1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ:
ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა;
ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი:
ა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 60%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 55%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;
გ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 50%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;
დ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;
ე) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 40%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;
ვ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 35%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი;
ზ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.
3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, № 41, 01.11.2006 წ., მუხ. 282
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2259 - სსმ I, №41, 08.12.2009 წ., მუხ.302
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4579 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №822
- 27.11.2015 კანონი №4579
- 24.04.2012 კანონი №6061
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშება 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი: ა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 60%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 55%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; გ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 50%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; დ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ე) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 40%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ვ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 35%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; ზ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი. 3. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა. საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, № 41, 01.11.2006 წ., მუხ. 282 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2259 - სსმ I, №41, 08.12.2009 წ., მუხ.302
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(23)
- საქმე №ბს-1121(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
…გამო. ამასთან, კასატორი თვლის, რომ გასათვალისწინებელია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 26.06.2025 წლის 822-IIმს-XIმპ კანონით განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმად, კანონის მე-12 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი და აღინიშნა, რომ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
- საქმე №ბს-973(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
განკარგულება) არ შეესაბამება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს.
- საქმე №ბს-630(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
გ-იმა მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის,,დ‘’ ქვეპუნქტის შესაბამისად და 2022 წლის პირველი აპრილიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მიუღებელი კომპენსაციის - სხვაობის ანაზღაურება.
- საქმე №ბს-69(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააგენტოს, საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით, არამედ ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, რომელიც ადგენდა კონკრეტულად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესს.
- საქმე №ბს-1103(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2025
დ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც 2021 წლის 1 აპრილიდან მოსარჩელეს დაენიშნება კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
- საქმე №ბს-783(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
- საქმე №ბს-287(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №ბს-387(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
- საქმე №ბს-224(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2021
- საქმე №ბს-227(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2021
- საქმე №ბს-821(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2021
- საქმე №ბს-661(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2020
- საქმე №ბს-725(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2020
- საქმე №ბს-1434(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2019
- საქმე №ბს-658-654(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2017
- საქმე №ბს-475-472(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2017
- საქმე №ბს-387-384(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2017
- საქმე №ბს-707-693(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2015
- საქმე №ბს-165-161(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2008
- საქმე №ბს-147-138(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2007
- საქმე №330310018002257002 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.09.2018
- საქმე №330310016001467482 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.05.2018
- საქმე №120310017002168203 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 56, 28/12/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება