1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება სამუდამოდ.
2. დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ დიპლომატიური თანამდებობის დატოვების შემთხვევაში ხდება მინიჭებული უფროსი ან უმცროსი დიპლომატიური რანგის მოქმედების შეჩერება დიპლომატიურ თანამდებობაზე მის ხელახალ დანიშვნამდე.
3. დიპლომატიური თანამდებობის პირის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებისას ხდება იმ დიპლომატიური რანგის მოქმედების აღდგენა, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური თანამდებობიდან გათავისუფლებამდე.
4. დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით ან/და ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო სიგელის გადაცემით.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.03.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.03.2011 კანონი №4383
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. დიპლომატიური რანგების მოქმედების ვადა 1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება სამუდამოდ. 2. დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ დიპლომატიური თანამდებობის დატოვების შემთხვევაში ხდება მინიჭებული უფროსი ან უმცროსი დიპლომატიური რანგის მოქმედების შეჩერება დიპლომატიურ თანამდებობაზე მის ხელახალ დანიშვნამდე. 3. დიპლომატიური თანამდებობის პირის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებისას ხდება იმ დიპლომატიური რანგის მოქმედების აღდგენა, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური თანამდებობიდან გათავისუფლებამდე. 4. დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით.გაცემით ან/და ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო სიგელის გადაცემით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიპლომატიური სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 45, 21/12/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება