1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 სექტემბრისა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს წარუდგენს არა უგვიანეს 25 სექტემბრისა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
4. (ამოღებულია – 28.10.2011, №5172).
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.10.2011 კანონი №5172
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 სექტემბრისა. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს წარუდგენს არა უგვიანეს 25 სექტემბრისა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 4. სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 25%-ს. [4. (ამოღებულია – 28.10.2011, №5172) (ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან) ]№5172).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-631-631(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
…მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების, მოქმედი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ „...ფინანსთა სამინისტროს წესის შემუშავების საბოლოო თარიღად განესაზღვრა 1998 წლის 1 სექტემბერი“.
- საქმე №ბს-582-575(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2016
…მე-9 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების, დღეისათვის მოქმედი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ „...ფინანსთა სამინისტროს წესის შემუშავების საბოლოო თარიღად განესაზღვრა 1998 წლის 1 სექტემბერი“.
- საქმე №330310013346029 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.02.2018
…სახელმწიფო ბიუჯეტისათვის - საქართველოს პარლამენტი. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. იმავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს წარუდგენს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება