ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კერძო დაცვითი საქმიანობა (შემდგომ – დაცვითი საქმიანობა) – ლიცენზირებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე და რომელიც:
ა.ა) მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის, მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების), აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ;
ა.ბ) მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას;
ბ) დაცვის ობიექტი – ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უძრავი ან მოძრავი ნივთი, ცალკეული ღონისძიება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს კერძო დაცვითი ორგანიზაცია;
გ) კერძო დაცვითი ორგანიზაცია (შემდგომ – დაცვითი ორგანიზაცია) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული, დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია;
დ) დამკვეთი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციას გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვეთავს ობიექტის დაცვას;
ე) დაცვა – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია დაცვის ობიექტის შესაძლო ხელყოფის საფრთხეების აღმოჩენისა და აღმოფხვრისაკენ;
ვ) დაცვითი ტექნიკური საშუალებები – დაცვის ობიექტის თვალთვალის ტექნიკური საშუალებები ან/და საგანგაშო სიგნალიზაციის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის დაცვას;
ზ) მცველი – 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ობიექტის დაცვას და რომელზედაც გაცემულია მცველის მოწმობა;
თ) კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია (შემდგომ – ლიცენზია) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე დაცვითი საქმიანობის განხორციელების უფლებას;
ი) შეტყობინება – მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ფორმით იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) პორტალზე და რომლებიც ადასტურებს ცალკეული უძრავი ნივთების, ღონისძიებების ან ფიზიკური პირების (მათ შორის, ფიზიკურ პირთა ჯგუფის) დაცვის, ცალკეულ ობიექტებზე დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის განხორციელების ფაქტს. აღნიშნულ პორტალზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შეტყობინება იგზავნება წერილობით;
კ) ლიცენზიის გამცემი − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“;
ლ) ლიცენზიის მაძიებელი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც სურს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის აღება;
მ) იარაღი – გაზის (აირის) იარაღი, ცივი იარაღი, ელექტროშოკური მოწყობილობა;
ნ) სპეციალური საშუალებები – ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი;
ო) უძრავი ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლით განსაზღვრული უძრავი ნივთი, ხაზობრივი ნაგებობა, მშენებარე ობიექტი.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №453 – ვებგვერდი, 10.04.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.04.2025 კანონი №453
- 19.12.2019 კანონი №5612
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (19.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კერძო დაცვითი საქმიანობა (შემდგომ – დაცვითი საქმიანობა) – ლიცენზირებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე და რომელიც: ა.ა) მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის, მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების), აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ; ა.ბ) მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას; ბ) დაცვის ობიექტი – ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უძრავი ან მოძრავი ნივთი, ცალკეული ღონისძიება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს კერძო დაცვითი ორგანიზაცია; გ) კერძო დაცვითი ორგანიზაცია (შემდგომ – დაცვითი ორგანიზაცია) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული, დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია; დ) დამკვეთი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციას გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უკვეთავს ობიექტის დაცვას; ე) დაცვა – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია დაცვის ობიექტის შესაძლო ხელყოფის საფრთხეების აღმოჩენისა და აღმოფხვრისაკენ; ვ) დაცვითი ტექნიკური საშუალებები – დაცვის ობიექტის თვალთვალის ტექნიკური საშუალებები ან/და საგანგაშო სიგნალიზაციის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის დაცვას; ზ) მცველი – 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც დაცვით ორგანიზაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ობიექტის დაცვას და რომელზედაც გაცემულია მცველის მოწმობა; თ) კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია (შემდგომ – ლიცენზია) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე დაცვითი საქმიანობის განხორციელების უფლებას; ი) შეტყობინება – მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ფორმით იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) პორტალზე და რომლებიც ადასტურებს ცალკეული უძრავი ნივთების, ღონისძიებების ან ფიზიკური პირების (მათ შორის, ფიზიკურ პირთა ჯგუფის) დაცვის, ცალკეულ ობიექტებზე დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის განხორციელების ფაქტს. აღნიშნულ პორტალზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შეტყობინება იგზავნება წერილობით; კ) ლიცენზიის გამცემი − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“; ლ) ლიცენზიის მაძიებელი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც სურს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის აღება; მ) იარაღი – გაზის,გაზის პნევმატური,(აირის) იარაღი, ცივი იარაღი, ელექტროშოკური მოწყობილობა; ნ) სპეციალური საშუალებები – ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი; ო) უძრავი ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლით განსაზღვრული უძრავი ნივთი, ხაზობრივი ნაგებობა, მშენებარე ობიექტი. თავი II. დაცვითი საქმიანობის ლიცენზირება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-623-610(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2016
…პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, დაცვა არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია დაცვის ობიექტის შესაძლო ხელყოფის საფრთხეების აღმოჩენისა და აღმოფხვრისაკენ.
- საქმე №330310016001575739 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
…საქართველოს კანონი არეგულირებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს, ორგანიზაციულ ფორმებსა და სახეებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო დაცვითი საქმიანობა არის ლიცენზირებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 34, 04/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება