1. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი და ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პერსონალი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნონ ამ თანამდებობაზე.
2. სამინისტრო ვალდებულია წელიწადში ორჯერ განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირთა შერჩევა მათი გამოწვევის შემდეგ ამ თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით.
3. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.
4. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.12.2018 კანონი №4141
- 11.03.2011 კანონი №4383
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები 1. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი და ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-ტექნიკურიადმინისტრაციული პერსონალი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნონ ამ თანამდებობაზე. 2. სამინისტრო ვალდებულია წელიწადში ორჯერ განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირთა შერჩევა მათი გამოწვევის შემდეგ ამ თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით. 3. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში. 3.4. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი,პირი სამინისტროსირიცხება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩაირიცხოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიპლომატიური სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 45, 21/12/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება