საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.03.2013 ძალადაკარგული 20.02.2025
ნომერი
№218
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016175
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №218

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №61   - ვებგვერდი, 15.08.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №110  - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2

 

+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს  ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 თებერვლის №107 ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

                                                                   


საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია
+



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება

+
მუხლი 1.  ზოგადი დებულებანი

            

1.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომ - ,,დეპარტამენტი’’) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ - ,,სამინისტრო’’) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ -  ,,მინისტრი’’) სამართლებრივი აქტებით.

 3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

 

მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

 დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა)   სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია;

ბ)   თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

 გ)   კომპეტენციის ფარგლებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია;

დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშვება;

 ე)კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეების  და სამხედრო/სამოქალაქო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს თავდაცვის ატაშეების, სამხედრო და/ან  სამოქალაქო წარმომადგენლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

 ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

თ)     კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ი)    კომპეტენციის ფარგლებში, ნატოში ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია  და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატოსთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

კ)  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით;

 ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება;

 მ) ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით,  სამინისტროსა და მასში შემავალი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;

 ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;

ო) მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია  და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში,  ევროკავშირთან და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან ასოცირების შეთანხმებითა და აღმოსავლეთ პარტნირობის  ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის კოორდინაცია, მონიტორინგი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებების და შეთანხმებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №61   - ვებგვერდი, 15.08.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №70  - ვებგვერდი, 26.09.2016წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №110  - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

 

მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და  მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

 დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,  მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;

ზ) წარადგენს შუამდგომლობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

თ) ანგარიშს აბარებს მინისტრის შესაბამის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

კ) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.

3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. 

4.დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში – დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ამ  მუხლის 4​1 პუნქტში მოცემული წესის დაცვით.

4​1. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს:

ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უფრო ადრე დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში, უფრო გვიან დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;

დ) ორგანიზებას  უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;

ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.

6. სამმართველოს/განყოფილებას ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომელიც:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას;

ბ) ახორციელებს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ)  დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს/განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში სამმართველოს მოხელე  ამ მუხლის 4​1 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.

8.  სამმართველოს უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე მოადგილე. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

გ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში;

დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებლია სამმართველოს უფროსის წინაშე;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 13.04.2016 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 02.09.2016 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №70  - ვებგვერდი, 26.09.2016წ.

 

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ორმხრივი ურთიერთობების სამმართველო;

ბ) ნატოში ინტეგრაციის სამმართველო:

ბ.ა) ნატოსთან თანამშრომლობის განყოფილება;

ბ.ბ) (ამოღებულია - 25.01 2018, №3);

გ) (ამოღებულია - 12.04.16წ., №16);

დ) ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;

ე) საერთაშორისო სამართლის სამმართველო;

ვ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო:

ვ.ა) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მხარდაჭერის განყოფილება.

2.  ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

გ) კომპეტენციის ფარგლებში,  პარტნიორ ქვეყნებში  სამინისტროს  თავდაცვის ატაშეების, სამხედრო და/ან  სამოქალაქო წარმომადგენლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ე) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით,  სამინისტროსა და მასში შემავალი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;

თ) საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;

ი) საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამინისტროს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების  წარმართვა.

3. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკის წარმართვა ნატოში ინტეგრაციის კუთხით;

ბ) ნატოსთან ურთიერთობების წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშვება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია  და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატოსთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

დ)  კომპეტენციის  ფარგლებში,  ნატოსთან  თანამშრომლობის  პროგრამების,  გეგმების,  სხვა ფორმატების  შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ე) ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრმლობით;

ვ) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით,  სამინისტროსა და მასში შემავალი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ნატოსთან არსებული მექნიზმების ეფექტურად წარმართვისა და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ნატოს ეგიდით საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;

კ) (ამოღებულია - 25.01 2018, №3);

ლ) (ამოღებულია - 25.01 2018, №3);

მ) (ამოღებულია - 25.01 2018, №3);

ნ) (ამოღებულია - 25.01 2018, №3);

ო) (ამოღებულია - 25.01 2018, №3);

პ) (ამოღებულია - 25.01 2018, №3).

3​1. (ამოღებულია - 25.01 2018, №3).

3​2. (ამოღებულია - 25.01 2018, №3).

4. (ამოღებულია - 12.04.16წ., №16).

5. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკის წარმართვა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება თავდაცვის სამინისტროს, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და  შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში,  ევროკავშირთან და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან ასოცირების შეთანხმებითა და აღმოსავლეთ პარტნირობის  ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის კოორდინაცია, მონიტორინგი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში სამინისტროსა და მასში შემავალ თავდაცვის ძალებში სამოქალაქო პერსონალის მონაწილეობის კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ევროკავშირთან არსებული მექნიზმების ეფექტურად წარმართვისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორთისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია, თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამინისტროს პოლიტიკის წარმართვა;

თ) ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროგრამების, გეგმების, მექანიზმების შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ი) სხვა, საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული, ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.

6. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ უცხოეთის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთარობო ორგანიზაციასთან საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა სახელმწიფო შესყიდვების) და შეთანხმებების პროექტების მომზადება, მათი გაფორმების და/ან მათთან შეერთების, ასევე მათი შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება და კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება;

ბ) უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში მომზადებული, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების  სამართლებრივი ექსპერტიზა თავდაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესში მონაწილეობა, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა;

ე) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში საერთაშორისო სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

ვ) თავდაცვის სფეროში არსებული აქტუალური საერთაშორისო-სამართლებრივი საკითხების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში უცხო სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებისა  და სამხედრო/სამოქალაქო წარმომადგენლობებთან ურთიერთობაში მონაწილეობა;

თ) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში  საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობით წარმოებული საქმეებისათვის მასალების მომზადების პროცესში მონაწილეობა;

ი) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

კ)  თავდაცვის სფეროში  პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის შესწავლის პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით;

ლ) დეპარტამენტის კორესპონდენციის ექსპერტიზა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

7.  (ამოღებულია - 26.09.2016, №70).

8. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის  ფარგლებში,  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების  შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში,  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების პროცესის მონიტორინგი, კოორდინაცია და შეფასება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით;

გ) კომპეტენციის  ფარგლებში,  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების პროცესის შესახებ ანგარიშების მომზადება;

დ) ნატოს ძირითად ჯგუფთან თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით;  

ე) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების ლიდერებთან (ქართული და უცხოური მხარე)  თანამშრომლობის წარმართვა;  

ვ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლობებთან, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ზ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;  

თ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ვიზიტების ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამინისტროსა და მასში შემავალი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №61   - ვებგვერდი, 15.08.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 13.04.2016 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №70  - ვებგვერდი, 26.09.2016წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 25 იანვრის ბრძანება №3  - ვებგვერდი, 29.01.2018წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №69 - ვებგვერდი, 04.09.2018წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №110  - ვებგვერდი, 13.12.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №218, 28.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016175 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1878978-7/