1. დიპლომატიური თანამდებობის პირს და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს (შემდგომში – პირი) სამსახურიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) დანიშვნის შესახებ ბრძანებით გათვალისწინებული ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;
ბ1
) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;
გ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება;
დ) სხვა სამსახურში გადასვლა;
დ1) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა;
ე) არაკანონიერად გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;
ვ) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, კერძოდ:
ვ.ა) ზედიზედ ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება;
ვ.ბ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა;
ვ.გ) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება;
ზ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, თუ პირის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევა;
თ) დანაშაულის ჩადენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
ი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში;
კ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარება;
ლ) სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია;
მ) (ამოღებულია - 26.12.2018, №4141)
;
ნ) გარდაცვალება;
ო) მოქალაქეობის შეცვლა;
პ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
ჟ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
ს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამსახურიდან გათავისუფლების ის საფუძვლები, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.
3. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141).
4. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141)
.
5. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141)
.
საქართველო
ს
2009
წლის
6 აგვისტო
ს
კანონი
№
1606
- სსმ
I
,№
, 13.08.2009
წ., მუხ.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2091 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3364 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 14.12.2022 კანონი №2297
- 26.12.2018 კანონი №4141
- 20.03.2015 კანონი №3364
- 07.03.2014 კანონი №2091
- 11.03.2011 კანონი №4383
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.03.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40. სამსახურიდან გათავისუფლება 1. დიპლომატიური თანამდებობის პირს და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს (შემდგომში – პირი) სამსახურიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) დანიშვნის შესახებ ბრძანებით გათვალისწინებული ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე; ბ1 ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლა, თუ პირი არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე; გ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება; დ) სხვა სამსახურში გადასვლა; დ1) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა; ე) არაკანონიერად გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე; ვ) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, კერძოდ: ვ.ა) ზედიზედ ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება; ვ.ბ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა; ვ.გ) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება; ზ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, თუ პირის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევა; თ) დანაშაულის ჩადენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; კ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარება; ლ) სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია; მ) (ამოღებულია - 26.12.2018, №4141) ; ნ) გარდაცვალება; ო) მოქალაქეობის შეცვლა; პ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება; ჟ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; რ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამსახურიდან გათავისუფლების ის საფუძვლები, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული. 3. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141). 4. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141) . 5. (ამოღებულია - 26.12.2018, №4141) . საქართველო ს 2009 წლის 6 აგვისტო ს კანონი № 1606 - სსმ I , № 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147 თავი VI. სოციალური დაცვა და გარანტიები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიპლომატიური სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 45, 21/12/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება