1. საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები. კომიტეტების დასკვნები ეგზავნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
2. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით სამინისტროებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების და მათი დაფინანსების თაობაზე ინფორმაციას წარადგენს შესაბამისი მინისტრი ან მისი მოადგილე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად.
3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს პარლამენტი არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა უგზავნის საქართველოს მთავრობას. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა.
4. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 5
ნოემბრისა ხელმეორედ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება პლენარულ სხდომაზე.
5. პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.
6. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ სტენოგრამასთან ერთად არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას.
7. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს და მის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 30 ნოემბრისა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
8. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.
9. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
10. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.
11. თუ საქართველოს პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა.
12. სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ხარჯები იფარება წინა წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად.
13. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ინფორმაციის სახით წარდგენას.
14. წლიური საბიუჯეტო კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5526 - ვებგვერდი, 21.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1599 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3381 – ვებგვერდი, 24.09.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3880 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 1 ივლისის კანონი №6701 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 9-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
- 01.07.2020 კანონი №6701
- 06.12.2018 კანონი №3880
- 05.09.2018 კანონი №3381
- 12.12.2014 კანონი №2935
- 20.11.2013 კანონი №1599
- 20.12.2012 კანონი №117
- 22.06.2012 კანონი №6550
- 20.12.2011 კანონი №5526
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება 1. საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა. კომიტეტების დასკვნები ეგზავნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. [ 1. საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები. კომიტეტების დასკვნები ეგზავნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. (ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე)] 2. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით სამინისტროებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების და მათი დაფინანსების თაობაზე ინფორმაციას წარადგენს შესაბამისი მინისტრი ან მისი მოადგილე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად. 3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს პარლამენტი არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა უგზავნის საქართველოს მთავრობას. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. 4. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 5 ნოემბრისა ხელმეორედ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება პლენარულ სხდომაზე. 5. პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს. 6. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ სტენოგრამასთან ერთად არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას. 7. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს და მის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 30 ნოემბრისა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 8. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით. 9. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 10. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი. 11. თუ საქართველოს პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა. 12. სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ხარჯები იფარება წინა წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად. 13. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან არაარაუგვიანეს უგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივიმუნიციპალიტეტებიდან თვითმმართველობებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვისკომიტეტისთვის ინფორმაციის სახით წარდგენას. 14. წლიური საბიუჯეტო კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1103(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2025
(2) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, გაზრდილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში, სახელმწიფო პენსიის ზრდის ნომინალური ოდენობით;
- საქმე №ბს-783(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
(2) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, გაზრდილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში, სახელმწიფო პენსიის ზრდის ნომინალური ოდენობით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება