1. საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ იგი ამ თანამდებობაზე დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, აირჩია საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ პირებს კომპენსაციები ენიშნებათ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
2. 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა), საპენსიო ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, ენიშნებათ კომპენსაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით პარლამენტის წევრისათვის დადგენილი პირობებით (მათ შორის, სავალდებულო 6-თვიანი ვადის პირობით) კომპენსაცია ენიშნება 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის მოტივით.
4. პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი.
41. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
5. ყოფილ პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრს, თუ იგი საჯარო საქმიანობას ახორციელებს, ამ მუხლით გათვალისწინებული პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობისა.
საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, № 41, 01.11.2006 წ., მუხ. 282
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3883 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №822
- 06.12.2018 კანონი №3883
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. საქართველოს პარლამენტის წევრთა კომპენსაციის გაანგარიშება 1. საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ იგი ამ თანამდებობაზე დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, აირჩია საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ პირებს კომპენსაციები ენიშნებათ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 2. 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა), საპენსიო ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, ენიშნებათ კომპენსაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით პარლამენტის წევრისათვის დადგენილი პირობებით (მათ შორის, სავალდებულო 6-თვიანი ვადის პირობით) კომპენსაცია ენიშნება 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის მოტივით. 4. პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი. 41. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა. 5. ყოფილიყოფილ პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრს, თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას,საქმიანობას ახორციელებს, ამ მუხლით გათვალისწინებული პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულგანსაზღვრულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით, მაგრამ არაარაუმეტეს უმეტესამ დადგენილიკანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური ზღვრისა.გასაცემი ოდენობისა. საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, № 41, 01.11.2006 წ., მუხ. 282
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-1140(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2025
N04/3167 წერილით დგინდება, რომ "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, სააგენტოს 28.02.2019წ.
- საქმე №ბს-1499(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-10, მე-16 მუხლებზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-4, მე-5, მე-13, 26-ე, 27-ე მუხლებზე,,,სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და…
- საქმე №ბს-667-663(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.03.2018
…კანონით არ არის გათვალისწინებული და არც მისი მიზნებიდან გამომდინარეობს, ვერ იქნება გაზიარებული რადგან საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
- საქმე №ბს-11-11(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2016
შეტანილი ცვლილებების შედეგად პოლიტიკური რეპრესირებულის სტატუსის მიღების შესაძლებლობა მიეცა არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში დაპირისპირებულ პირებს, არამედ 1991-92 წლების მოვლენების შედეგად რეპრესირებულ პირებს), კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვით სარგებლობის შესაძლებლობას ( „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს, საპენსიო ასაკის…
- საქმე №330310018002257002 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.09.2018
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით, მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, მე-7, მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის მეორე პუნქტი;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება