სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.05.2013 ძალადაკარგული 07.02.2024
ნომერი
№512
სარეგისტრაციო კოდი
120170020.22.026.016186
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №512

2013 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

სსიპ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ5' ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის საფუძვლებზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,სსიპ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესი” თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე



 

სსიპ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესი


მუხლი 1. რეგულირების საგანი
ეს წესი განსაზღვრავს ,,სსიპ-კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (შემდგომ – ლიცეუმი) მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესს“.

მუხლი 2. ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვა
1. ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობა და მიღების ვადები დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მოსწავლე ვაჟები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს  (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი  კონკურსის პირობებს.

3, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მოსწავლის  ლიცეუმში თავისუფალი გადაადგილება  სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად დაუშვებელია. 

4. კონკურსში მონაწილეობისათვის ლიცეუმის დირექტორის (შემდგომ - დირექტორი) ადმინისტრაციული სამართებლივი აქტით შექმნილ მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების კომისიაში  (შემდგომ - მიმღები კომისია) წარდგენილ  უნდა იქნეს  შემდეგი დოკუმენტები:

ა) მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის  განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;

დ)  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;

ვ) დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

ზ) მოსწავლის ავტობიოგრაფია;

თ) ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე, 2 (ორი) ცალი.

5. მიმღები კომისიის მიერ რეგისტრირებული მოსწავლეები  (შემდგომ - კანდიდატები) გაივლიან:

ა) ზოგადი უნარების ტესტირებას (საბაზო საფეხურის დონე);

ბ) ფიზიკურ ტესტირებას;

ბ.ა) სირბილი 60 მეტრ დისტანციაზე;

ბ.ბ) ღერძზე მიზიდვა;

ბ.გ) სირბილი 2000 მეტრ დისტანციაზე.

6. სსიპ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში (შემდგომ - ჰოსპიტალი)  სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარებიან კანდიდატები, რომლებიც ზოგადი უნარების ტესტირების  შედეგების მიხედვით მოხვდებიან მინისტრის მიერ დადგენილ ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა  რიცხობრივ კვოტაში.

7. ზოგადი უნარების ტესტირებაში ერთნაირი შედეგების მქონე კანდიდატებიდან, ლიცეუმში ჩაირიცხება ფიზიკური მომზადების ტესტირებაში უმაღლესი შედეგის მქონე.

 8. ლიცეუმში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან მოსწავლეები, რომლებიც ჰოსპიტალის სამედიცინო კომისიის (შემდგომ - სამედიცინო კომისია) მიერ ლიცეუმში სწავლისათვის უვარგისად იქნებიან ცნობილი.

9. სამედიცინო კომისიის მიერ ლიცეუმში სწავლისათვის უვარგისად ცნობილი მოსწავლის ჩანაცვლება ხდება მომდევნო მაღალი შედეგების  მქონე მოსწავლეებით, ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების გათვალისწინებით.

10. ზოგადი უნარების ტესტირებას და ფიზიკური ტესტის ჩაბარებას უზრუნველყოფს ლიცეუმი.

11. მიმღები კომისიის მიერ ლიცეუმში ჩასარიცხ კადეტთა სია გამოქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

12. მიმღები კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ლიცეუმში დირექტორის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილ სააპელაციო კომისიაში. 

13. სააპელაციო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ლიცეუმის დირექტორის სამართლებრივი აქტით.


მუხლი 3. კადეტის  სტატუსის მინიჭება
1. მიმღები კომისიის მიერ ტესტირებისა და ჰოსპიტლის სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, შერჩეული მოსწავლეები ლიცეუმში ჩაირიცხებიან დირექტორის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით  და ენიჭებათ კადეტის სტატუსი.

2. კადეტის მშობელთან /კანონიერ წარმომადგენელთან ან კადეტთან ფორმდება ხელშეკრულება დირექტორის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად.     


მუხლი 4. კადეტის  სტატუსის შეჩერება
1.  ლიცეუმი  უფლებამოსილია კადეტს  სტატუსი შეუჩეროს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ლიცეუმის მხრიდან კადეტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/  გაფრთხილების მიუხედავად,  კადეტი 5  დღის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება ლიცეუმში;

ბ) კადეტი უვარგისია ლიცეუმში სწავლისათვის (ჰოსპიტლის სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილება);

გ) კადეტი ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმითა და ლიცეუმის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამას;

დ) კადეტი უხეშად არღვევს ლიცეუმის შინაგანაწესს;

2. კადეტის სტატუსის შეჩერება ხდება დირექტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.

3. კადეტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, კადეტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართავის საფუძველზე, კადეტის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა კადეტის დოკუმენტები და ენიჭება უფლება ლიცეუმიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებაში თავისუფალი გადაადგილების.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.02.2024.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“?
„სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №512. სარეგისტრაციო კოდი — 120170020.22.026.016186.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.02.2024.
რამდენი მუხლისგან შედგება „სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.02.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“, №512, 29.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 120170020.22.026.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1927779/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 07.02.2024. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება