილიზაცია/ ბლოკადები

1.3

III დონის ტრავმატოლოგი-ური დახმარება

მოტეხილობა ცდომით/ ამოვარდნილობა/კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები/თითის/თითების ტრავმული ამპუტაცია

მოტეხილობის რენტგენოლოგი-ური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია/ მ.შ., ჩხირებით/ ტაკვის დამუშავება/ფორ-მირება

1.4

IV დონის ტრავმატოლოგი-ური დახმარება

სახის ძვლების მოტეხილობები

მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია

1.5

I დონის ქირურგიული დახმარება

ზედაპირული ტრავმა და მცირე ზომის ღია ჭრილობები

ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, შეხვევა, მედიკამენტები

1.6

II დონის ქირურგიული დახმარება

საშუალო ზომის ან ორი ან მეტი მცირე ზომის ჭრილობა

ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები

1.7

III დონის ქირურგიული დახმარება

დიდი ზომის ჭრილობები ან კომბინირებული ჭრილობები და/ან მყესთა დაზიანება

ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები

1.8

IV დონის ქირურგიული დახმარება

სახის არის ღია ჭრილობები (ძვლების დაზიანების გარეშე)

 

1.9

უცხო სხეული

ზედა სასუნთქ გზებში, ყურში სასმენ ხვრელში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში

 

1.10

თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქ-ტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა)

რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას

დაზიანებული უბნის ქირურგიული დამუშავება/ ნეკროტომია, შეხვევა

1.11

ცხვირიდან სისხლდენა

 

ტამპონადა (გარდა, უკანა ტამპონადისა)

2.

გადაუდებელი თერაპია − სტაბილიზაცია

2.1

გულის რითმის დარღვევები

მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი

 

2.2

გულის რითმის დარღვევები

წინაგულ-პარკუჭოვანი (ატრიო-ვენტრიკულური) და ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა

 

2.3

გულის რითმის დარღვევები

პაროქსიზმული ტაქიკარდია

 

2.4

გულის რითმის დარღვევები

წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა

 

2.5

გულის რითმის დარღვევები

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი

 

2.6

ჰიპერტონული კრიზი

 

ეკგ, არტერიული წნევის სტაბილიზაცია

2.7

მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი (კრუპი)

 

 

2.8

ბრონქიტი

ბრონქოსპაზმი

ბრონქოსპაზმის კუპირება

2.9

მწვავე ეპიგლოტიტი

 

 

2.10

ალერგია ანაფილაქსიური მდგომარეობისა და ხორხის შეშუპების განვითარების ტენდენციით

 

 

2.11

თირკმლის, აბდომინური და ნაღვლკენჭოვანი კოლიკა

 

სისხლის ს/ა, შარდის ს/ა, ერთი სისტემის ექოსკოპია, ი/ვ ინფუზია, ტკივილის კუპირება

2.12

ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი

 

ტკივილის კუპირება, ბლოკადა

2.13

შარდის შეკავება

 

კათეტერიზაცია (შარდის გამოშვება), ი/ვ ინფუზია და შარდის ს/ა

2.14

ინტოქსიკაციები

 

დეზინტოქსიკაცია / ინფუზიური თერაპია, ლაბორატორიული კვლევები

 

 *იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით (მათ შორის, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით) მომსახურება

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  იანვრის  დადგენილება №51  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.

2. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:

ა) კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია:

№

დასახელება

განმარტება

1

I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა

ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას**.

ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია

2

კრიტიკული მდგომარეობები −

II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა

 

ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:

1. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა (გარდა თირკმლის მწვავე უკმარისობისა, რომელიც საჭიროებს მხოლოდ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას) და საჭიროებენ ფარმაკოლოგიურ და ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მართვითი სუნთქვა)

2. 2 ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ 2 ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და/ან

3. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და პარენტერალურ კვებას და/ან

4. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა და ნოზოკომიური ინფექცია, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**)

3

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია

თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, უშუალოდ დიალიზის ერთი სეანსის ღირებულება

4

სისხლი და სისხლის კომპონენტები

სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმის ერთი ტრანსფუზიის სრული ღირებულება

** უშუალოდ დიალიზის სეანსის ღირებულება არ არის გათვალისწინებული (იხ.: №3 პუნქტი) – ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების შემთხვევაში, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით.

 

სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნების/ქრონიკული მოვლის ტარიფები (ლარი)

 

დაყოვნება >60 ს/დ

I დონე

90

II-III დონე

140

ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა

 

I დონე

80

II-III დონე

150

 

 

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (1 სეანსი)

120

სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა (ერთი ტრანსფუზია)

80.

 

ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლის/მკურნალობის ტარიფები (ლარი)

დონე

დაყოვნება  ≤ 14 ს/დ

დაყოვნება > 14ს/დ  ≤ 21ს/დ

დაყოვნება > 21ს/დ  ≤ 45ს/დ

დაყოვნება >45ს/დ

I

200

150

140

80

II-III

420

350

250

150

 

 

 

 

 

 

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (1 სეანსი)

120

 

სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა (ერთი ტრანსფუზია)

80

        ბ) კომბუსტიოლოგია:

 

დასახელება

დაზუსტება

ჩარევის დასახელება

 

ტარიფი (ლარი)

 

თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა) – დაზიანების ხარისხის, ფართობის, ლოკალიზაციისა და პაციენტის ასაკის მიხედვით

კრიტიკული მდგომარეობა/ გადაუდებელი ქირურგია

კრიტიკული მდგომარეობის მართვა/შეხვევა, ნეკროზული ქსოვილის ამოკვეთა, აუტოდერმოპლასტიკა, ნეკრექტომია, ნეკროტომია, ამპუტაცია

 

 

1

თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (კრიტიკული) ინტენსიური თერაპიის საწოლ-დღე

750

2

თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (საწოლ-დღე) ქირურგია/კონსერვატიული

მკურნალობა

320

3

ნეკრექტომია უნარკოზოდ

100

4

ნეკრექტომია ნარკოზით

500

5

აუტოტრანსპლანტაცია: კანის ტრანსპლანტაცია (1-5%-მდე ფართზე)

450

6

აუტოტრანსპლანტაცია: კანის ტრანსპლანტაცია 1-5%-მდე. ნარკოზით

650

7

აუტოტრანსპლანტაცია: კანის ტრანსპლანტაცია 6-9-%-მდე. ნარკოზით

1000

8

აუტოტრანსპლანტაცია: 10-20%-მდე ფართზე; ნარკოზით

1200

9

ოპერაციები სახეზე, მტევანზე, ნარკოზით

1200

10

აუტოჰომოდერმოტრანსპლანტაცია. ამპუტაცია, ეგზარტიკულაცია, ტრეპანაცია ნარკოზით

1800

11

ნაადრევი ნეკრექტომია თანამედროვე მეთოდებით წარმოებული 1 ხელის მტევანზე ან ტერფზე, 1-5%-მდე ფართზე

2000

12

ნაადრევი ნეკრექტომია თანამედროვე მეთოდებით წარმოებული 2 ხელის მტევანზე ან ტერფზე, 5-10%-მდე ფართზე

4000

13

ნაადრევი ნეკრექტომია თანამედროვე მეთოდებით წარმოებული 0-1%-მდე ფართზე

1000

14

კანის გადანერგვა ასოზე

1200

15

მთლიანი კანის გადანერგვა სახსრის არეში

1400

16

ღრმა დეფექტის აღდგენა სისხლძარღვოვან მკვებავ ფეხზე ქსოვილების გადანაცვლებით

2500

17

ნეკროზული უბნების მოცილება მთელი სისქის კანის გადანერგვით 0-1%-მდე ფართზე

1800

18

პირველადი ქირურგიული ღრმა ნეკრექტომია ზოგადი ანესთეზიით

1600

 
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №139 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის  დადგენილება №486  - ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის  დადგენილება №577  – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.



დანართი №1.3

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ.

სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 5 ივლისის დადგენილება №17 8 – ვებგვერდი, 1 6.07.2013წ. 


1. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:

ა) სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო ტრანსპორტირება:

ა.ა) სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეული მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში (აღნიშნული მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);

ა.ბ) კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ გაწეული კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება (სპეციალური აპარატურით აღჭურვილი რეანიმობილით) (აღნიშნული მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);

ბ) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის, ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), (სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში):

ბ.ა) ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმისა და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში); COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;

ბ.ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი;

ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია;

ბ.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR), ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH, ორსულობის ტესტი;

ბ.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა (კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევები);

ბ.ე1) COVID-19-ის შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცულ პირებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით;

ბ.ვ) ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობების, დასკვნებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების რეცეპტების გაცემა), გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმა №IV-100/ა-სა, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობებისა;

ბ.ზ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა);

გ) სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება:

გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:   

გ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია;

გ.ა.ბ) გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებსა და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია;

გ.ა 1) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ანაზღაურდება სრულად;

გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე, გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები: წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი;

გ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები – მათ შორის, №1.16 დანართით გათვალისწინებული) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა დანართ №1.15-ით გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა): წლიური ლიმიტი – 25 000 ლარი − ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე;

გ.დ) (ამოღებულია - 26.10.2022, №507);

დ) (ამოღებულია - 06.02.2020, №79).

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277  – ვებგვერდი, 10.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №559 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №139 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №586 - ვებგვერდი, 20.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27  იანვრის  დადგენილება №51  - ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის  დადგენილება №486  - ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №520 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №36, 21.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017200 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1852448-101/