1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.
2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, გაზრდილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში, სახელმწიფო პენსიის ზრდის ნომინალური ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12–153, მე-17 და მე-18−21-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობაზე.
საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №866 - ვებგვერდი, 19.08.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3894 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5598 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის კანონი №4500 – ვებგვერდი, 24.04.2019წ.
საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.04.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 03.04.2024 კანონი №4098
- 17.04.2019 კანონი №4500
- 24.06.2016 კანონი №5598
- 03.07.2015 კანონი №3894
- 25.07.2013 კანონი №866
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი 1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა,მაქსიმალური გარდაგასაცემი ამოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. 2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, გაზრდილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“,„ბ“ „ნ“,ქვეპუნქტის „ო“,შესაბამისად, „პ“საქართველოს ანსაბიუჯეტო „ჟ“კოდექსის ქვეპუნქტით38-ე განსაზღვრულდა კომპენსაციის39-ე მიმღებმუხლების პირზესაფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში, სახელმწიფო პენსიის ზრდის ნომინალური ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი კომპენსაციისოდენობის ოდენობისა,შესახებ პირობა ვრცელდება ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12–153, მე-17 და მე-18−21-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობისა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა არ უნდავრცელდება აღემატებოდესამ 560კანონის ლარს.მე-5 თავიმუხლის III.მე-2 კომპენსაციაპუნქტის ნამსახურობის„მ“, ვადის„ნ“, ამოწურვის„ო“, გამო„პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-1121(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
…„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 26.06.2025 წლის 822-IIმს-XIმპ კანონით განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმად, კანონის მე-12 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი და აღინიშნა, რომ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
- საქმე №ბს-69(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააგენტოს, საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, არამედ ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, რომელიც ადგენდა კონკრეტულად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესს.
- საქმე №ბს-1103(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2025
…ხორციელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო პენსიის ოდენობის, მოსამართლედ მუშაობის სტაჟისა და მოსამართლის პოზიციის გათვალისწინებით. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული იყო კომპენსაციის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი (560 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მ.
- საქმე №ბს-806(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
…მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად), მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა, ხოლო ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
- საქმე №ბს-783(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და გაეთვალისწინებინა ამავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი ყოველთვიურად გასაცემლის ოდენობა, რომელიც 560 ლარს შეადგენს. მოსარჩელეს 2021 წლის 01 იანვრიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული…
- საქმე №ბს-849(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2021
- საქმე №ბს-956-952(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.11.2018
- საქმე №ბს-457-457(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2018
- საქმე №ბს-707-693(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2015
- საქმე №ბს-1331-1295(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ბს-1361-1325(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ბს-479-459(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2010
- საქმე №ბს-619-589(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2007
- საქმე №ბს-21-21(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2007
- საქმე №330310019002927001 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2020
- საქმე №330310018002257002 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.09.2018
- საქმე №120310018002344982 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.07.2018
- საქმე №330310019002927001 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №330310018002736994 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №120310018002344982 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 05.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება