1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას მის მიერ დიპლომატიურ სამსახურში დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს მესამედის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება აღნიშნული თანამდებობისთვის კომპენსაციის დანიშვნის მომენტისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან.
2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი №4619 - სსმ I, №14, 18.04.2007 წ., მუხ.114
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №607 – ვებგვერდი,15.06.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №822
- 09.06.2021 კანონი №607
- 24.04.2012 კანონი №6061
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კომპენსაციის გაანგარიშება 1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნებამის კომპენსაცია. მისი ოდენობა შეადგენს ამ პირის მიერ დიპლომატიურ სამსახურში დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს მესამედს,მესამედის ოდენობით, რომელიც დაითვლებაგაიანგარიშება აღნიშნული თანამდებობისთვის კომპენსაციის დანიშვნის მომენტისთვის შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან. 2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა. საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი №4619 - სსმ I, №14, 18.04.2007 წ., მუხ.114
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-720(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
№46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 1-ლი მუხლის 1-ელ პუნქტი, მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-15 მუხლი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია კომპენსაციის გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო, თუმცა იგი მოქმედებს შესაბამისი…
- საქმე №ბს-928(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2024
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით მიიჩნევს, რომ კომპენსაციის დანიშვნა და ანაზღაურება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და არა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს.
- საქმე №ბს-1362(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2020
…დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესის (დანართი №2) მე-2, მე-15 მუხლებით. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე თ. გ-მა, 2017 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მისი…
- საქმე №ბს-956-952(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.11.2018
…და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 23.1, 26.1 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ №2 დანართის 2.1, 7.1, 15.1 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო, განაცხადისა და მასზე დართული შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე.
- საქმე №ბს-387-384(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2017
ამავდროულად მას განემარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახემწიფო კომპესაციის დანიშვნისა და გაცემის წესში“ 2016 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ცვლილების შედეგად, მე–15 მუხლის მე–2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილების შეწყვეტის/დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი, საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა“.
- საქმე №ბს-745-731(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2015
- საქმე №ბს-1331-1295(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ბს-1361-1325(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ბს-479-459(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2010
- საქმე №010310017001876588 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2019
- საქმე №330310017002015153 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება