დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (28)
შემდგომი ცვლილებები (20)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
| დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა (შემდგომში - „დევნილთა“) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1.
2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ - დანართი №2 და „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“ - დანართი №3. 3. დამტკიცდეს „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ - დანართი №4 და „სოციალური კრიტერიუმი“ - დანართი №5. 4. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ - დანართი №6. 5. შეიქმნას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდეს დანართი №7-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, №320, 09.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1980225-8/