„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.06.2013 ბოლო ცვლილება 30.04.2025
ნომერი
№01-25/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016210
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-25/ნ

2013 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

"სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.


„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 89​1 მუხლის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 07.12.2023წ.


1. დამტკიცდეს:
    ა) ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნები (დანართი 1);
     ბ) სამედიცინო ინტერვენციების კლასიფიკაცია (დანართი 2).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.

2. ა ღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში დარეგისტრირებულ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
+



დანართი 1

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №01-76/ნ - ვებგვერდი, 21.10.2014წ.

 

ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნები


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებზე  (გარდა სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებისა) და ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტებისა.
2. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდებას აწარმოებს გუნდ(ებ)ი, რომელიც  შედგება ექიმი სპეციალისტისგან და ექთნისგან. ამასთან, ექიმი სპეციალისტი უნდა ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“/„შინაგანი მედიცინა“/„პედიატრია“ („შინაგანი მედიცინისა“ და „პედიატრიის“ სპეციალისტები აწარმოებენ მომსახურებას სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში).
მუხლი 2. მოთხოვნები ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების ინფრასტრუქტურისადმი
1. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს:
ა) მოსაცდელი; 
ბ) ექიმის საკონსულტაციო ოთახი  - არანაკლებ 12მ​2.
2. ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ი უნდა აღჭურვილ იქნეს საოფისე ავეჯით (საოფისე მაგიდა, სკამი), პაციენტის გასასინჯი ტახტითა და სამედიცინო (მედიკამენტების/ინსტრუმენტების) კარადით.
3. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, სანიტარული კვანძი,  ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები).  
4. ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია.
5. ამბულატრიული სერვისის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მ.შ. პანდუსი).
მუხლი 3. მოთხოვნები ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მიერ შესაბამისი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად
1. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ანტიშოკური თერაპიის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
2. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა აწარმოებდეს სამედიცინო და სტატისტიკურ დოკუმენტაციას.
3. ამბულატრიული სერვისის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის თვალსაჩინო/ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება.
4. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს პოლიფარმაციის  შემთხვევებზე რეაგირების შიდა სისტემა, რომელიც მოიცავს პაციენტის დანიშნულებების მონიტორინგს, პოლიფარმაციის შემთხვევების იდენტიფიცირებას, შესწავლას, აღრიცხვას და მართვას (მ.შ. რეაგირებას).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის  ბრძანება №01-28/ნ - ვებგვერდი, 09.07.2018წ.
მუხლი 4. დამატებითი მოთხოვნები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებლებისადმი
1. მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს:
ა) მოსაცდელი - ფართით არანაკლებ 12მ​2;
ბ) სერვისის ფარგლებში ადგილზე (ოფისში) იმუნიზაციის განხორციელებისას - სამანიპულაციო/საპროცედურო ფართით არანაკლებ 12მ​2 ;
ბ​1) 3 გუნდზე სულ მცირე 1 საპროცედურო ოთახი; 
გ) სამედიცინო მოწყობილობა ინდივიდუალურად, თითოეულ ექიმზე – სფიგმომანომეტრი, სტეტოსკოპი და თერმომეტრი, ხოლო თითოეულ საპროცედუროზე – წონისა და სიმაღლის საზომი ხელსაწყოები; 
დ) აღჭურვილობა ცივი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად (იმუნიზაციის განხორციელების შემთხვევაში), კანონმდებლობის თანახმად.
2. სამანიპულაციო/საპროცედურო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია.
3. მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ასევე, უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) ბასრი საგნებისა და გამოყენებული შპრიცების მოსაგროვებლად უსაფრთხო ყუთებისა და სათანადო კონტეინერების გამოყენებას;
ბ) დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმით გამოყენებას და აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად .
4. დაწესებულებას უნდა გააჩნდეს რეგისტრირებული პაციენტების, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ელექტრონული რეესტრი, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით.
5. დაწესებულებას უნდა გააჩნდეს პაციენტების წინასწარი ჩაწერის და რიგების მართვის სისტემა ელექტრონულად (ონლაინ) ან ტელეფონით (დასტურდება დაწესებულების დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით და ადგილზე ციფრული/საკომუნიკაციო მოწყობილობის შემოწმებით).
6. დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ანგარიშგებას ელექტრონულ სისტემებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით.
7. სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს გამართული ელექტრონული საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სერვისების უტილიზაციის მონაცემების ანგარიშგებას სამინისტროს მიერ განსაზღვრული ინდიკატორების შესაბამისად.
8. პირველადი ჯანდაცვის გუნდის სამედიცინო პერსონალი უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ექიმებისთვის (სპეციალობებში: „საოჯახო  მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“) – უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში საოჯახო მედიცინის კომპეტენციებით გათვალისწინებული მიმართულებებით და 2025 წლის 1 იანვრისთვის (და შემდეგ ყოველწლიურად) მოიპოვოს 30 უსგ ქულა. ამასთან,  შესაბამისი ქულები მოპოვებული უნდა იყოს განსხვავებულ პროგრამებში მონაწილეობისთვის.
შენიშვნა: 2024 წელს მოპოვებული ქულების შეფასება განხორციელდება 2025 წლის 1 აპრილიდან. 2025 წლის 1 აპრილამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში;
ბ) ექთნებისთვის – უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) პირველადი ჯანდაცვის გუნდის ექიმებსა (სპეციალობებში: „საოჯახო  მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“) და ექთნებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გულ-ფილტვის რეანიმაციის კურსი 3 წელიწადში ერთხელ (შეფასდეს 2027 წლის 1 იანვრიდან).
9. უნდა აწარმოებდეს კლინიკურ პრაქტიკას სამინისტროს მიერ დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები), პროტოკოლების და/ან გზამკვლევების შესაბამისად, რაც დასტურდება სულ მცირე 3 პრიორიტეტული მიმართულებით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები), პროტოკოლების და/ან გზამკვლევების აუდიტის კრიტერიუმების შესაბამისად ჩატარებული აუდიტის ანგარიშებით. დაწესებულება ვალდებულია წინასწარ შეთანხმებულ მიმართულებებზე აუდიტის ანგარიშები წარმოუდგინოს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ელექტრონულ მისამართზე.
10. დაწესებულება რეგულარულად უნდა ატარებდეს პაციენტის კმაყოფილების კვლევას (დასტურდება კვლევის კვარტალური ანგარიშებით).
11. დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს სპეციალისტებთან (ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი) ხელმისაწვდომობას მათ შორის, იმავე მისამართზე, კვირის ან დღის შერჩეულ მონაკვეთში საჭიროების შესაბამისად, მაგრამ თითოეულისთვის, არანაკლებ, 0.3 საშტატო განაკვეთზე.
12. დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ლაბორატორიულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობას (იმავე მისამართზე ან/და სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე).
13. დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ბაზისურ ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ადგილზე, ხოლო, რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის და ასევე მაღალტექნოლოგიური კვლევებისთვის (კომპიუტერული ტომოგრაფია, შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული ე.წ. „ასაკობრივი პაკეტით“ მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის) – რეფერალის ორგანიზებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით.
14. დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ტელეკონსულტაციას, შესაბამის შემთხვევებში, იმ სოფლის ამბულატორიებისთვის, სადაც დანერგილია ტელემედიცინის სერვისი.
15. დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამისი პროგრამა, კერძოდ:
ა) უნდა უზრუნველყოფდეს ინფორმაციის შეგროვებას შემდეგი ინდიკატორების შესაბამისად (მონაცემების შეკრება და ანალიზი ტარდება გენდერულ და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ჭრილში):

ინდიკატორი

განმარტება

დიაგნოსტიკური კატეგორიების მიხედვით გატარებული პაციენტების რაოდენობა

 

გატარებული პაციენტების რაოდენობა ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების სახეების მიხედვით (თვე/წელი).

ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოსახვითი  გამოკვლევების უტილიზაცია პაციენტზე

ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოსახვითი გამოკვლევების რაოდენობა/პაციენტების საერთო რაოდენობაზე)*100 (რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ულტრაბგერა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (თვე და წელი).

ამბულატორიული ვიზიტები დიაგნოზების მიხედვით

 

კერძოდ დიაბეტის და/ან ბრონქული ასთმის და/ან გულის იშემიური დაავადების და/ან ჰიპერტენზიის და/ან ეპილეფსიის, და/ან პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების თითოეული ეპიზოდი (კონსულტაციის ან ლაბორატორიული კვლევის მიზნით).

ამბულატორიული ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა

ყველა პაციენტის მიერ ამბულატორიაში გატარებული დრო შეფარდებული ამბულატორიული ვიზიტების საერთო რაოდენობასთან.

 

ეს მოიცავს მაგალითად, მოლოდინის დროს, დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს, სამკურნალო პროცედურის და წამლის მიღებისთვის საჭირო დროს, ნებისმიერ სხვა დროს, რასაც პაციენტი ამბულატორიაში ატარებს.

 

მოლოდინის დრო კონკრეტული პროცედურებისთვის (მ.შ. სპეციალისტთან ვიზიტი ან გამოკვლევა)

დრო, პაციენტის მიერ ვიზიტზე რეგისტრაციიდან სერვისის გაწევამდე.

პაციენტების რა პროცენტში მოხდა იმავე დღეს ვიზიტის ჩანიშვნა გადაუდებელი საჭიროების გამო

იმავე დღეს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ვიზიტების რაოდენობა  შეფარდებული გადაუდებელი ვიზიტის საერთო რაოდენობასთან გამოხატული პროცენტში

პაციენტების პროცენტი, რომელიც აღნიშნავს სერვისით კმაყოფილებას

დაწესებულება რეგულარულად უნდა ატარებდეს პაციენტის კმაყოფილების კვლევას.

ხელმისაწვდომია კვარტალური და წლიური ანგარიშები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 07.12.2023წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 31.12.2024წ.


+
 

დანართი 2


სამედიცინო  ინტერვენციების კლასიფიკაცია


1. გადაუდებელი (კრიტიკული) ინტერვენცია - სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის გადასარჩენად მიმართული ინტერვენცია ერთდროული რეანიმაციით. ჩვეულებრივ, ჩარევა  იწყება გადაწყვეტილების  მიღებიდან რამდენიმე წუთში. აღნიშნული ინტერვენცია იყოფა 2 ჯგუფად:
ა) სიცოცხლის შემანარჩუნებელი;
ბ) ორგანოს ან კიდურის შემანარჩუნებელი.
2. სასწრაფო-დაუყოვნებელი ინტერვენცია - მწვავედ დაწყებული ან/და კლინიკურად გაუარესებული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს განსახორციელებელი ინტერვენცია. ეს მდგომარეობები დაკავშირებულია სიცოცხლის, ორგანოს ან  კიდურის დაკარგვის საფრთხესთან, ხოლო ინტერვენციები მოიცავს მოტეხილობების ფიქსაციას, ტკივილის მართვას და სხვა მძიმე სიმპტომების კუპირებას. ჩვეულებრივ, ინტერვენციის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული არა უგვიანეს 24 საათისა, მას შემდგომ, რაც პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობა დასრულებულია.
3. სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია – ადრეული ინტერვენცია პაციენტის  სტაბილური  მდგომარეობის პირობებში. პაციენტის სიცოცხლეს, რომელიმე ორგანოს ან კიდურს, გადაუდებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ინტერვენცია დასაგეგმია რამდენიმე დღეში (2-5 დღე).
4. გეგმიური ინტერვენცია - იგეგმება პაციენტისთვის, ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისათვის მოსახერხებელ დროის მონაკვეთში.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“, №01-25/ნ, 19.06.2013, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016210 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1946785-4/