1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.
4. თუ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 18.12.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.11.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 2. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 3. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით. 4. თუ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე. საქართველოსაქართველოს ს2010 20 10 წლის 18 ივნისის კანონი №№3114 3114 - სსმ II, ,№29 № 29 22.06.2010 წ., მუხ .189მუხ.1
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება