1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.
4. თუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 18.12.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.11.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 2. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით. 4. თუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე. საქართველოსაქართველოს ს2010 20 10 წლის 18 ივნისის კანონი №№3114 3114 - სსმ II, ,№29 № 29 22.06.2010 წ., მუხ .189მუხ.1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-411(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2023
…გასამრჯელო, ადასტურებს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება გ.ო-ისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში არსებული თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნების შესახებ, რაც წარმოშობს ვალდებულებას მისი სრულად ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს…
- საქმე №ბს-651(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2022
სააგენტომ მიუთითა საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების…
- საქმე №ბს-958(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2018
…მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს. ამავე კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებულია წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის შექმნისა და განკარგვის წესი.
- საქმე №ბს-465-458(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.09.2015
…ნორმების გავრცელება დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლოს მითითებით,,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
- საქმე №ას-152-145-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2013
…მერია დავაში არ წარმოადგენენ სათანადო მხარეს და სარჩელი მათ მიმართ უსაფუძვლოა მაშინ, როცა კასატორი აპელირებს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლზე, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 30-ე მუხლსა და „ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონზე. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში ასევე ვერ იქნა ასახული მოსაზრებები მტკიცებულებათა შეფასებისას შინაგან რწმენასთან დაკავშირებით.
- საქმე №ას-1392-1313-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2012
- საქმე №ას-579-547-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2012
- საქმე №ბს-738-713(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2010
- საქმე №240217718002282080 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2018
- საქმე №020310018002295156 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 22.05.2018
- საქმე №020310018002295160 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 25.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება