სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.05.2013 ძალადაკარგული 07.02.2024
ნომერი
№512
სარეგისტრაციო კოდი
120170020.22.026.016186
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №512

2013 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 02.04.2015წ.

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ​5" ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის საფუძვლებზე, ვბრძანებ:


+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 02.04.2015წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე
+



სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 02.04.2015წ.


+
მუხლი 1. რეგულირების საგანი
ეს წესი განსაზღვრავს სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (შემდგომში - ლიცეუმი) მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების საკითხებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 02.04.2015წ.


+
მუხლი 2. ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვა
1. ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობა და მიღების ვადები დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მოსწავლეთა რიცხოვნობა არ ვრცელდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილებზე.

2. ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს  (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი  კონკურსის პირობებს.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მოსწავლის  ლიცეუმში თავისუფალი გადაადგილება  სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად დაუშვებელია. 

4. კონკურსში მონაწილეობისათვის ლიცეუმის დირექტორის (შემდგომ - დირექტორი) ადმინისტრაციული სამართებლივი აქტით შექმნილ მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების კომისიაში  (შემდგომ - მიმღები კომისია) წარდგენილ  უნდა იქნეს  შემდეგი დოკუმენტები:

ა) მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის  განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;

დ)  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;

ვ) მონაცემები მოსწავლის წლიური (IX კლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

ზ) მოსწავლის ავტობიოგრაფია;

თ) ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე, 2 (ორი) ცალი.

5. მიმღები კომისიის მიერ რეგისტრირებული მოსწავლეები  (შემდგომ - კანდიდატები) გაივლიან:

ა) ზოგადი უნარების ტესტირებას (საბაზო საფეხურის დონე);

ა​​1)   მათემატიკის ტესტირებას (საბაზო საფეხურის დონე);

ბ) (ამოღებულია - 26.02.2020, 22);

ბ.ა) სირბილი 60 მეტრ დისტანციაზე;

ბ.ბ) ღერძზე მიზიდვა;

ბ.გ) სირბილი 2000 მეტრ დისტანციაზე.

6.  სსიპ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში (შემდგომ – ჰოსპიტალი) სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარებიან კანდიდატები, რომლებიც ზოგადი უნარების და მათემატიკის ტესტირების შედეგების მიხედვით მოხვდებიან მინისტრის მიერ დადგენილ ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივ კვოტაში, აგრეთვე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, რომლებიც ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებებში გადალახავენ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დაწესებულ პროცენტულ მაჩვენებელს.

7. ზოგადი უნარების და მათემატიკის ტესტირებაში ერთნაირი შედეგების მქონე კანდიდატებიდან ლიცეუმში ჩაირიცხებიან მოსწავლის წლიური (IX კლასი) შეფასების მიხედვით, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე პირები.

8. ლიცეუმში ჩარიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომელიც:

„ა) ჰოსპიტლის სამედიცინო კომისიის (შემდგომ – სამედიცინო კომისია) მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ლიცეუმში სწავლისათვის შეუსაბამოდ იქნება ცნობილი;

ბ) ვერ გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებებში დაწესებულ ჯამური მაქსიმალური შეფასების 30 (ოცდაათი) პროცენტს.

8​1. თუ ბარიერგადალახული მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივ კვოტას, უპირატესობა მიენიჭებათ რეიტინგის მიხედვით მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეებს.

9. სამედიცინო კომისიის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ლიცეუმში სწავლისათვის შეუსაბამოდ ცნობილი მოსწავლის ჩანაცვლება ხდება მომდევნო მაღალი შედეგების მქონე მოსწავლეებით, ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების გათვალისწინებით.

10.  ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებას ლიცეუმი უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვების გზით.

11. მიმღები კომისიის მიერ ლიცეუმში ჩასარიცხ კადეტთა სია გამოქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

12. მიმღები კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ლიცეუმში დირექტორის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილ სააპელაციო კომისიაში. 

13. სააპელაციო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ლიცეუმის დირექტორის სამართლებრივი აქტით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 27.04.2016წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის  25 დეკემბრის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 26.12.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის  1 ივნისის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 01.06.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 28.02.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 1 ივნისის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 02.06.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 28 ივლისის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 28.07.2022წ.

+
მუხლი 3. კადეტის  სტატუსის მინიჭება
1. მიმღები კომისიის მიერ ტესტირებისა და ჰოსპიტლის სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, შერჩეული მოსწავლეები ლიცეუმში ჩაირიცხებიან დირექტორის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით  და ენიჭებათ კადეტის სტატუსი.

2. კადეტის მშობელთან /კანონიერ წარმომადგენელთან ან კადეტთან ფორმდება ხელშეკრულება დირექტორის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად.     


+
მუხლი 4. კადეტის  სტატუსის შეჩერება
1.  ლიცეუმი  უფლებამოსილია კადეტს  სტატუსი შეუჩეროს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ლიცეუმის მხრიდან კადეტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/  გაფრთხილების მიუხედავად,  კადეტი 5  დღის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება ლიცეუმში;

ბ) კადეტი შეუსაბამოდ იქნა ცნობილი ლიცეუმში სწავლისათვის (ჰოსპიტლის სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილება);

გ) კადეტი ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმითა და ლიცეუმის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამას;

დ) კადეტი უხეშად არღვევს ლიცეუმის შინაგანაწესს;

2. კადეტის სტატუსის შეჩერება ხდება დირექტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.

3. კადეტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, კადეტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართავის საფუძველზე, კადეტის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა კადეტის დოკუმენტები და ენიჭება უფლება ლიცეუმიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თავისუფალი გადაადგილების.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 27.04.2016წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 1 ივნისის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 02.06.2021წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“, №512, 29.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 120170020.22.026.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1927779-7/