„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
| ,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 891 მუხლის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს:
ა) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნები (დანართი 1); ბ) სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაცია (დანართი 2). |
2.
აღნიშნული ბრძანების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში დარეგისტრირებულ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებზე. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან. |
|
დანართი 1
|
|
|
პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულება უნდა ახორციელებდეს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო, სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვას ამბულატორიულ დონეზე, გერიატრიულ და პალიატიურ მზრუნველობას. 2. პირველადი ჯანმრთელობის მომსახურების მიწოდებას აწარმოებს გუნდ(ებ)ი, რომელიც შედგება ექიმი სპეციალისტისგან და ექთნისგან. ამასთან, ექიმი სპეციალისტი უნდა ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, ან უბანზე მომუშავე ექიმი სპეციალისტი, სერტიფიცირებული სპეციალობაში - „შინაგანი მედიცინა“/„პედიატრია“ (სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში).
მუხლი 2. მოთხოვნები პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ინფრასტრუქტურისადმი 1. სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს: ა) მოსაცდელი და რეგისტრატურის ფართი -არანაკლებ 12 მ2; ბ) ექიმის საკონსულტაციო ოთახი (ერთ გუნდზე) -არანაკლებ 12 მ2 ; გ) იმ შემთხვევაში, თუ იმუნიზაცია ხორციელდება ადგილზე (ოფისში) სამანიპულაციო/საპროცედურო ფართი -არანაკლებ 12 მ2; 2. დაწესებულება უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყალმომარაგებითა და სანიტარული კვანძით. 3. პაციენტის საკონსულტაციო და სამანიპულაციო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია. 4. გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მ.შ პანდუსი).
მუხლი 3. მოთხოვნები პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ შესაბამისი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად 1. სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო მოხმარების საგნებიდან უნდა გააჩნდეს: ა) სამედიცინო მოწყობილობა: სფიგმომანომეტრის, სტეტოსკოპი და თერმომეტრი, წონისა და სიმაღლის საზომი ხელსაწყოები, პაციენტის გასასინჯი ტახტი; ბ) აღჭურვილობა ცივი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის თანახმად. 2. სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ანტიშოკური თერაპიის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. 3. პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულება, სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს: ა) ბასრი საგნებისა და გამოყენებული შპრიცების მოსაგროვებლად უსაფრთხო ყუთებისა და სათანადო კონტეინერების გამოყენებას; ბ) დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმით გამოყენებას და აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად; გ) სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის თვალსაჩინო/ხელმისაწვდომ ადგილას განთავსებას. |
დანართი 2 |
|
|
სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაცია
1. გადაუდებელი (კრიტიკული) ინტერვენცია - სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის გადასარჩენად მიმართული ინტერვენცია ერთდროული რეანიმაციით. ჩვეულებრივ, ჩარევა იწყება გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში. აღნიშნული ინტერვენცია იყოფა 2 ჯგუფად: ა) სიცოცხლის შემანარჩუნებელი; ბ) ორგანოს ან კიდურის შემანარჩუნებელი. 2. სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენცია - მწვავედ დაწყებული ან/და კლინიკურად გაუარესებული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს განსახორციელებელი ინტერვენცია. ეს მდგომარეობები დაკავშირებულია სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის დაკარგვის საფრთხესთან, ხოლო ინტერვენციები მოიცავს მოტეხილობების ფიქსაციას, ტკივილის მართვას და სხვა მძიმე სიმპტომების კუპირებას. ჩვეულებრივ, ინტერვენციის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული არა უგვიანეს 24 საათისა, მას შემდგომ, რაც პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობა დასრულებულია. 3. სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია – ადრეული ინტერვენცია პაციენტის სტაბილური მდგომარეობის პირობებში. პაციენტის სიცოცხლეს, რომელიმე ორგანოს ან კიდურს, გადაუდებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ინტერვენცია დასაგეგმია რამდენიმე დღეში (2-5 დღე). 4. გეგმიური ინტერვენცია - იგეგმება პაციენტისთვის, ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისათვის მოსახერხებელ დროის მონაკვეთში. |
+
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-25/ნ
2013 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
,,სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 891 მუხლის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 891 მუხლის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნები (დანართი 1);
ბ) სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაცია (დანართი 2).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.
2. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში დარეგისტრირებულ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებზე.
2. აღნიშნული ბრძანების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში დარეგისტრირებულ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
+
დანართი 1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.
ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნები
ა) მოსაცდელი და რეგისტრატურის ფართი -არანაკლებ 12 მ2;
ბ) ექიმის საკონსულტაციო ოთახი (ერთ გუნდზე) -არანაკლებ 12 მ2 ;
გ) იმ შემთხვევაში, თუ იმუნიზაცია ხორციელდება ადგილზე (ოფისში) სამანიპულაციო/საპროცედურო ფართი -არანაკლებ 12 მ2;
2. დაწესებულება უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყალმომარაგებითა და სანიტარული კვანძით. 3. პაციენტის საკონსულტაციო და სამანიპულაციო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია. 4. გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მ.შ პანდუსი). მუხლი 3. მოთხოვნები პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ შესაბამისი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად 1. სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო მოხმარების საგნებიდან უნდა გააჩნდეს: ა) სამედიცინო მოწყობილობა: სფიგმომანომეტრის, სტეტოსკოპი და თერმომეტრი, წონისა და სიმაღლის საზომი ხელსაწყოები, პაციენტის გასასინჯი ტახტი; ბ) აღჭურვილობა ცივი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის თანახმად. 2. სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ანტიშოკური თერაპიის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. 3. პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულება, სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს:მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებზე (გარდა სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებისა) და ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტებისა.
2. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდებას აწარმოებს გუნდ(ებ)ი, რომელიც შედგება ექიმი სპეციალისტისგან და ექთნისგან. ამასთან, ექიმი სპეციალისტი უნდა ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“/„შინაგანი მედიცინა“/„პედიატრია“ („შინაგანი მედიცინისა“ და „პედიატრიის“ სპეციალისტები აწარმოებენ მომსახურებას სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში).
მუხლი 2. მოთხოვნები ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების ინფრასტრუქტურისადმი
1. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს:
ა) მოსაცდელი;
ბ) ექიმის საკონსულტაციო ოთახი - არანაკლებ 12მ2.
2. ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ი უნდა აღჭურვილ იქნეს საოფისე ავეჯით (საოფისე მაგიდა, სკამი), პაციენტის გასასინჯი ტახტითა და სამედიცინო (მედიკამენტების/ინსტრუმენტების) კარადით.
3. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, სანიტარული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები).
4. ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია.
5. ამბულატრიული სერვისის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მ.შ. პანდუსი).
მუხლი 3. მოთხოვნები ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მიერ შესაბამისი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად
1. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ანტიშოკური თერაპიის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
2. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა აწარმოებდეს სამედიცინო და სტატისტიკურ დოკუმენტაციას.
3. ამბულატრიული სერვისის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის თვალსაჩინო/ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.
4. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს პოლიფარმაციის შემთხვევებზე რეაგირების შიდა სისტემა, რომელიც მოიცავს პაციენტის დანიშნულებების მონიტორინგს, პოლიფარმაციის შემთხვევების იდენტიფიცირებას, შესწავლას, აღრიცხვას და მართვას (მ.შ. რეაგირებას).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
მუხლი 4. დამატებითი მოთხოვნები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებლებისადმი
1. მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს:
ა) მოსაცდელი - ფართით არანაკლებ 12მ2;
ბ) სერვისის ფარგლებში ადგილზე (ოფისში) იმუნიზაციის განხორციელებისას - სამანიპულაციო/საპროცედურო ფართით არანაკლებ 12მ2;
გ) სამედიცინო მოწყობილობა: სფიგმომანომეტრის, სტეტოსკოპი და თერმომეტრი, წონისა და სიმაღლის საზომი ხელსაწყოები;
დ) აღჭურვილობა ცივი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად (იმუნიზაციის განხორციელების შემთხვევაში), კანონმდებლობის თანახმად.
2. სამანიპულაციო/საპროცედურო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია.
3. მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ასევე, უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) ბასრი საგნებისა და გამოყენებული შპრიცების მოსაგროვებლად უსაფრთხო ყუთებისა და სათანადო კონტეინერების გამოყენებას;
ბ) დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმით გამოყენებას და აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად.
+
დანართი 2
სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაცია
1. გადაუდებელი (კრიტიკული) ინტერვენცია - სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის გადასარჩენად მიმართული ინტერვენცია ერთდროული რეანიმაციით. ჩვეულებრივ, ჩარევა იწყება გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში. აღნიშნული ინტერვენცია იყოფა 2 ჯგუფად:
ა) სიცოცხლის შემანარჩუნებელი;
ბ) ორგანოს ან კიდურის შემანარჩუნებელი.
2. სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენცია - მწვავედ დაწყებული ან/და კლინიკურად გაუარესებული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს განსახორციელებელი ინტერვენცია. ეს მდგომარეობები დაკავშირებულია სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის დაკარგვის საფრთხესთან, ხოლო ინტერვენციები მოიცავს მოტეხილობების ფიქსაციას, ტკივილის მართვას და სხვა მძიმე სიმპტომების კუპირებას. ჩვეულებრივ, ინტერვენციის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული არა უგვიანეს 24 საათისა, მას შემდგომ, რაც პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობა დასრულებულია.
3. სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია – ადრეული ინტერვენცია პაციენტის სტაბილური მდგომარეობის პირობებში. პაციენტის სიცოცხლეს, რომელიმე ორგანოს ან კიდურს, გადაუდებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ინტერვენცია დასაგეგმია რამდენიმე დღეში (2-5 დღე).
4. გეგმიური ინტერვენცია - იგეგმება პაციენტისთვის, ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისათვის მოსახერხებელ დროის მონაკვეთში.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“, №01-25/ნ, 19.06.2013, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016210 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1946785-1/