1. მხარჯავი დაწესებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 1 სექტემბრისა. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:
ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;
ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;
ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;
ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ, საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით, აგრეთვე ინფორმაციას მომუშავეთა დამტკიცებული რიცხოვნობისა და საპროგნოზო რიცხოვნობის შესახებ;
ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;
გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
1. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კოდექსით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული საბიუჯეტო განაცხადის ელექტრონული ფორმით.
3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.
4. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ასახვას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.12.2022 კანონი №2384
- 12.12.2014 კანონი №2935
- 28.10.2011 კანონი №5172
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა 1. მხარჯავი დაწესებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 1 სექტემბრისა. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის: ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით; ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას; ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ; ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ, საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით, აგრეთვე ინფორმაციას მომუშავეთა დამტკიცებული რიცხოვნობისა და საპროგნოზო რიცხოვნობის შესახებ; ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს; გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 1 1. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კოდექსით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. 2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული საბიუჯეტო განაცხადის ელექტრონული ფორმით. 3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ. 4. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ასახვას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება