„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №05 |
|
2013 წლის 21 მაისი ქ. ბათუმი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებით დამტკიცებული „ნავსადგურის წესების“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ' ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისთანავე. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი (შემდგომში „წესი“) ადგენს საქართველოს საზღვაო ნავსადგურის წყლებში, შიდა აკვატორიაში, ფარვატერზე, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომიდან ანკესით ან სხვა საშუალებით თევზჭერის აკრძალვის წესს.
2. წესის მიზანია ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფა. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
1. ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოლი (Breakwater) - ჰიდროტექნიკური ნაგებობა შესრულებული ქვის ლოდების ნაყარი თანსპეციალური რკინაბეტონის დიდი წონის მასივებისაგან, რომლის მთავარი დანიშნულებაა წყლის ტალღის მიმართულების და ძალის დამუხრუჭება ამ ნაგებობის შიგნით განთავსებული ნავმისადგომებისა და იქ მდგომი გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) აკრძალული უბანი - სანაპირო წყლები ან ზღვის სივრცე, რომლის საზღვრებში გადის წყალქვეშა მილსადენები, საკომუნიკაციო კაბელები და სხვა, რომლებიც ოფიციალურადაა აღნიშნული საზღვაო-სანავიგაციო რუკებზე. 2. ტერმინები, რომლებიც განმარტებული არ არის წინამდებარე ბრძანებით, განიმარტება „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 3.
ბათუმის ნავსადგური |
1. ნავსადგურის შიდა აკვატორიაზე, ფარვატერზე, ნავსადგურის შესასვლელ არხში, გემების ღუზაზე დგომის წერტილებში, უნავმისადგომო ჩამოსასხმელის გარშემო, ცოცხალი რესურსების რეწვა, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვა, აგრეთვე ნავსადგურის ნავმისადგომებიდან ანკესითა და სხვა საშუალებებით თევზჭერა იკრძალება:
ა) ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებულ ზღვის აკვატორიაში და მასში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან; ბ) ლოცმანის მისაღები წერტილიდან 2,5 ( ორნახევარი) კბტ რადიუსში; გ) ღუზაზე მდგომი გემიდან 3 (სამი ) კბტ რადიუსში; დ) ფარვატერის ღერძიდან 2 ( ორი ) კბტ ნაკლებ მანძილზე; ე) სპეციალური სამუშაობით დაკავებული გემიდან (ორი კორპუსით მდგომი გემებიდან) 10 (ათი) კბტ ნაკლებ მანძილზე; ვ) ზღვაოსნობის სახელმძღვანელოებისა და მეზღვაურთა უწყებებში განცხადებულ რაიონებში, რომელიც აღნიშნულია შესწორებულ სანავიგაციო რუკებზე ან შეტყობინებით გამოცხადებულ კოორდინატებში; ზ) უნავმისადგომო ჩამოსასხმელის აღჭურვილობიდან 150 (ას ორმოცდაათი) მეტრის რადიუსში. უნავმისადგომი ნავმისადგომის აღჭურვილობაში შედის: გემის მისაბმელი კასრები, თხევადი ნავთობის უკანმომავალი გაზის მცურავი მილების წყლის ზედაპირზე დამაფიქსირებელი კასრები, წყალქვეშა სატვირთო მილების ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი კასრები და გემის ფაქტობრივი დგომის ღერძის გარშემო სივრცე; თ) აკრძალულ უბანზე. 2. ბათუმის ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილი შემოიფარგლება შემდეგი საკონტროლო წერტილებით: ა) დასაწყისი: ჩრდილოეთ დამცავი მოლის დასაწყისი (დასავლეთი უკიდურესი წერტილი) განედი 41-38'97 N გრძედი 041-38'93 E; ბ) დასასრული :N9 ნავმისადგომის დასაწყისი (დასავლეთი უკიდურესი წერტილი ) განედი 41-38'91 N გრძედი 041-38'80 E; 3. ნავსადგურის დაცულ (სარეჟიმო) ნაწილში შედიან შემდეგი ნავმისადგომები: N1, N2, N3 (ნავთობ ტერმინალის ნავმისადგომები), N4,N5 (საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომები), N6 (საბორნე გადასასვლელის ტერმინალი), N7, N8, N9 (შერეული, მშრალი და ნაყარი ტვირთის ნავმისადგომები). 4. ბათუმის ნავსადგურის N10 და N11 სამგზავრო დანიშნულების ნავმისადგომები წარმოადგენენ ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილს და არ შედიან ნავსადგურის დაცულ (სარეჟიმო) ნაწილში. 5. ბათუმის ნავსადგურის N10 და N11 სამგზავრო დანიშნულების ნავმისადგომებიდან სამოყვარულო თევზჭერა დასაშვებია. |
მუხლი 4.
ფოთის ნავსადგური |
ნავსადგურის შიდა აკვატორიაში, ნავსადგურის შესასვლელ არხში, ფარვატერზე, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომებიდან ანკესით ან სხვა საშუალებებით თევზჭერა იკრძალება:
ა) ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებული ზღვის აკვატორიაში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან; ბ) რუკაზე დატანილი გემების ინტენსიური მოძრაობის ადგილებში (მოძრაობის გამყოფ ზონაში), ნავსადგურში შესასვლელ არხში და ფარვატერზე; გ) გემების ღუზაზე დგომის (№200 და №300) რაიონებში, როდესაც ღუზაზე დგას თუნდაც ერთი გემი; დ) რეიდზე (ღუზაზე მდგომი, სპეციალურად გამოყოფილი N1 და N2 საღუზე წერტილებში) სატვირთო ოპერაციებით დაკავებული გემებიდან ერთი საზღვაო მილის რადიუსში; ე) ზღვაოსნობის სახელმძღვანელოებსა და მეზღვაურთა უწყებებში განცხადებულ რაიონებში, რომელიც აღნიშნულია შესწორებულ სანავიგაციო რუკებზე ან შეტყობინებით გამოცხადებულ კოორდინატებში; ვ) აკრძალულ უბანზე. |
მუხლი 5.
სუფსის ნავსადგური |
1. ‘SPM’-იდან 500 (ხუთასი) მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ყველა სახის თევზჭერა.
2. ‘SPM’-ი ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით, რომლის აზიმუტი არის 2420 – 620. წყალქვეშა მილსადენის გასწვრივ თითოეულ მხარეს მდებარე 250 მეტრის სიგანის საზღვაო სივრცეში აკრძალულია ყველა სახის თევზჭერა. |
მუხლი 6.
ყულევის ნავსადგური |
ნავსადგურების დაცულ (სარეჟიმო) ნაწილში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვა, აგრეთვე ნავმისადგომიდან ანკესით ან სხვა საშუალებით თევზჭერა აკრძალულია. |
მუხლი 7.
პასუხისმგებლობა |
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
+
მინისტრო
ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის№05
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №05
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებით დამტკიცებული „ნავსადგურის წესების“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
დამტკიცდეს თანდართული „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“.
+
ბრძანება ამოქმედდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისთანავე.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ მიქელაიშვილი
+
ბრძანება ამოქმედდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისთანავე.სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილევახტანგ მიქელაიშვილი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებაზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური გასცემს თანხმობას სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე ყოველ კერძო შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით, თევზჭერისათვის აკრძალულ იმ რაიონებში, სადაც ასეთი სახის თევზჭერა ხელს არ უშლის ნაოსნობის უსაფრთხოებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 18 მარტის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 18.03.2016წ.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
+
მუხლი 3. ბათუმის ნავსადგური
1. ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებულ ზღვის აკვატორიაში და მასში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან, ყველა სახის თევზჭერა აკრძალულია.
2. ყველა სახის თევზჭერა აკრძალულია, უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე, გემის ფაქტობრივი დგომის ღერძის გარშემო არსებული სივრცის 150 (ას ორმოცდაათი) მეტრის რადიუსში, სადაც განლაგებულია ნავმისადგომის როგორც წყალზედა, ასევე წყალქვეშა სპეციალური აღჭურვილობა, რომელშიც შედის: გემის მისაბმელი მთავარი მოტივტივე კასრები, თხევადი ნავთობის დატვირთვის დროს წარმოქმნილი აირის უკანმომავალი მოტივტივე მილები (VRC) და მათი წყლის ზედაპირზე დამაფიქსირებელი მოტივტივე კასრები, წყალქვეშა სატვირთო მილები და მათი ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი მცირე ზომის ტივტივები.
3. აკრძალულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ღუზაზე მდგომი გემიდან 3 (სამი) კბტ რადიუსში, სპეციალური სამუშაოებით დაკავებული გემიდან (ორი კორპუსით მდგომი გემებიდან) 10 (ათი) კბტ ნაკლებ მანძილზე და ბათუმის ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემდეგ კოორდინატებში:
1
Φ=410 38, 960’ N
Λ=0410 38, 706’ E
4
Φ=410 39, 251’ N
Λ=0410 38, 603’ E
7
Φ=410 39, 772’ N
Λ=0410 38, 700’ E
2
Φ=410 39, 112’ N
Λ=0410 38, 648’ E
5
Φ=410 39, 318’ N
Λ=0410 38, 648’ E
8
Φ=410 39, 625’ N
Λ=0410 38, 978’ E
3
Φ=410 39, 165’ N
Λ=0410 38, 666’ E
6
Φ=410 39, 433’ N
Λ=0410 38, 364’ E
9
Φ=410 39, 030’ N
Λ=0410 39, 270’ E
4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აკრძალვის მიუხედავად, 2020 წლის 5 აპრილამდე დაშვებულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ბათუმის ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემდეგ კოორდინატებში:
1. 41° 39,564`N 041°38,496`E
2. 41° 39,772`N 041° 38,700`E
3. 41° 39,666`N 041° 38,904`E
4. 41° 39,468`N 041°38,736`E
შენიშვნა:
ა) აკრძალულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ღუზაზე მდგომი გემიდან 3 (სამი) კბტ რადიუსში, სპეციალური სამუშაოებით დაკავებული გემიდან (ორი კორპუსით მდგომი გემებიდან) 10 (ათი) კბტ ნაკლებ მანძილზე;
ბ) ამასთან მითითებულ კოორდინატებში აკრძალულია ერთდროულად 1-ზე მეტი თევზსაჭერი გემის მიერ თევზჭერის განხორციელება;
გ) ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის ნავსადგურის კაპიტნის მითითებისთანავე (მინიმუმ 2 საათით ადრე) ან გაუთვალისწინებელი ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, თევზსაჭერი გემები ვლადებულნი არიან დაუყოვნებლივ გავიდნენ გემების მოძრაობის ხაზიდან 3 კაბელტის მოშორებით;
დ) ნავსადგურის კაპიტანი დაუყოვნებლივ ათანხმებს ნავსადგურის ხელმძღვანელობასთან დროით ფანჯარას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ თევზჭერა მითითებულ კოორდინატებში;
ე) თევზსაჭერი გემები მუდმივად უნდა იყვნენ კავშირზე ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანამშრომლებთან მე-16 რადიო არხზე;
ვ) მცირე ზომის გემების საღუზე რაიონში ერთდროულად დაშვებულია მხოლოდ 6 გემის ღუზაზე დგომა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 21 ივნისის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №02 - ვებგვერდი, 19.03.2020წ.
+
მუხლი 4. ფოთის ნავსადგური
1. ნავსადგურის შიდა აკვატორიაში, ნავსადგურის შესასვლელ არხში, ფარვატერზე, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომებიდან ანკესით ან სხვა საშუალებებით თევზჭერა იკრძალება:
გ) გემების ღუზაზე დგომის (№200 და №300) რაიონებში ღუზაზე მდგომი გემიდან 3 (სამი) კბტ რადიუსში, ხოლო 3 (სამი) კბტ რადიუსის გარეთ დასაშვებია მხოლოდ პელაგიური ტრალით აღჭურვილი გემებისთვის;
დ) რეიდზე (ღუზაზე მდგომი, სპეციალურად გამოყოფილი №1 და №2 საღუზე წერტილებში) სატვირთო ოპერაციებით დაკავებული გემებიდან ერთი საზღვაო მილის რადიუსში;
ე) (ამოღებულია - 21.06.2018, №03).
2. ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან დასაშვებია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა მხოლოდ სამანიპულაციო ჯოხით აღჭურვილი ხელის ანკესით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 18 მარტის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 18.03.2016წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 11 ივლისის ბრძანება №06 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 21 ივნისის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.
+
მუხლი 5. სუფსის ნავსადგური
1. SPM-დან 500 (ხუთასი) მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას.
2. SPM-ი ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით, რომლის აზიმუტი არის 2420-620.
2. ‘SPM’-ი ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით, რომლის აზიმუტი არის 2420 – 620. წყალქვეშა მილსადენის გასწვრივ თითოეულ მხარეს მდებარე 250 მეტრის სიგანის საზღვაო სივრცეში აკრძალულია ყველა სახის თევზჭერა.
3. სუფსის ნავსადგურში აკრძალულია ყველა სახის თევზჭერა SPM-თან და მილსადენის გარშემო შემდეგ კოორდინატებში:
1
Φ = 420 1.301' N
Λ = 0410 42.151' E
3
Φ = 420 1.628' N
Λ = 0410 44.646' E
2
Φ = 420 2.095' N
Λ = 0410 44.270' E
4
Φ = 420 0.815' N
Λ = 0410 42.512' E
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 21 ივნისის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.
+
მუხლი 6. ყულევის ნავსადგური
+
მუხლი 7. პასუხისმგებლობა
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“?
- დიახ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.04.2020.
- როდის იქნა მიღებული „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“?
- „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“ მიღებულია 21.05.2013. მიმღები ორგანო — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №05. სარეგისტრაციო კოდი — 410040000.55.067.016042.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.04.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“, №05, 21.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 410040000.55.067.016042 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1925381/