1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს:
ა) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;
ბ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;
გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს;
დ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს;
ე) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს;
ვ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს;
ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს.
2. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით.
3. ამ
თავით
გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
- 28.10.2011 კანონი №5172
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები 1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს: ა) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას; ბ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას; გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს; დ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს; ე) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს; ვ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს; ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივიმუნიციპალიტეტებისთვის თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემ ტრანსფერებს. 2. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით. 3. ამ თავით გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-958(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2018
…საბიუჯეტო კოდექსის“ მე-2 მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს საერთო სასამართლოები და საქართველოს მთავარი პროკურატურა წარმოადგენენ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ცენტრალური ფულადი სახსრების დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს. აღნიშნული კოდექსის 27-ე მუხლი ითვალისწინებს სართო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ჩამონათვალს, რომლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება