თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.04.2013 ძალადაკარგული 13.04.2018
ნომერი
№190
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.160.016173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

 დადგენილება  №190

2013 წლის 18 აპრილი

ქ. რუსთავი

 

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის 202-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის, „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
 

დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის  №138 დადგენილება და „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის  №175 დადგენილება.

 

+
მუხლი 3
 

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეკახა გურგენიძე
+



დანართი
 

ქონების გადასახადის განაკვეთები


1. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური  განაკვეთი განისაზღვროს – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო საქმიანობისათვის – ავტომოტო სპორტის დარგში დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1%-ს ოდენობით 2022 წლის 1 იანვრამდე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

2. (ამოღებულია - 31.03.2017, №193);

3.  სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტის ოდენობით.

4. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.

5.      სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

27

2

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

22,50

3

სახნავი (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

105

4

საკარმიდამო

105

5

ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით

47

6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

 

6. ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთი:

ზონა

ტერიტორიული

კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

ლარი/კვ.მ

I – ზონა

 

მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალისა და სასაფლაოს ტერიტორიისა

 

1,05

 

0,252

II – ზონა

ტყე-ჭალა

0,70

0,168

III – ზონა

 

 სასაფლაოს ტერიტორია

0,665

0,1596

7. ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა)  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობი არ აღემატება 30 კვადრატულ მეტრს.

შენიშვნა: მე-7 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთში იგულისხმება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნაკვეთი სრულად.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 01.03.2018წ.

 

 

ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირების სქემატური რუკა

ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთებისათვის

.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №190, 18.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.160.016173 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1902687-2/