„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.05.2013 ბოლო ცვლილება 03.04.2020
ნომერი
№05
სარეგისტრაციო კოდი
410040000.55.067.016042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №05

2013 წლის 21 მაისი

ქ. ბათუმი

 

ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებით დამტკიცებული „ნავსადგურის წესების“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის  „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში   შესაბამისი ცვლილების განხორციელებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ მიქელაიშვილი
+



ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში  თევზჭერის აკრძალვის წესი (შემდგომში „წესი“) ადგენს საქართველოს საზღვაო ნავსადგურის წყლებში, შიდა აკვატორიაში, ფარვატერზე, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომიდან ანკესით ან სხვა საშუალებით თევზჭერის აკრძალვის წესს.

2. წესის მიზანია ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფა.

3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებაზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური გასცემს თანხმობას სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე ყოველ კერძო შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით,  თევზჭერისათვის აკრძალულ იმ რაიონებში, სადაც ასეთი სახის თევზჭერა ხელს არ უშლის ნაოსნობის უსაფრთხოებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 18 მარტის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 18.03.2016წ.


+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოლი (Breakwater) - ჰიდროტექნიკური ნაგებობა შესრულებული ქვის ლოდების ნაყარი თანსპეციალური რკინაბეტონის დიდი წონის მასივებისაგან, რომლის მთავარი დანიშნულებაა წყლის ტალღის მიმართულების და ძალის დამუხრუჭება ამ ნაგებობის შიგნით განთავსებული ნავმისადგომებისა და იქ მდგომი გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ბ) აკრძალული უბანი - სანაპირო წყლები ან ზღვის სივრცე, რომლის საზღვრებში გადის წყალქვეშა მილსადენები, საკომუნიკაციო კაბელები  და სხვა, რომლებიც ოფიციალურადაა აღნიშნული საზღვაო-სანავიგაციო რუკებზე.

2. ტერმინები, რომლებიც განმარტებული არ არის წინამდებარე ბრძანებით, განიმარტება „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს  №019 ბრძანების შესაბამისად.


+
მუხლი 3. ბათუმის ნავსადგური 
1. ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებულ ზღვის აკვატორიაში და მასში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან,  ყველა სახის თევზჭერა აკრძალულია.

2. ყველა სახის თევზჭერა აკრძალულია, უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე, გემის ფაქტობრივი დგომის ღერძის გარშემო არსებული სივრცის 150 (ას ორმოცდაათი) მეტრის რადიუსში, სადაც განლაგებულია ნავმისადგომის როგორც წყალზედა, ასევე წყალქვეშა სპეციალური აღჭურვილობა, რომელშიც შედის:  გემის მისაბმელი მთავარი მოტივტივე  კასრები, თხევადი ნავთობის დატვირთვის დროს  წარმოქმნილი აირის უკანმომავალი  მოტივტივე მილები (VRC) და მათი წყლის ზედაპირზე დამაფიქსირებელი მოტივტივე კასრები, წყალქვეშა სატვირთო მილები და მათი ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი მცირე ზომის ტივტივები.

3.  აკრძალულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ღუზაზე მდგომი გემიდან  3 (სამი) კბტ რადიუსში, სპეციალური სამუშაოებით დაკავებული გემიდან (ორი კორპუსით მდგომი გემებიდან) 10 (ათი) კბტ ნაკლებ მანძილზე და ბათუმის ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემდეგ კოორდინატებში:

1

Φ=41​0 38, 960’ N

Λ=041​0 38, 706’ E

4

Φ=41​0 39, 251’ N

Λ=041​0 38, 603’ E

7

Φ=41​0 39, 772’ N

Λ=041​0 38, 700’ E

2

Φ=41​0 39, 112’ N

Λ=041​0 38, 648’ E

5

Φ=41​0 39, 318’ N

Λ=041​0 38, 648’ E

8

Φ=41​0 39, 625’ N

Λ=041​0 38, 978’ E

3

Φ=41​0 39, 165’ N

Λ=041​0 38, 666’ E

6

Φ=41​0 39, 433’ N

Λ=041​0 38, 364’ E

9

Φ=41​0 39, 030’ N

Λ=041​0 39, 270’ E

4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული  აკრძალვის მიუხედავად, 2020 წლის 5 აპრილამდე დაშვებულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ბათუმის ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემდეგ კოორდინატებში:
1. 41° 39,564`N     041°38,496`E
2. 41° 39,772`N     041° 38,700`E
3. 41° 39,666`N     041° 38,904`E
4. 41° 39,468`N     041°38,736`E
შენიშვნა:
ა) აკრძალულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ღუზაზე მდგომი გემიდან  3 (სამი) კბტ რადიუსში, სპეციალური სამუშაოებით დაკავებული გემიდან (ორი კორპუსით მდგომი გემებიდან)  10 (ათი) კბტ ნაკლებ მანძილზე;
ბ) ამასთან მითითებულ კოორდინატებში აკრძალულია ერთდროულად 1-ზე მეტი თევზსაჭერი გემის მიერ თევზჭერის განხორციელება;
გ) ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის ნავსადგურის კაპიტნის მითითებისთანავე (მინიმუმ 2 საათით ადრე) ან გაუთვალისწინებელი ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, თევზსაჭერი გემები ვლადებულნი არიან დაუყოვნებლივ გავიდნენ გემების მოძრაობის ხაზიდან 3 კაბელტის მოშორებით;
დ) ნავსადგურის კაპიტანი დაუყოვნებლივ ათანხმებს ნავსადგურის ხელმძღვანელობასთან დროით ფანჯარას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ თევზჭერა მითითებულ კოორდინატებში;
ე) თევზსაჭერი გემები მუდმივად უნდა იყვნენ კავშირზე ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანამშრომლებთან მე-16 რადიო არხზე;
ვ) მცირე ზომის გემების საღუზე რაიონში ერთდროულად დაშვებულია მხოლოდ 6 გემის ღუზაზე დგომა. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 21 ივნისის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №02 - ვებგვერდი, 19.03.2020წ.


+
მუხლი 4. ფოთის ნავსადგური
1. ნავსადგურის შიდა აკვატორიაში, ნავსადგურის შესასვლელ არხში, ფარვატერზე, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომებიდან ანკესით ან სხვა საშუალებებით თევზჭერა იკრძალება:
ა) ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებული ზღვის აკვატორიაში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან;
ბ) რუკაზე დატანილი გემების ინტენსიური მოძრაობის ადგილებში (მოძრაობის გამყოფ ზონაში), ნავსადგურში შესასვლელ არხში და ფარვატერზე;
გ) გემების ღუზაზე დგომის (№200 და №300) რაიონებში ღუზაზე მდგომი გემიდან  3 (სამი) კბტ რადიუსში, ხოლო 3 (სამი) კბტ რადიუსის გარეთ დასაშვებია მხოლოდ პელაგიური ტრალით აღჭურვილი გემებისთვის;
დ) რეიდზე (ღუზაზე მდგომი, სპეციალურად გამოყოფილი №1 და №2 საღუზე წერტილებში) სატვირთო ოპერაციებით დაკავებული გემებიდან ერთი საზღვაო მილის რადიუსში;
ე) (ამოღებულია - 21.06.2018, №03).
2. ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან დასაშვებია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა მხოლოდ სამანიპულაციო ჯოხით აღჭურვილი ხელის ანკესით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 18 მარტის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 18.03.2016წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 11 ივლისის ბრძანება №06 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 21 ივნისის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.


+
მუხლი 5. სუფსის ნავსადგური
1. SPM-დან 500 (ხუთასი) მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას.

2. SPM-ი ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით, რომლის აზიმუტი არის 2420-620.

3. სუფსის ნავსადგურში აკრძალულია ყველა სახის თევზჭერა SPM-თან და მილსადენის გარშემო შემდეგ კოორდინატებში:

1

Φ = 42​0 1.301​' N    

Λ = 041​0 42.151​' E  

3

Φ = 42​0 1.628​' N    

Λ = 041​0 44.646​' E  

2

Φ = 42​0 2.095​' N       

Λ = 041​0 44.270​' E    

4

Φ = 42​0 0.815​' N          

Λ = 041​0 42.512​' E

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 21 ივნისის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.


+
მუხლი 6. ყულევის ნავსადგური
ნავსადგურების დაცულ (სარეჟიმო) ნაწილში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვა, აგრეთვე ნავმისადგომიდან ანკესით ან სხვა საშუალებით თევზჭერა აკრძალულია.

+
მუხლი 7. პასუხისმგებლობა
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“, №05, 21.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 410040000.55.067.016042 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1925381-4/