1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას;
ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას;
გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას;
დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ;
ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას;
ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას;
ზ) თანამდებობის პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება;
თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას;
ი) თანამდებობის პირის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას;
ი1) მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება შელახოს ქვეყნის ინტერესები ან/და იმიჯი, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ან/და სამინისტროს ინტერესს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას.
. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში, ახორციელებს მინისტრი.
2. ვადაზე ადრე გამოწვევა ხდება მინისტრის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
საქართველო
ს
2009
წლის
6 აგვისტო
ს
კანონი
№
1606
- სსმ
I
,№
, 13.08.2009
წ., მუხ.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2091 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5562
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7031 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 9-ჯერ.
- 14.05.2025 კანონი №582
- 14.12.2022 კანონი №2297
- 15.07.2020 კანონი №7031
- 02.10.2019 კანონი №5078
- 26.12.2018 კანონი №4141
- 24.06.2016 კანონი №5562
- 07.03.2014 კანონი №2091
- 04.10.2013 კანონი №1442
- 11.03.2011 კანონი №4383
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.03.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები 1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას; ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას; გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას; დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ; ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას; ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას; ზ) თანამდებობის პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება; თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას; ი) თანამდებობის პირის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას; ი1) მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება შელახოს ქვეყნის ინტერესები ან/და იმიჯი, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ან/და სამინისტროს ინტერესს; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას. 11 . დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში, ახორციელებს მინისტრი. 2. ვადაზე ადრე გამოწვევა ხდება მინისტრის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით. საქართველო ს 2009 წლის 6 აგვისტო ს კანონი № 1606 - სსმ I , № 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიპლომატიური სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 45, 21/12/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება