დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (28)
შემდგომი ცვლილებები (11)
წინა ცვლილებები (17)
დოკუმენტის ტექსტი
|
| დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა (შემდგომში - „დევნილთა“) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1.
2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №2 და „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“ - დანართი №3. 3. დამტკიცდეს „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ - დანართი №4 და „სოციალური კრიტერიუმი“ - დანართი №5. 4. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ - დანართი №6. 5. შეიქმნას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდეს დანართი №7-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
+
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №320
2013 წლის 9აგვისტო
ქ. თბილისი
| დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ |
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 ივნისის ბრძანება № 1125 - ვებგვერდი, 05.06.2014წ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ –დანართი №1.
2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №2.
3. დამტკიცდეს „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №3.
4. დამტკიცდეს „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №4.
5. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“ – დანართი №5.
6. დამტკიცდეს „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №7.
7. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – დანართი №8.
8. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ – დანართი N9, „დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმა“ – დანართი №10 და „აღწერის ფორმა“ – დანართი №11.“
9. შეიქმნას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდეს დანართი №12-ის შესაბამისად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის ბრძანება № 723 - ვებგვერდი, 14.04.2014წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ს 2014 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება № 2518 - ვებგვერდი, 03.11.2014წ.
საქართველოს ოკუპირებულო ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის ბრძანება № 2886 - ვებგვერდი, 15.12.2014წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 6 მარტის ბრძანება № 309 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 1 აპრილის ბრძანება №1651 - ვებგვერდი, 04.04.2016წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 14 თებერვლის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, №320, 09.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1980225-17/