მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
„სოციალური სახლი“
2. პროგრამაში ბენეფიციარად განსაზღვრა, ჩარიცხვა/ამორიცხვა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გადაწყვეტილებით.
3. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი), რომელიც:
ა) სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების (მ.შ. წერილი, ბრძანება, და ა.შ.) საფუძველზე აფორმებს ხელშეკრულებას „სოციალური სახლის“ პროექტის ფარგლებში შესაბამის ბენეფიციართან;
ბ) ამტკიცებს „სოციალური სახლის“ სერვისის მიწოდების წესებსა და პირობებს („სოციალური სახლით“ სარგებლობის შინაგანაწესს, ბენეფიციარის უფლებება/მოვალეობებს და სხვა);
გ) მონიტორინგს უწევს ამ პროგრამის ფარგლებში „სოციალური სახლის“ სერვისით სარგებლობის პროცესს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 1 ივნისამდე.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“, №211, 16.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017378 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1991595-1/