1. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ირიცხებიან:
ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე;
ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“, „ზ“ და „ი1“ ქვეპუნქტებისა და 11 პუნქტის საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირები, რომლებიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობებზე;
გ) ის პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა ღია კონკურსი/დახურული კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე;
დ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი;
ე) ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი.
2. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის სხვა შემთხვევები და პირობები განისაზღვრება დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით.
3. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ დიპლომატიური თანამდებობის პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში.
4. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141)
.
5. პირი დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ირიცხება 5 წლის ვადით. ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის აღნიშნული ვადის დინება ჩერდება ამ პირების მიერ იმავე მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
საქართველო
ს
2009
წლის
6 აგვისტო
ს
კანონი
№
1606
- სსმ
I
,№
, 13.08.2009
წ., მუხ.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 14.05.2025 კანონი №582
- 14.12.2022 კანონი №2297
- 26.12.2018 კანონი №4141
- 11.03.2011 კანონი №4383
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.03.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. დიპლომატიური სამსახურის რეზერვი 1. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ირიცხებიან: ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე; ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“„ვ“, „ზ“ და „ზ“„ი1“ ქვეპუნქტებისა და 11 პუნქტის საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირები, რომლებიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე;თანამდებობებზე; გ) ის პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა ღია კონკურსი/დახურული კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე; დ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი; ე) ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი. 2. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის სხვა შემთხვევები და პირობები განისაზღვრება დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით. 3. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ დიპლომატიური თანამდებობის პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში. 4. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141) . 5. პირი დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ირიცხება 5 წლის ვადით. ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის აღნიშნული ვადის დინება ჩერდება ამ პირების მიერ იმავე მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საქართველო ს 2009 წლის 6 აგვისტო ს კანონი № 1606 - სსმ I , № 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიპლომატიური სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 45, 21/12/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება