1. ეს კანონი განსაზღვრავს:
ა) კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს;
ბ) კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზირების, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წესსა და პირობებს;
გ) კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის უფლება-მოვალეობებს;
დ) სახელშეკრულებო ურთიერთობებს დამკვეთსა და კერძო დაცვით ორგანიზაციას შორის;
ე) კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებს;
ვ) იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს; პასუხისმგებლობის ზომებს.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) იმ დაცვით საქმიანობაზე, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო ორგანო ან/და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში, მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ნივთის ან ცალკეული ღონისძიების დაცვაზე, რომელსაც უშუალოდ ახორციელებს აღნიშნული ფიზიკური ან/და იურიდიული პირ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 21.11.2008).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-1153(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
…განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს განსაზღვრავს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, სახელშეკრულებო ურთიერთობებს დამკვეთსა და კერძო დაცვით ორგანიზაციას შორის და კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებს.
- საქმე №ბს-1401(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2020
კასატორები მიუთითებენ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 1-ლ, 25-ე მუხლებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 14.01.2010წ. №40 ბრძანებით დამტკიცებულ „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და…
- საქმე №ბს-623-610(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2016
სახეზე არ არის კანონის იმპერატიული დანაწესიდან ნების გამოვლენის შეუსაბამობა (სკ-ის 54-ე მუხ.). კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება იდება დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის,რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების დამკვეთი შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
- საქმე №330310016001575739 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
…დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს განსაზღვრავს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვითი…
- საქმე №330310013355600 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2018
…კანონზე, რომელიც არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მ–---–ის უფლება-მოვალეობებს.
- საქმე №330310017001852009 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 34, 04/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება