საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები განაწილდება შემდეგი სახით:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები:
ა.ა) ფიქსირებული გადასახადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე;
ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი;
ა.გ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი;
ა.დ) გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის;
ა.ე) ფიქსირებული გადასახადი სიგარილასა და ფილტრიანი სიგარეტის იმპორტზე;
ა.ვ) სოციალური გადასახადი;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები:
ბ.ა) მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისთვის გადასახადი;
ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახადი;
ბ.გ) ქონების გადაცემისთვის გადასახადი;
ბ.დ) საკურორტო გადასახადი;
ბ.ე) სასტუმროს გადასახადი;
ბ.ვ) რეკლამის გადასახადი;
ბ.ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისთვის;
გ) მცირე ბიზნესის გადასახადიდან და ფიქსირებული გადასახადიდან მიღებული თანხების 80% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20% – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობების განაწილება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები განაწილდება შემდეგი სახით: ა) სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები: ა.ა) ფიქსირებული გადასახადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე; ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი; ა.გ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი; ა.დ) გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის; ა.ე) ფიქსირებული გადასახადი სიგარილასა და ფილტრიანი სიგარეტის იმპორტზე; ა.ვ) სოციალური გადასახადი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივიმუნიციპალიტეტების თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები: ბ.ა) მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვისდაბინძურებისთვის გადასახადი; ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვისსარგებლობისთვის გადასახადი; ბ.გ) ქონების გადაცემისათვისგადაცემისთვის გადასახადი; ბ.დ) საკურორტო გადასახადი; ბ.ე) სასტუმროს გადასახადი; ბ.ვ) რეკლამის გადასახადი; ბ.ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის;გამოყენებისთვის; გ) მცირე ბიზნესის გადასახადიდან და ფიქსირებული გადასახადიდან მიღებული თანხების 80% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20% – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივიმუნიციპალიტეტების თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება