„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-25/ნ |
|
2013 წლის 19 ივნისი ქ. თბილისი |
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 891 მუხლის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს:
ა) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნები (დანართი 1); ბ) სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაცია (დანართი 2). |
2.
აღნიშნული ბრძანების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში დარეგისტრირებულ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებზე. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან. |
|
პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულება უნდა ახორციელებდეს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო, სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვას ამბულატორიულ დონეზე, გერიატრიულ და პალიატიურ მზრუნველობას. 2. პირველადი ჯანმრთელობის მომსახურების მიწოდებას აწარმოებს გუნდ(ებ)ი, რომელიც შედგება ექიმი სპეციალისტისგან და ექთნისგან. ამასთან, ექიმი სპეციალისტი უნდა ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, ან უბანზე მომუშავე ექიმი სპეციალისტი, სერტიფიცირებული სპეციალობაში - „შინაგანი მედიცინა“/„პედიატრია“ (სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში).
მუხლი 2. მოთხოვნები პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ინფრასტრუქტურისადმი 1. სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს: ა) მოსაცდელი და რეგისტრატურის ფართი -არანაკლებ 12 მ2; ბ) ექიმის საკონსულტაციო ოთახი (ერთ გუნდზე) -არანაკლებ 12 მ2 ; გ) იმ შემთხვევაში, თუ იმუნიზაცია ხორციელდება ადგილზე (ოფისში) სამანიპულაციო/საპროცედურო ფართი -არანაკლებ 12 მ2; 2. დაწესებულება უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყალმომარაგებითა და სანიტარული კვანძით. 3. პაციენტის საკონსულტაციო და სამანიპულაციო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია. 4. გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მ.შ პანდუსი).
მუხლი 3. მოთხოვნები პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ შესაბამისი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად 1. სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო მოხმარების საგნებიდან უნდა გააჩნდეს: ა) სამედიცინო მოწყობილობა: სფიგმომანომეტრის, სტეტოსკოპი და თერმომეტრი, წონისა და სიმაღლის საზომი ხელსაწყოები, პაციენტის გასასინჯი ტახტი; ბ) აღჭურვილობა ცივი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის თანახმად. 2. სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ანტიშოკური თერაპიის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. 3. პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულება, სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს: ა) ბასრი საგნებისა და გამოყენებული შპრიცების მოსაგროვებლად უსაფრთხო ყუთებისა და სათანადო კონტეინერების გამოყენებას; ბ) დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმით გამოყენებას და აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად; გ) სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის თვალსაჩინო/ხელმისაწვდომ ადგილას განთავსებას. |
სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაცია
1. გადაუდებელი (კრიტიკული) ინტერვენცია - სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის გადასარჩენად მიმართული ინტერვენცია ერთდროული რეანიმაციით. ჩვეულებრივ, ჩარევა იწყება გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში. აღნიშნული ინტერვენცია იყოფა 2 ჯგუფად: ა) სიცოცხლის შემანარჩუნებელი; ბ) ორგანოს ან კიდურის შემანარჩუნებელი. 2. სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენცია - მწვავედ დაწყებული ან/და კლინიკურად გაუარესებული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს განსახორციელებელი ინტერვენცია. ეს მდგომარეობები დაკავშირებულია სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის დაკარგვის საფრთხესთან, ხოლო ინტერვენციები მოიცავს მოტეხილობების ფიქსაციას, ტკივილის მართვას და სხვა მძიმე სიმპტომების კუპირებას. ჩვეულებრივ, ინტერვენციის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული არა უგვიანეს 24 საათისა, მას შემდგომ, რაც პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობა დასრულებულია. 3. სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია – ადრეული ინტერვენცია პაციენტის სტაბილური მდგომარეობის პირობებში. პაციენტის სიცოცხლეს, რომელიმე ორგანოს ან კიდურს, გადაუდებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ინტერვენცია დასაგეგმია რამდენიმე დღეში (2-5 დღე). 4. გეგმიური ინტერვენცია - იგეგმება პაციენტისთვის, ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისათვის მოსახერხებელ დროის მონაკვეთში. |
+
ბრძანება №01-25/ნ
,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 891 მუხლის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს:საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.
2.
აღნიშნული ბრძანების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში დარეგისტრირებულ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებზე.3. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი 1 |
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 891 მუხლის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 07.12.2023წ.
1. დამტკიცდეს:
ა) ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნები (დანართი 1);
ბ) სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაცია (დანართი 2).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.
2. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში დარეგისტრირებულ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებზე.
ა) მოსაცდელი და რეგისტრატურის ფართი -არანაკლებ 12 მ2;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.
ბ) ექიმის საკონსულტაციო ოთახი (ერთ გუნდზე) -არანაკლებ 12 მ2 ;
3. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.
გ) იმ შემთხვევაში, თუ იმუნიზაცია ხორციელდება ადგილზე (ოფისში) სამანიპულაციო/საპროცედურო ფართი -არანაკლებ 12 მ2;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
+
დანართი 1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.
ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებზე (გარდა სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებისა) და ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტებისა.
2. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდებას აწარმოებს გუნდ(ებ)ი, რომელიც შედგება ექიმი სპეციალისტისგან და ექთნისგან. ამასთან, ექიმი სპეციალისტი უნდა ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“/„შინაგანი მედიცინა“/„პედიატრია“ („შინაგანი მედიცინისა“ და „პედიატრიის“ სპეციალისტები აწარმოებენ მომსახურებას სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში).
მუხლი 2. მოთხოვნები ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების ინფრასტრუქტურისადმი
1. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს:
ა) მოსაცდელი;
ბ) ექიმის საკონსულტაციო ოთახი - არანაკლებ 12მ2.
2. ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ი უნდა აღჭურვილ იქნეს საოფისე ავეჯით (საოფისე მაგიდა, სკამი), პაციენტის გასასინჯი ტახტითა და სამედიცინო (მედიკამენტების/ინსტრუმენტების) კარადით.
3. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, სანიტარული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები).
4. ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია.
5. ამბულატრიული სერვისის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მ.შ. პანდუსი).
მუხლი 3. მოთხოვნები ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მიერ შესაბამისი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად
1. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ანტიშოკური თერაპიის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
2. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა აწარმოებდეს სამედიცინო და სტატისტიკურ დოკუმენტაციას.
3. ამბულატრიული სერვისის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის თვალსაჩინო/ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.
4. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს პოლიფარმაციის შემთხვევებზე რეაგირების შიდა სისტემა, რომელიც მოიცავს პაციენტის დანიშნულებების მონიტორინგს, პოლიფარმაციის შემთხვევების იდენტიფიცირებას, შესწავლას, აღრიცხვას და მართვას (მ.შ. რეაგირებას).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
მუხლი 4. დამატებითი მოთხოვნები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებლებისადმი
1. მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს:
ა) მოსაცდელი - ფართით არანაკლებ 12მ2;
ბ) სერვისის ფარგლებში ადგილზე (ოფისში) იმუნიზაციის განხორციელებისას - სამანიპულაციო/საპროცედურო ფართით არანაკლებ 12მ2 ;
ბ1) 3 გუნდზე სულ მცირე 1 საპროცედურო ოთახი;
გ) სამედიცინო მოწყობილობა ინდივიდუალურად, თითოეულ ექიმზე – სფიგმომანომეტრი, სტეტოსკოპი და თერმომეტრი, ხოლო თითოეულ საპროცედუროზე – წონისა და სიმაღლის საზომი ხელსაწყოები;
დ) აღჭურვილობა ცივი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად (იმუნიზაციის განხორციელების შემთხვევაში), კანონმდებლობის თანახმად.
2. სამანიპულაციო/საპროცედურო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია.
3. მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ასევე, უნდა უზრუნველყოფდეს:
ბ) დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმით გამოყენებას და აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად .
4. დაწესებულებას უნდა გააჩნდეს რეგისტრირებული პაციენტების, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ელექტრონული რეესტრი, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით.
5. დაწესებულებას უნდა გააჩნდეს პაციენტების წინასწარი ჩაწერის და რიგების მართვის სისტემა ელექტრონულად (ონლაინ) ან ტელეფონით (დასტურდება დაწესებულების დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით და ადგილზე ციფრული/საკომუნიკაციო მოწყობილობის შემოწმებით).
6. დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ანგარიშგებას ელექტრონულ სისტემებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით.
7. სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს გამართული ელექტრონული საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სერვისების უტილიზაციის მონაცემების ანგარიშგებას სამინისტროს მიერ განსაზღვრული ინდიკატორების შესაბამისად.
8. პირველადი ჯანდაცვის გუნდის სამედიცინო პერსონალი უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ექიმებისთვის (სპეციალობებში: „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“) – უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში საოჯახო მედიცინის კომპეტენციებით გათვალისწინებული მიმართულებებით და 2025 წლის 1 იანვრისთვის (და შემდეგ ყოველწლიურად) მოიპოვოს 30 უსგ ქულა. ამასთან, შესაბამისი ქულები მოპოვებული უნდა იყოს განსხვავებულ პროგრამებში მონაწილეობისთვის.
შენიშვნა: 2024 წელს მოპოვებული ქულების შეფასება განხორციელდება 2025 წლის 1 აპრილიდან. 2025 წლის 1 აპრილამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში;
ბ) ექთნებისთვის – უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) პირველადი ჯანდაცვის გუნდის ექიმებსა (სპეციალობებში: „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“) და ექთნებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გულ-ფილტვის რეანიმაციის კურსი 3 წელიწადში ერთხელ (შეფასდეს 2027 წლის 1 იანვრიდან).
9. უნდა აწარმოებდეს კლინიკურ პრაქტიკას სამინისტროს მიერ დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები), პროტოკოლების და/ან გზამკვლევების შესაბამისად, რაც დასტურდება სულ მცირე 3 პრიორიტეტული მიმართულებით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები), პროტოკოლების და/ან გზამკვლევების აუდიტის კრიტერიუმების შესაბამისად ჩატარებული აუდიტის ანგარიშებით. დაწესებულება ვალდებულია წინასწარ შეთანხმებულ მიმართულებებზე აუდიტის ანგარიშები წარმოუდგინოს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ელექტრონულ მისამართზე.
10. დაწესებულება რეგულარულად უნდა ატარებდეს პაციენტის კმაყოფილების კვლევას (დასტურდება კვლევის კვარტალური ანგარიშებით).
11. დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს სპეციალისტებთან (ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი) ხელმისაწვდომობას მათ შორის, იმავე მისამართზე, კვირის ან დღის შერჩეულ მონაკვეთში საჭიროების შესაბამისად, მაგრამ თითოეულისთვის, არანაკლებ, 0.3 საშტატო განაკვეთზე.
12. დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ლაბორატორიულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობას (იმავე მისამართზე ან/და სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე).
13. დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ბაზისურ ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ადგილზე, ხოლო, რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის და ასევე მაღალტექნოლოგიური კვლევებისთვის (კომპიუტერული ტომოგრაფია, შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული ე.წ. „ასაკობრივი პაკეტით“ მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის) – რეფერალის ორგანიზებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით.
14. დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ტელეკონსულტაციას, შესაბამის შემთხვევებში, იმ სოფლის ამბულატორიებისთვის, სადაც დანერგილია ტელემედიცინის სერვისი.
15. დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამისი პროგრამა, კერძოდ:
ა) უნდა უზრუნველყოფდეს ინფორმაციის შეგროვებას შემდეგი ინდიკატორების შესაბამისად (მონაცემების შეკრება და ანალიზი ტარდება გენდერულ და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ჭრილში):
ინდიკატორი
განმარტება
დიაგნოსტიკური კატეგორიების მიხედვით გატარებული პაციენტების რაოდენობა
გატარებული პაციენტების რაოდენობა ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების სახეების მიხედვით (თვე/წელი).
ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოსახვითი გამოკვლევების უტილიზაცია პაციენტზე
ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოსახვითი გამოკვლევების რაოდენობა/პაციენტების საერთო რაოდენობაზე)*100 (რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ულტრაბგერა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (თვე და წელი).
ამბულატორიული ვიზიტები დიაგნოზების მიხედვით
კერძოდ დიაბეტის და/ან ბრონქული ასთმის და/ან გულის იშემიური დაავადების და/ან ჰიპერტენზიის და/ან ეპილეფსიის, და/ან პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების თითოეული ეპიზოდი (კონსულტაციის ან ლაბორატორიული კვლევის მიზნით).
ამბულატორიული ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა
ყველა პაციენტის მიერ ამბულატორიაში გატარებული დრო შეფარდებული ამბულატორიული ვიზიტების საერთო რაოდენობასთან.
ეს მოიცავს მაგალითად, მოლოდინის დროს, დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს, სამკურნალო პროცედურის და წამლის მიღებისთვის საჭირო დროს, ნებისმიერ სხვა დროს, რასაც პაციენტი ამბულატორიაში ატარებს.
მოლოდინის დრო კონკრეტული პროცედურებისთვის (მ.შ. სპეციალისტთან ვიზიტი ან გამოკვლევა)
დრო, პაციენტის მიერ ვიზიტზე რეგისტრაციიდან სერვისის გაწევამდე.
პაციენტების რა პროცენტში მოხდა იმავე დღეს ვიზიტის ჩანიშვნა გადაუდებელი საჭიროების გამო
იმავე დღეს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ვიზიტების რაოდენობა შეფარდებული გადაუდებელი ვიზიტის საერთო რაოდენობასთან გამოხატული პროცენტში
პაციენტების პროცენტი, რომელიც აღნიშნავს სერვისით კმაყოფილებას
დაწესებულება რეგულარულად უნდა ატარებდეს პაციენტის კმაყოფილების კვლევას.
ხელმისაწვდომია კვარტალური და წლიური ანგარიშები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 07.12.2023წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 31.12.2024წ.
+
1. გადაუდებელი (კრიტიკული) ინტერვენცია - სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის გადასარჩენად მიმართული ინტერვენცია ერთდროული რეანიმაციით. ჩვეულებრივ, ჩარევა იწყება გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში. აღნიშნული ინტერვენცია იყოფა 2 ჯგუფად:
3. სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია – ადრეული ინტერვენცია პაციენტის სტაბილური მდგომარეობის პირობებში. პაციენტის სიცოცხლეს, რომელიმე ორგანოს ან კიდურს, გადაუდებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ინტერვენცია დასაგეგმია რამდენიმე დღეში (2-5 დღე).
4. გეგმიური ინტერვენცია - იგეგმება პაციენტისთვის, ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისათვის მოსახერხებელ დროის მონაკვეთში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2025.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“?
- „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 19.06.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-25/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016210.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“, №01-25/ნ, 19.06.2013, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016210 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1946785/